გოჩა ტყებუჩავას გუნდი შეკრებას 20 თებერვალს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, 20 თებერვალს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები. გოჩა ტყებუჩავას გუნდი სლოვაკეთის თანატოლთა ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად მოემზადება.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ამ შეკრებაზე 22 ფეხბურთელია გამოძახებული:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი ("საბურთალო"), ლევან ისიანი ("დინამო", თბილისი).

მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა - "დინამო", თბილისი), გიორგი ბერძენაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ ბულუხაძე ("საბურთალო"), თორნიკე ჭურაძე ("ზესტაფონი"), ლუკა ასათიანი, დიმიტრი ვირუბოვი (ორივე - 35-ე სკოლა).

ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გაგა კუხიანიძე (ყველა - "საბურთალო"), ვატო არველაძე ("ქასიმფაშა", თურქეთი), აკაკი ყურაშვილი ("დინამო", თბილისი), რატი არდაზიშვილი, დავით სამურკასოვი (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე, ლაშა ლეჟავა (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი), თორნიკე მუზაშვილი ("საბურთალო"), ირაკლი ბუღრიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი გვასალია ("ვიტ ჯორჯია").

თურქეთში არსებული უამინდობისა და გადადებული ფრენების გამო ნაკრებს ერთი დღით გვიან შეუერთდება "ქასიმფაშაში" მოთამაშე ვატო არველაძე.

სლოვაკეთის 17-წლამდელთა ნაკრები თბილისში 23 თებერვალს ჩამოვა. ამხანაგური მატჩები კი 24 და 26 თებერვალს გაიმართება. ორივე მატჩი დღის 14:00 საათზე დაიწყება და "მიხეილ მესხის" სტადიონზე ჩატარდება.

ეს შეკრება და ამხანაგური მატჩები 17-წლამდელების თბილისური მზადების ბოლო ეტაპი იქნება. ამის შემდეგ, 3 მარტს ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება და ელიტრაუნდის დასკვნით შეკრებას დიუსელდორფთან ახლომდებარე ქალაქში გაივლის.

კახი
უნამუსოა არველაძეებიც და ტყებუცავაც. მართლაც რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი ეწირება ამათ უსამართლობას.ის უმოქმედობა მოედანზე ზოგ-ზოგიერთებისთვის საპატიოა. მაინც ხვდებიან ნაკრებში. ჩემს შვილს პირადად არ მისცა არანაირი შანსი.არაუშავს ნიჭიერი არსად დაიკარგება, ტრებუჩავა კი ..... სახელით დარჩება მუდამ.ის ძალიან ბევრ ნიჭიერ ბავშვს უკარგავს ინტერესს. გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი.მაგრამ რას ვიზამთ, ეს ხომ საქართველოა. ნაცნობები, მეგობრები, ფული.ნუთუ ამ უკმაყოფილო მშობლების კომენტარს ფედერაციაში არავინ ეცნობა. არ აინტერესებთ იმიტომ რომ მათ შვილებს არ ეხება უსამართლობა. ტღებუჩავა ......
mixo
არველაძების სიმპატია მაქვს მივიყვანე მაგათ სახელობის სკოლაში შვილი ველოდები შედეგებს ამდენი უატყოფითი რო წავიკითხე ცოტა არიყოს დავფიქრდი ნეტა რა ბედი ელის ჩემ შვილს და სხვა ნიჭიერ ახალგაზრდებს
რამაზი.
დავით თქვი აქაც დაწერე ჩვენც ვიცოდეთ რა ხდება, თორე ისეთი შთაბეჭდილება რჩება რო არაფერიც არ იცი, თუ რამეა დაწერე და გავარჩიოთ!
zaza
mere tqvi tu ici,tore iseti shtabechdileba iqmneba gabrazebulis poziciidan saurbob,tan tu ambob arveladzeebio,sia iq migaqvs?tqvi
bacho
მერე აქ ნუ ილანძღები დათო,ადექი და დააფიქსირე სენი აზრი ოფიცილურად,ასე ტუ ვუშველით ქათულ ფეხბურთს და საქართველოს ზოგადად,სხვაგცარად .........
dato
ტყებუჩავას წინ დაუდებ ყველას სიას ვინ როგორ გამოიძახა მაგრამ რა ენაგვლება არველაძეები კარნახობენ ვინ გამოიძახოს სანამ ეგენი
DATO
ვიცი ვინც დაბლოკა ჩემი შვილი.არველაძეებმა, მაგათი შვილი არ გამოჩდება და ამიტო დაბლოკეს ჩემი შვილი გაგაებინებთ კველაფერს,მიტოა ქართული ფეხბურთის საქმე კარგად
givi
ტყებუჩავა მაფიოზია, მწვრთნელი კი არ მალიარია ვინ ანდო ასაკობრივი ნაკრები?ალბათ არველაძეებმა,მაგათი მოყვანილია შევდივარ ჯერ ფედერაციაში არველაძეებს წინ დაუდებ სიას ვინ როგორ მოხვდა 17წ ნაკრებში მერე სხვას ვაცნობებ რაც ხდება
ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
დიდების დასაბრუნებლად! - შოთა "ფახთაქორს" აჩისა და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად გაწვრთნის [VIDEO]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U17 | კვიპროსი 1:1 საქართველო
U17 | კვიპროსი 1:2 საქართველო
U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა
გია გილიგაშვილი და გოჩა ტყებუჩავა სფფ-ის არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ
ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა - რა ხდება მიქაუტაძესთან დაკავშირებით
ვატო არველაძე: ვეცდები შოთაზე უფრო მაგარი გავხდე
სპორტულმა ტრიბუნალმა სფფ-ის აღმასკომის დელეგატთა შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა
ვატო არველაძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში განაგრძობს
ვატო არველაძე საბა კვირკველიას თანაგუნდელი გახდა
ესპანური "ალავესი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
ვატო არველაძემ თურქეთის თასზე გოლი გაიტანა [VIDEO]
ვატო არველაძე თბილისის "დინამოში" ითამაშებს
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
ელიტრაუნდი 17-წლამდელებმაც მარცხით დაიწყეს [VIDEO]
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...