სანდრო იაშვილი: "ახალგაზრდა კაცისთვის, რომელსაც ტიპური ქართული მენტალიტეტი აქვს, ძნელია ამხელა პატივის შერგება"
ბევრისთვის უცნობი ფაქტია: საქართველოს ჰყავს ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი მამუკა ფანცულაია და 17-წლამდელთა ჩემპიონატის ბომბარდირი - ვალერი გაგუა. მაგრამ დიდი ფეხბურთი ვერც ერთმა ითამაშა.
ბოლო გულისტკივილი სანდრო იაშვილია, რომელიც ასევე ევროფორუმის საუკეთესო ბომბარდირებში მოხვდა: 2002 წელს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. პატარა "ჯვაროსნებმა" ჯგუფში რენე ადლერის, ლუკაშ პოდოლსკისა და მარიო გომესის გერმანიასთან 1:1 ითამაშეს, "არსენალისა" და "სუონსის" მეკარე ლუკაშ ფაბიანსკის პოლონეთთანაც ქულას (1:1) დასჯერდნენ, ხოლო უნგრეთს 2:1 მოუგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მომავალ ჩემპიონ შვეიცარიასთან 0:3 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების ოთხივე გოლი სანდრო იაშვილმა გაიტანა, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კი ესპანელი ჯონათან სორიანო გახდა (7 გოლი), მეორეზე დანიელი მორტენ რასმუსენი (6) გავიდა, 5-5 გაიტანეს ინგლისელმა უეინ რუნიმ, ჰოლანდიელმა კოლინზ ჯონმა და მოლდოველმა დენის კალენკოვმა, ხოლო იაშვილი მე-6 ადგილზე აღმოჩნდა.
სანდრო იაშვილის თაობას ქართული ფეხბურთის რენესანსის იმედს უკავშირებდნენ. იაშვილი 2006-07 წლების სეზონის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა. მაგრამ ქვეყნის მთავარ გუნდში სულ სამჯერ ითამაშა, ფეხბურთს ნაადრევად, 27 წლისა შეეშვა და გაცემული ავანსები სანახევროდაც ვერ გაამართლა...
საერთოდაც, 1985-86 წლებში დაბადებული, მეტად ნიჭიერი თაობიდან ეროვნულ ნაკრებამდე მხოლოდ ზაალ ელიავამ, გოჩა ხოჯავამ, სანდრო გურულმა და აკაკი ხუბუტიამ მიაღწიეს...
ტოტის, ალდაირისა და კაფუს გვერდით
- ნაადრევად დასრულებულ კარიერას სხვას ვერ დავაბრალებ და ხალხის გაღიზიანებაც არ მსურს. ამიტომ, რასაც ვიტყვი, ყველაფერი ზუსტად ისე დაწერეთ.
- ამაზე შეთანხმება საჭირო არ არის, ეს ასეც უნდა იყოს. გავიხსენოთ თქვენი კარიერა, რომელიც იმედიანად დაიწყეთ: 15 წლისა "რომაში" ვარჯიშობდით, ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩინეთ თავი, 18 წლისა ეროვნულ ნაკრებშიც მიგიწვიეს. მერე რა მოხდა?
- თავიდან ძალიან გამიმართლა, იტალიელებს თვალში რომ მოვხვდი. "რომას" 19-წლამდელთა გუნდში ჯანი კარნევალემ ჩამიყვანა. იქ თვეზე მეტხანს გავჩერდი. ყოველდღე ვუყურებდი ტოტის და სხვა ვარსკვლავების ვარჯიშებს. ყველაზე მაგრები მაინც ალდაირი და კაფუ იყვნენ. ბავშვებთან მოდიოდნენ და გველაპარაკებოდნენ. ჩვენთვის ეს უდიდესი სიხარული იყო. მწვრთნელებსაც მოვწონდი, მაგრამ სწორედ მაშინ შემოიღეს არაევროკავშირელებზე ლიმიტი, ჩემი აყვანა გამოირიცხა და წამოვედი.
იტალიის გარდა, იყო ბელგიისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ვარიანტები, რომლებზეც აღარც მიფიქრია. მაგრამ წაუსვლელობაზეც თავი არ მომიკლავს. უფროსის პატივისცემითა და მოსმენით არავის წაუგია და მეც გამოცდილ ხალხს ვუსმენდი. ისინი კი მეუბნებოდნენ, ჯერ საქართველოში ითამაშე, პრაქტიკითა და გამოცდილებით უფრო გაიზრდები და უცხოეთში უფრო თამამად წახვალო.
მართლებიც იყვნენ. სანამ წახვალ, უპირველესად, მენტალურად უნდა იყო ჩამოყალიბებული. პატარა ბიჭს დიდი იმედებით რომ გაცილებენ, დიდი ფსიქოლოგიური ტვირთია. ეგრევე მთავარ გუნდში ვინ გათამაშებს?!
სანამ უფროსებს ვუჯერებდი, მანამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. მერე აირია, როცა მათი რჩევები აღარ გავითვალისწინე.
- მერე იყო 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ბომბარდირებში მოხვდით და ამას თქვენს კარიერაზე, წესით, დადებითად უნდა ემოქმედა...
- მაშინ ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავდა. გერმანიის ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით, მაგრამ მეოთხედფინალში შვეიცარიამ მოგვიგო, რომელიც შემდეგ ჩემპიონი გახდა. მათ გარდა, გოლი ყველას გავუტანე. მაშინ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავდა, მაგრამ...
ერთ შანსს არ ვიმსახურებდი?!
- სხვათა შორის, ბავშვობიდან არ მაკლდა ჟურნალისტების ყურადღება. როგორია, 15-16 წლის ბიჭს რომ ესმის - სანდრო იქ მიდის, სანდრომ გაიტანა, სანდროთი დაინტერესდნენ?..
- ანუ ზედმეტი ყურადღება თავში აგივარდათ?
- შესაძლოა, ვიღაცას ასეც ეგონა. ხედავდნენ, რომ ჩემზე არაფრით მეტი გერმანელი და ესპანელი უმატებდნენ, მე კი პროგრესი არ მქონდა და დასკვნას აკეთებდნენ - სანდროს თავში აუვარდაო.
სისულელეა. მიზეზი ის იყო, რომ საქართველოში ფეხბურთელის პროგრესი ძნელია. არადა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ორ-სამ წელიწადში უფრო და უფრო მოვუმატე და 18 წლისა "დინამოში" მივედი. ამ გუნდში რამდენიმე დასამახსოვრებელი სეზონი ჩავატარე და 22 წლისა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გავხდი.
მერე მოვდუნდი. შესაძლოა, იმიტომაც, რომ სტიმული დამაკლდა. ყველაფერი გამართლებაზეა.
- მაინც რაში არ გაგიმართლათ?
- ნაკრებში არ მიძახებდნენ, რაც ცალკე თემაა. სამი არაოფიციალური შეხვედრა ჩავატარე, მაგრამ ოფიციალურში თამაში არ მეღირსა, რაც ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ეტყობა, ეგონათ, რომ რამეს დავაშავებდი...
მეორე ბუნდესლიგის გუნდში უნდა წავსულიყავი და კლუბის ხელმძღვანელებს უთხრეს, ცუდი ბიჭიაო და აღარ ამიყვანეს. აბა, ამას რა ჰქვია? მაშინ ნაკრებში ძლიერი თავდამსხმელები თამაშობდნენ, მარტო შოთა არველაძე რად ღირს, მაგრამ მგონია, იყო პერიოდი, როცა ჩემი გამოძახებაც შესაძლებელი იყო.
ნუთუ ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი ერთ შანსს მაინც არ იმსახურებდა?
- ბევრი რამ საკუთარ თავსაც უნდა დააბრალოთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოში თქვენნაირ არასტანდარტულ ტიპებს ვერ ჰგუობენ...
- ამას აშკარად ვამჩნევდი. მე არასოდეს ვყოფილვარ ფლეგმა. ზოგისთვის ეს უდისციპლინობა იყო, ზოგისთვისაც - უზრდელობა. არადა, ყველაზე მეტად უზრდელობა მეზიზღება. მე ასე ვუყურებ ცხოვრებას: სადაც ხარ, იქ გულის კარნახით უნდა მოიქცე. მე რომ მინდორზე გავდიოდი, იქ ვკვდებოდი, მიხაროდა და მწყინდა, მაგრამ გულგრილი არასოდეს ვყოფილვარ. ვინ იცის, ასეთი არასწორი მიდგომით რამდენი ახალგაზრდა შეიწირეს.
თუნში პრობლემა წონამაც შემიქმნა
- ...მაგრამ კარიერა 27 წლისამ რომ დავასრულე, ეს სხვების ბრალი არ არის. თამაში როგორ არ მინდოდა, მაგრამ ეტყობა, რაღაც დავაკელი.
- ივო შუშაკმა მოსკოვიდან (სადაც "დინამო" "თანამეგობრობის თასზე" თამაშობდა - ავტ) რატომ გამოგიშვათ?
- ახლაც არ ვიცი. ისიც ემოციური კაცი იყო.
- რეჟიმს არღვევდით?
- არა, რა სისულელეა! განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი. ჩემი პრობლემა იყო მსაჯები და მეტოქეები. მაგრამ წითელი ბარათი მხოლოდ ერთხელ მივიღე.
- ბოლო შანსი "დინამოში" ალექს გარსიას დროს მოგეცათ...
- ან მიყვანა რა იყო, ან გაშვება?! ფორმაში შევდიოდი, თავს გადასარევად ვგრძნობდი... მაგრამ ჩამოიყვანეს ესპანელები და მე უცნაურად მექცეოდნენ. ისლანდიაში თამაშზე წასასვლელად 18 კაცი არ შეიკრიბა, 17 წავიდა და შემადგენლობაში მე მაინც არ აღმოვჩნდი. ასეთი რამ გაგიგიათ? აი, ამაში მე დამნაშავე ნამდვილად არ ვყოფილვარ.
- ვერ უარყოფთ, რომ წონის პრობლემა ხშირად გაწუხებდათ...
- ეს 22-23 წლიდან დამეწყო, რაც არაპროფესიონალიზმის მანიშნებელია. რა დასამალია და, შვეიცარიაში, "თუნში" ყოფნის დროს, პრობლემაც ამან შემიქმნა. სამი თვე წონას ვაგდებდი, რაც უკვე არასერიოზულია. მაგრამ მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი, მეგონა, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ვიღაც გამხნევებს, კრიტიკულ აზრს კი არ უსმენ.
- "გლაზგოში" რატომ ვერ დარჩით?
- სანაკრებო პროცენტები არ მყოფნიდა. სულ ასე იყო, ყოველთვის რაღაც მაკლდებოდა.
ასე მგონია, სხვა იაშვილს იცნობდნენ
- მეც ხშირად ვფიქრობ, იმედები რატომ ვერ გავამართლე? ადრე თუ გვიან, ჩემი ფეხბურთიც დამთავრდებოდა, მაგრამ მანამდე სპორტული ჟინი უნდა მომეკლა და ისე წავსულიყავი. მე კი ეს ნამეტანი ადრე მომივიდა.
ბავშვს ბევრი ქება სწყენს. ახალგაზრდა კაცისთვის, რომელსაც ტიპური ქართული მენტალიტეტი აქვს, ძნელია ამხელა პატივის შერგება - ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი და მეც ეს დამემართა. ახალგაზრდებმა უფროსებს, გამოცდილ და პატივსაცემ ხალხს უნდა მოუსმინონ.
გამიმართლა, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელების გვერდით თამაშისა და ურთიერთობის ბედნიერება მქონდა. ვიზრდებოდი, რადგან მათი პატივისცემა მქონდა. უნდა იფიქრო, რომ აჯობო, მაგრამ ეს თავხედობაში არ უნდა გადაგივიდეს. სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატში დღეს ასეთი ხალხი თითქმის აღარ დარჩა.
როგორც კი გაიფიქრებ, რომ ყველაფერი იცი და აღარაფერი გაქვს სასწავლი, მაშინ "გერხევა". ალალად გეუბნებით, მე ასეთი რამ არასოდეს მიფიქრია. ან კი როგორ უნდა მეფიქრა, როცა ნაკრებში არ მათამაშებდნენ?!
- ასე მგონია, ხალხისა და სპეციალისტების დამოკიდებულება გაღიზიანებდათ...
- მე კი მგონია, სხვა იაშვილს იცნობდნენ. როგორც მახასიათებდნენ, ისეთი ნამდვილად არ ვარ. საქართველოში ლეგენდების შეთხზვა არ უჭირთ. არავისთვის თავი არ დამიხრია და ესეც პრობლემა იყო.
მე პრეზიდენტის თუ დირექტორის რიდი მქონდა, მაგრამ ტყუილს რომ ამბობდა, თავს ვერ დავუქნევდი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არც მორალში ჯდება. უპირველესად ხომ მე "მე" ვარ და მერე - ვინმეს ხელქვეითი ფეხბურთელი.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
guria
სანდრო
guria
მეც ძალინ მომწონდა სანდრო განსაკუთრებით მეორე სართულზე, გამიხარდა რომ სანდრო რომ გაახსენდათ ჟურნალისტებს
giorgi
პატარა ვიყავი როცა დინამოს თამაშებზე სანდროს გამო დავდიოდი ძაან მაგრად მევასებოდა მისი სათამაში სტილი მაგრამ მაშინაც ეტყობოდა რომ არ იყოო დისციპლინის მოყვარული დაა ძაან ზარმაცობდაა !!!
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
გიორგი ფანცულაიას ტრანსფერი დონეცკის "ოლიმპიკში" არ შედგა
შუქურა-სიონი 2:0 - მამაშვილობაც ასეთი უნდა! [VIDEO]
აკაკი ხუბუტია კარიერას "ვიტებსკში" გააგრძელებს
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
ეროვნული ლიგა. XXVII ტური. სრული სიგიჟე "დავით პეტრიაშვილზე" [VIDEO]
აკაკი ხუბუტია "რუსთავში" ითამაშებს
"ტორპედო" შესაძლოა მოსკოვში მყოფმა ქართველმა ბიზნესმენმა დააფინანსოს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს
16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
"დავრწმუნდი, რომ თურქი ფეხბურთელები ქართველებზე ნიჭიერები არ არიან"
სპორტრეტი. ლევან ყენია - ნიჭი, ძამიკო, ნიჭი...
ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]
"გაზ მეთანს" აკაკი ხუბუტიას გოლმა ვერ უშველა
"თელავის" მწვრთნელად ვალერი გაგუა დანიშნეს
პრო ლიგა 2: ამბიციური ფავორიტები და გასასინჯი უცხოელები
რევაზ ძოძუაშვილი: იმდენი პრობლემაა, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი არაბა
რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...
ქუთაისის "ტორპედომ" პირველლიგელებთან ორი მატჩი გამართა და ორივე წააგო
უცნობი ისტორიები: ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია აღმზრდელის თვალით
მამუკა ფანცულაია: ...ასე ბევრი მწვრთნელი შეეშვება საყვარელ საქმეს
ზაალ ელიავა "ზუგდიდს" შეუერთდა
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
აკაკი ხუბუტია: მიხარია, რომ ისევ რუმინეთში დავბრუნდი
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
ლოკომოტივი-შუქურა 0:3 - უკეთესს რომ ვერ ინატრებ... [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ისტორია?
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
მამუკა ფანცულაია: თამაში მინდოდა, მაგრამ ობოლ ბიჭს ხელის წამკვრელი არ მყავდა
34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!
გიორგი ფანცულაია დონეცკის "ოლიმპიკის" გადაწყვეტილებას ელის
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურიას გოლი და მუხლის ტრავმა [VIDEO]
ლეგიონი: პაპუნაშვილისა და კვირკველიას გოლები, არველაძის მოგება [VIDEO]
მივიდა, გაესინჯა, გაიტანა - რას ეტყვიან გიორგი ფანცულაიას "ოლიმპიკში"?
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!
ღმერთია მოწმე, არაფერი დამიშურებია... რაზე სწყდება გული გიორგი დევდარიანს
ეროვნული ლიგა. XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"
იქნებ ივარგოს... ახალი მწვრთნელი და უკრაინელი მოთამაშე ქობულეთის "შუქურაში"
გიორგი ქვილითაია: არც ვიცი, დავიჯერო თუ არა?..
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე