მიხეილ გულორდავა - რონალდოსა და მოურინიოს აგენტის პარტნიორი, რომელთან თანამშრომლობის სურვილი საქართველოში რატომღაც არავის გასჩენია
სანამ ომი დაიწყებოდა, უკრაინაში ფეხბურთი ვითარდებოდა. ამ ქვეყნის გუნდები სისტემატურად ხვდებიან ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ჯგუფებში.

უკრაინულ კლუბებში ხელმძღვანელ პოსტებზე რამდენიმე ქართველს უმუშავია: 90-იან წლებში, უმაღლესი ლიგის შეპეტოვკის "ტემპის" პრეზიდენტი ჯუმბერ ნიშნიანიძე გახლდათ. 2007 წლიდან, რევაზ ჭოხონელიძე კიევის "დინამოს" გენერალური დირექტორია. 2013 წელს კი ლვოვის "კარპატის" სპორტული დირექტორი მიხეილ გულორდავა იყო... მაგრამ გულორდავას უფრო მენეჯერად იცნობენ.

უკრაინაში მომუშავე ქართველი საინტერესო თემებსა თუ მოვლენებზე გველაპარაკა. ის ევროპული ფეხბურთის მნიშვნელოვან ტრანსფერებში მონაწილეობს და ჭკუასაც ეკითხებიან.

ვფიქრობთ, "ლელოს" მკითხველსაც დააინტერესებს, რა აკავშირებს მიხეილ გულორდავას კრიშტიანო რონალდოსა და ჟოზე მოურინიოს მენეჯერთან, რას ფიქრობს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, რატომ არ დათანხმდა რუსული კლუბის მიწვევას და ასე შემდეგ.

მოკლედ, დავიწყეთ...

აფხაზეთში დაბადებულის უარი რუსებს

- უკრაინაში თქვენზე ხშირად წერენ. მაგრამ საქართველოში კარგად არ გიცნობენ...

- აფხაზეთში, სოხუმში დაბადებულ-გაზრდილი ვარ. მერე უკრაინაში გადავედი და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. ეს ჩვენთვის მეგობარი ქვეყანაა და გული მიკვდება, რა უბედურებაც ტრიალებს. შესაძლოა, მომავალი წლიდან პრემიერლიგაში 10 გუნდი დარჩეს.

- თავიდანვე საფეხბურთო ბიზნესში იყავით ჩართული თუ მანამდე სხვა ბიზნესი გქონდათ?

- ბიზნესი მქონდა, მაგრამ ფეხბურთი უფრო მეტად მიყვარს და მას ბიზნესად ვერც განვიხილავ. ეს გაცილებით მეტია - სიყვარულიც, გატაცებაც, სიამოვნებაც.

- უკრაინულ ფეხბურთში როდიდან საქმიანობთ?

- ხარკოვში აფხაზეთის ომის შემდეგ დავსახლდი. მერე რესტორანი "ალიონი" გავხსენი, მაგრამ ორ წელიწადში დავკეტე. პარალელურად, საფეხბურთო მენეჯერი გახლდით. მერე ლვოვში გადავედი და "კარპატის" სპორტულ დირექტორად დამნიშნეს...

სხვათა შორის, დასავლეთ უკრაინაში, ძირითადად, სულ ადგილობრივი კადრები ჰყავთ. ამ დროს, კლუბში ქართველის დანიშვნა დიდი მოულოდნელობა იყო. მაგრამ ერთი წლის წინ კლუბი დავტოვე - თუ რა მიზეზით, ამაზე ლაპარაკს მოვერიდები.

- "კარპატის" შემდეგ რომელიმე კლუბში არ მიუწვევიხართ?

- შარშან სპორტული დირექტორის პოსტზე რუსული პრემიერლიგის კლუბშიც მიმიწვიეს. არ დავმალავ, ლვოველებზე 20-ჯერ უკეთეს პირობებს მთავაზობდნენ, მაგრამ მადლობა ვუთხარი და არ წავედი.

- რატომ?

- რუსეთში ვერ ვიმუშავებდი. უბრალო ხალხის დონეზე პრობლემა არასოდეს მქონია, მათ შორის, არაერთ კარგ ადამიანს ვიცნობ. მაგრამ რუსეთმა მე და ჩემს ქვეყანას აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვა - ეს არის მიზეზი. დაინტერესებული კლუბის ხელმძღვანელს ეს ავუხსენი, უკრაინასა და საქართველოში დატრიალებული ამბების შემდეგ, ჩემს იქ წასვლას გამართლება არ ექნებოდა.

ღმერთმა ერთხელ გაგვაჩინა, ღირსებით უნდა ვიცხოვროთ და საკუთარ სულში რომ ჩავიხედავთ, არ უნდა შეგვრცხვეს.

ჩვენების კლასი აშკარად დაეცა

- თქვენს გვარს ცნობილი მოთამაშეების ტრანსფერებში ხშირად ახსენებენ...

- ჩვენი საქმე სწორედ ესაა. კიევის "დინამოდან" ბერტოლიოს "გრემიოში" გადასვლაში ვმონაწილეობდი, "ბლექბერნიდან" "კარპატში" სიმონ ვუკჩევიჩი ჩავიყვანე... უკრაინის წამყვან კლუბებთან კარგი კავშირები მაქვს. კიევის "დინამოს" პრეზიდენტი იგორ სურკისი სიტყვას თუ იტყვის, აუცილებლად შეასრულებს. პარტნიორობა მაკავშირებს "შახტართან" და "დნიპროსთან".

ევროპაში კი ცნობილ კომპანია Gestifute-სთან ვთანამშრომლობ და კვირაში ერთხელ მაინც ვეკონტაქტები. მას ცნობილი პორტუგალიელი აგენტი ჟორჟ მენდეში ხელმძღვანელობს, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე გავლენიან აგენტად მიიჩნევენ. სხვადასხვა დროს ის მონაწილეობდა რონალდოს, აგუეროს, მანგალას, კარვალიოს, მანიშეს, დანის, კვარეჟმას, სეიტარიდისის, ხამეს როდრიგესის, დი მარიას, დიეგო კოშტას, ფალკაოსა და სხვა ცნობილი მოთამაშეების ტრანსფერებში. ურთიერთობები აქვს "პორტუსთან", "ბენფიკასთან", "მანჩესტერთან", "სიტისთან", "ჩელსისთან"...

სხვათა შორის, მონაწილეობდა მოურინიოს "ჩელსისა" და "ინტერში" გადასვლაში, 2005 წელს კი პორტუგალიელთა მოსკოვის "დინამოში" მისვლაში.

მენდეშთან მისმა თანაშემწე ნატალია კუროედოვამ დამაკავშირა. შეიძლება, არ დაიჯეროთ - ეს ქალბატონი ფეხბურთის სერიოზული სპეციალისტია. მასთან ვმეგობრობ.

- მენდეში ცნობილ კლუბებთან ურთიერთობს და ოდესმე ჩვენებურით თუ დაინტერესებულა?

- ქართველებისა და ჩვენი ფეხბურთის დახმარების სურვილი ყოველთვის მქონდა. როცა შანსი მეძლეოდა, უკრაინულ კლუბებს საინტერესო მოთამაშით ვაინტერესებდი. მაგალითად, ლევან ყენია "კარპატიში" ჩემს დროს ჩაირიცხა. თავის დროზე, ლვოვში გიორგი მერებაშვილის წაყვანაც მინდოდა, მაგრამ ფასზე ვერ შევთანხმდით.

გული დამწყდა, ლუკა კიკაბიძე რომ ვერ წამოვიყვანე. ჩვენი ასაკობრივი ნაკრების თამაშზე დონეცკის "შახტარის" სელექციონერი ჩამოვიდა, რადგან ერთი მოთამაშით დააინტერესეს. მას კი კიკაბიძე მოეწონა, მაგრამ საბოლოოდ, ის საფრანგეთში წავიდა...

ფოტოზე: კრიშტიანო რონალდო, ჟორჟე მენდეში, ჟოზე მოურინიო

...უკრაინა ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი ქვეყანაა და უხარიათ, ნიჭიერი ქართველი რომ ჩამოდის. საქართველოში კიევის "დინამოს", "შახტარისა" და "დნიპროს" სელექციონერები ხშირად დადიან და მეკითხებიან, ყიფიანის დონის ვინმე თუ არისო?

იყო დრო, ჩვენების აყვანა ყველა რუსული და უკრაინული კლუბის ოცნება იყო და ეს ინერცია ჯერ კიდევ მოქმედებს. მეამაყებოდა, რომ ვუგებდით "ბაიერნს", "ლივერპულს", "ფეიენოორდს", "ბენფიკას"... მაშინ ნამდვილი ვარსკვლავებიც გვყავდა. მაგრამ ახლა ვისით ვიამაყო? კი მინდა დავეხმარო, მაგრამ შანსს არ მაძლევენ, რადგან ჩვენს მოთამაშეებს ყველაფერი აქვთ, თავის და ხასიათის გარდა და ევროპელებს ბევრს ვერც ვთავაზობ.

სამწუხაროდ, მათი მოწყობა არათუ ევროპაში, უკრაინაშიც გაჭირდა. მიზეზი ისაა, რომ უკრაინის პრემიერლიგის დონე საგრძნობლად გაიზარდა, ქართველი ფეხბურთელებისა კი - დაეცა.

დიდი და აუხსნელი მადა

- თქვენი აზრით, რა არის ჩვენი ჩამორჩენის მიზეზი?

- ის, რომ წინ არ არის მოძრაობა. უკრაინაში ერთმა ტოპ-მწვრთნელმა მითხრა - მირჩევნია, ფეხბურთელმა სადად, გუნდურად ითამაშოს და შეტევას ტემპი შეუნარჩუნოს, ვიდრე ქართველმა ლამაზად 5 კაცი მოატყუოს, მერე კი ბურთი დაკარგოს და მეტოქემ კონტრშეტევაზე დაგვიჭიროსო.

მწვრთნელი ამას რომ გეტყვის, გული არ გაგისკდება? ეს ბევრ ჩვენს მოთამაშეს არ ესმის და ამიტომ ურჩევნიათ, ქართველზე ნაკლებად ნიჭიერი ევროპელი ან აფრიკელი აიყვანონ, რომელიც სწორად თამაშობს.

"შახტარში" სერიოზული სელექციონერია, რომელიც გაოცებული ამბობდა - ცხრამეტწლამდე თქვენების ყურება სიამოვნებაა, მერე რა ემართებათო? ვერაფერი ვუთხარი, არ ვიცი-მეთქი. იმიტომ, რომ ორ კარგ თამაშს ჩაატარებენ და თავი მესი ჰგონიათ.

- მართალია, რომ უკრაინაში ქართველი ფეხბურთელების ნაკადის შემცირების მიზეზი ზოგიერთის ცუდი ქცევაც გახდა?

- სამწუხაროდ, ასეა. უკრაინაში ამბობენ, ერთი ქართველი კარგია, ორი დასაშვებია, მაგრამ სამი კატეგორიულად მიუღებელიაო. იმიტომ, რომ მერე ერთად ფეხბურთს ივიწყებენ და სულ სხვა საფიქრალი უჩნდებათ.

მარტო ცუდ საქციელშიც არ არის პრობლემა. ფეხბურთელებს, მათ მენეჯერებსა და კლუბებს გადამეტებული მადა აქვთ. ყველამ იცის, რომ საქართველოში ძალიან დაბალი ხელფასებია. ბევრი 500 დოლარს თუ იღებს. მაგრამ ჩამოდიან უკრაინაში და ეგრევე 50 ათასს ითხოვენ. რაში, შვილო?! რა გაგიკეთებია, ვინმე გიცნობს?!

ცოტა ხნის წინათ, ერთ-ერთ ტოპ-კლუბში ქართველი ბიჭი მიიწვიეს, სადაც მას 12 კაცი ახლდა - მენეჯერი, გამზრდელი, ახლობელი, ნათესავი!.. დონეცკელებს გაუკვირდათ და მკითხეს, ვინ არისო და შემრცხვა. მერე გასინჯეს და თავად აღიარა, რომ ამ დონისთვის მოუმზადებელი იყო. ასეთი გაუაზრებელი მადის გამო ბევრი საქართველოში ბრუნდება და მათი დიდი ნაწილი იკარგება.

უკრაინაში ერთი ნიგერიელი ფეხბურთელი იყო, რომელიც ხელფასის 50 პროცენტს სახლში გზავნიდა, ბავშვებს უფასოდ რომ ევარჯიშათ, ეკიპირებასა და ბურთებში ფული რომ არ ეხადათ. ბევრი გინახავთ ასეთი ქართველი? ჩვენების ნაწილი კონტრაქტს აფორმებს და სარდაფში მცხოვრები მშობლებისთვის სახლს კი არა, მაშინვე თავისთვის X5-ს ყიდულობს, ფულს ქალებსა და დროს ტარებაში ხარჯავს.

ტროიანოვსკის, რომელიც დონეცკის "მეტალურგის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, ორი არჩევანი ჰქონდა - ეთამაშა სომხეთში ან საქართველოში. მან საჩხერის "ჩიხურაში" გადასვლა ამჯობინა და ეს მიუხედავად იმისა, რომ იქ ნაკლებ ხელფასს მიიღებდა. ჯერ მაინც, ჩვენთან უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია.

- ნუთუ, საამაყო ქართველი არ გინახავთ?

- როგორ არ მინახავს?! ჯაბა კანკავა კარგად გაზრდილი, თავმდაბალი და გულიანი ადამიანია. რაც მთავარია, ის ძალიან კარგი მოთამაშეა. მას უკრაინაში უდიდეს პატივს სცემენ.

ხომ იცით, ფეხბურთის სამყაროში არაფერი იმალება. ჯაბა იმიტომაც უყვართ, რომ არც ერთხელ ხელფასის მომატება არ მოუთხოვია. მაგრამ მისი შრომისმოყვარეობა "დნიპროში" დააფასეს და თავად მოუმატეს.

იმავეს ვიტყვი სანდრო კობახიძეზეც. მას ადამიანური ურთიერთობები და უმცროს უფროსობა არ ეშლება.

საამაყო კაცია ბესო ჩიხრაძე, რომელიც ქართული ფეხბურთისთვის ბევრს აკეთებს. კაცი ფულს უკრაინაში შოულობს და "გაგრას" ინახავს. ის ქართველი ფეხბურთელების, გუნდის და სამშობლოს ამბავს გულით განიცდის. მაგრამ საქართველოში ვინმემ მადლობა უთხრა?

ახლა უკრაინაში ბიზნესს უზომოდ გაუჭირდა. ცხადია, ეს ბესოსაც დაეტყო, მაგრამ იცით, რა მითხრა? გუნდს მაინც ვერ მივატოვებო. აი, ამ ხალხით ნამდვილად ვამაყობ.

ქართველი მოურინიოები

- საქართველოში თქვენთან თანამშრომლობის სურვილი არავის გამოუხატავს?

- აბსოლუტურად არავის! ეტყობა, ჩემი გამოცდილებისა და კავშირების გაზიარება არ აინტერესებთ. საერთოდ, ჩვენს აზროვნებაში სერიოზული პრობლემებია. ევროპაში ბევრ კლუბს მუნიციპალიტეტი აფინანსებს. მაგრამ მათ ერთპიროვნული მმართველები არ ჰყავთ. საქართველოში კი კლუბებს მხოლოდ ერთი მეპატრონე ჰყავთ - კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურა.

რომ დაფიქრდეთ, ესეც ჩვენი პრობლემაა. კლუბს მარტო ევროპაში თუ ვერ ერევიან, საქართველოში ისე გვილხინს, რომ მეწილე არ არის საჭირო?

მეორეცაა - არ დაინტერესდით, ზამთარში თითქმის ყველა კლუბმა შეკრება თურქეთში რატომ გაიარა?

- ამაში ცუდი რა არის?

- იძახიან, ფული არ გვაქვსო და ასეთ ძვირად ღირებულ სიამოვნებას არ იკლებენ. კრიზისის გამო, უკრაინაში ბევრად მდიდარმა კლუბებმა უცხოეთში წასვლაზე უარი თქვეს და ეკონომია გააკეთეს. შენ ფული არ გაქვს, მილიონლარიანი ბიუჯეტით წლის ბოლომდე თავი სიმწრით უნდა გაიტანო და 100 ათასს შეკრებაში ხარჯავ?!

საქართველოში ფეხბურთელის გაზრდა და მისი წარმოჩენა არ იციან. ევროპაში პირიქითაა, იმიტომ, რომ იქ გუნდი ერთი ოჯახია და ფეხბურთელის გამოსაჩენად ყველაფერს აკეთებენ. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, მოთამაშეს ექცევიან, როგორც არარაობას.

სხვა მიზეზიცაა - ქართული ფეხბურთში უცნაური თამაშის წესებია დამკვიდრებული.

- მაინც?

- დავით კოხია საქართველოს უმაღლეს ლიგაზე ბევრად მაღალი დონის სერბეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერში ჩაირიცხა, ხოლო საქართველოში, პირველი ლიგაშიც კი ახლოს არ გაიკარეს! გასინჯვა ითხოვა და მწვრთნელმა უთხრა, ამისთვის სად მცალიაო. სირცხვილია! მადლობა სერგო ქუთათელაძეს, ბევრი იწვალა და ეს ბიჭი ქართულ ფეხბურთს მაინც შეუნარჩუნა.

ქართველ მწვრთნელს რომ ელაპარაკები, გგონია, შენ წინაშე მოურინიოა. არადა, შედეგი არაა და საიდან ასეთი თავდაჯერებულობა?! ლობანოვსკის სამჯერ შევხვდი და მას არ ჰქონია ასეთი ტონი.

საქართველოში უამრავი ტალანტი იბადება, მაგრამ ასეთი დამოკიდებულების გამო ვერ იზრდებიან და სერიოზული ჩავარდნაც ამიტომ გვაქვს. ფეხბურთში დამალული არაფერია და ბევრი რამ ვიცი. საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია საკითხების ახლობლობა-მეგობრობით გადაწყვეტა. ეს მერე შედეგზეც აისახება.

იმედია, ქართულ ფეხბურთში მენტალიტეტი და დამოკიდებულება შეიცვლება. ყველამ გაგვასწრო - უზბეკეთმაც კი! ყაზახეთზე აღარც ვლაპარაკობ - იქ უკვე ტოპფეხბურთელებიც მიდიან. იგივე აზერბაიჯანშიც - სწორად იმუშავეს და შედეგებიც მიიღეს.

ამ დროს, საქართველოში რა უბედურება ხდება?! ყოველ წელს უკან-უკან მივდივართ - ნაკრებიც, კლუბებიც და რაღაც თუ არ შევცვალეთ, სომხეთიც გაგვასწრებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ძირს ქართულ ფეხბურთში არსებული კორუფცია!
სანამ ქართული ფეხბურთი არ გაიწმინდება კორუმპირებული ხალხისგან მანამ არაფერი შეიცვლება. ანუ ის ხალხი უნდა ჩამოშორდეს ვინც ამდენი წელია ცვლილებებს ეწინააღმდეგება.
gio
სიმართლე , რომელიც ბევრ რეალობას მოკლებულ ქართველ ფეხბურთის სპეციალისტს არ მოეწონება !
N-guri
ჭკვიანი კაცის ნააზრევი და ნაფიქრი ეტყობა ამ სტატიას. მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურგს უკანაო.. ჰე, დაესიეთ ეხლა ამ კაცს და გადაეცით ანათემას, ქართული ფეხბურთის "მამებო" და "ექსპერტებო"..
dato
ესეთი მწარე სიმართლე დიდი ხანია არ წამიკითხავს და მომსიმენია ქართველსიგან! ყველაფერში ვეთანხმები, უბრალოდ არაპროფესიონალიზმი, ზემოდან ყურება, თავში ავარდნა,უგულოდ საქმის კეთება ქართველთა უმრავლესობის სენია და არა მარტო ფეხბურთელების და მწვრთნელების.
gia
გერმანიასი ყოფნისას ყველა კობიასვილის პროფესიონალიზმზე ლაპარაკობდა. აბა უსვებენ მას ახლოს კარტულ ფეხბურტტან? ამიტომ დაუდგეტ ყველა გვერდზე ამნაირ ხალხს იკნებ რამე უსველოტ კარტულ ფეხბურტს
vep1963
კაცური და უმართლესი კაცი .გაიხარეთ ბატონო მიხეილ
del piero 10
ქართველი ფეხბურთელი...
reji
კიი მართალია ამ ინტერვიუს ყველა აბზაცი, ქართულ კლუბებზე ხო მართლა კინოა გადასაღები სულ წუწუნებენ ხალხს თავი წაჭამეს შეგვინახეთ შეგვინახეთო და ყოველ "ზბორზე" თურქეთში მიდიან საგულაოდ.. და ეს ქართველ მწვრთნელების ნასაუბრები ხო ხელშეუხებელია "აკადემიკოსის იმუნიტეტი" იცავს...
elguja
გეთანხმებით ბატონო მიხეილ, ქართველი ფეხბურთელები ნიჭიერები არიან, მაგრამ პასუხისმგებლობა და შრომის მოყვარეობა აკლიათ. ვფიქრობ, ამის გამოა, რომ ადრეულ ასაკში წარმატებებს აღწევენ, მაგრამ შემდგომ ეტაპზე, როდესაც წარმატების მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო აქ უკვე მიღწეულით კმაყოფილდებიან და იგივე დონეზე რჩებიან.
maxo
ეს კაცი სცორედ ასახავს ცჰვენ პრობლემებს,ესეტი პირდაპირი საუბარი უპრო სჰედეგის მომტანია,ვიდრე სხვა რამ,,ცინ ქარტული პეხბურტის გადასარცჰენატ...
zaza
martalia es kaci ,
gigi
საღოლ ძაან მაგარი კაცია აი ყველაფერი სიმართლე თქვააა !!
გუჯა კახაძე
მიხეილ გულორდავა - ღმერთმა ერთხელ გაგვაჩინა, ღირსებით უნდა ვიცხოვროთ და საკუთარ სულში რომ ჩავიხედავთ, არ უნდა შეგვრცხვეს. "შახტარში" სერიოზული სელექციონერია, რომელიც გაოცებული ამბობდა - ცხრამეტწლამდე თქვენების ყურება სიამოვნებაა, მერე რა ემართებათო? ვერაფერი ვუთხარი, არ ვიცი-მეთქი. საქართველოში ფეხბურთელის გაზრდა და მისი წარმოჩენა არ იციან. სხვა მიზეზიცაა - ქართული ფეხბურთში უცნაური თამაშის წესებია დამკვიდრებული. დავით კოხია საქართველოს უმაღლეს ლიგაზე ბევრად მაღალი დონის სერბეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერში ჩაირიცხა, ხოლო საქართველოში, პირველი ლიგაშიც კი ახლოს არ გაიკარეს! გასინჯვა ითხოვა და მწვრთნელმა უთხრა, ამისთვის სად მცალიაო. სირცხვილია! საქართველოში უამრავი ტალანტი იბადება, მაგრამ ასეთი დამოკიდებულების გამო ვერ იზრდებიან და სერიოზული ჩავარდნაც ამიტომ გვაქვს.საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია საკითხების ახლობლობა-მეგობრობით გადაწყვეტა. იმედია, ქართულ ფეხბურთში მენტალიტეტი და დამოკიდებულება შეიცვლება. ყველამ გაგვასწრო - უზბეკეთმაც კი!ამ დროს, საქართველოში რა უბედურება ხდება?! ყოველ წელს უკან-უკან მივდივართ - ნაკრებიც, კლუბებიც და რაღაც თუ არ შევცვალეთ, სომხეთიც გაგვასწრებს. ვეთანხმები!!!!
მურთაზი
ნუთუ მაღარიჩით არიან დაინტერესებულები ჩვენი მენოტები და მიხელსები.
oeoe
ვინც მაგარია მას დაუძახოს "ქორწილში".ახლობლობამ დაღუპა ფეხბურთი.
გულშემატკივარი
მართალია ეს კაცი. საქართველოში რამეს რომ მიაღწიო ვინმე ნაცნობი უნდა გყავდეს. ეს არველაძე კიდევ ჩალპა ფედერაციაში ამდენია წელია იქ ზის არაფერი გაუკეთებია უკან მივდივართ და ახლა კიდევ პრეზიდენტობა უნდა რას შეცვლის რო? ცხადეძეს კიდევ მარტში "ქორწილი" აქვს და გამოგვიცხადა ვისაც ვიცნობ იმას დაუძახებო. რომ კითხო მომავლის გუნდს აშენებენ და ნაკრებში ისევ პენსიონერებს ეძახის. დაუძახე ათამაშე ახალგაზრდა ბავშვები(თუმცა მაგათთან არ აქვს ახლობლობა და არ დაუძახებს თავის "ქორწილში")
SHUKOVANI
ძალიან მაგარი კაცია... გაამტყუნებ თუ?! ყველაფერი ილაპარაკა სიმართლე
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ᓓᓐᓕᓘᓗ ᓙᓝᕮᓘᓐ - ᓛᓝᓚᓐᓞᓐᓠᓐᓙᓔᓑᓐ ᓝᓠ ᓠᓣᓡᓣᓚ ᓙᓚᓣᓑᓗᓐᓜ ᓛᓘᓛᕓᓘᓜᕐᓠᓔᓝᓑᓡ
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
მოსალოდნელი ტრანსფერი: დავით კოხია ბელგიაში ისინჯება
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში
[ექსკლუზივი] ილია კოკაია: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მზად ვარ
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
პრაღის "სლავიამ" სინჯებზე ლევან ყენიას ნათესავი გიორგი კიკნაძე მიიწვია
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
"ზუგდიდი": სიროტა წავიდა, რას აპირებენ უკრაინელი ინვესტორები?
დავით კოხია: იმედია, "ვოივოდინასთან" კონტრაქტს გავაფორმებ
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
"კალაძე მილანში რომ დაინახა, შევჩენკოს გაუკვირდა - მოდის ჩვენებაზე ჩამოხვედიო?"
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ლოკომოტივი-დილა 4:2 - ზედიზედ მეოთხე და ორი ავტოგოლი [VIDEO]
"ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა აგვისტოს გმირები გაიხსენეს...
საქართველოდან წასული ცნობილი ფეხბურთელები უცხო ქვეყნის სამსახურში
როგორ აფასებენ კლუბები ილია კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთის გადაწყვეტილებას
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
კიდევ ერთი ქართველი ბელგიაში: ბექა ქავთარაძეს "მუსკრონში" გასინჯავენ
"მუსკრონში" მოვწონვარ - ბექა ქავთარაძის გოლი და საგოლე პასები ტესტ-მატჩში [VIDEO]
ლეგიონი: ჯაბა კანკავა დონეცკის "შახტარს" ვერ გაუმკლავდა
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
სერგო ქუთათელაძე: დღეს ქართველებზე ყველა უარს ამბობს
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში
სფფ. XXVI ყრილობა: ვალები, არამიზნობრივი ხარჯვა, კრიმინალიც ახსენეს...
ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ლოკომოტივმა" "დილას" მოუგო
ქართული გუნდებისგან უარყოფილმა დავით კოხიამ სერბული "ვოივოდინა" მოხიბლა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ