საფეხბურთო მენეჯერის თქმით, 19-20 წლის ფეხბურთელის ევროპაში წასვლა უკვე დაგვიანებულია
ფოტოზე: სერგო ქუთათელაძე და ლევან ყენია

საფეხბურთო მენეჯერი სერგო ქუთათელაძე არ მალავს, რომ ბოლო წლებში ქართველი ფეხბურთელების წაყვანა ევროპაში მეტისმეტად გაძნელდა:

"7-8 წლის წინათ ჩვენი ფეხბურთელებისადმი ინტერესის შემცირებას განვიცდიდი, ახლა კი საერთოდ კატასტროფული ვითარებაა. ქართველებზე ყველა უარს ამბობს, ან ძალიან პატარა ასაკისანი სჭირდებათ, მათი აღზრდა რომ მოახერხონ.

სამწუხარო რეალობაა, ჩვენი ფეხბურთელები ევროპულ მოთხოვნებს იმდენად ჩამორჩნენ, რომ მათ დონეზე თამაშს ვეღარ ახერხებენ".

მენეჯერი აკონკრეტებს, თუ რამ გამოიწვია ასეთი დამოკიდებულება:

"ორი აზრი არ არის, ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ბავშვები გვყავს, მაგრამ მათ გაზრდას ვერ ვახერხებთ. ქართველი მოთამაშეების პრობლემა ფუნქციონალური მომზადებაა, ამას ევროპაში ბავშვობის ასაკიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ და გააზრებულ სამწვრთნელო პროგრამებს იყენებენ.

ტრავმამდე ლევან ყენია "შალკეში" იმიტომ თამაშობდა, რომ 15 წლისა წაიყვანეს და დატვირთვებსა და მოთხოვნებს ნელ-ნელა შეაჩვიეს, ფუნქციონალურად მოამზადეს. ჩვენთან კი ამას ვერ ვახერხებთ.

მერე მიდიან ჩვენი ფეხბურთელები და ელემენტარულად, ევროპელების ტემპში არათუ ვერ თამაშობენ, მას ვერც უძლებენ. არადა, ამ სისწრაფეებს იქ ბავშვობიდან აჩვევენ.

19-20 წლის ფეხბურთელის ევროპაში წასვლა უკვე დაგვიანებულია, მათ ხელახლა ვერავინ აღზრდის.

დააკვირდით, ევროპაში მიწვეული ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა ტრავმირებულია და ვერ თამაშობს. ეს კი არასწორი აღზრდისა და ფუნქციონალური მოუმზადებლობის შედეგია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

turbo
შეიგნეთ თქვე ტვინგახურებულო ვითომ პატრიოტებო ტალანტი არ იკარგება არა და ეს ახალგაზდრდა ფეხბურტელები ამ სიტყვის წმინდა გაგებით აბსოლიტური უმრავლესობა არ არის ჩვენდა სამწუხაროდ (ტალანტი)ეს უფრო გადამეტებული სურვილია ვიდრე მწარე რეალობა.
გუჯა კახაძე
როდესაც არამორბენალი ქართველი ფეხბურთელის ცუდ თამაშზე ვილაპარაკებთ საჭიროა დავასახელოთ მწვრთნელის ვინაობა, რომელმაც სირბილი ვერ ასწავლა. ამის შემდეგ ყველას ეცოდინება, თუ რომელ მწვრთნელთან არ უნდა მივიდეს. სწრაფად სირბილის შესწავლის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება ტექნიკური ფეხბურთის თამაში, რომელიც ქართველ ფეხბურთელს გენში აქვს. გავუფრთხილდეთ ქართველ ფეხბურთელებს - ვასწავლოთ "47+5" ტექნიკით სირბილი და მათზე მოთხოვნა ისევ გაჩნდება.
sergos
მაგარი ნიჭიერი ბავშვები არა კვახი.
nnnnn
ყენია,რომ წავიდა 14 წლისა ხო საერთოდ არ მიუღია ტრმვა რა.რას წერთ იმასაც ვერ კითხულობთ.მაგარი საფ.აგენტები ხართ
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ᓓᓐᓕᓘᓗ ᓙᓝᕮᓘᓐ - ᓛᓝᓚᓐᓞᓐᓠᓐᓙᓔᓑᓐ ᓝᓠ ᓠᓣᓡᓣᓚ ᓙᓚᓣᓑᓗᓐᓜ ᓛᓘᓛᕓᓘᓜᕐᓠᓔᓝᓑᓡ
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
"ქართველი ფეხბურთელების ნაწილი აქ ფულს ქალებსა და დროს ტარებაში ხარჯავს"
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
"მუსკრონში" მოვწონვარ - ბექა ქავთარაძის გოლი და საგოლე პასები ტესტ-მატჩში [VIDEO]
კიდევ ერთი ქართველი ბელგიაში: ბექა ქავთარაძეს "მუსკრონში" გასინჯავენ
ქართული გუნდებისგან უარყოფილმა დავით კოხიამ სერბული "ვოივოდინა" მოხიბლა
პრაღის "სლავიამ" სინჯებზე ლევან ყენიას ნათესავი გიორგი კიკნაძე მიიწვია
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ