ამპუტანტ სპორტსმენს ძალიან უჭირს ციხეში
მძლეოსან-ამპუტანტ ოსკარ პისტორიუსს, რომელიც ქალაქ პრეტორიის ციხეში იხდის სასჯელს, ფეხის პროთეზების ტარების საშუალება აღარ აქვს. ამის შესახებ წერს გამოცემა Times Live-ი.

როგორც ირკვევა, სპორტსმენი მხოლოდ კონსერვირებული ბოსტნეულით იკვებება, რომელსაც ციხის მაღაზიაში ყიდულობს. ამის გამო პისტორიუსი ძალიან გახდა და პროთეზები აღარ ერგება.

მძლეოსანმა სრულფასოვან კვებაზე მას შემდეგ თქვა უარი, რაც სხვა პატიმრებისგან მუქარა მიიღო. ისინი უკმაყოფილონი არიან ციხეში პისტორიუსის პრივილეგირებული მდგომარეობით. ციხის ადმინისტრაციას სურდა, სპორტსმენის კამერაში პირადი საშხაპე დაემონტაჟებინა, რამაც სხვა პატიმრები გააბრაზა - ისინი ოსკარის მოწამვლით დაიმუქრნენ.

თებერვლის შუა რიცხვებში მძლეოსანს ნება დართეს ფიზიკურ კონტაქტზე მნახველებთან. სპორტსმენს შეუძლია არ დაივიწყოს საკუთარი ჰობი და შეინარჩუნოს ფიზიკური ფორმა სატრენაჟორო დარბაზში. ასევე, მან მიიღო ფულადი დანამატი, რომლის დახარჯვა ციხის მაღაზიაში შეუძლია.

სამხრეთ აფრიკის კანონმდებლობის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც ხუთი წლით არიან გასამართლებულნი არაგანზრახ მკვლელობისთვის, 10 თვის შემდეგ შეუძლიათ სასჯელი არა ციხეში, არამედ საკუთარ სახლში, შინაპატიმრობაში მოიხადონ.

პროკურატურას სურს, კვალიფიკაცია შეუცვალოს პისტორიუსის განაჩენს - აამოქმედოს განზრახ მკვლელობის მუხლი, რაც ითვალისწინებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთას. სპორტსმენის ოჯახი გააპროტესტებს პროკურატურის ამ გეგმას.

გასული წლის ოქტომბერში ოსკარ პისტორიუსს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა 2013 წლის 14 თებერვალს თავისი შეყვარებულის, რივა სტენკამპის მკვლელობისთვის. სამხრეთაფრიკელმა სპორტსმენმა გოგონა მძარცველად მიიღო და მას ოთხი ტყვია დაახალა. სტენკამპი თავში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა.

პისტორიუსი პარალიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონია. ასევე, მონაწილეობა მიიღო ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაში. მის ანგარიშზეა 4x400 მეტრზე ესტაფეტაში მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ