საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ჩინებულად დაიწყო
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ჩინებულად დაიწყო გამოსვლა პოლონურ ვალბრზიხში, ევროპის ჩემპიონატში, რომელიც წლეულს პირველად ტარდება.

24 მარტს საჭიდაოდ ოთხი ქართველი გავიდა და აქედან სამმა ფინალში იასპარეზა, ორმა გაიმარჯვა კიდეც.

საბოლოოდ ოთხივე წონაში მედალი მოვიპოვეთ - 2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო. ევროპის სადებიუტო ჩემპიონატის გამარჯვებულები ზურაბ ერბოწონაშვილი (74) და ომარ გუსოშვილი (97) გახდნენ. ვერცხლი ზურაბ იაკობაშვილს (65) ერგო, ბრინჯაო კი ბექა ბუჯიაშვილმა მოიპოვა.

57 კგ

ბუჯიაშვილს არ გაუმართლა, რადგან პირველივე მეტოქედ რუსთა მომავალი ჩემპიონი ისმაილ მუსკაევი შეხვდა.

ბადის მეორე მხარეს რომ მოხვედრილიყო, ვინძლო, ფინალშიც გასულიყო, რადგან ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორმა სანუგეშოში დაამტკიცა, რომ კარგ ფორმაში იყო და იქ მშვენივრადაც იჭიდავა. მუსკაევთან წმინდად - 0:10 მარცხის შემდეგ დამამშვიდებელში სულ ბდღვირი ადინა მეტოქეებს - პოლონელ დავიდ რომანოვიჩს 16:4 მოუგო, ბელორუს დიმჩიკ რიმჩინოვს - 13:5, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ მირჯალალ ჰასანზადესთან მორიგი წმინდა მოგება მიითვალა - 13:1.

65 კგ

ამ წონის ფინალში იაკობაშვილს ცხადად გამოაჩნდა ჩვენი მოჭიდავეების ნაკლი - იტალიელი ფრენკ ჩამიზო ორჯერ ფეხიდან აყვანილი გაექცა და აპენინელმა ორჯერვე თავად გადაიყვანა ქულაზე. ამ კომპონენტში თვით ომარ გუსოშვილსაც კი მეტი მართებს, ვინც მართლაც შთამბეჭდავად იასპარეზა - ფეხში იოლად კი შედიოდა, მაგრამ დაბლა ჩაგდებაზე ბევრ ენერგიას ხარჯავდა. განსაკუთრებით ეფექტური იტალიელის მეორე გაქცევა იყო, როცა ჰაერში ამოუტრიალდა ქართველს.

სამწუხაროდ, მან ბევრ კომპონენტში დაჩაგრა ჩვენებური და სრულიად დამსახურებულად მიითვალა 4 ქულა, იაკობაშვილმა კი, რეალურად, ვერაფერი გააწყო მასთან, არადა, პირველ წრეში ავსტრიელი მაქსიმილიან აუსერლაიტნერი (6:0), მერე სომეხი მარეკ სირუნიანი (10:0), ნახევარფინალში კი რუსი ევგენი ჟირბაევი (8:0) შეიწირა.

74 კგ

ჩვენს ნაკრებს პირველი ოქრო ერბოწონაშვილმა მოუტანა, თუმცა საამისოდ ბეწვის ხიდზე კი გაიარა - ფინალური პაექრობა სომეხ არამ გრიგორიანს 1:1-ზე მოუგო, რაკი მეტოქეს გაფრთხილება ჰქონდა. ის ერთი ქულაც მან იმ ეპიზოდში მოიპოვა, როცა მეტოქეს საჯარიმო დრო ჩაურთეს - არაფერი დაუთმო და ქულაც დაიმსახურა. პირველი პერიოდი ასეც მორჩა, შესვენებაზე კი სომეხი ორმაგად მოტივირებული და ბევრად უფრო გარდასახული გამოვიდა - უფრო მეტს უტევდა და აქტიურობდა.

ერბოწონაშვილი თითქოს უფრო თავდაცვაზე იყო გადასული, მაგრამ ერთ მომენტში გადარჩა - მეტოქე ფეხში შეუშვა და იმანაც აიყვანა, მაგრამ ვერ გადააგდო, რაც 2 ქულას მოუტანდა და ანგარიშშიც დაწინაურდებოდა. ქართველი კარგად გაურბოდა და სომეხი მხოლოდ წრიდან გაყვანას გამორჩა, რისთვისაც ქულა მიიღო. ამით ანგარიში გათანაბრდა, რაც სავსებით ხელს გვაძლევდა.

თუმცა ერბოწონაშვილს ცოტა რომ ევაჟკაცა, საქმეს აქამდე არ მიიყვანდა - სომხის ზემოხსენებულ გდებამდე ორიოდე წამით ადრე ჩვენებურმაც აიყვანა ფეხიდან და კარგა ხანსაც ეწვალა დასაფიქსირებლად დაბლა ჩაგდებაზე, მაგრამ ვერ შეძლო, მეტოქე გაექცა კიდეც.

საბოლოოდ ერბოწონაშვილმა შეძლო დრამატული წუთების თავის სასარგებლოდ წარმართვა და გონგის შემდეგ ქართული დროშის ფრიალით დამსახურებულად დაარტყა საპატიო წრე ხალიჩას.

ის საკვალიფიკაციო წრეში თავისუფალი იყო, მერე კი შთამბეჭდავად დაამარცხა მოლდოველი იონ ვასილაჩი - 7:0. პირველი ქულა იმით მიიღო, რომ პასიურობისთვის დასჯილ მეტოქეს გდება არ გააკეთებინა, მერე კი კარგად ჩაიყვანა დაბლა, ხოლო იქ ფეხში ჯვარედინი მოვლებიდან ზედიზედ ოთხჯერ დაატრიალა.

თუმცა ამ კომპონენტის კლასიკა მეოთხედფინალში გვაჩვენა გერმანელ კუბილაი ჩაკიჩთან - თავიდან იოლად შეუვარდა ფეხში და ჩოქბჯენში გადაიყვანა, იქ კი ისევ ჩააფრინდა ფეხებში და 6-ჯერ დაატრიალა.

მეტოქე, ვისაც ლამის თავბრუ დაესხა, კინაღამ მეორე ხალიჩაზე გადაისროლა. ამის შემდეგ კიდევ მოიპოვა 3 ქულა - ფეხიდან აყვანით და იმავე ტიპის დატრიალებით, საბოლოოდ კი წმინდად მოუგო - 10:0. ერბოწონაშვილმა ნახევარფინალშიც ანალოგიური სპექტაკლი დადგა თურქ მურატ ერთურქთან: ჯერ წელში შესულმა ბრუნზე გადაგდება დაუპირა, მაგრამ ვერ აქაჩა და ისევ დაბლა ჩააგდო. ამას ისევ ფეხიდან სამჯერ დატრიალება და მეზობელ ხალიჩაზე შეჭრა მოჰყვა, თუმცა ერთი დატრიალება რატომღაც არ შეუფასეს და ქულები ჩამოაკლეს - 4:0.

ამის მიუხედავად, უპირატესობა არ დაუთმია, ისევ უტევდა, შეხვედრას აკონტროლებდა და კვლავ 10:0 მოიგო. გასაგებია, რომ ფინალში არ რისკავდა და ცოტა სხვა ტაქტიკით იჭიდავა, ასე ხელაღებით აღარ უტევდა.

97 კგ

ფინალში გასულ ქართველთა სამეულიდან წასაგებად ყველაზე ცოდვა გუსოშვილი იქნებოდა, წინასწარებში იმდენად დამაჯერებლად გამოვიდა.

არადა, მარცხის საშიშროება მართლაც იყო - აზერბაიჯანელი ნურმაგომედ გაჯიევი ფეხიდან აყვანით 2-ქულიანზე მალევე კი გადააგდო, მაგრამ პირველი პერიოდის მიწურულს თვითონაც ცოტა ამოვარდა კალაპოტიდან და ზედიზედ სამჯერ შეუშვა ფეხში.

მართალია, პირველად კი გაექცა, მაგრამ გაჯიევმა მომდევნო ორი გამოიყენა და 4:2 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ხალიჩაზე სულ სხვა გუსოშვილი დაბრუნდა და საბოლოოდ 9:4 მოიგო.

ჩვენებურმა ფიზიკურად მოღალა მეტოქეები - გაჯიევი მეხუთე წუთისთვის ვერ გაურბოდა, ისეთ დღეში ჩააგდო, ნახევარფინალში კი, ასევე, ბოლო წუთზე თურქი იუსუფ ცან ზეიბეკი თავისით ჩავარდა მუხლებზე და გაქანების თავი აღარ ჰქონდა.

გორელმა ფალავანმა ისიც თავის ნებაზე ატრიალა (15:2), როგორც მანამ ბულგარელი კოლევ კალოიანი (12:2) და კვიპროსელი ალექსიოს კაუსლიდისი (10:0).

"თავისუფალთა" ტურნირი ვალბრზიხში 25 მარტს დასრულდება. საჭიდაოდ ჩვენებურთა კვარტეტი - გიორგი შამათავა (61), ალექსანდრე ჯაჭვაძე (70), ირაკლი მწითური (86) და გიორგი მეშვილდიშვილი (125) გავა. იმედია, ემზარ ბედინეიშვილის შეგირდები მონაგარს კიდევ უფრო გაზრდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]
საქართველოს ნაკრები პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია - 6 მედალი ვარშავიდან
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, კენჭაძე ვიცე-ჩემპიონი [VIDEO]
ომარ გუსოშვილი: ევროპაზე გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპრებ
ირაკლი მწითურმა ვერცხლის, ნიკა კენჭაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ბექა ბუჯიაშვილი ფინალში გავიდა
ჭიდაობა. გერმანული ბუნდესლიგა: ქართველები აქაც იგებენ
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ იაკობიშვილმა ოქრო მოიპოვა!
ბექა ბუჯიაშვილმა ბულგარეთის ტურნირზე ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]
თ/ჭ. მსოფლიოს ჩემპიონატი: ისტორიული დუბლი [VIDEO]
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
სტამბოლის ტურნირზე ქართველმა და უკრაინელმა მოჭიდავეებმა მაგრად იჩხუბეს [VIDEO]
დავით მოძმანაშვილმა მედვედის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა
იაკობაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
დაღესტნის ტურნირი: ჩაროდინში ხელი მოგვეცარა
U23. ქართველმა "თავისუფლებმა" ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 5 მედლით დაასრულეს
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
ისტორიული მსოფლიოს ჩემპიონატი ციფრების ჭრილში
ქართველმა "თავისუფლებმა" მედვედის ტურნირზე 5 მედალი მოიპოვეს
მოჭიდავეებმა ისევ გაგვაოცეს - პრესკონფერენცია სპორტის სამინისტროში
მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ იაკობიშვილი ოქროსთვის იბრძოლებს [VIDEO]
მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]