საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა წარუმატებლად იასპარეზა დაღესტანში გამართულ საერთაშორისო ტურნირში
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა წარუმატებლად იასპარეზა დაღესტანში გამართულ საერთაშორისო ტურნირში. მაღალმთიანი ჩაროდინის რაიონის სოფელ ცურიბში ჩატარდა იქაური მკვიდრის, ყოფილი საბჭოთა კავშირის გმირ ახმედ აბდულმეჯიდოვის სახელობის შეჯიბრება, რომელიც აქამდეც სისტემატურად ტარდებოდა, თუმცა წლეულს პირველად გაიმართა "გუნდი-გუნდზე" ფორმატით.

ამასთან - მხოლოდ ოლიმპიურ წონებში, ანუ ექვს წონით კატეგორიაში გაიმართა. ამიტომ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ დაღესტანში არ წაიყვანა გუნდის გამოკვეთილი ლიდერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) - წონა არ დააკლებინა 57-ში საჭიდაოდ. თან ევროპის წლევანდელი პირველობის ტრიუმფატორი ზედ წასვლის წინა დღეს დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც კონტინენტის პირველობის დასრულებისთანავე მიიწვიეს მასტერკლასების ჩასატარებლად.

შეჯიბრების საპრიზო ფონდი 50 000 დოლარი იყო, საიდანაც 20 ათასი მიიღო გამარჯვებულმა, 10 000 - ვიცე-ჩემპიონმა, 6 000 - მესამეპრიზიორმა, დანარჩენ ადგილებზე გასულთ კი, შესაბამისად, 5, 4. 3 და 2 ათასი ერგოთ.

ტურნირში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები - საქართველო, რუსეთი, დაღესტანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსი მონაწილეობდნენ. მიწვეული იყო უკრაინაც და თანხმობაც მიცემული ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ არ ჩავიდა და შეჯიბრებას შვიდი გუნდი შემორჩა, რომელიც ორგანიზატორებმა ორ ჯგუფად გაყვეს.

ჩვენი ნაკრები მეორე, სამგუნდიან ჯგუფში მოხვდა რუსეთთან და ბელორუსთან ერთად. პირველი შეხვედრაც რუსებთან გამართეს და ფრედ, 3:3 კი დასრულდა, მაგრამ მოგება მეტოქეს მიენიჭა, რადგან ტექნიკური ქულებით მინიმალური უპირატესობა მათ მხარეს იყო.

ამ შეხვედრაში ჩვენგან მხოლოდ მძიმეწონოსანმა ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა მოიგო, ვინც სუფთად, 10:0 დაამარცხა აცამაზ გაზაევი. ევროპის წლევანდელმა პრიზიორმა ზურაბ იაკობიშვილმა (65), ავთანდილ კენჭაძემ (74), ირაკლი მწითურმა (86) და ომარ გუსოშვილმა (97) წააგეს. ამათგან ქულებით მხოლოდ მწითური დამარცხდა, სხვებმა კი წმინდად დათმეს ორთაბრძოლები.

ტრავმის გამო წაგება ჩაეთვალა ოთარ გოგავასაც (57), თუმცა ეს კიდევ არაფერი - საუბედუროდ, მისი ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, მომდევნო შეხვედრების ჩატარება ვერ შეძლო და სხვა შეხვედრებს ერთქულიანი სხვაობით ვიწყებდით.

ქვეჯგუფის მეორე პაექრობა ჩვენებმა ბელორუსთან 2:4 დათმეს. აქ იაკობიშვილმა და პეტრიაშვილმა იმარჯვეს. პირველმა 10:0 დაამარცხა ჰუსეინ შახბანოვი, მეორემ კი 13:2 სძლია მაგომედამილ ჰუსეინოვს.

ამ შეხვედრაში იანტბელიძემ ერთი ცვლილება გააკეთა - კენჭაძის ნაცვლად ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ჯუმბერ ყველაშვილი აჭიდავა. ის უგებდა კიდეც ალი შაბანოვს, მაგრამ ბოლო წამებზე მსაჯებმა მეტოქეს ძალიან საეჭვო ქულა მისცეს - სამი წამით ადრე პასიურობისთვის გააფრთხილეს და საბოლოოდ ჩვენებური 5:6 დამარცხდა. მწითურმა და გუსოშვილმა ისევ წააგეს.

ჩვენმა ნაკრებმა ბოლო შეხვედრა უზბეკეთთან გამართა და 5:1 მოუგო. იმ ერთადერთ შეხვედრაშიც წაგება გოგავას ტრავმის გამო ჩაგვეთვალა, იაკობიშვილმა, კენჭაძემ, მწითურმა, გუსოშვილმა და პეტრიაშვილმა კი იმარჯვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jumber
რუსეთთან მარტო პეტრიაშვილმა თუ მოიგო სამით სამი როგორ დამთავრდა ვერ გავიგე.
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]
ბუდაპეშტი 2018. ხუციშვილს და მარსაგაშვილს ბრინჯაოს მოგების შანსი აქვთ, გოგავა და ხინჩეგაშვილი ტურნირს გამოეთიშნენ
გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
ომარ გუსოშვილი: ევროპაზე გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპრებ
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
თავისუფალთა ნაკრები: ულიდერებოდ ვანაძორის ტურნირში
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ქართველი მოჭიდავეები კიევის ტურნირიდან 17 მედლით დაბრუნდნენ
გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]
პეტრიაშვილი ფინალში აკგულთან დამარცხდა [VIDEO]
IV დღე: თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ყველა გამარჯვებული და პრიზიორი გამოვლინდა
23 წლამდე ქართველმა "თავისუფლებმა" ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 2 ოქრო მოიპოვეს
საქართველოს ნაკრები: ხინჩეგაშვილი ჭიდაობს, პეტრიაშვილი ისვენებს
გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
დავით მოძმანაშვილმა მედვედის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა
პოლონეთის ტურნირი: გამოცდა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ
"მედვედის" ახალგაზრდა კავალერები - ლიდერთა გეგმები, ახალი წონები და საქართველოს ჩემპიონატი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
U23. ქართველმა "თავისუფლებმა" ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 5 მედლით დაასრულეს
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
ავთანდილ კენჭაძემ რუსეთის წარმომადგენელს დამაჯერებლად სძლია და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
კენჭაძე დამარცხდა და მედლისთვის ვერ იბრძოლებს
ქართველმა "თავისუფლებმა" მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 4 მედლით და გუნდური მე-3 ადგილით დაასრულეს
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
ქართველმა "თავისუფლებმა" მედვედის ტურნირზე 5 მედალი მოიპოვეს
მოჭიდავეებმა ისევ გაგვაოცეს - პრესკონფერენცია სპორტის სამინისტროში
თავისუფალი ჭიდაობა. ნაკრები: იანტბელიძე შემადგენლობის გამოცხადებას არ ჩქარობს
მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ იაკობიშვილი ოქროსთვის იბრძოლებს [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. თავისუფალი: ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდა
გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა [VIDEO]
"იმედია, პროცესი ისე წარიმართება, ხელს არავინ შეგვიშლის" - თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა შეკრება დაიწყეს
მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]