ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ჯანო ანანიძე: გერმანიის წინააღმდეგ თამაში ძალიან მინდოდა

ჯანო ანანიძე: გერმანიის წინააღმდეგ თამაში ძალიან მინდოდა

"ვცდილობ, მთელი თავისუფალი დრო ოჯახს დავუთმო. როდესაც ვარჯიშიდან შინ დაქანცული ვბრუნდები, შინ ვრჩები და ჩემს გოგონას ვეთამაშები"

საქართველოს ნაკრების შეკრებიდან მოსკოვის "სპარტაკში" მცირე ტრავმით დაბრუნებულმა ჯანო ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგის XXI ტურში "ყუბანთან" (1:1) შინ გამართულ შეხვედრაში ბოლო თხუთმეტიოდე წუთი ითამაშა, მანამდე კი საიტ fratria.ru-ს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ნაკრებში თავის ვოიაჟსა და გერმანიის ნაკრებზე, საკლუბო ამბებსა და ოჯახურ ცხოვრებაზეც ილაპარაკა.

თავდაპირველად კი ჯანომ სანაკრებო მატჩებში უთამაშებლობის მიზეზებზე ილაპარაკა.

- საქართველოს ნაკრებიდან ახლახან დაბრუნდით, თუმცა არც მალტასთან და არც გერმანიასთან არ გითამაშიათ. გავრცელდა ინფორმაცია თქვენი ტრავმის შესახებ, რამაც გარკვეული მღელვარება გამოიწვია...

- ჯერ კიდევ "ტორპედოსთან" თამაშის მიწურულს ვიგრძენი ბარძაყის კუნთის ტკივილი. ნაკრების პირველ ვარჯიშზეც დისკომფორტს ვგრძნობდი, რის შესახებაც ექიმებს ვაცნობე. ჩავიტარე გამოკვლევა, რამაც აჩვენა, რომ საშიში არაფერი ყოფილა - კუნთის უმნიშვნელო სპაზმი მქონდა. შემდეგ ვესაუბრე ნაკრების თავკაც კახა ცხადაძეს, მან კი გარისკვა არ ისურვა, ტრავმა რომ არ გამიზეზებულიყო. ის თავად იყო ფეხბურთელი და გაგებით მოეკიდა ამ ვითარებას. "სპარტაკში" კი მთლიანად ჯანმრთელი დავბრუნდი.

- ნანობთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ ვერ ითამაშეთ?

- რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა გერმანიის წინააღმდეგ მოედანზე გასვლა. ვფიქრობ, ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ თამაშზე. ...მაგრამ მხოლოდ ქომაგობით დავკმაყოფილდი. არა უშავს, იმედია, მათ წინააღმდეგ გერმანიაში მაინც მომეცემა თამაშის საშუალება.

- გერმანიის ნაკრების თამაშს თუ უწოდებთ იდეალურს? რა არის მათი ყველაზე ძლიერი მხარე?

- ვფიქრობ, რომ იმ გუნდის თამაში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ბრაზილიას ანგარიშით 7:1-ს მოუგებს, იდეალურთან ახლოსაა. ამჟამად გერმანელებს ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავთ. ყველა ფეხბურთელი უმაღლესი კლასისაა და ტოპ-კლუბი გამოდის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს გუნდი შეთამაშებულია და ფეხბურთელები მოედანზე ერთმანეთს "გრძნობენ". ეს გუნდი წლების განმავლობაში შენდებოდა, ახლა კი ერთიანი მექანიზმივით მუშაობს.

- და თქვენ მაინც "ბარსელონასეული" ფეხბურთის თაყვანისმცემელი ხართ, რომელიც ბურთის კონტროლზეა ორიენტირებული?

- დიახ, თუმცა გერმანიაც თამაშობს პასებით და ბურთი შეტევაში უჭირავს. როისი, გიოტცე და იოზილი ძალიან ტექნიკურები არიან.

გასაგებია, რომ დღეს ფეხბურთი შეიცვალა და მთელი მატჩის განმავლობაში "ტიკი-ტაკას" თამაში ძნელია, მაგრამ "ბარსა" მაინც ცდილობს, დაუმალოს მეტოქეს ბურთი, მისი დაკარგვის შემთხვევაში კი უმალ პრესინგს მიმართავს.

- "სპარტაკზე" გადავიდეთ. საფეხბურთო წელიწადის წარუმატებლად დაწყებას ორი გამარჯვება მოაყოლეთ. როგორ შეაფასებთ მთლიანობაში სეზონის რესტარტს?

- თუკი "კრასნოდართან" პირველ მატჩს არ ჩავთვლით, კაცმა რომ თქვას, სტარტზე ორი მოგება ნორმალური შედეგია. დღევანდელი "კრასნოდარი" საკმაოდ კარგი გუნდია. პირველ ტაიმში მის წინააღმდეგ თავდაჯერებული ვთამაშობდით, ვქმნიდით მომენტებს, მაგრამ მეორეში, გაშვებული გოლის შემდეგ, მოხდა ის, რისი ახსნაც ძნელია. რაც მთავარია, უკვე მომდევნო შეხვედრაში "დინამოსთან" ვაჩვენეთ, რომ იმ მარცხიდან სწორი დასკვნები გავაკეთეთ, გადავეწყვეთ და ვაჯობეთ პრინციპულ მეტოქეს, შემდეგ კი ზედ "ტორპედოც" მივაყოლეთ.

- "ტორპედოსთან" პირველი ტაიმი ბრწყინვალე იყო, მაგრამ მეორე არცთუ წარმატებული გამოვიდა - დისბალანსის მიზეზი რა იყო?

- ძნელი სათქმელია, თუმცა ვფიქრობ, რომ ორმა იძულებითმა შეცვლამ იმოქმედა. გადავეწყვეთ და ცოტა უკან დავიხიეთ, მაგრამ ამის მიუხედავად, მომენტებს ვქმნიდით. გატანაც შეგვეძლო, მაგრამ როდესაც ბურთი ჩემკენ წამოვიდა, არ შევხედე, სად იყო მეკარე... რაც მთავარია, ის მატჩი მოვიგეთ.

- შეკრების შემდეგ მოედანზე რეგულარულად გამოდიოდით, მათ შორის, მნიშვნელოვან მატჩში "დინამოსთან". გრძნობთ მწვრთნელისგან ნდობას?

- გასაგებია, რომ აქ ჩემი დუბლებში გადაყვანის ისტორია გვახსენდება, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულია. ბოდიში მოვიხადე გუნდისა და მწვრთნელის წინაშე, მათი მხარდაჭერისთვის კი მადლობელი ვარ. ვცდილობდი, თავი შეკრებაზე გამომეჩინა და ვგრძნობდი, რომ შემეძლო, სეზონის განახლებას კარგ ფორმაში მყოფი შევხვედროდი. ძალიან მინდოდა თამაში.

სეზონის განახლების წინ მურატ იაკინი პირადად დამელაპარაკა და მკითხა, შევძლებდი თუ არა ოფიციალურ მატჩებშიც ისეთივე მონდომებით თამაშს, როგორც ამას შეკრებაზე ვაკეთებდი. ვუპასუხე, რომ საამისოდ ყველაფერს გავაკეთებდი და შევეცდებოდი, თამაშიდან თამაშამდე კიდევ მომემატებინა.

უკვე შვიდი წელია "სპარტაკში" ვარ და ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ სწორედ ახლა დადგა დრო, წარმოვაჩინო თავი.

- შეკრებაზე დატვირთვებს როგორ გაუძელით?

- რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრს დავრბოდით, თუმცა ბურთთან მუშაობასაც საკმაოდ დიდ ყურადღებას ვაქცევდით. ნაცნობი ფეხბურთელები სხვა კლუბებიდან ჰყვებოდნენ, რომ გაცილებით მეტს შრომობდნენ უბურთოდ - მაგალითად, დარბოდნენ ექვსჯერ კილომეტრიან დისტანციაზე, მაქსიმუმით და ასე შემდეგ... ჩვენ კი, ინტენსიურ სამუშაოსთან ერთად, სათამაშო ვარჯიშებსაც არ ვივიწყებდით.

დატვირთვები ნორმალურად ავიტანეთ. ისეთი ნამდვილად არ ყოფილა, დილით რომ იღვიძებ და მთელი სხეულის ტკივილის გამო ვარჯიშზე გასვლა რომ აღარ შეგიძლია. შეკრება სწორედ იმისთვისაა, რომ იმუშაო და მოემზადო. ახლა ვგრძნობ, რომ ძალთა კარგი მარაგი მაქვს და სათანადო ფორმაში ვარ.

- სეზონის დასაწყისში რამდენიმე მატჩი "სპარტაკის" დუბლშემადგენლობაში გამართეთ. რას იტყოდით "სპარტაკის" აკადემიის აღზრდილებზე?

- შემიძლია იმის თქმა, რომ დუბლებში საკმაოდ ძლიერი ბიჭები არიან - მაგალითად, 1997 და 1998 წლებში დაბადებულები. იგივე გიორგი მელქაძე ავიღოთ, რომელმაც უკვე წარმოაჩინა თავი გარკვეულ დონეზე და ის "სპარტაკ 2"-ში გადაიყვანეს, რაც პროგრესია. არიან სხვა მოთამაშეებიც...

- შარშანდელმა იჯარამ "როსტოვში", საფეხბურთო თვალსაზრისით, ბევრი შეგძინათ?

- რა თქმა უნდა. რაც მთავარია, მქონდა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, სულ ფორმასა და ტონუსში ვიყავი. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ის სეზონი ჩემთვის თუ ასეთი წარმატებული გამოვიდოდა - გარდა იმისა, რომ სულ ვთამაშობდი, თასიც აღვმართე. შესაბამისად, "როსტოვში" იჯარამ, რა თქმა უნდა, ბევრი შემმატა. იქიდან მოძლიერებული და თავდაჯერებული დავბრუნდი.

- გრძნობთ, რომ ქალიშვილის დაბადების შემდეგ შეიცვალეთ?

- ეს თავიდან ვერ შევიგრძენი, რადგან როდესაც მია დაიბადა, "ლოკომოტივთან" თასის ფინალში გასამართი მნიშვნელოვანი მატჩისთვის ვემზადებოდი, მაგრამ როდესაც ის პირველად დავინახე, დაუვიწყარი ემოციები დამეუფლა.

როდესაც ჩემპიონატი დასრულდა, საშუალება მომეცა, მამობა მთლიანად შემეგრძნო - მეყურებინა, როგორ იზრდება მია, მუდმივად მქონოდა მასთან ურთიერთობა. ძალიან მაგარია, როდესაც მეხვევა და მკოცნის. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, პასუხისმგებლობის გრძნობაც მომემატა.

- როგორ მიდის თქვენი ოჯახური ცხოვრება - უმკლავდებით მამის მოვალეობებს? მეუღლეს თუ ეხმარებით?

- ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა. ვცდილობ, ყველაფერში მხარში ამოვუდგე ჩემს მეუღლე მარის. დედა-შვილი უკვე გადმოვიდა ჩემთან, მოსკოვში, რაც ძალიან მახარებს.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? მოსკოვში საყვარელი ადგილები თუ გაქვთ?

- ვცდილობ, მთელი თავისუფალი დრო ოჯახს დავუთმო. როდესაც ვარჯიშიდან შინ დაქანცული ვბრუნდები, შინ ვრჩები და ჩემს გოგონას ვეთამაშები.

უკვე შვიდი წელია, რაც მოსკოვში ვარ და აქ ყველაფერი ვიცი; აი, მეუღლე კი ახლახან გადმოვიდა და შესაბამისად, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, საინტერესო ადგილები დავათვალიერებინო.

რა თქმა უნდა, გავისეირნეთ წითელ მოედანზე, ვიყავით ტრეტიაკოვის გალერეაში, ქალიშვილი ზოოპარკშიც გვყავდა. ბევრს ვსეირნობთ.

მოსკოვში საყვარელი ადგილებიდან კარგ ქართულ რესტორნებს გამოვარჩევ, მაგრამ იქ ხშირად უწინ დავდიოდი, ახლა კი, რაც ცოლი მოსკოვში ჩემთან გადმოვიდა, ქართული რესტორანი უკვე შინ მაქვს (ეღიმება).

- მურატ იაკინი ბოლო მატჩებში უპირატესობას ანიჭებდა ტრიოს პრომესი-დავიდოვი-ჯანო. უკვე კარგად შეეწყვეთ თანაგუნდელებს?

- ამ ყველაფერზე ვარჯიშებზე ვმუშაობთ. ერთმანეთში მუდმივად ვსაუბრობთ. ვცდილობთ, ერთსა და იმავე "კვადრატში" შევიდეთ. ვხვდებით, ვინ საით გარბის და სად იხსნება. ამიტომაც მოედანზე შეგვიძლია, ერთმანეთს პოზიციები გავუცვალოთ. ერთი სიტყვით, საერთო საფეხბურთო ენა ნაპოვნი გვაქვს.

- თავდასხმაში თქვენი სამეული გარკვეულ პოზიციებზეა განსაზღვრული თუ თავისუფლად მოქმედებთ?

- დაბმულები არ ვართ. მურატ იაკინს სურს, რომ მოედანზე არსებული კონკრეტული ვითარების შესაბამისად ვიმოქმედოთ. ადგილებს ვიცვლით ხოლმე და ისე არ არის, რომ რადგან მარცხენა ფლანგზე დავიწყე მატჩი, ბოლომდე იქ დავრჩები.

- იაკინი თქვენგან რას მოითხოვს?

- პირველ რიგში, სიმწვავეს. ეს ნიშნავს, რომ ბურთის მიღებისთანავე უნდა წავიდე მეტოქის კარისკენ და ვეძებო შეტევის წინ გაგრძელების შესაძლებლობა.

იაკინი ასევე გვეუბნება, რომ შეგვიძლია ინიციატივა საკუთარ თავზე ავიღოთ, ერთი-ერთზე მოვატყუოთ მცველები. თუმცა, დაცვაშიც ყოველთვის უნდა დავეხმაროთ თანაგუნდელებს...

- კარგი დარტყმა გაქვთ, რაც "დინამოსთან" მატჩშიც გამოჩნდა. ცდილობთ, რომ კარისკენ პირველსავე შესაძლებლობის დროს დაარტყათ?

- კარში თუ არ დაარტყი, ვერ გაიტან. უწინ მართლაც იშვიათად ვურტყამდი, რაც ალბათ, საშინელებაა შემტევი ფეხბურთელისთვის. დღეს კი, როდესაც ამის საშუალება მეძლევა, ვცდილობ, დავარტყა. მით უმეტეს, თანამედროვე ბურთები კარგად დაფრინავს.

• uiuiui

სურვილით როგორ არ ვუსურვებ წარმატებებს,მაგრამ რატომ უნდა ეთამაშა ?როცა არ ვარგა ფეხბურთელი,არ უნდა ათამაშო.ვერ ხედავთ რომ არ შეუძლია და არც უნდა.აკეთებს იმას რისი თავიც აქვს.ნაკრების ფეხბურთელი კი ნამდვილად არ არის.

• sake

ეჰ, ჯანო,ჯანო არ ვიცი,რატომ ვერ ქენი,მაგრამ ნემსის ყუნწში უნდა გამძვრალიყავი და სხვა ქვეყანაში წასულიყავი. სამწუხაროდ [შენც უნდა ხვდებოდე] მანდ როგორც ფეხბურთელი ვეღარ გაიზრდები.

• koka

ჯანოს წარმატებები მინდა უსურვო და არა მარტო სპორტული თვალსაზრისიდ. ღმერთმა გაუზარდოს პატარა და კიდევ მიემატებინოს. მიუხედავად ზოგიერთი უგვანო ადამიანების არსებობისა (ამას ვერ ავცდებით), საქართველო და ქართველი ხავხი გაბრწყინდება და "gadavrchit"-ებით.

• berdia

gadavrchit-ს. გადარჩენით რამდენად გადავრჩით, არ ვიცი, მაგრამ გადაჯიშებული რომ ხართ ზოგიერთი ღრუზინი შენი თამადობით, ეს ფაქტია. შე"კაი" დედმამიშვილო, გაამხნევე კაცი და უსურვე უფრო მაგრა აკრიფოს ფორმა და ნაკრებს გამოადგეს, რისაც ძალიან მჯერა. არ მინდა ვიხმარო უწმაწური სიტყვები, მაგრამ ყოველივე ასეთს აბსოლიტურად იუმსახურებ გადარჩენილო. აქვწ საკითხავია, გადარჩენილი ხარ კი...

• დიმა

გადავრჩითს, რომელი გყავს უკვეთესი ნაკრებში? ჯანო წარმატებები გვჯერა შენი

• დიმა

გადავრჩითს, რომელი გყავს უკვეთესი ნაკრებში? ჯანო წარმატებები გვჯერა შენი

• gadavrchit

კიდე კარგი რომ არ ითამაშე ჯანო,შენი გაკეთებული საქმე ერთის გარდა ნაკრებში არ ახსოვს არავის,გინდოდა კარგია.მეც ბევრი რამე მინდა მაგრამ არ მეკუთვნის.იყვნენ სხვები და მათ ბევრად უკეთ ითამაშეს ნაკრებში ვიდრე შენ.შენ ბევრი შანსი გქონდა და ვერ გამოიყენე,ან რატომ უნდა ველოდოთ კიდევ 5 წელი შენს ათამაშებას

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

"ეს მსოფლიოსთვის გზავნილია" - პაოლო ვანოლიმ თქვა, რატომ არ დატოვა "სპარტაკის" მწვრთნელის პოსტი

ჯანო ანანიძის გუნდი მწვრთნელის გარეშე დარჩა

ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს

მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

შესაძლოა, ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" მთავარმა მწვრთნელმა დატოვოს

"ანანიძეს იმდენად შეეშინდა, ლოცვა დაიწყო; რაღაც მომენტში, მეგონა, ტიროდა" - სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ჯანოს შესახებ

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა

მურატ იაკინი: ჯანო სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მატჩისთვის მზადაა

მურატ იაკინი: ვერ ვხედავ მიზეზს, რომ პრომესი-ჯანო-დავიდოვის შემტევი სამეული შევცვალო

ჯანო და ტრენაჟორები - ანანიძე კუნთებს იმაგრებს [PHOTO]

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს

შეუძლია თუ არა მელქაძეს საქართველოს ნაკრებში თამაში? - იურისტი განმარტავს

ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

კავაზაშვილი: მელქაძისთვის საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ემოციური აღმასვლა იქნება

"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება

"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა

ჯანო ანანიძე "აკადემისკთან" მატჩს მოსკოვის "სპარტაკის" სასტარტოში დაიწყებს