რუსთავის "მეტალურგის" 21 წლის ცენტრალური მცველი გუნდში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს
რუსთავის "მეტალურგის" ცენტრალური მცველი გიორგი ნარიმანიძე 21 წლისაა, თუმცა მას უკვე აქვს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება.

ნარიმანიძის დებიუტი ჩვენი ქვეყნის რანგით უმაღლეს დივიზიონში ჯერ კიდევ მაშინ შედგა, როცა 16 წლის იყო. ახლა გიორგი "მეტალურგის" ერთ-ერთი ლიდერია.

რუსთაველებს საუკეთესო დროება არ უდგათ - პირველ წრეში შესანიშნავად მოასპარეზე, ახლა კი გაუგონარ ფინანსურ კრიზისში ჩავარდნილი გუნდი, ფაქტობრივად, განწირულია პირველ ლიგაში დაქვეითებისთვის.

- გიორგი, რუსთაველი ხართ და მშობლიურ ქალაქში ბავშვობიდანვე ბევრს საუბრობდნენ თქვენზე. იმ წლების შესახებ გვიამბეთ...

- თამაში რუსთავში დავიწყე. ამის შემდეგ "ზესტაფონში" გადავედი და ჭაბუკთა ლიგის გუნდში ვთამაშობდი. პერიოდულად დუბლშემადგენლობასაც ვემატებოდი. ამის შემდეგ ცოტა ხნით რუსთავში დავბრუნდი, მერე კი მაშინდელ ცხინვალის "სპარტაკში" გამიწია რეკომენდაცია ლევან სილაგაძემ. იქიდან წამოსვლის შემდეგ მშობლიურ "მეტალურგში" ვარ. მოკლედ, ესაა.

- როგორც ვიცით, ბავშვობაში ცენტრალური ნახევარმცველი იყავით, ახლა კი "მეტალურგში" ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობთ...

- კი, რაც "მეტალურგში" ვარ, სულ ამ პოზიციაზე ვთამაშობ. ერთი მატჩი ვითამაშე მხოლოდ ჩამშლელად - "ზუგდიდთან". ისე, მაშინდელ "სპარტაკში" ნახევარდაცვის ფლანგზეც მითამაშია.

- "მეტალურგში" არსებული სიდუხჭირის შესახებ უკვე ლეგენდები დადის. ალბათ, ამითაა გამოწვეული გუნდის ცუდი სტარტი საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე...

- ძალიან ცუდ დღეში ვართ. რაც სეზონი დაიწყო, მხოლოდ სამი თვის ხელფასი და ერთი თვის პრემია ავიღეთ. პრემიაზე აღარც არის საუბარი, უბრალოდ, ადამიანი რომ მუშაობს, შინ რაღაც ხომ უნდა მიიტანოს?!

უკვე დაგვავიწყდა, რა არის წინასამატჩო შეკრება. ამის ბრალია სწორედ ჩვენი გუნდის ასეთი ცუდი სტარტი მეორე ეტაპზე, თორემ "მეტალურგმა" პირველ წრეში დაამტკიცა, რომ თამაში შეუძლია. მაშინ ელემენტარული საშუალება მაინც იყო. ახლა კი ჩვენი მდგომარეობა გაუსაძლისია.

- ...და როგორ უძლებთ ამ ყველაფერს?

- ჩვენი ქალაქის სიყვარულით... ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძვით, თამაშისთვის არასდროს არაფერი დაგვიკლია, მაგრამ ასეთ ვითარებაში შეუძლებელია წარმატებით თამაში. მეტი რა გითხრათ?..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Shalva
aset dros mayurebels sheuzlia tanadgoma stadionze daswrebit,magram?.....
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
ვარლამ კილასონია: გვენდობიან და ამიტომაც არიან ჩვენთან...
ბესიკ ჩიმაკაძე "რუსთავისთვის" გაიტანს
რუსთავიდან თავრიზში - კახა კაკაშვილი ირანულმა გუნდმა წაიყვანა
საპოვნელა-შუქურა 2:0
გიორგი ნარიმანიძე: აქ, ყაზახეთში, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობთ
გიორგი ნარიმანიძე: ურიგო არ იქნებოდა რუსეთში ან უკრაინაში ძალების მოსინჯვა...
მეტალურგი-ლოკომოტივი 0:5 - უმაღლეს ლიგაში, სწორი გათვლით [VIDEO+PHOTO]
თბილისის "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ლევან სილაგაძე: "რუსთავი" თავის ადგილს დაიბრუნებს!
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..
საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა: ახალწვეულთა დომინაცია