სიახლეები ასოციაციაში
"სან ანტონიოსთან" წაგებულ მატჩში "ჰიუსტონის" კალათბურთელებმა 10 სამქულიანი გამოიყენეს და ყველა დროის ახალი რეკორდი დაამყარეს ერთ სეზონში რეალიზებული შორეული ტყორცნების რაოდენობით. ახლა კევინ მაკჰეილის შეგირდების ანგარიშზე 894 ზუსტი სამქულიანია, რაც სამით აღემატება წინა რეკორდსმენის - "ნიუ იორკ ნიქსის" შედეგს, რომელიც 2012-13 წლების სეზონში დაფიქსირდა.

თავის მხრივ, შეუჩერებელმა "სან ანტონიომ" ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო, თანაც ყველა მინიმუმ 12-ქულიანი სხვაობით. ეს ლიგის რეკორდის გამეორებაა, რომელსაც აქამდე ლებრონ ჯეიმსის გუნდები ამყარებდნენ - 2008-09 წლების სეზონში "კლივლენდი" და 2011-12 წლებში "მაიამი".

გრეგ პოპოვიჩის გუნდი ისევ მეექვსეა დასავლეთში, მაგრამ უკვე იმდენივე მოგება (53) აქვს ცხრილში, რამდენიც მის ზემოთ მყოფ სამ კონკურენტს - "მემფისს", "ჰიუსტონსა" და "კლიპერსს". სატურნირო დისტანციის ფინიშზე აქ ძალიან დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი, რადგან საკუთარი მოედნის უპირატესობა პლეი ოფის პირველ რაუნდში, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს.

"ვაშინგტონის" დამრიგებელმა რენდი უიტმანმა გადაწყვიტა, "ფილადელფიასთან" მატჩში დასვენების საშუალება მიეცა ძირითადის გამთამაშებლისთვის, ჯონ უოლისთვის და საკუთარი ლიდერის არყოფნაში დედაქალაქურმა კლუბმა გუნდური კალათბურთის ნიმუში აჩვენა. "უიზარდსის" ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი.

47 ზუსტი ტყორცნიდან 35-ს წინ უძღოდა შედეგიანი პასი, სულ კი ვაშინგტონელებმა თამაშიდან 65.3 პროცენტის სიზუსტით ისროლეს, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.

გარკეული ხანი "ვაშინგტონი" ამ მაჩვენებლით NBA-ს ყველა დროის რეკორდზე მიდიოდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედში მოუკლო თამაშს, რადგან ანგარიშში კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა.

"ბრუკლინთან" მატჩში სამი სამქულიანის გამოყენების შემდეგ "ატლანტას" მცველმა კაილ კორვერმა დეილ ელისს გაუსწრო და მე-11 ადგილზე გადავიდა ისტორიაში ზუსტი შორეული ტყორცნების რაოდენობით. ამ მომენტისთვის კორვერის ანგარიშზე 1720 ჩაგდებული სამქულიანია. ეს 40-ით ნაკლებია პეჟა სტოიაკოვიჩის მაჩვენებელზე, რომელიც საუკეთესო ათეულის ბოლო საფეხურზე იმყოფება. ასე რომ, კორვერს სერბის გასწრება მომდევნო სეზონის სტარტზე შეეძლება.

საერთო ჯამში, "ნეტსის" დამარცხება აღმოსავლეთის ლიდერს საკმაოდ გაუჭირდა, რადგან მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდმა მატჩის წინ არა მხოლოდ ტრავმირებული პოლ მილსეპი დაკარგა, არამედ მნიშვნელოვანი რეზერვისტები - პერო ანტიჩისა და ტაბო სეფოლოშას სახით. ისინი ორი დღის წინ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ასეთ რთულ სიტუაციაში "ჰოქსის" გადარჩენა ელ ჰორფორდს მოუწია, რომელმაც გადამწყვეტი დანკი სირენამდე 19 წამით ადრე შეასრულა.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა პროფკავშირმა ყოველწლიური ინდივიდუალური პრიზები დააწესა, რომელთა ლაურეატებს თავად კალათბურთელები გამოავლენენ, - იტყობინება ESPN.

სხვადასხვა ნომინაციასთან ერთად, აქ არის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო. გამოკითხვის შედეგებს გამოაცხადებენ ივლისში, როცა ლას ვეგასში პროფკავშირების ტრადიციული შეხვედრა იმართება.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს მიერ დაწესებული ინდივიდუალური პრიზების მფლობელებს ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად ავლენენ.

- "ინდიანა პეისერსის" ფორვარდი პოლ ჯორჯი, რომელიც ფეხის მოტეხილობის შემდეგ დაბრუნდა მოედანზე, უახლოეს მატჩებში მხოლოდ 15 წუთს გაატარებს მოედანზე. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ფოგელმა მიაწოდა.

- "ჰიუსტონის" ლიტველი ფორვარდი დონატას მოტეიუნასი ვერ დაეხმარება თავის გუნდს პლეი ოფში. 24 წლის მოთამაშე იძულებულია, გამოტოვოს სეზონის დარჩენილი ნაწილი ზურგის ტრავმის გამო, რომელიც გასული თვის ბოლოს მიიღო. მოტეიუნასმა წელს "როკეტსის" რიგებში 71 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 12.0 ქულა და 5.9 მოხსნა დააგროვა.

- "ინდიანა პეისერსის" ფორვარდმა კრის კოუპლენდმა, რომელიც ორი დღის წინ ნიუ იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში დანით მუცლის არეში დაჭრეს, წარმატებით გადაიტანა ოპერაცია. კალათბურთელი სტაბილურ მდგომარეობაშია და მომდევნო რამდენიმე დღეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარებს.

- "ფილადელფია სიქსერზის" ლეგენდამ, ალენ აივერსონმა, შესაძლოა, არგენტინის ლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მიიღოს მონაწილეობა. ეს შეხვედრა 13 მაისს ბუენოს აირესში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მცირე პროგრესი იგრძნობა - ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სან ანტონიოს" შეტევა არ უვარგა
ალენ აივერსონის საყვარელი მოთამაშე რასელ უესტბრუკია
საფრანგეთმა რიოს შესარჩევში უნდა ითამაშოს
ალენ აივერსონი: თუ ფარსაც ვეღარ წვდები, დროა, დაამთავრო
NBA-ს ლეგენდამ გამორჩეული ახალგაზრდა ვარსკვლავი დაასახელა
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
ალენ აივერსონი: კობის ენდომებოდა, რომ ეს გაგვეკეთებინა
NBA. მატჩები: დურანტის გამარჯვების ორქულიანი, პარკერმა ბრაიანტს გაუსწრო [VIDEO]
ტონი პაკერი: "სპურსი" აგრძელებს სრულყოფას
ტონი პარკერი ნოემბერში დაბრუნებას გეგმავს
NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი შეიძლება "ლიონის" პრეზიდენტი გახდეს
ლეგენდები სპრინგფილდში