ინტერვიუ "ორლანდო სიტის" ბრაზილიელ ახალწვეულთან
"მილანისა" და "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი, "ოქროს ბურთის" 2007 წლის ლაურეატი კაკა დღეს MLS-ის ლიგაში "ორლანდოს" ღირსებას იცავს.

32 წლის ბრაზილიელმა ახალ ლიგაში უკვე ხუთი მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა. ამ დღეებში მან ინტერვიუ მისცა La Gazzetta dello Sport-ს, სადაც პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

- უკვე იგრძენით სხვაობა ევროპულ ფეხბურთთან შედარებით?

- პირველ რიგში, ეს არის ერთი მატჩი კვირაში. აქ უფრო მეტი დრო ეთმობა მატჩისთვის მომზადებას. ამიტომაც, მეტოქე ყოველთვის ასი პროცენტით არის მზად ფიზიკურად. აქედან გამომდინარე, თამაშები თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობს. ვფიქრობ, MLS ამ მხრივ, უფრო დაბალანსებულია.

- სადებიუტო მატჩში 62 ათასი მაყურებლის წინაშე გოლი გაიტანეთ. ელოდით?

- ბრაზილიაში ნაკლები მაყურებელი მიდის სტადიონზე, მათ შორის მნიშვნელოვან მატჩებზე. ადრე არასოდეს გამიტანია ახალ კლუბში პირველივე მატჩში გოლი. ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო.

- მართალია, რომ ამერიკაში გადაბარგება თვით დევიდ ბექჰემმა გირჩიათ?

- იქამდე, სანამ "მილანში" პარტნიორები გავხდებოდით, მას რამდენჯერმე ფლორიდაში შევხვდი ტურნეს დროს. ის ბევრ კარგს მიყვებოდა MLS-ის შესახებ. ამბობდა, რომ ეს არის შესანიშნავი ჩემპიონატი, რომელშიც შეიძლება სიამოვნების მიღება. დიახ, მისმა აზრმა გავლენა იქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე. ის რომ არა, სავარაუდოდ, უარვყოფდი ამერიკელთა წინადადებას.

- ჭორები იმის შესახებ, რომ MLS-ში აპირებდით გადასვლას, მთელი სეზონის განმავლობაში ვრცელდებოდა. როდის მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება?

- სერია A-ს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ოდნავ დავასწარი გალიანის, რომელიც ბრაზილიაში გამგზავრებას აპირებდა რაღაც საკითხების მოსაგვარებლად და იმის გასარკვევად - ვგეგმავდი თუ არა სამშობლოში დაბრუნებას. იმ მომენტში მოლაპარაკებები გავმართე "ორლანდოსთან" და კონტრაქტი გავაფორმე. გალიანი პირველი იყო, ვინც ამის შესახებ შეიტყო. მე მისი მადლიერი უნდა ვიყო ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა.

რეალში გადასვლა - მნიშვნელოვანი ნაბიჯი კარიერაში

- ოკეანის გაღმა გადაბარგებაზე გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაგიყვანეს?

- გარკვეულწილად, ასეა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მსოფლიოს საშინაო ჩემპიონატზე მოვხვედრილიყავი. როცა საბოლოოდ მივხვდი, რომ მუნდიალზე არ წამიყვანდნენ, სერიოზული ცვლილებების აუცილებლობაზე დავფიქრდი.

- "მილანი" უფრო კონკურენტუნარიანი რომ ყოფილიყო, იტალიაში დარჩებოდით?

- რთული სათქმელია. კიდევ ერთი სეზონის გატარება გუნდში, სადაც ამდენი მნიშვნელოვანი მომენტი მქონდა, ჩემთვის ბედნიერება იქნებოდა.

- შეადარეთ 2003 წლის "მილანი" 2013 წლის "მილანს", როცა გუნდში დაბრუნდით.

- "რეალში" ოთხი წელი გავატარე. რა თქმა უნდა, "მილანში" უკვე სხვა ფეხბურთელები თამაშობდნენ. ძველი გვარდიიდან დარჩნენ მხოლოდ ბონერა და აბიატი. და ინძაგიც მუდმივად გვერდით იყო. მაგრამ გასახდელში ყველაფერი სრულიად განსხვავებული ჩანდა.

- გინახავთ "მილანის" მატჩები ინძაგის ხელმძღვანელობით?

- ძალიან ცოტა. შედეგებს თვალს ვადევნებ და ვხვდები, რომ გუნდს რთული სეზონი აქვს. მაგრამ ოპტიმისტი ვარ. ორი-სამი წელი და ყველაფერი წესრიგში იქნება. მაგალითი "იუვენტუსისგან" უნდა აიღონ.

- ინძაგის მსგავსად სამწვრთნელო კარიერის დაწყება ხომ არ გსურთ?

- დღეს ამ კითხვაზე უარყოფით პასუხს გაგცემთ. ვნახოთ, შესაძლოა, სამი ან ოთხი წლის შემდეგ აზრი შევიცვალო. მაგრამ დღეს ასეთი ვარიანტი გამორიცხულია. სინამდვილეში, ფეხბურთში დარჩენას ვაპირებ, მაგრამ უფრო ხელმძღვანელის როლში ვხედავ საკუთარ თავს, როგორც ლეონარდო.

- წინასწარ რომ გცოდნოდათ - როგორ აეწყობოდა თქვენი კარიერა "რეალში", დატოვებდით "მილანს"?

- მადრიდული წლები რთული, მაგრამ ბედნიერი იყო. ვაღწევდით შედეგებს: მოგება ჩემპიონატში, ესპანეთის თასზე, ესპანეთის სუპერთასზე... 29 გოლი გავიტანე ოთხ სეზონში. არ მიმაჩნია, რომ ეს ცუდი შედეგი იყო. "რეალში" მიღებული გამოცდილება პროფესიული თვალსაზრისით ძალიან სასარგებლო გამოდგა. როგორც ფეხბურთელმა, მოვუმატე. ამ ნაბიჯს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად მივიჩნევ კარიერაში. როცა მოვხუცდები, შემეძლება ასე თქმა: "ვთამაშობდი "მილანში" და "რეალში"! ცუდი არ არის.

რჩევა ახალგაზრდებს: გაემგზავრეთ იტალიაში

- დღეს იტალიურ ფეხბურთს ჩავარდნა აქვს. ყველაფერში დამნაშავე ეკონომიკური კრიზისია?

- დიახ. შეზღუდული ფინანსური საშუალებებით რთულია ისეთ გიგანტებთან კონკურენცია, როგორებიც არიან "პარი სენ-ჟერმენი", "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი" ან სხვები. იტალიისთვის ახლა რთული პერიოდია. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს სირთულეები გიბიძგებენ რაღაც გმირობაზე. მიყვარს მაგალითად "იუვენტუსის" მოყვანა, რომელიც ბრწყინვალე შედეგებს აჩვენებს. ტურინელებმა პრაქტიკულად გაინაღდეს მორიგი ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი აქვთ. ცხადია, რომ სხვები უნდა დააკვირდნენ იმათ მუშაობას, ვინც ტურინში ხელმძღვანელ თანამდებობებზე არიან.

- 2003 წელს ეკონომიური სიტუაცია დღევანდელის მსგავსი რომ ყოფილიყო, ჩახვიდოდით "მილანში"?

- მე არ ამირჩევია იტალია. იტალიამ ამირჩია მე. ამიტომაც შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო ამ ქვეყანას იმისთვის, რასაც ახლა წარმოვადგენ. დღესაც მხიბლავს იტალია. და არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ ცხოვრების სტილის, ხალხისა და გულშემატკივრების გამო. ახალგაზრდებმა რჩევა რომ მკითხონ, ასე ვიტყოდი: "გაემგზავრეთ იტალიაში!"

- გალიანის ვის შეძენას ურჩევდით?

- კევინ მოლინოს. შესანიშნავი ფორვარდია ტრინიდადიდან. მას დიდი პოტენციალი აქვს და სარგებლობის მოტანა შეუძლია.

- თქვენ მოგიწიათ ბალოტელის გვერდით თამაში. ის გაფუჭებული ტალანტია თუ მის ნიჭიერებაზე ლაპარაკი შეცდომაა?

- სიმართლე გითხრათ, არ ვადევნებ თვალს მის გამოსვლას "ლივერპულში". მარიოს გვერდით ერთი სეზონი ვითამაშე და შემიძლია დამაჯერებლად ვთქვა, რომ ნიჭი აქვს. მიმაჩნია, რომ ის ყოველთვის ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას. ასე იყო იტალიაში და ასეა დღეს ინგლისში. ის აშკარად არ აფასებს ამ ასპექტს.

ნაკრებში გამოძახებას ისევ ელოდება

- მოდით ბრაზილიის ნაკრებზე ვილაპარაკოთ. ფიქრობთ, რომ დუნგა ისევ განიხილავს კაკას ნაკრების პოტენციურ კანდიდატად?

- 2014 წლის ბოლოს ორ ამხანაგურ მატჩში ვითამაშე არგენტინისა და იაპონიის წინააღმდეგ. ამის შემდეგ გამოძახება არ ყოფილა. დუნგა კარგად მიცნობს, საქმის კურსია იმაზე, რა შემიძლია მოედანზე. არ მგონია, რომ MLS-ში გამოსვლამ ამ მხრივ მავნოს. ველოდები. დარწმუნებული ვარ, რომ თუ სტაბილურ და კარგ თამაშს ვაჩვენებ, შანსს მომცემენ.

- მსოფლიოს ჩემპიონატს გულშემატკივრის სტატუსით უყურეთ. რა გრძნობა დაგეუფლათ გერმანიასთან 1:7-ის შემდეგ?

- ხანგრძლივი ნაღველი და იმედგაცრუება. როგორც ყველა ბრაზილიელს. სასწაულს ველოდით, რომელიც არ მოხდა. ეს ძალიან მძიმე მომენტი იყო ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში.

- ამბობენ, რომ MLS-ში აპირებენ გადასვლას ხავიერ ერნანდესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ამაში თქვენი დამსახურებაცაა?

- ვფიქრობ, ნაწილობრივ. როცა დავთანხმდი აქ ჩამოსვლას, ფეხბურთის განვითარების იდეაც მამოძრავებდა. ეს დაიწყო ბექჰემმა, გააგრძელა ანრიმ. ახლა აქ არის ვილია, ჩამოდიან ჯერარდი და ლემპარდი, ასევე "ტორონტოში" თამაშობს ჯოვინკო. ყველას შეეძლო მშვიდად კარიერის ევროპაში გაგრძელება. ამერიკაში კარგად იხდიან? დიახ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ აქ ცხოვრება სასიამოვნოა.

- თუ არ ჩავთვლით კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის, ვის გამოყოფდით თანამედროვე ფეხბურთში?

- ნეიმარს. მე მასთან ერთად ნაკრებში მიმუშავია და ვიცი, რა შეუძლია. ის ფენომენია.

- დღეს იტალიასა და სხვა ქვეყნებში აქტუალურია რასიზმის პრობლემა და ძალადობა ტრიბუნებზე. როგორ ებრძვიან ამას MLS-ში?

- ამ მოვლენებში ღრმა ფესვებია. ყველაფერი აღზრდამდე მიდის. ეს არა საფეხბურთო, არამედ სოციალური პრობლემაა. ძალიან სამწუხაროა იმის ხილვა, როგორ იყენებენ ადამიანები სტადიონს საკუთარი ბინძური საქმეებისთვის. ფეხბურთის დაცული უნდა იყოს. MLS-ში ასეთი პრობლემა არ არის: აქ მატჩებზე სრული შემადგენლობით მოდიან ოჯახები ბებიებითა და ბაბუებით. აქ ყველაფერი სუფთა და შესანიშნავია.

დოსიე

რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე "კაკა"

დაიბადა: 1982 წ. გამა (ბრაზილია)

საფეხბურთო კარიერა: 2001-03 - სან პაულუ; 2003-09 - მილანი; 2009-2013 - რეალი; 2013-14 - მილანი; 2014-დან - ორლანდო.

ბრაზილიის ნაკრები: 89 თამაში, 29 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

papa
დიახ, მისმა აზრმა გავლენა იქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე. ის რომ არა, სავარაუდოდ, ვუარყოფდი ამერიკელთა წინადადებას. ჟურნალისტი მწყრალად არის ქართულთან გასაგებია,მაგრამ რედაქტორი არ ყავს ამ საიტს? ვუარყოფდი რა ქართულია?
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
ლეგენდარული მარიო ზაგალო გარდაიცვალა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
"კარგი ბიჭია; ცუდია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება" - კაკამ ხვიჩაზე ისაუბრა
პატო "ორლანდო სიტიში" გადავიდა
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
მადრიდის "რეალის" 5 ყველაზე ცუდი ტრანსფერი
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
მილიონობით გულშემატკივარს კვარაცხელიასგან მხოლოდ ეს სურს?! - "ტაქტიკური სიმტკიცე" და "გრილიშიზაცია"...
კაკას თანაგუნდელი მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"სირცხვილია" - რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრები მიწასთან გაასწორა
ვინისიუსის წინაპრები ტიკარის ტომის წარმომადგენლები ყოფილან
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"თამაში საშინელ სტადიონებზე გვიწევს, მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ არიან" - ვინისიუსი
კაკამ მესისა და რონალდოს შორის საუკეთესო დაასახელა
ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობას არ აპირებს
"იუვენტუსს" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის იტალიაში დაბრუნება სურს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
კაცნაკლულმა ურუგვაიმ ბრაზილიას სძლია და კოპას 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
კაკა ბრაზილიაში ქერა მოდელზე დაქორწინდა [PHOTO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
საუკეთესო 4 ფეხბურთელი, რომლებმაც კარიერა დაინგრიეს - ვინ არიან ისინი
მატეტა იტალიურ გრანდში - "მილანი" ფრანგ ფორვარდს ყიდულობს