გასავარდნი ფინალი ფოთის ხელოვნურსაფარიან სარაგბო მოედანზე გაიმართა
გასავარდნი ფინალი, რომელშიც ერთმანეთს "ბათუმი" და თბილისის "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ, ფოთის ხელოვნურსაფარიან სარაგბო მოედანზე გაიმართა.

საინტერესო და დაძაბული შეხვედრის მთავარი გმირი თბილისელთა ფულბეკი ბექა წიკლაური გახდა, რომელმაც სამი საჯარიმო და ამდენივე არეკნი გაიტანა, საკუთარ გუნდს 18 ქულა მოუტანა და გამარჯვების მთავარი შემოქმედი შეიქნა.

მატჩის პირველი ტაიმი "ლოკომოტივის" უპირატესობით წარიმართა. თემურ ბენდიაშვილის შეგირდები ბურთს აკონტროლებდნენ, მეტოქეს დერეფანშიც სჯობდნენ და შერკინებაშიც. თამაშის დასაწყისშივე ზედიზედ რამდენიმე შერკინების ჩაშლის შემდეგ ბათუმელები დაჯარიმდნენ და ბექა წიკლაურმა ზუსტი დარტყმით სტუმრები დააწინაურა - 3:0.

ცოტა ხანში ზღვისპირელები კიდევ დაჯარიმდნენ, მაგრამ ამჯერად წიკლაურის დარტყმა არაზუსტი გამოდგა. თბილისელთა "სნაიპერმა" შეცდომა მალევე გამოასწორა და საკმაოდ შორი მანძილიდან, მოულოდნელი დარტყმით არეკნი გაიტანა - 6:0.

ბათუმელებს ჯარიმიდან შეეძლოთ ანგარიშის შემცირება, მაგრამ ბახვა კობახიძეს მიზანმა უმტყუნა. ტაიმის შუაწელში ,,ლოკომოტივმა" მორიგი შერკინება მოიგო, რის შემდეგაც ბათუმელები ისევ დაჯარიმდნენ და წიკლაურმა ზუსტი დარტყმით ანგარიში 9:0 გახადა.

მასპინძლების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როცა მათი პირველი ნომერი ზურა ერისთავი 10 წუთით გააძევეს. "ლოკომოტივმა" მწვავედ შეუტია, თანაგუნდელებმა წიკლაურს დერეფანი გაუთავისუფლეს, მანაც არეკნით ბურთი ძელებს შორის გაატარა და ანგარიში 12:0 გახდა.

ტაიმის მიწურულს, "ბათუმიც" გააქტიურდა, ზღვისპირელებმა მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან აუტის მოგების შემდეგ მძლავრად შეუტიეს და ჩათვლის მოედანსაც მიუახლოვდნენ, მაგრამ ბოლო წამს ბურთი წინ გადაუვარდათ და მწვავე შეტევაც ჩაეშალათ.

შესვენების შემდეგ "ბათუმი" გაცილებით მობილიზებული გამოვიდა და სათამაშო უპირატესობასაც დაეუფლა. ბახვა კობახიძემ ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში შეამცირა - 6:12. შეხვედრა კიდევ უფრო მეტად დაიძაბა.

საწყისი დაბნეულობის შემდეგ სტუმრებმაც დაალაგეს თამაში, თბილისელებმა მწვავე შეტევა განახორციელეს, გიორგი ბიწაძემ ფეხით გადაიკიდა ბურთი და კარგადაც შეჰყვა, მაგრამ ბოლო მომენტში შებოჭეს. შეტევა ფარნავაზ გასვიანმა გააგრძელა და ლელოს ხაზსაც მიუახლოვდა, მაგრამ ბათუმელებმა მიუსწრეს და ბურთიანად აუტში გადააგდეს.

სალელოვე შეტევა კი გაუცუდდათ, მაგრამ ცოტა ხანში შერკინების მოგების შემდეგ თბილისელებმა საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს და წიკლაურმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან ბურთი ძელებს შორის გაატარა - 15:6.

მატჩის დამთავრებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩებოდა. მასპინძლებმა მარცხის საშიშროება იგრძნეს და მძლავრად შეუტიეს. ხუთფაზიანი იერიშის შემდეგ ბათუმელებმა ბურთი მარჯვნიდან კარისკენ წამოიღეს, სადაც წარმოქმნილი ზედახორიდან არჩილ ალიქაძემ დააღწია თავი და ჩათვლის მოედანში დაამიწა. კობახიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 13:15.

მასპინძლებს მატჩის შემოტრიალების კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ ლოკომოტიველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დაიბნენ და მეტოქეს ფსიქოლოგიური უპირატესობის გამოყენების საშუალება არ მისცეს, წიკლაური კი ისე ცივსისხლიანად გაისარჯა, ბათუმელებთან ერთად მისი თანაგუნდელებიც გაოცებულნი დარჩნენ, როცა მან თითქმის მოედნის ცენტრიდან მეტად საჭირო არეკნი გაიტანა და სტუმრებს გამარჯვება მოაპოვებინა - 18:13. დარჩენილ დროში ბათუმელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ლელოს ხაზთან მიახლოება ვეღარ მოახერხეს.

"ლოკომოტივი" მცირე ფინალში ბოლნისის "ყოჩებს" დაუპირისპირდება. აქ გამარჯვებული დიდ ფინალში თბილისის "ლელოს" მეტოქე იქნება. "ბათუმი" კი საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ბათუმი-ლოკომოტივი 13:18

ბათუმი: (15-9) კობახიძე, ნინიძე, ჯიმშელაძე, გაგოშვილი, კვერნაძე (მიმინოშვილი 70), ნ. გიორგაძე, თუთბერიძე; (1-8) ერისთავი (ხოჭოლავა 65), ცხოვრებაშვილი (კელენჯერაძე 45), ბ. გიგაშვილი, სულაძე (კორტავა 57), აზალაძე, თხილაიშვილი, ალიქაძე, თხელიძე

ლ: ალიქაძე. 2ს,გ:კობახიძე.

სინბინი: ერისთავი

ლოკომოტივი: (15-9) წიკლაური, ბიწაძე, ძნელაძე (ჟამუტაშვილი 70), ჭინჭარაული, კალანდაძე, შკინინი, დავითაშვილი; (1-8) ბეჟიაშვილი (გასვიანი 59), კვანტიძე (ელოშვილი 61), ბურდული (ბეკოშვილი 45), ცუხიშვილი (ღუდუშაური 70), გასვიანი, ფოფხაძე, ბერიშვილი, ბიწაძე

3ს,3ა: წიკლაური

მსაჯი: კენ ინბუში (ირლანდია)

2 მაისი

მცირე ფინალი

ყოჩები-ლოკომოტივი

9 მაისი

დიდი ფინალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
19-წლამდე ნაკრები მოლდოვაში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ქართველი მსაჯები ქალთა ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
უარი გიოკერესზე - "არსენალის" ნომერ პირველი სამიზნე ბენჟამინ შეშკოა
პსჟ შეთავაზებას აყოვნებს - დონარუმა ზაფხულში გუნდს შეიცვლის?
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
ანდორა - საქართველო | ერთა ლიგის მეხუთე მატჩი
11 წლის შემდეგ ალეგრი "მილანში" დაბრუნდება
დე ბრუინმა დე ლაურენტისს უგანა?
L'Équipe: რატომაა "კვარა" ასეთი პოპულარული? - ბესტის მსგავსი ქართველი რაინდი
მამადუ სახო "ტორპედოდან" წავიდა
დონარუმა პსჟ-სთან კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს
სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი იოჰან კრუიფის ინსტიტუტთან ერთად
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო
"2008 წელს ცსკა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების მაგარი შანსი ჰქონდა" - ვაგნერ ლავი
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს
სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?
"ჩემს ცხოვრებაში ასეთი არაფერი მინახავს" - ზინედინ ზიდანი
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში