ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ო, კოკოშკოვი! - ინტერვიუ ვიქტორ სანიკიძესთან

ო, კოკოშკოვი! - ინტერვიუ ვიქტორ სანიკიძესთან

ვიქტორს ბელგრადში გამოცემა "მოცარტსპორტის" ჟურნალისტი ეწვია და ვრცელი პუბლიკაციაც "გამოაცხო"
ვიქტორ სანიკიძე მხრის ტრავმას სერბეთში რომ მკურნალობს, ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება.

მას ბელგრადში გამოცემა "მოცარტსპორტის" ჟურნალისტი ეწვია და ვრცელი პუბლიკაციაც "გამოაცხო", რომელიც ქართველ გულშემატკივარსაც დააინტერესებს.

"ვისაც ვიქტორ სანიკიძის თამაში უნახავს, დაგვეთანხმება, რომ უნიკალური სტილის კალათბურთელია. ამასთან, მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიო მოგზაური, რადგან დედამიწის არაერთი კუთხე აქვს მოვლილი. თამაშობდა რუსეთში, აშშ-ში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ესტონეთში, მშობლიურ საქართველოში... სანიკიძეს სერბეთიც მოსწონს და ამბობს, "ცრვენა ზვეზდაშიც" ვითამაშებდიო, დიდად აფასებს დეიან ბოდიროგას.

წლის დასაწყისში, "უნიქსი-ზენიტის" მატჩში ქართველმა ფორვარდმა მხრის ტრავმა მიიღო...

- რეაბილიტაცია კარგად მიდის. მედპერსონალი, რომელსაც ჩემი ჯანმრთელობა აბარია, ფანტასტიკურად მუშაობს. იტალიაში ჩემი ექიმი მყავს, რომელიც თავისი საქმის მაღალი დონის სპეციალისტია. მასთან კონსულტაციებს გავდივარ და მკაცრად აკონტროლებს რეაბილიტაციის მსვლელობას. იმედი მაქვს, მორიგი კონსულტაციის შემდეგ იგი მწვანე შუქს ამინთებს და ვარჯიშის უფლებას მომცემს, - ამბობს სანიკიძე.

მას სერბებისა და სერბეთის შესახებაც ვკითხეთ.

- ბელგრადში ძალიან სასიამოვნო და მეგობრული ხალხი დამხვდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სერბები და ქართველები ერთმანეთს ბევრით ჰგვანან. ამიტომ, აქაურ ატმოსფეროსთან ადაპტირება არ გამჭირვებია. რაც შეეხება სარეაბილიტაციო ცენტრს, იგი ძალიან პოპულარულია და ბევრი ცნობილი სპორტსმენი ჩამოდის მკურნალობისა და აღდგენისთვის.

ტრავმა ყაზანში მივიღე, მაგრამ იქ შემდგომი მკურნალობისთვის პირობები არ იყო. მსგავსი სამედიცინო ცენტრი, მგონია, არც მოსკოვშია. თერაპიის გავლა ყაზანში ვცადე, მაგრამ ძალიან გამიჭირდა. ამიტომ გადავწყვიტე სერბეთის კლინიკაში ჩამოსვლა. სხვათა შორის, ეს ცენტრი ჩემს აგენტს საშა ჯორჯევიჩმა ურჩია.

სანიკიძემ სოციალურ ქსელში ბევრი საინტერესო ფოტო გამოაქვეყნა, ერთში ჩოგბურთელის ამპლუაშია, მეორეში - მოკრივის, მესამეში - ფეხბურთელის...

- სასაცილო ისტორიაა. ტრავმირებული მხარი რომ "გამეხსნა", ჩოგბურთის თამაში გადავწყვიტე, ნოვაკ ჯოკოვიჩივით ვერა, მაგრამ ვითამაშე. ერთ მშვენიერ დღეს მოკრივეობა გადავწყვიტე, შემდეგ ფეხბურთელობა... მეც ვერთობოდი და ჩემი ახლობლებიც სურათების დათვალიერებით.

საინტერესოა, როგორ ატარებს თავისუფალ დროს ქართველი კალათბურთელი.

- ახალ ქვეყანაში ჩასვლისას, თავიდან ყოველთვის დასათვალიერებლად გავდივარ, გემოს ვუსინჯავ ნაციონალურ კერძებს. გამოგიტყდებით, სერბული სამზარეულო ძალიან მომეწონა. არ გაგეცინოთ, მაგრამ ბევრ კერძს იმდენი მარილი აქვს, მარინადი გეგონებათ. თუმცა გაფორმება და გემო ნამდვილად არ დაეწუნება. რაც მთავარია, სერბული სამზარეულო დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

დასაწყისში ჩამოგითვალეთ ქვეყნები, სადაც ვიქტორ სანიკიძეს უთამაშია. თავად თვლის, რომ საუკეთესო წლები იტალიაში აქვს გატარებული.

- იტალიაში, ბოლონიის "ვირტუსის" ღირსებას რომ ვიცავდი, ის დრო არასოდეს დამავიწყდება. გუნდის ლიდერი ვიყავი. მანამდე სერიოზული პრობლემები მქონდა: მუხლებზე ოპერაციები გადავიტანე და ერთი სეზონი მთლიანად გამიცდა. ოპერაციების შემდეგ საქართველოში დავიწყე თამაში, შემდეგ კი ესტონეთში გადავედი და ჩემს მეგობარ გიორგი ცინცაძესთან ერთად "ტარტუ როკის" ღირსებას ვიცავდი. თამაში რომ შემეძლო, ვიცოდი, მაგრამ მჭირდებოდა ადგილი, სადაც ფორმაში შევიდოდი. "როკთან" ერთად გამოვდიოდი ევროჩელენჯზე, ესტონეთის ჩემპიონატსა და ბალტიის ლიგაზე. ესტონელების ძალიან მადლობელი ვარ.

ვიქტორი ბოლონიის ვირტუსში სწორედ "ტარტუ როკიდან" გადავიდა...

- ესტონეთში გატარებული სეზონის დასრულების შემდეგ მომივიდა მოწვევა "ვირტუსიდან". მაშინ ვთქვი: დადგა დრო გავიგო, რა დონეზე შემიძლია თამაში, იტალიაში ხომ ევროლიგის დონის გუნდებთან მომიწევდა გამოსვლა. ბოლონია კი საკალათბურთო ქალაქია.

გუნდს ნელ-ნელა გავუშინაურდი და საუკეთესო სეზონი მესამე წელს მქონდა - თანაბრად ვეთამაშებოდით ევროლიგის წარმომადგენლებს, "სიენას", "კანტუს, "ბენეტონს", "მილანს"... ამ სეზონში პირადი ჯილდოებიც მივიღე - დამასახელეს საუკეთესო ფორვარდად, საუკეთესო უცხოელ კალათბურთელად. მომდევნო სეზონი კი, "სიენასთან" ერთად დავიწყე.

მიმდინარე სეზონი ვიქტორმა ნაადრევად დაასრულა, თუმცა ვიდრე ტრავმას მიიღებდა, "უნიქსში" ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც თავად სურდა.

- აღმავლობა-ჩავარდნების სეზონი იყო. ამან დიდი გამოცდილება შემძინა. შემოდგომით შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და ახალი დამრიგებლის მოსვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე დიდ დროს ვატარებდი. ამას დადებითი კუთხით ნამდვილად არ ვუყურებდი, შემდეგ იყო მხრის ტრავმა...

თუმცა ერთმნიშვნელოვნად მაინც გამიჭირდება იმის თქმა, რომ ცუდი სეზონი მქონდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სეზონის დასაწყისში საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევით ევროლიგაზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ. პირველ ჯგუფურ ეტაპზე არაერთი მატჩი ჩავატარე კარგად, განსაკუთრებით მადრიდის "რეალთან" საშინაო შეხვედრა მახსენდება. ძალიან ახლოს ვიყავით ევროლიგის ტოპ-16-ში მოხვედრასთან, მაგრამ ვერ მივაღწიეთ.

გუნდის თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა მწვრთნელის ცვლილებამ, ახალ ხელმძღვანელს ჩემი არ სჯეროდა, ამერიკელებს ენდობოდა, მე კი ამერიკულ კალათბურთს ვერ ვითამაშებდი. არც რუსებს ენდობოდა და არც ქართველს... თუმცა, როცა პროფესიად კალათბურთი გაქვს არჩეული, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მკურნალობისთვის დიდი დრო გჭირდებოდათ და საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე ვერ დაეხმარებოდით. ამან ქართველები არ გაანაწყენა?

- რა თქმა უნდა. ყველაფერი "უნიქსის" პრეზიდენტის სიტყვებით დაიწყო, რომელმაც თქვა, რომ მკურნალობისთვის 4 თვე მჭირდებოდა.

ოპერაცია რომ გავიკეთე, იმ დღიდან დამჭირდა 4 თვე და არა აპრილიდან. პრეზიდენტის ნათქვამიდან კი ისე გამოვიდა, თითქოს აპრილის შემდეგ უნდა მემკურნალა ოთხი თვის განმავლობაში. ამ შემთხვევიდან მალევე დამიკავშირდნენ ფიბა-ევროპიდან და ინტერვიუში ავუხსენი რეალურად რა სიტუაცია იყო და რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვაპირებ. ცხადია, ყოველიზე ზემოთთქმულის გამო საქართველოშიც ღელავდნენ.

ვიქტორ სანიკიძე თავისუფალი აგენტია, საინტერესოა, რას ფიქრობს მომავალ გუნდზე, ან "ცრვენა ზვეზდასა" და "პარტიზანზე" რა აზრისაა?

- სიმართლე გითხრათ, კარგ ვარიანტებს ველი. უკვე გამოჩნდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ აჩქარებას არ ვაპირებ, უახლოეს 2-3 თვეში გავარკვევ.

რაც შეეხება სერბულ გუნდებს, ძალიან მომეწონა "ცრვენა ზვეზდა", რომლის თამაში ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში ვნახე. დარბაზში საოცარი ატმოსფეროა. თუ უშუალოდ ტრიბუნიდან არ ნახე, ძნელია აღწერა იმისა, რაც თამაშისას "ცრვენა ზვეზდას" დარბაზში ხდება. ახლა კარგად ვხვდები, რატომაცაა ბელგრადში მატჩის მოგება ძალიან ძნელი. ასეთი გულშემატკივრის წინაშე მეც სიამოვნებით ვითამაშებდი.

"ცრვენა ზვეზდა" თუ "პარტიზანი"?

- ორივე გუნდის მატჩებს დავესწარი, ატმოსფერო ორივე შემთხვევაში საოცარია. არის მცირე განსხვავება, თუმცა ფაქტია – "ცრვენა ზვეზდასაც" კარგი ქომაგი ჰყავს და "პარტიზანსაც". რაც შეეხება უშუალოდ კალათბურთელებს, "ცრვენა ზვეზდადან" კალინიჩი მომეწონა. "მხეცია!" ნამდვილი მებრძოლია, არც ერთ მეტოქეს არაფერს უთმობს.

არ უნდა დაგვავიწყდეს მარიანოვიჩი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ "ზვეზდას" წლეულს შესანიშნავი სეზონი აქვს. ამერიკელებიც მომეწონა, მიტროვიჩიც.

"პარტიზანი" "კლასიანი გუნდია, საშა პავლოვიჩს დიდი გამოცდილება აქვს და გუნდსაც კარგად ახმარს. მილან მაჩვანი კი ყველაფერს აკეთებს, რაც თანაგუნდელებს სჭირდებათ - ხსნის, პასს იძლევა, შორიდან, ახლოდან აგდებს...

სერბი კალათბურთელებიდან ვიქტორ სანიკიძე დეიან ბოდიროგას გამოარჩევს:

- დეიან ბოდიროგას დროისა და დღევანდელი კალათბურთი ერთმანეთისგან განსხვავდება. ახლა სპორტსმენთა უმეტესობა გიჟურად თამაშობს, ცდილობს, მეტოქეს დაეჯახოს, არ ამოასუნთქოს...

დეიანი შესახედაობით ნამდვილად არ იყო გიჟი, მაგრამ საოცრად მოქნილი იყო, გიჟურად ხტებოდა, მისი დაჭერა ნებისმიერი მეტოქისთვის ძალიან რთული იყო, მათთვისაც ვისაც დღეს კარგი დამცველები ჰქვიათ.

აქვე უნდა ვახსენო მილოშ ტეოდოშიჩი. იგი ბურთით საოცრებებს სჩადის. ცსკა ენერგიითა და კლასით გამორჩეული გუნდია სწორედ ტეოდოშიჩისა და ჩემი მეგობრის, მანუჩარ მარკოიშვილის დამსახურებით.

ვიქტორ სანიკიძისთვის ევროპის საუკეთესო გუნდი საბერძნეთის "ოლიმპიაკოსია".

- ყველაზე მეტად "ოლიმპიაკოსი" მომწონს. ევროპაში საუკეთესო კალათბურთს სწორედ ის თამაშობს. ბიუჯეტთან შეფარდებით შედეგებიც უნიკალური აქვს. სხარტ, გონივრულ, დაბალანსებულ კალათბურთს უჩვენებს.

ცსკა-ში, "რეალში", "ბარსელონაში" ევროპის ტოპ-კალათბურთელები არიან თავმოყრილნი, მაგრამ ვასილის სპანულისმა დაამტკიცა, რომ ყველას სჯობს. იგი დღეს ევროპაში საუკეთესოა.

"ოლიმპიაკოსი" ევროლიგის ოთხთა ფინალშიც ითამაშებს, თუმცა სანიკიძე მას არ ქომაგობს:

- სხვა შემთხვევაში ბერძნებს ევროლიგის თასი რომ აეღოთ, გამეხარდებოდა, მაგრამ წლეულს ოთხთა ფინალში მანუჩარ მარკოიშვილი ითამაშებს და ძალიან მინდა გამარჯვება მას დარჩეს.

გაგრძელება იქნება

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vaxvax

"ო,კოკოშკოვი" სად არის?

[VIDEO] თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და "ვირტუსი" ზედიზედ მეხუთედ ფინალში

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

შერმადინის 13 ქულა, 7 მოხსნა და ნახევარფინალის საგზური

U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

NBA: მილოშ ტეოდოშიჩი "კლიპერსში" გადავიდა

მანუჩარ მარკოიშვილი: იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან მიზნამდე მაინც მივალ

მილოშ ტეოდოშიჩი: ერთ წელიწადში NBA

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა

HoopsHype: ევროპის ყველა დროის 15 საუკეთესო კალათბურთელი

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს

საშა ჯორჯევიჩი ფიბას წინააღმდეგ

მილოშ ტეოდოშიჩის შანსი "იუტას" აქვს

თორნიკე შენგელია და "ბასკონია" ევროლიგის მატჩში "ოლიმპიაკოსთან" დამარცხდნენ

[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა

გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა

“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ

მანუჩარ მარკოიშვილი და ცსკა ევროლიგის ფინალში ვერ გავიდნენ

კრის კამანი ლოს ანჯელესში ითამაშებს

თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის ბრინჯაოსპრიზიორია

ევროლიგა 2013-14: რა უნდა ვიცოდეთ ახალ სეზონზე

ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება

გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!

ოფიციალურად: ტეოდოშიჩი "კლიპერსმა" გაიფორმა

ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა

ევროლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური: MVP კაუნასელია

შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს

მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა

პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს

რთული ჯგუფია, მაგრამ... ილიას ზუროსი მსოფლიოს თასის წილისყრაზე

ვიქტორ სანიკიძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა

[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს

შენგელია "ვირტუსის" ოფიციალურ პრეზენტაციაზე: სანიკიძემ ჩემს გადაწყვეტილებაში საკუთარი წვლილი შეიტანა

თორნიკე შენგელიამ "ბასკონიას" უარი უთხრა და სავარაუდოდ, NBA-ში ბრუნდება

ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს