ამ დილით საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ნაწილი სტამბოლის გავლით მაროკოში გაფრინდა
ამ დილით საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ნაწილი სტამბოლის გავლით მაროკოში გაფრინდა.

ნაკრები 23-24 მაისს ქალაქ რაბათში მასტერსის ტურნირში იჭიდავებს. მოგეხსენებათ, ეს შეჯიბრება ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრესტიჟულია ძიუდოში - ავტორიტეტითა და სარეიტინგო ქულებით მხოლოდ ოლიმპიადას და მსოფლიოს ჩემპიონატს ჩამორჩება, საპრიზო ფონდით კი მსოფლიოს ჩემპიონატს უტოლდება - ორივეს თანხა 200 000 დოლარია. თუმცა მას ყველა დანარჩენი ტურნირისგან ერთი მკვეთრი ნიშანიც გამოარჩევს - აქ მონაწილეობა კვოტირებულია, პერსონალურად იწვევენ მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგის 16 მოწინავე ძიუდოისტს.

წლეულს ჩვენგან იქ გამოსვლის უფლება 9 სპორტსმენმა მიიღო, თუმცა ერთმა - უშანგი მარგიანმა (81) ბაქოში, "დიდ მუზარადზე" მენისკი დაიზიანა და ამ შეჯიბრებას გამოტოვებს. გამაყუჩებლებით ახლაც იჭიდავებდა, მაგრამ მწვრთნელებმა და ექიმებმა სრულიად გამართლებულად არ გარისკეს. ის მკურნალობის კურსს გადის, თან მსუბუქად ვარჯიშობს და ივნისში ისევ ბაქოში ჩასატარებელი პირველი ევროპული თამაშებისთვის ემზადება. ამდენად, რაბათში 8 ფალავანი გვეყოლება.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძესთან ერთად გუშინ ჩრდილოეთ აფრიკაში მსოფლიოს პრიზიორი და ევროპის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60), ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი და თბილისის "დიდი მუზარადის" წლევანდელი გამარჯვებული, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ლევან მატიაშვილი (+100) გაემგზავრნენ, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის გამარჯვებული ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი და ჩვენი ტურნირის კიდევ ერთი წლევანდელი ჩემპიონი, ახალგაზრდებში ევროპა-მსოფლიოს მომგები ბექა ღვინიაშვილი (ორივე - 90) სეულიდან ჩავლენ, სადაც შეკრებაზე იმყოფებიან.

მოგეხსენებათ, ჩვენმა ნაკრებმა იქ ერთობლივი შეკრება გაიარა, ამ სამეულმა კი კიდევ რამდენიმე დღით გააგრძელა ის.

რაბათში პარასკევს აწონვაა, შაბათს კი ვაჟებიდან 60, 66 და 73, ხოლო ქალებიდან 48, 52 და 57 კილოგრამის წარმომადგენლები იჭიდავებენ. დანარჩენები კვირას იასპარეზებენ და ამით ტურნირიც დამთავრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

besik61
წარმატებები ბიჭებს...
დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე
სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები მზადების დასკვნით ეტაპზე გადადის
ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: იაპონიამ ჭორები გაამართლა
ირაკლი უზნაძე: მასტერსის ტურნირს მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავთ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების გეგმები კვლავ შეიცვალა
ქართველი ძიუდოისტები მომზადების დასკვნით ეტაპზე გადადიან
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა "ევროპის ღია თასისთვის" ცნობილია