სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ჩემპიონშიპიდან
ინგლისის მწვრთნელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო სპეციალისტად "ბორნმუთის" თავკაცი ედი ჰოუი აღიარა. 37 წლის ახალგაზრდა დამრიგებელმა დიდი სენსაცია მოახდინა და პატარა "ბორნმუთი" ისტორიაში პირველად პრემიერლიგაში აღაზევა. აქამდე ის უშუალოდ ჩემპიონშიპის საუკეთესო მწვრთნელად იყო დასახელებული, ხოლო ინგლისის ჩემპიონის, ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რომ პრემიერლიგის საუკეთესოდ აღიარეს, ესეც არახალია და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ.

ჰოუი კი, რომელიც "ბორნმუთის" ყოფილი ფეხბურთელია, 1992 წლის მერე მე-5 მწვრთნელი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო ქვედა ლიგიდან დაისაკუთრა. აქამდე ეს გაკეთებული ჰქონდათ - პიტერ რიდს (სანდერლენდი - 1996), დენი უილსონს (ბარნსლი - 1997), ალან კერბიშლის (ჩარლტონი - 2000) და სტივ კოპელს (რედინგი -2006).

"ეს ჩემთვის სიურპრიზია. დაუჯერებელია... ძალიან ბედნიერი ვარ" - თქვა ჰოუიმ.

გამარჯვებული "ლივერპულის" თავკაცმა ბრენდან როჯერსმა წარადგინა ამ სიტყვებით: "მან ბრწყინვალე სამუშაო გასწია, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი, თან ეს შესანიშნავ სტილში გააკეთა".

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჰოუი 2008-09 წლების სეზონში, კერძოდ კი, 31 დეკემბერს დაინიშნა "ბორნმუთის" მესაჭედ. მაშინ გუნდი მეორე ლიგაში იყო და სერიოზული ფინანსური პრობლემების გამო 17 ქულა ჰქონდა დაკლებული. თუმცა ნორჩმა სპეციალისტმა თავისი გუნდი გავარდნასაც გადაარჩინა, გაკოტრებასაც და აი, ახლა პრემიერლიგაშია.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ "ალუბლებმა" "რედინგიდან" ავსტრალიელი მეკარე ადამ ფედერიჩი დაიმატეს. 30 წლის გოლკიპერმა ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფედერიჩი კარგი მეკარეა, მაგრამ ამ სეზონში ერთი უხეში შეცდომა დაუშვა - ალბათ, გახსოვთ ასოციაციის თასის ნახევარფინალი "არსენალთან", როდესაც მას ალექსის სანჩესის დარტყმის მერე ბურთი გაუვარდა. ეს გარდამტეხი გოლი იყო იმ დაპირისპირებაში.

"ბორნმუთმა" "საუთჰემპტონისგან" ბოლომდე გამოისყიდა პოლონელი არტურ ბორუცი, რომელთანაც ერთწლიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. როგორც ხედავთ, "ბორნმუთი", პირველ რიგში, მეკარეებით ძლიერდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
"ნიუკასლი" ისაკის "ლივერპულში" გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიულერმა შესაძლოა, კარიერა თურქეთის ჩემპიონატში განაგრძოს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
იქნება დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ნიუკასლმა" მამარდაშვილის გამო ინგლისის ნაკრების მეკარეზე უარი თქვა
"ასტონ ვილა": როცა გუნდში გოლიათი გყავს
"უბრალოდ დავიღალე" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო