ასოციაციის სხვა სიახლეები
- "ატლანტას" მცველი კაილ კორვერი, რომელმაც ტრავმის გამო ვერ შეძლო "კლივლენდთნ" სერიის ბოლო ორ მატჩში მონაწილეობის მიღება, ფეხზე ოპერაციას გადაიტანს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი გაგრძელდება ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერის სარეაბილიტაციო პროცესი.

- ასევე ოპერაცია ელოდება "მემფისის" პლეიმეიკერს ბენო უდრიხს, რომელსაც ფეხი აწუხებს. ამ მიზეზით კალათბურთელი ვერ დაეხმარება სლოვენიის ნაკრებს 2015 წლის ევრობასკეტზე.

- "ატლანტას" ფორვარდები დემარ კეროლი და პოლ მილსეპი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გადიან და ხელფასის მნიშვნელოვნად მომატებას იმედოვნებენ. ორივე კალათბურთელი თანახმაა "ჰოქსთან" ხელშეკრულების გაგრძელებაზე, მაგრამ ამ საკითხში გადამწყვეტი იქნება ფინანსური ფაქტორი. ასე მაგალითად, კეროლს სურს ოთხწლიანი და 50-მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმება, მილსეპი კი მაქსიმალურ კონტრაქტს ითხოვს.

- "ბრუკლინი" მზად არის გაცვალოს თავისი ერთ-ერთი ახალგაზრდა მოთამაშე - ცენტრი მეისონ პლამლი. ცნობილია, რომ "ნეტსს" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სახელფასო ბიუჯეტი აქვს ლიგაში და სურს გამოეთხოვოს ერთ ან რამდენიმე შემსრულებელს, რათა ახალი კონტრაქტი გააფორმოს ბრუკ ლოპესთან, რომელიც თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლას აპირებს.

- დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ გამთამაშებელმა ტაი ლოუსონმა თავისი ბოლო სეზონი ჩაატარა "დენვერის" შემადგენლობაში. ამერიკული პრესის ინფორმაციით, მან, შესაძლოა, კარიერა "დალასში" გააგრძელოს. იმის გამო, რომ რაჟონ რონდო თავისუფალი აგენტების ბაზარზე გადის, "მავერიქსი" ძირითადი გამთამაშებლის გარეშე რჩება და ამიტომაც, აქტიურ დაინტერესებას გამოთქვამს ლოუსონის მიმართ. გუნდები მალე დაიწყებენ მოლაპარაკებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..