საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ გამორიცხავს, რომ ეროვნულ გუნდში ნაკრების ბომბარდირი გამოიძახოს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე არ გამორიცხავს, რომ ეროვნულ გუნდში ნაკრების ბომბარდირი, დავით სირაძე გამოიძახოს.

როგორც კახა ცხადაძემ განაცხადა, მან მის ხელთ არსებული რესურსი უნდა გამოიყენოს და არ უნდა დაელოდოს, როდის წამოიზრდება მომავალი თაობა.

"სირაძე მოქმედი ფეხბურთელია. თქვენ თუ დააკვირდით, არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ასაკს. მე აუცილებლად ჩავალ და ვნახავ დათოს თამაშებს. დამიჯერეთ, გეფიცებით, მაქსიმალურად შედეგისთვის უნდა ვითამაშოთ.

ტყუილი არ მიყვარს. მოვიდოდი და ვიტყოდი, რომ მინდა 3 ან 5 წელი, რომ ნაკრებში გამოძახებული ბავშვები გავზარდო და მერე მომთხოვეთ პასუხი-მეთქი. არ ვარ ამის მომხრე. ტყუილია, დღევანდელი რესურსი რაც არის, ის უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ არ არის გამორიცხული, იგივე სირაძე, დვალი, გამოვიძახოთ ნაკრებში და გამოვიყენოთ. ცუდი სიტყვაა "გამოვიყენოთ", მაგრამ კარგი გაგებით ვამბობ. ისინი უნდა გამოვიყენოთ ქვეყნისთვის", - განაცხადა ცხადაძემ Sportall.ge-სთან საუბარში.

აქვე გეტყვით, რომ მოქმედი ფეხბურთელებიდან დავით სირაძე ერთადერთია, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი, რვა გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 9 ივნისს უკრაინის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, 13 ივნისს კი, ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად პოლონეთს დაუპირისპირდება.

11111
აი პროგრესულად მოაზროვნე მწრთვნელი, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული ნუ რა გამოვა ეგ მეორე საკითხია. მარა კრიტიკოსებს რა გამოლევს ბებრები რომ შეყარა და ასე შემდეგ მაგრამ ახალგაზრდები და პერსპექტული ბიჭები რას იზავენ გაიზრდებიან და მერე ითამაშებენ??? აქ კი გამოცდილებას მიირებენ???? მაშინ ვიყოთ ასე მუდამ გაახალგაზრდავების ეტაპზე და ვუყუროთ მათ. შედეგი მკიდია ქეცბაიას ჯინზე ლამაზი ფეხბურთი ათამაშე კახა. სენი იმედი გვაქვს
CHERO
შენ გენაცვალე,ეს ცხოვრება ერთნაირად გვესმის,"გამოყენება" ძალიან ცუდი სიტყვაა.
nika
ასეთი ჯანსაღი,პატრიოტული და პროფესიონალური აზროვნების ადამიანი როგორიც კახა ცხადაძეა, მიაღწევს მაქსიმუმს რაც დღეს რესურსი გვაქვს. არასდროს შემეპარება ეჭვი მის გადაწყვეტილებებში. ჯერი ფეხბურთელებზე დგება. ძალიან სასიხარულოა რომ ქართველებს გვყავს ასეთი დიდი პიროვნება და იმავდროულად მწვრთნელი.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
ჩვენ და რუმინელები - უსიამოვნოდ გასახსენებელი...
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ექსკლუზივი: უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის თარიღი ცნობილია
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
დავით სირაძე: ირლანდიას განსაკუთრებით ბოლო წუთებზე უნდა ვუფრთხილდეთ!
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა