არსენ ვენგერის მეექვსე თასი
ლონდონის "არსენალმა" ინგლისის ასოციაციის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო და 2004 წლის მერე პირველი გუნდი გახდა, რომელსაც ეს ტიტული ერთზე მეტჯერ აქვს მოგებული. "მეთოფეებმა" მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო ტურნირი მეთორმეტედ მოიგეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. "არსენალი" "უონდერერსის", "ბლექბერნისა" და "ტოტენჰემის" შემდეგ გახდა მეოთხე გუნდი, რომელმაც ტიტულის დაცვა სხვადასხვა წელს ერთზე მეტჯერ შეძლო.

აი, პირადად არსენ ვენგერისთვის კი ეს მე-6 ასოციაციის თასი იყო და იგი თანარეკორდსმენი გახდა ჯორჯ რემზისთან ერთად, რომელმაც სწორედ "ასტონ ვილასთან" ერთად იმარჯვა 6-ჯერ, სულ კი ბირმინგემელებს ეს ტიტული 7-ჯერ აქვთ მოგებული.

"არსენალმა" ძალიან ადვილად მოიგო, თანაც, შთამბეჭდავად და ლამაზად. "მეთოფეებმა" მეტოქეს პირველ ტაიმში გოლი აკმარეს, მერე კი... განსაკუთრებით ლამაზი პირველი ორი ბურთი იყო - თეო უოლკოტისა და ალექსის სანჩესის. უოლკოტს ტრავმამ სეზონი კი ჩაუგდო, მაგრამ ბოლოსკენ ათამაშება მოასწრო და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რა ნიჭიერია - მან 7 თამაში დაიწყო ძირითადში და 7 გოლი გაიტანა.

სანჩესი კი, რომელმაც შორიდან გაისროლა, მეორე ჩილელი გახდა ასოციაციის თასის ისტორიაში, რომელმაც ფინალში გოლი გაიტანა. პირველი ჯორჯ რობლედოა, რომელმაც თავი 1952 წლის ფინალში გამოიჩინა "ნიუკასლის" მაისურით.

ლონდონელთა ბოლო გოლი კი იმით გამოვარჩიოთ, რომ ის შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა შექმნეს - მინდორზე 90-ე წუთზე გამოსულმა ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენმა ამ მატჩში უოლკოტის დუბლიორს, ოლივიე ჟირუს უპასა და გაატანინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონატის შეხვედრები "არსენალმა" ამ სეზონში "ასტონ ვილას" 3:0 და 5:0 მოუგო... ამრიგად, ბირმინგემელები უთასოდაც დარჩნენ და ამავდროულად, ევროპალიგის საგზურის გარეშეც. "არსენალის" წყალობით, ევროპის ლიგაზე "საუთჰემპტონი" ითამაშებს.

"გულშემატკივრებს საქომაგო მიზეზი და საბაბი ნამდვილად ვერ მივეცით, ამის საფუძველი არ იყო. ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ პირობას გაძლევთ, სიტუაცია გამოსწორდება. უმაღლეს ლიგაში დარჩენა კი შევძელით, მაგრამ ჯერ "დამარცხებულის მენტალიტეტი" გვაქვს და ეს უნდა შეიცვალოს. მომავალ სეზონში, უბრალოდ, გადარჩენისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ. ახალი გუნდი უნდა ავაშენოთ.

მე მინდა ბიჭებთან გულწრფელი ვიყო და რამდენიმეს უკვე ვუთხარით, რომ ახალი გუნდის მოძებნა მოუწევთ. ზოგიერთთან მენტალიტეტის და ფსიქოლოგიური კუთხითაა სამუშაო, ზოგსაც შესაძლოა, ამპლუა შევუცვალოთ" - თქვა 46 წლის ტიმ შერვუდმა, რომელსაც დიდი გეგმები აქვს.

"ჩვენი შემდეგი მიზანი პრემიერლიგაში გამარჯვება უნდა იყოს. ახლა ზედიზედ ორჯერ გვაქვს მოგებული ასოციაციის თასი, მაგრამ ამჟამად იმდენად კარგი შემადგენლობა გვყავს, რომ უფრო მეტს უნდა მივაღწიოთ. მომავალ სეზონში ჩემპიონატი უკეთ უნდა დავიწყოთ" - თქვა უოლკოტმა.

ტრავმებით გაწამებულმა თეომ წინა ფინალიც გამოტოვა და ახლა აბსოლუტურად სწორად აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ ბალანსია საჭირო და მთელი ჩემპიონატის ერთ დონეზე ჩატარება. უოლკოტს საკუთარი თავის იმედიც აქვს და შეეცდება, იაქტიუროს, რომ ამ სეზონისგან განსხვავებით, ლონდონელებმა კარგად დაიწყონ და თავიდანვე აღარ ჩამორჩნენ კონკურენტებს.

"წინა წელს ეს ყველაფერი გამოვტოვე, ახლა კი ოცნება ამიხდა. თამაშს ჩემი ოჯახი ესწრებოდა. მეც ბევრი ვიმუშავე და ბოლომდე დავიხარჯე, ისევე, როგორც გუნდის სხვა წევრები. დიდი მადლობა მწვრთნელს, რომელიც მენდო და შემადგენლობაში დამაყენა. იმედია, შესაბამისად ვუპასუხე და ნდობა გავამართლე. ასევე, გამარჯვებას ფიზიოთერაპევტებს ვუძღვნი, რომლებიც მეხმარებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დროულად მოვმჯობინებულიყავი" - თქვა უოლკოტმა, რომელიც იმითაც ბედნიერი გახლდათ, რომ საყვარელ პოზიციაზე, ანუ ცენტრფორვარდად ათამაშეს.

ძალიან ბედნიერი გახლდათ პირადად ვენგერიც: "ჩვენ გამოვაჩინეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ და ზეწოლის გაძლება შეგვიძლია. ვულოცავ ფეხბურთელებს, შტაბს და ფანებს. ძალიან გვიხარია. მძიმე კვირა იყო, რადგან ბევრს ვფიქრობდი შემადგენლობაზე, თუმცა, როდესაც გუნდში კარგი ატმოსფეროა, ყველა მზადაა და თავდაჯერებულია, ეს საქმეს გიადვილებს. ძალიან ამაყი ვარ, კლუბის საქმე კარგად მიდის და ასევე უნდა გავაგრძელოთ. მე კიდევ ორწლიანი კონტრაქტი მაქვს და წარმატებებს ძველებურად მოწყურებული ვარ".

"მეთოფეები" ბოლოს 2003/04 წლების სეზონში გახდნენ ჩემპიონები და ფანები დიდი ხანია, ძველი დიდების დაბრუნებას ელიან. ფრანგს ამაზეც ჰკითხეს.

"რასაკვირველია, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და შეგვიძლია ბრძოლა ჩემპიონობისთვის. რატომაც არა? ჩვენ პრემიერლიგა ადრეც მოგვიგია, როდესაც ამის პოტენციალი გვქონია და გვინდა დავამტკიცოთ, რომ ეს ისევ შეგვიძლია. მომავალ სეზონში ამას შევეცდებით კიდეც, მაგრამ ჯერ ისიც არ ვიცით, რამდენად ძლიერები იქნებიან სხვა გუნდები. მთავარი კი სტაბილურობა და მთელი სეზონის მანძილზე თანაბრად კარგი თამაშის ჩვენებაა" - დასძინა ვენგერმა.

სხვა კლუბების სიძლიერეში ვენგერმა ის იგულისხმა, რომ "არსენალის" კონკურენტები ზაფხულში აუცილებლად გაძლიერდებიან და "მეთოფეებმაც" იგივე უნდა გააკეთონ. მით უმეტეს, რომ გუნდმა ნელ-ნელა ფულის ხარჯვა უკვე დაიწყო.

"ეს ბრწყინვალე შეგრძნებაა. ჩვენ მართლაც ძალიან გვინდოდა ასოციაციის თასის ზედიზედ მოგება, რაც ადვილი არ არის, მაგრამ ეს შევძელით. ახლა მომავალ სეზონზე უნდა ვიფიქროთ, მოვემზადოთ და პრემიერლიგის მოსაგებად ვიბრძოლოთ" - განაცხადა აარონ რემზიმ.

ოლივიე ჟირუ: "თუ ჩვენ ამ შემადგენლობას შევინარჩუნებთ და კიდევ ერთ-ორ საჭირო ფეხბურთელს დავიმატებთ, ტიტულისთვის ბრძოლის კარგი შანსი გვექნება. დიახ, ჩვენი მიზანი პრემიერლიგის მოგებაა და იმედია, ამისთვის ბრძოლას შევძლებთ".

ბოლოს კი კიდევ ორი სიტყვა სტატისტიკაზე. მე-12 ტრიუმფით "არსენალმა" ასოციაციის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედს" გადაასწრო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ტურნირი ექვსჯერ, არსენ ვენგერის გარდა, არცერთ მწვრთნელს არ მოუგია.

"ასტონ ვილამ" მეტოქეს კარში ზუსტად ვერ დაურტყა, კარისკენ კი მხოლოდ 2-ჯერ და ორივე მცდელობა დაიბლოკა; "მეთოფეებმა" 16-ჯერ დაარტყეს. სანტი კასორლა ერთადერთი მოთამაშე გახლდათ მინდორზე, რომელსაც ბურთთან 100 შეხება დაუგროვდა.

არსენალი-ასტონ ვილა 4:0

გოლები: 1:0 უოლკოტი (40), 2:0 სანჩესი (50), 3:0 მერტეზაკერი (62), 4:0 ჟირუ (90+3)

არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - კოკლენი, კასორლა - რემზი, იოზილი (77. უილშირი), სანჩესი (90. ოქსლეიდ-ჩემბერლენი) - უოლკოტი (77. ჟირუ)

ასტონ ვილა (4-3-3): გივენი - ჰატონი, ოკორე, ვლაარი, რიჩარდსონი (68. ბაკუნა) - კლევერლი, ვესტვუდი (71. კ. სანჩესი), დელფი - ნ’ზოგბია (53. აგბონლაჰორი), გრილიში, ბენტეკე

გაფრთხილება: - კლევერლი, ჰატონი, დელფი, ვესტვუდი, აგბონლაჰორი

კუთხური: 8-0 ჯარიმა: 9-15 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 16(9)-2(0) ბურთის ფლობა: 58%-42%

მაყურებელი: 31 576

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
"ნიუკასლი" ისაკის "ლივერპულში" გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
შეთანხმება მიღწეულია - მარკუს რაშფორდი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს
სანტი კასორლამ მეათე ოპერაცია გაიკეთა და ტოპ-დონეზე თამაშს აპირებს
სანჩესი სერია A-ში დარჩენასთან ახლოსაა - მისი კარიერა ევროპაში სწორედ ამ გუნდში იწყებოდა
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ტომას მიულერმა და ოლივიე ჟირუმ სანაკრებო კარიერა დაასრულეს
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მარსელმა" კლუბის რეკორდი დააფიქსირა
სანტი კასორლა ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს
ჟირუს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს
პარტეის 5 გაუპატიურებისა და 1 სექსუალური შევიწროების საქმეზე ბრალი წარედგინა
ასოციაციის თასის ფინალი: ლონდონის "არსენალმა" ინგლისის ახალი რეკორდი დაამყარა
ტრანსფერ ONLINE: 19 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
მესის გოლი ჩილეს დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
8 გატანილი გოლი - ლა ლიგაში საოცარი მატჩი გაიმართა [VIDEO]
"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა
ევროპა ლიგა. II ტური: ქართველებიდან მხოლოდ კვირკველიამ გაიმარჯვა [VIDEO]
მესუთ იოზილს გარანტიები სურს - გაძლიერდება თუ არა "არსენალი"?
თეო უოლკოტი: კარგი თუ დიდი?
დადასტურდა - ჟირუ "ლოს-ანჯელესში" გადავა
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
დაიწყო - ლონდონის "არსენალში" სეზონის პირველი ტრავმაა
არსენ ვენგერმა, მისი აზრით, მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა
ალექსის სანჩესი შესაძლოა, "უდინეზეში" დაბრუნდეს
[PHOTOS] 11 წლით უმცროსი რუსი მოდელი - ვინ არის ალექსის სანჩესის ახალი სიყვარული
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"გითხრათ, ძიუბა იბრაჰიმოვიჩსა და ჟირუს რითი ჰგავს?" - "რენის" ყოფილი მცველის უცნაური განცხადება
ჟირუ MLS-ში გადასვლასთან ახლოსაა
ვენგერის აზრით, გერმანელთა წარუმატებლობის მიზეზი პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობაა
ათჯერ ნაოპერაციევმა სანტი კასორლამ ვარჯიში დაიწყო
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
სანტი კასორლას ფეხზე მეცხრე ოპერაციას გაუკეთებენ
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
მოყვარულმა ფეხბურთელმა მესის რეკორდი დაამხო [VIDEO]
მაშველი რგოლი - ბრემენში პერ მერტეზაკერის დაბრუნებაზე ფიქრობენ
საით ურტყამ, ზლატან?! - შვედს რეალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს
ვარსკვლავები, რომლებსაც ზაფხულში კონტრაქტები უმთავრდებათ
დრიბლინგი: იყო და "პარმა" იყო რა...
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
კვარაცხელიას გუნდის ღირსეული საქციელი - პსჟ-მა 14 წლის მაელს ასეთი რამ გაუკეთა
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
ათჯერ ნაოპერაციევმა 34 წლის კასორლამ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა [VIDEO]
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: სერიები, რეკორდები და ჩავარდნები