"იმერეთის" ხელმძღვანელი გუგა ხვიჩია: "ზაფხულში გუნდი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, რომ უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძოლოს"
11 ივნისს, მეორე ლიგის დასავლეთ ზონის ლიდერი ხონის "იმერეთი" საკუთარ მოედანზე მეცხრეადგილოსან თერჯოლის "საპოვნელა 2"-ს უმასპინძლებს და თუ გაუთვალისწინებელი ამბავი არ მოხდა, პირველი ლიგის საგზურს გაიფორმებს.

ამ გუნდმა ჩვენი ყურადღება ჯერ კიდევ ზამთარში მიიქცია, როცა მთავარ მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილი დაუნიშნეს. გამოცდილმა სპეციალისტმა უმაღლესი ლიგის რამდენიმე ცნობილი მოთამაშე დაიმატა - მარტვილის "მერანიდან" მცველი გელა ხუბუა, "ზესტაფონიდან" თავდამსხმელი ნიკა ჩიხლაძე, ხოლო "სამტრედიიდან" ერთდროულად ხუთი მოთამაშე - მცველი თორნიკე კაკუშაძე, ნახევარმცველი გიორგი მელქაძე, თავდამსხმელები - ბიჭიკო გედენიძე, ილია პავლიაშვილი და ზვიად ქანთარია (რომელმაც 11 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა) და პლუს - გამოცდილი მცველი გიორგი მემარნიშვილი კონკურენტ ვანის "სულორიდან".

გადამწყვეტი იყო შეხვედრა სამტრედიაში, სადაც ერთმანეთს მეორე ლიგის დასავლეთ ზონის ლიდერები - "იმერეთი" და "სულორი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა 0:0 დასრულდა და გუნდებმა თანაბარი ქულები შეინარჩუნეს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებით უპირატესობა ხონელებს აქვთ და "საპოვნებლა 2"-თან მოგების შემთხვევაში, "იმერეთი" პირველ ლიგაში ითამაშებს.

"ვანელებთან მატჩის შემდეგ ოზურგეთში 3:0 მოვიგეთ და დასახულ მიზანს დღითიდღე ვუახლოვდებით. იმედია, ბოლო ტურში, ჩვენს სტადიონზე, თერჯოლელებთან პირველი ლიგის საგზურს მოვიპოვებთ.

ეს წარმატება იმის შედეგია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, ინვესტორიც გვეხმარება. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია - ჩვენ მიზნად არა მხოლოდ პირველ, არამედ უმაღლეს ლიგაში გადასვლა დავისახეთ. ამიტომ ზაფხულში გუნდი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და სწორედ უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძოლოს", - ამბობს "იმერეთის" ხელმძღვანელი გუგა ხვიჩია.

იმ დროს, როცა საქართველოში მაყურებელთა დასწრების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა, ხონში საპირისპირო პრობლემა აწუხებთ: "იმერეთი"-"სულორის" შეხვედრას 3 ათასამდე მაყურებელი დაესწრო და ეს იმ დროს, როცა სტადიონზე ამდენი ხალხის მიზიდვას უმაღლესი ლიგის ბევრი კლუბი ვერ ახერხებს. სწორედ ამის გამო ხონელებს სტადიონის ტევადობის გაზრდა სურთ.

ხვიჩიას თქმით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება კიდეც:

"ყველამ ნახა კადრები, რა ხდებოდა სამტრედიაში, სადაც ვანის "სულორთან" მატჩის დროს ხალხი ტრიბუნებზე ვერ დაეტია და გვერდით მდებარე შენობებიდან ადევნებდა თვალს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ 1500-ადგილიანი ტრიბუნა "იმერეთის" თამაშზე დასწრების ყველა მსურველს ვეღარ აკმაყოფილებს.

რამდენიმე დღეში ხონის სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყება და ტრიბუნების ტევადობა გაიზრდება. გეგმის მიხედვით, ჩვენი სტადიონი ახალი სეზონიდან 2 ათასზე ოდნავ მეტ გულშემატკივარს დაიტევს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
უმაღლესი ლიგის X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]
თბილისის "ლოკომოტივი": ჟერარდ სარაგოსა რჩება, მზადება საგურამოსა და ავსტრიაში
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. იმერეთი-ჩიხურა [LIVE]
კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ
საქართველოს თასის 1/2-ფინალური წყვილები ცნობილია
იმერეთი-ჩიხურა - ოფლის დაუღვრელად [VIDEO]
ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს
მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
სანდრო გურული: "სამტრედიის" ინტერესმა გამახარა, ფულზე ლაპარაკი არ არის
კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:5 - ასე თუ გავაგრძელებთ, სტადიონსაც აგვიშენებენო...
მერანი-ჩიხურა 3:0 - ისტორიის შემქმნელებისგან!
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
რატომ სჯობია ორი ერთს? ანუ ხონური მოდელი განსჯისთვის
პრო ლიგა 2. ტყიბულის "მეშახტე": სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ?
ფოთის "კოლხეთი" დავით ბოლქვაძეს იმატებს და თურქეთში მიემგზავრება
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
ლოკომოტივი-ზუგდიდი 3:0 - სამზე ნაკლები არ შეიძლება
შეუძლია თუ არა მელქაძეს საქართველოს ნაკრებში თამაში? - იურისტი განმარტავს
"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს
კობა ჟორჟიკაშვილი ხონის "იმერეთში" იმუშავებს
ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]
საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: დღეს ისტორია იწერება!
კავაზაშვილი: მელქაძისთვის საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ემოციური აღმასვლა იქნება
"გაგრა": ანატოლი პისკოვეცის ახალი ხუთეული
საქართველოს თასი. 1/2-ფინალების წინ: ნაბიჯი ტიტულამდე
ცხინვალის "ლიახვი" განცხადებას ავრცელებს
რევაზ ჩიტეიშვილის გასროლა "დინამოსთან" მსოფლიოს TOP-გოლებში მოხვდა! [VIDEO]