შეიძლება "ანორთოსისში" რაღაც შეიცვალოს...
"ლელოსთვის" მიცემულ ბოლო ინტერვიუში გიორგი აბურჯანიას არ დაუმალავს, რომ ახალ გუნდში გადასვლა და უფრო მაღალ დონეზე სურდა ძალების მოსინჯვა. ფამაგუსტის "ანორთოსისის" 20 წლის ნახევარმცველის შესახებ კვიპროსული ინტერნეტგამოცემა "კერკიდა" წერდა კიდეც - ქართველით ინგლისელი და ფრანგი სკაუტები დაინტერესდნენო...

მანამდე აბურჯანიას პირეოსის "ოლიმპიაკოსი" აკვირდებოდა, მაგრამ ბერძნულ გრანდს კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ქართველის სხვა გუნდში განათხოვრება სურდა, რაც ჩვენებური საყრდენისთვის მიუღებელი იყო.

აბურჯანია უფრო რეალურად შვეიცარიულ ("ციურიხი") და დანიურ ვარიანტებს მიიჩნევდა. შესაბამისად, "ანორთოსისთან" გაფორმებული კონტრაქტის (1+1 სისტემით) გაგრძელებას აღარ აპირებდა.

მას გუშინ დავუკავშირდით და სიახლეებზე ვკითხეთ:

"თავადაც არ ვიცი, "ანორთოსისში" დავრჩები თუ სხვა გუნდში გადავალ. როგორც მითხრეს, შესაძლოა, გუნდში ბევრი რამ შეიცვალოს და მეც ვითარების გარკვევას ველოდები.

ჯერ არც ინგლისელი და ფრანგი სკაუტები დამკავშირებიან. ასე რომ, ვერაფერს გეტყვით.

ახლა ვისვენებ და იმედი მაქვს, ორ კვირაში მაინც მეცოდინება, სად გავაგრძელებ კარიერას", - ამბობს აბურჯანია.

ახლახან დასრულებულ სეზონში მან მხოლოდ 2 ტური გამოტოვა და 30 შეხვედრაში 2 გოლიც გაიტანა, ძირითადში კი 28-ჯერ მოხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
სტიმულიც მეტია და ფასიც - გაოცებული გიორგი აბურჯანია კვიპროსულ სიმბოლურში
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
ირაკლი მაისურაძემ "ანორთოსისი" დატოვა და "ომონიას" უახლოვდება
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები