ფამაგუსტას "ანორთოსისში" ქართველი ფეხბურთელი ერთგვარ ბრენდად იქცა
ფამაგუსტას "ანორთოსისში" ქართველი ფეხბურთელი ერთგვარ ბრენდად იქცა: კვიპროსელი ლტოლვილების გუნდის ღირსებას, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენი ფეხბურთის ვარსკვლავები - თემურ ქეცბაია და გიორგი ქინქლაძე იცავდნენ.

შესაძლოა, ქართველ მოთამაშეებს ეს ფაქტი ამ გუნდში მისასვლელ გზას უხსნის, მაგრამ მეორე მხრივ, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა.

გიორგი აბურჯანია (ისევე, როგორც ირაკლი მაისურაძე) "ანორთოსისში" ამ ზაფხულს წარადგინეს. მან კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. მაშინ ვერც თავად ფეხბურთელი და ვერც კლუბის მესვეურები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ 19 წლის ქართველს პირველივე კვიპროსულ სეზონში ელოდა აღიარება. იქაურმა ინტერნეტგაზეთმა kerkida.net-მა პირველივე ტურების შემდეგ დაწერა, რომ ქართველებმა "ანორთოსისის" ნახევარდაცვას სისწრაფე, ჟინი და ხარისხი შემატეს.

ამ დროისთვის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი "ანორთოსისის" შეუცვლელ მოთამაშედ ყალიბდება და ტყუილად არ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია: კვიპროსის ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ ის განვლილი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

"ჩემდა გასაოცრად, კვიპროსის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დამასახელეს. მე ბერძნული არ ვიცი და ეს ამბავი ჩემმა მეგობარმა, კოკა დარსანიამ მითხრა. ის კვიპროსში ცხოვრობს, მენეჯერია, ბერძნულს ფლობს...

ერთ დღესაც ის დამიკავშირდა და მკითხა - Sigmalive თუ ნახეო? სიმბოლურში სწორედ ამ გაზეთს დავუსახელებივარ და ძალიან გამიხარდა.

ეს ჩემთვის დიდი ნაბიჯი და დიდი სტიმულია", - გვითხრა აბურჯანიამ, რომელმაც "ანორთოსისის" ფორმა 13-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა. ამას გარდა, ის 13-ვე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო.

გასული წლის იანვარში აბურჯანიას მიახლოებითი სატრანსფერო ფასი 50 ათასი ევრო იყო, "ანორთოსისში" გადასვლის შემდეგ კი გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტმა" მისი ღირებულება 200 ათასამდე გაზარდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების ექსკალათბურთელი ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
"თავი მაღლა, ძმაო! საქართველო ყოველთვის შენს გვერდითაა!" - ქინქლაძე თოფურიას მარცხს ეხმაურება
კარიერაში წინსვლა მსურს და საქართველოში დაბრუნებაზე არ მიფიქრია - ქართველები "ბალმაზიუვაროშიდან" წამოვიდნენ
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
არც ინგლისელები და ფრანგები ჩანან... გიორგი აბურჯანია გაურკვევლობაშია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
ნიკა კაჭრავამ გოლი გაიტანა და "ანორთოსისმა" გაიმარჯვა
ირაკლი მაისურაძემ "ანორთოსისი" დატოვა და "ომონიას" უახლოვდება
ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
მიქელთაძემ გოლი გაიტანა, მაგრამ მისი და კაჭარავას "ანორთოსისი" მაისურაძის "ენოსისთან" დამარცხდა [VIDEO]
goal.philenew: ქართველი ფეხბურთელი კვიპროსის ნაკრებში ითამაშებს?
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება