"ფეისბუქში" გაჩნდა ჯგუფი, სახელად: "სოლიდარობა სანდრო ცნობილაძეს", სადაც სანდროს "პირველი არხიდან" გაშვებას აპროტესტებენ
ცნობილმა ქართველმა სპორტულმა კომენტატორმა სანდრო ცნობილაძემ, რომელიც "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სამსახურიდან დაითხოვა, გაზეთ "რეზონანსს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

შეგახსენეთ, რომ ცნობილაძის სამსახურიდან გაშვების მიზეზი 31 მაისს საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის დროს მის მიერ დაშვებული შეცდომა გახდა. "ფეისბუქში" უკვე გაჩნდა ჯგუფი, სახელად: "სოლიდარობა სანდრო ცნობილაძეს", სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლები მომხდარს აპროტესტებენ.

პირველი არხის კომენტატორის შეცდომამ "ქართული ინტერნეტი" დაიპყრო [VIDEO]

სანდრო ცნობილაძე: ვადასტურებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" არხიდან გამათავისუფლა.

რეზონანსი: რა გახდა ამის მიზეზი?

სანდრო ცნობილაძე: ალბათ, იცით ჩემი ცნობილი შეცდომის შესახებ, რომელიც საქართველოს და პორტუგალიის მატჩის დროს დავუშვი და გუნდები ამერია ერთმანეთში. ამ შეცდომის გამო არხმა მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო.

რეზონანსი: არ გააპროტესტეთ ტელევიზიის გადაწყვეტილება, რომ სხვა სანქცია დაეკისრებინა, მაგრამ არა არხიდან გაშვება?

სანდრო ცნობილაძე: ეს ყველაფერი მოხდა დღეს, სულ ორი საათის წინ. 16 საათზე დაიწყო სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, რომელიც საათნახევარში დამთავრდა. ანუ დრო არ გასულა იმდენი, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიმეღო. შესაბამისად, არ ვიცი, გამოვთქვამ თუ არა რაიმე პროტესტს არხის გადაწყვეტილების გამო. ამ ეტაპზე პროტესტზე ლაპარაკი ზედმეტია.

რეზონანსი: ანუ თქვენ ეს მედიის საშუალებით გაიგეთ?

სანდრო ცნობილაძე: არა, ტელეკომპანიიდან ჩემმა მეგობრებმა დამირეკეს და სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მაცნობეს.

რეზონანსი: თქვენი საკითხის განხილვა რომ იგეგმებოდა, ეს იცოდით?

სანდრო ცნობილაძე: დიახ, ეს ვიცოდი. მეორე დღესვე მქონდა კონტაქტი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წარმომადგენლებთან. ვიცოდი, რომ სადისციპლინო კომიტეტი უნდა შეკრებილიყო და რაღაც გადაწყვეტილება მიეღო. დაახლოებით თარიღიც ვიცოდი, როდის უნდა მომხდარიყო შეკრება.

რეზონანსი: არხის გადაწყვეტილებას სასამართლოში ხომ არ გაასაჩივრებთ?

სანდრო ცნობილაძე: როგორც უკვე გითხარით, დრო ძალიან ცოტაა გასული. აქედან გამომდინარე, ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ახლა გაოცებულ-გაოგნებულ მდგომარეობაში ვიმყოფები.

ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ამიერიდან ჩემს ენერგიას და დროს დავუთმობ საერთაშორისო კომპანია "ჯიდი-თაიმსს", სადაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პარალელურად ვმუშაობდი. საქართველოში მას აქვს სპორტული რადიო "ჯაკო". შესაბამისად, ჩემს ენერგიას მთლიანად მას დავუთმობ.

იაგო ნაცვლიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

ემზარი
ადრე მართლაც კარგი კომენტატოორები გვყვავდა კოტე მახარაძე ნუგზარ ჯუღელი თემურ ჯაფარიძე ჯამლეთ ხუხაშვილი დღეს რა დაგვემართა ჟერ ჩუმათ თითქოს თავისტვის ლაპარაკობენ მერე ზოგჯერ ენა ემბებათ და ხან რაზე ლაპარაკობენ ხან რაზე თამაშის მიმდინარეობაზე კი ნაკლებად კოტე მახარაძის წაყვანილი რეპორტაჟჟები ხელოვნება იყო თან ცეცხლს აფრქვევდა დღევანდელ კომენტატორებს კი ეძინებათ მიკროფონთან და მსმენელსაც აძინებენ არ შეიძლება მეტი სიცოცხლით კარგად წარმართონ რეპორტაჟები? მე მგონი თუ მოინდომებენ შეძლებენ თუ ვერა გახსნან კომენტატორების სკოლა და ჩამოიყვანონ უცხოელი მასწავლებლები
გელა
ჯობია კომენტატორების გარეშე ვუყუროთ ფეხბურთს. აუტანელია მათი ბლუკუნი.
levan
ფეხბურთის მცოდნე ბევრია , კომენტატორი თითქმის არავინ.
g i o r g i
უდაოდ მცოდნე კომენტატორია მარა,პირადად მისგან მინდა გავიგო,რატომ კიცხავდა ბრაზილიის ნაკრებს და ბრაზილიელ ფეხბურთელებს განვლილ წლებში,არც ეხლა აკლებს მეტნაკლებათ.აქვს თუ არა ესეტი რაგაც ნატქვამი დიდ რონალდოზე როცა ის ინტერში თამაშობდა,რა საჩიროა რონალდო რომ ყავს ინტერს ის ისედაც ძლიერი გუნდია
giorgi
უდაოდ მცოდნე კომენტატორია,ეხლა ხმის ტემბრზე მე ვერაფერს ვიტკვი,მარა დალიან მიკერდოებულია არგენტინის მიმარტ,გაიხსენოს ადრინდელი 97-98 წლებში რომ რეპორტაჯები მიკავდა და შემდგომშიც,ტუ როგორ მოიხსენიებდა ბრაზილიის ნაკებს და ტიტოეულ ბრაზილიელ ფეხბურთელს,ცინიკურატ
giorgi
დაანაც კა
morte
ცოტა მიკერძოებული (არგენტინაზე), თორემ საქართველოში ყველაზე კომპენტენტურია; შეცდომა სხვებსაც მოსვლიათ; მახსოვს 90 იანებში საქართველო ალბანეთს ეთამაშებოდა პურის რიგში ვიდექი, რადიორეპორტაჟი იყო და მახარაძეს საერთოდ არ წაუყვანია თამაში, იმას ყვებოდა ენვერ ხოჯას ვერიკომ როგორ გაუკეთა ეკალა ალბანეთში ყოფნისას, ბოლოს ძლივს გავიგე რომ არველაძეს ბურთი ჰქონდა გატანილი; მოედანზე ორი გელაა, ერთი კეტაშვილი და მეორე სულაქველიძეო გახსოვთ; ქართველებმა ოღონდ ბოღმა გადმოვანთხიოთ და ვიღაცას წავუსისინოთ მაგი გვანიჭებს სიამოვნებას; ცნობილაძის მეათედი პროფესიონალი არ იქნება მისი მაქაილიკებელი თავის საქმეში
სოხუმი,ბათუმი და ფოთუმი)))
რაც ნუგზარა ჯუღელს აქვს შეცდომები დაშვებული,კი უნდა იჯდეს ეხხლა უვადო პატიმრობაში)))
b.b.
პირადა არაფერს ვერჩი, მითუმეტეს, რომ ფეხბურთი სხვებზე მაგრად ესმის, მაგრამ არ შეიძლება კომენტატორი ისე მეტყველებდეს, როგორც სანდრო მეტყველებს!
ბ.ბ.
საშინლად მეტყველებს! ასეტი მეტყველების კაცს კომენტატორად, რა უნდა!? ტუმცა ვაღიარებ, რომ ფეხბურთი მაგრად იცის
gigi
უბრალოდ მაკვირვებს ამ კომენტატორის განაწყენებული და უმადური ტონი. ძვირფასო, თავმოყვარე პროფესიონალი იმავე დღეს წავიდოდა სამსახურიდან. ეს კი, უკმაყოფილო ყოფილა შედეგით. ასეთი უხეში (სხვა სიტყვას არ ვიკადრებ)შეცდომა ნაღდი პროფესიონალისთვის, თითქმის სიკვდილს უდრის. მაგრამ ვიცი, რომ ზემოდან დარეკავენ და აღადგენენ...ეს ხომ საქართველოში ხდება.
jeims
Ase icis uazro laqlaqma. Reebs bodavxart titonac ar icit.amdexans iyavi gasagdebi. Shenc danarchenebic obolazis tamadobit.
CHERO
კომენტატორი უნდა იყვეს ინტელექტუალი,მსახიობის მონაცემებით,კარგი მეტყველებით და ხმის ტემბრით,კოტე გახსოვთ მახარაძე,დინამოს თამაშებს ისე კმაზავდა ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდა.
დდდდდდ
კი მაგრამ,არავინ არ უსმენდა?რატომ არ შეუსწორეს?
badri
ამის მჩხავანა ხმას რომ აღარ გავიგებ რა ბედნიერებაა, იძახე ახლა დარტმააააააა?!
qartveli
ოოო რა ხდება ვერ გავიგე ,,ერთი კომენტატორი მითხარით საქართველოში რომელიც თამაშის ყურებას მოგანდომებს..ესენი ყველანი გასაშვებები არიან,,მარა უძაღლო ქვეყანაში კატებს რო აყეფებენ ეს მომენტია ზუსტად...
gg
სანდროს ადგილას ბევრი ღირსეული ადამიანი (პროფესიონალი) თვითონ წავიდოდა ...მაგრამ ეს კულტურა რომ არ არსებობს ესევ უდონობის დამადასტურებელია...და კიდევ დიმა ობოლაძის დასაცინი რომ გახდები მითუმეტეს:)
zura
ვიცოდი რომ ერთხელ ასე დაემართებოდა, იმიტომ რომ თითქმის არასდროს თამაშის მსვლელობას არ მიყვებოდა და რაღაც ჭორებს გვიყვებოდა! რა თქმა უნდა შემეცოდა, მაგრამ პირველ არხზე პროფესიონალები უნდა მუშაობდნენ.
ედ
ქართველი კომენტატორები სანდროს ჩათვლით კომენტატორობის გაგებაში არ არიან, შესაბამისად უამრავი ქართველი ფეხბურთს რუსულ არხებზე უყურებს! ამათთვის კომენტატორობა ფეხბურთის ისტორიის და ფეხბურთელის ბიოგრაფიის ღრმა ცოდნით მთავრდება, რისი ცოდნაც მისასალმებელია, მაგრამ მატჩის დროს მას მხოლოდ დროის 5% უნდა დაუთმო, დანარჩენი უშუალოდ მატჩის მიმდინარეობაზე უნდა ილაპარაკო! ესენი კი 95% რაღაც ისტორიებს ჰყვებიან და თამაში ხანდახან ახსენდებათ! კომენტატორი მსახიობივით უნდა იყოს, ისე უნდა მიყავდეს რეპორტაჟი, მაყურებელიც უნდა გააგიჟოს და გადარიოს, ესენი კი მაყურებელს აძინებენ! უცხოელ კომენტატორებს მაინც მოუსმინეთ თქვე კაი ხალხო!
qazwsx
ჩემთვის, ნომერ პირველი კომენტატორია საქართველოში და საერთოდაც კარგი დონე უჭირავს იმაში რასაც მსოფლიო მაშტაბით ქვია პროფესიონალურობა კომენტატორობაში. ისე, ჩვენ ნაკრებს ფორმა რომელიც უნდა ეცვას სახლში ყოველთვის ჩამოყალიბებული არ აქვს და მაგის ბრალია
Zviad
წადი სანდრო წადი
manuchari
არასდროს მომწონდა ეს კომენტატორი, მიმაჩნია რო მაყურებელს აქ უფლება კომენტატორი აირჩიოს მითუმეტეს ამაში ფულს ვიხდით. ისე სანდო გიწია არა ქეცბაიას ცოდვებმა?
v.v.a.
ჩრდილოეთ კორეა-ბრაზილია 1-0 გახსოვთ? წადი სანდრო კორეაში იქ პრემიასაც მოგცემენ!!!!!!!
irakli
ნეტა კომენტატორზე მეტი დამღუპველი არ ჰყავდეს ამ ქვეყანას...
vaxvax
თედო ხარ თუ ვიღაც ..., სად დაინახე ამ კაცის პრეტენზიები? ეტყობა მახათი მტკივნეულ ადგილას გაიყარე
tedo
ამდენი არაპროფესიონალი დაღუპავს ამ ქვეყანას, თუ უკვე დაღუპულები არ ვართ. პრეტენზიები გაუცნდა ხედავთ?
ლადო
ერთხელ თვით ეროსი მანჯგალაძემაც დაუშვა უნებლიე შეცდომა და როცა რეპორტაჟი მიჰყავდა ტელემაყურებლები გაიაზრა როგორც სტადიონის ტრიბუნებზე მყოფი მაყურებლები და ერთ ეპიზოდში მოგვმართა როგორც როგორც სტადიონზე მყოფებს. ასეთ დიდ პიროვნებას მოუვიდა შეცდომა და სხვისიც ნუ გაგვიკვირდება.
zura
აწი მინაშვილი წაიყვანს და ადამიანურათ ვუყურებთ თამაშებს.ცნობილაძის ელექტროეფექტის ხმა აღარ იქნება ურაააააააააა.
zura
2 კომენტარი იდო და წაშალეთ? ცნობილაძის კომენტატორობა არ გაიშვას რააააააააა.სილქტივიზე იჩრუტუნოს იქ მაინც ნაკრებია თამაშებს არ აჩვენებენ
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სანდრო ცნობილაძე: ქოჩორაშვილის მოვლენა ევროპული მიდგომის შედეგია, რომელიც ჩვენსას სჯობს... [VIDEO]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ჩემი აზრით, ახლა სანიოლის ნაცვლად სხვა მწვრთნელი ამიტომ უნდა მოიყვანონ" - სანდრო ცნობილაძემ საქართველოს ნაკრების დამრიგებელზე ისაუბრა
19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
"საუკეთესო კომენტატორია! ჩემზე უკეთესიც" - დიმა ობოლაძის მხარდაჭერა სანდრო ცნობილაძისადმი
ბევრი სიახლე და კონტაქტი ქომაგთან - საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტულ ტალღაზე
"პირველი არხი" "ტორპედოს" მატჩის ტრანსლირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თემურ ქეცბაიას რისხვა კომენტატორებს: ყველას გვინდა, რომ სხვას ვასწავლოთ ჭკუა [VIDEO]
U19 | საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდის პირველ ტურში ჩეხეთთან დამარცხდა
"უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა" - გიორგი ზურაბიშვილი "პირველ არხს" ტოვებს
"არ შეიძლება ტალახის სროლა, როდესაც საქმის ვითარებაში გარკვეული არ ხარ"
სპორტული ჟურნალისტების სოლიდარობა სანდრო ცნობილაძეს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
"კობიაშვილის ეს წერილი წყლის ნაყვაა" - სანდრო ცნობილაძე სფფ-ის პრეზიდენტის პოსტს ეხმაურება