ასლან ბალაძე: "ნუ ჩათვლით, რადგან ბრიტანელია, თვალდახუჭული ველოდებით, როგორც მხსნელს. ჯერ შეკრებაზე დავაკვირდებით"
შესაძლოა, ახალი სეზონიდან ბათუმის "დინამოში" შოტლანდიელმა ლეგიონერმა ითამაშოს. ეს ამბავი გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ასლან ბალაძემ გაგვიმხილა, როცა პოტენციურ ახალწვეულებზე ვკითხეთ.

თუმცა ჯერ სხვა ამბებზე:

"ჯერ მხოლოდ ორი ფეხბურთელი დავიმატეთ: გიორგი გაბედავა და პაპუნა ფონიავა. მიგვაჩნია, რომ გუნდის გაძლიერება ორივეს შეუძლია. პირველი - შეტევაში ძალიან სასარგებლოა, ხოლო ფონიავა - შეტევების ორგანიზებაში.

ამ უკანასკნელის გადმოყვანა ჯერ კიდევ ზამთრის შესვენებისას გვსურდა, მაგრამ მაშინ ვერ მოხერხდა. ახლა კი მარტვილის "მერანთან" კონტრაქტი დაუსრულდა და წამოვიყვანეთ. ფონიავას ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობის პერიოდიდან ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, ხალხი მალე დარწმუნდება, რომ ტყუილად არ დაგვიმატებია.

ამ ორი ცვლილებით შუა და შეტევის ხაზები გაძლიერდება და გუნდში კონკურენციაც გაიზრდება", - ამბობს ასლან ბალაძე.

მან სხვა, შემდგარ თუ არშემდგარ სატრანსფერო ამბებზეც ილაპარაკა:

"თორნიკე გორგიაშვილის დამატება გვსურდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ჯერ გუნდიდან არავინ გაგვიშვია. მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, მირზა ფარტენაძე გავანათხოვრეთ "მაჭახელაში". ის ნიჭიერი მარჯვენა მცველია, ჩვენთან უთამაშია, მაგრამ ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდა და გვინდა, ფორმაში შევიდეს.

ახლა, შესაძლოა, მხოლოდ ცენტრალური ან ფლანგის მცველი დავიმატოთ, რადგან ჩვენი პრინციპების ერთგულები ვრჩებით - გუნდი მშვიდ გარემოში უნდა აშენდეს და არა სწრაფი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებებით. გაძლიერება კარგია, მაგრამ ბირთვს შევინარჩუნებთ და შემადგენლობის ხშირი და რადიკალური ცვლილება არაფერს მოგვცემს.

ამ მიდგომას ევროპალიგაზე ჩვენი მოხვედრაც ვერ შეცვლის. პირიქით, ეს ახლა უფრო მავნებელი იქნება".

ბალაძისგან გუნდის მოსამზადებელი პერიოდის გეგმების შესახებაც შევიტყვეთ:

"შეკრება თურქეთში დავგეგმეთ. 19 ივნისს სტამბულთან ახლოს მდებარე საკურორტო ქალაქ კერკეტში მივემგზავრებით, სადაც სამი საკონტროლო შეხვედრა უნდა ჩავატაროთ. მერე კი, ევროპალიგის გათამაშებაშიც ჩავერთვებით".

დაბოლოს, საინტერესო სიახლე, რომელზეც თავში მოგახსენეთ. აი, რა გვითხრა ბალაძემ:

"შოტლანდიიდან სკაუტი დაგვიკავშირდა და გვირჩია, რომ უილიამ გიბსონი გაგვესინჯა. ამ ფეხბურთელს საკმაოდ ცნობილ გუნდებში უთამაშია - "კილმარნოკში", "დანფერმლაინში", "სენტ ჯონსტონში", "ფალკირკში"...

გამოცდილი მოთამაშეა, ფლანგის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ბრძოლისუნარიანობითა და "სტანდარტულების" ჩინებულად შესრულებით გამოირჩევა.

გაგიკვირდებათ - შოტლანდიელი საქართველოში თამაშს რატომ უნდა დათანხმდეს, არა?

საქმე ისაა, რომ ეს მისი და მისი ცოლის სურვილია, რადგან ბათუმში ცხოვრება აქაური თბილი, სუბტროპიკული კლიმატის გამო გადაწყვიტეს და ფიქრობს, რომ ჩვენთან ითამაშოს.

მაგრამ ნუ ჩათვლით, რადგან ბრიტანელია, თვალდახუჭული ველოდებით, როგორც მხსნელს - შეკრებაზე თამაშები გვექნება, დავაკვირდებით და მისი ჩარიცხვის საკითხი მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება".

ვინ არის გიბსონი?

უილიამ გიბსონი 30 წლის ნახევარმცველია და ბოლოს რანგით მესამე ლიგის ბინადარ "სტრანრარში" თამაშობდა. თუმცა, იყო დრო, "კილმარნოკისა" და "სენტ ჯონსტონის" შემადგენლობაში შოტლანდიის პრემიერლიგაშიც გამოდიოდა. სხვათა შორის, "სენტ ჯონსტონში" მას გიორგი ქინქლაძის ყოფილი თანაგუნდელი, ირლანდიელი სტივ ლომასი ავარჯიშებდა.

უილიამ გიბსონი

დაიბადა 1984 წლის 6 აგვისტოს, დამფრისში (შოტლანდია)

პოზიცია: ნახევარმცველი

სიმაღლე: 180 სმ

წონა 70 კგ

საკლუბო კარიერა

2001-07 საუთ ქუინი 93 (0)

2007-09 კილმარნოკი 51 (6)

2009-11 დანფერმლაინი 49 (15)

2011-12 ქროუ თაუნი 14 (1)

2011-12 სენტ ჯონსტონი 11 (0)

2012 ფალკირკი 12 (1)

2012-13 საუთ ქუინი 20 (2)

2013-14 სელტიკ კარლ

2014 უორქინგტონი

2014- სტრანრარი 20 (3).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

juve
SHUKOVANI და საქართველო? :D უმაღლესი ლიგა რა არის? :D 1 ლიგაში ვირების "ყროყინის" ხმა რო ისმის და კვატები რო დაცურავენ სტადიონებზე ეგ არაფერი? :D ჩვენი ჩემპიონატის შემხედვარე სხვას როგორ დასცინი ტო :D
SHUKOVANI
იკაიფეთ, შოტლანდიის უმაღლესი ლიგა რა არის, მერე მეორე ლიგა, და მერე მესამე ლიგა. :D რა გვეშველება
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ეროვნული ლიგა. ამხანაგური მატჩები: სანამ ლიგაში პაუზაა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
Sports.ru-ს გამოძიება - ეჭვობენ, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩას სანაცვლოდ 13 მილიონი გადაიხადა და აქედან შესაძლოა, 10 მილიონი კვარაცხელიამ მიიღო
როცა დამნაშავე ყველა მხარეა - არამზადებიდან მსაჯების ოთახში სირბილამდე...
გაბედავას კონტრაქტი დაუსრულდა და "საბურთალო" დატოვა
გიორგი გაბედავა თბილისის "დინამოში" გადავიდა
გაბედავა: გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია
კობა ჟორჟიკაშვილი: პირდაპირ ვიტყვი, რომ "ტორპედოს" მოთხოვნებს ბევრი ვერ აკმაყოფილებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"საბურთალო" გიორგი გაბედავას აზერბაიჯანულ გუნდში შესაძლო გადასვლას უარყოფს
დინამო(ბთ)-საბურთალო 0:1 - დანავსულ წრეში [VIDEO]
თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა
ტორპედო-ჩიხურა 0:2 - მეტი იღბალი და კონტრშეტევის ძალა [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი სეზონის ბოლომდე ლევან ხომერიკი იქნება
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თორნიკე გორგიაშვილი კარიერას "დილაში" გააგრძელებს
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
სოსო ფრუიძე: სუსტი მეტოქე არ იქნება...
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
პაპუნა ფონიავა: ვერ წარმოიდგენთ, მესამეადგილოსან გუნდში რაზე ვოცნებობთ
"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
ბათუმის "დინამოს" ოფიციალური განცხადება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
თბილისის "დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს