თბილისის თასი 2015. II ტური
საქართველოს ნაკრებმა თბილისის თასის გათამაშების მეორე ტურში მზარდი იტალიის ნაკრებთან წააგო 10:26..

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა პირველი მატჩისგან განსხვავებით საგრძნობლად გადახალისებული იყო. მილტონ ჰეიგმა საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშის საქმეში ნახვა გადაწყვიტა. მათი თამაშის შემხედვარე რა დასკვნებს გააკეთებს, ეს ჯერ კიდევ უცნობია. მას არც მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე შეუფასებია ისინი.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მაღალი დონის რაგბის თამაში არ გამოგვივიდა. დასაწყისშივე, მე-10 წუთზე შესაცვლელი შეიქნა ჩვენი გუნდის მგეზავი ლაშა მალაღურაძე. თამამად, შეიძლება ითქვას, რომ ამან გუნდის თამაშს დაღი დაასვა. ის ფეხით ტაქტიკურ დარტყმებს შესანიშნავად ასრულებდა, რაც იტალიელებს დიდ პრობლემებს უქმნიდა.

მატჩის პირველი ნახევარი, რომელშიც ოდნავ სათამაშო უპირატესობას ვფლობდით, ფრედ, 3:3 დასრულდა. სამწუხაროდ, ჩვენმა მორაგბეებმა ორი საჯარიმო ვერ გამოიყენეს. ჯერ ვაჟა ხუციშვილმა ააცილა კარს ხელსაყრელი პოზიციიდან, მერე თითქმის ცენტრიდან გიორგი აფციაურმა ვერ დაარტყა ზუსტად.

შესვენების შემდეგ იტალიელები ბევრად აგრესიულად ათამაშდნენ. მათ მაღალი სიჩქარეები ჩართეს და ძალიან კარგი, გააზრებული კომბინაციების წყალობით სამი ლელო გაგვიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა, როცა უკვე 26:3-ს აგებდა, ბოლო წუთებზე წამოიწყო მრავალფაზიანი, საკმაოდ სახიფათო იერიში, რომელიც ლელოთი შერკინების ბურჯმა ანტონ ფეიქრიშვილმა დაასრულა. შეცვლაზე შესულმა ბექა წიკლაურმა გარდასახა - 10:26.

მატჩის შემდეგ

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"დაზუსტებით რაიმეს თქმა გამიჭირდება. აუცილებლად ვნახავთ ვიდეო ანალიზს და მარცხის მიზეზები იქ გამოჩნდება. პირველი ტაიმი ფრედ, 3:3 დამთავრდა, მაგრამ შესვენების შემდეგ მეტოქემ 20 ქულაზე მეტის აღება მოახერხა.

იტალიის ნაკრები კარგი გუნდია. სწრაფი, აგრესიული, ფიზიკურად ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. სერიოზულად გაგვირთულეს თამაში, რასაც რიგი შეცდომები მოჰყვა.

ლაშა მალაღურაძეს მგეზავის პოზიციაზე ვცდით. მსოფლიოს თასისთვის გვინდა მოვამზადოთ. მისმა ტრავმამ, იმან, რომ მატჩის დაწყებიდან ძალიან მალე დატოვა მოედანი, ცხადია, გუნდის თამაშზე გავლენა იქონია. მის შემცვლელად გიორგი ტალახაძეს მოვიაზრებდით და, ვფიქრობ, მან მოვალეობას ნორმალურად გაართვა თავი. რამდენად მძიმეა მალაღურაძის ტრავმა, ამას ჯერ ვერ გეტყვით.

წინ ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი, მსოფლიოს თასი გვაქვს სათამაშო. თბილისის თასი კი ის შეჯიბრებაა, სადაც ახალი მოთამაშეები უნდა გამოვცადოთ. ვნახოთ მათი შესაძლებლობები.

ამ ტურნირზე ირლანდიის ნაკრები ყველაზე ძლიერი გუნდია. ძალიან რთული იქნება ამ გუნდთან თამაში. ამიტომ, უკვე მათთან ასპარეზობაზე გადავერთვებით და ხვალიდანვე მზადებას დავიწყებთ".

ლევან დათუნაშვილი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

"პირველი კეპი მინდა მივულოცო ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა მორაგბეს ოთარ გიორგაძეს. მისთვის ეს უდიდესი გამოცდილებაა.

იტალიის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. რაკში თამაშისას ბურთს გვიყოვნებდნენ და დაცვაში გადაწყობას, ორგანიზებას ასწრებდნენ. მეორე ტაიმში გადამწყვეტი მომენტი, როცა ლელოს გატანა და მეტოქის გატეხვა შეგვეძლო, ვერ გამოვიყენეთ. მერე იტალიელებმა მატჩის სადავეების ხელში აღება შეძლეს.

ცხელ გულზე ძნელია მარცხის მიზეზებზე ლაპარაკი. ვნახავთ ვიდეოანალიზს და ცივი გონებით განვსაზღვრავთ, რა არ მოვიმოქმედეთ სათანადოდ.

ირლანდიის ნაკრები ძალიან მაღალი დონის გუნდია და მის დასამარცხებლად მაღალი დონის რაგბის თამაშია საჭირო. ვეცდებით, რომ კარგი რაგბი ვითამაშოთ და ვნახოთ რა გამოვა".

თბილისის თასი 2015. II ტური

საქართველო-მზ.იტალია 10:26

საქართველო (15-9) აფციაური, მ. გიორგაძე, ტალახაძე (წიკლაური 60), მჭედლიძე, ხუციშვილი, მალაღურაძე (ფრუიძე 10), ხუციშვილი (ბეგაძე 59). (1-8) ფეიქრიშვილი (ბეჯიაშვილი 55), მაისურაძე (ბრეგვაძე 55), მირცხულავა (ხატიაშვილი 55) დათუნაშვილი (მიქაუტაძე 65), ჩხაიძე, შუბითიძე (ო. გიორგაძე 70), გორგაძე, ბიწაძე.

ლ: ფეიქრიშვილი. გ: წიკლაური. ს: მალაღურაძე.

სინბინი: გორგაძე.

მზ.იტალია (15-9) კიეზა, გვარდუჩი, ბენვენუტი, კვარტაროლი, დი ჯულიო, კანა, მარინარო (პარიზოტო 69). (1-8) ძანი (ნაკა 58), ფაბიანი (ბიჯი 68), დი სტეფანო (ჩეკარელი), რუძა (ამნეტა 72), ჯეროზა, ნეგრი, კაფინი, მბანდა.

2ლ: მბანდა, მარინარო. 3ს,2გ,ა: კანა.

მსაჯი: მორის ფან დერ ვესტჰოიზენი (ს.აფრიკა)

მზ.ირლანდია-ურუგვაი 33:7

სატურნირო მდგომარეობა

1. მზ.ირლანდია - 10 ქულა, 2. მზ.იტალია - 4, 3. საქართველო - 4, 3. ურუგვაი - 0.

III ტური

საქართველო-მზ.ირლანდია

ურუგვაი-მზ.იტალია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

burzgla
ჰეიგი ყველანაერად ემზადება მსოფლიოსთვის თუ კარგად დააკვირდებით, - ამ ტურნირს არავითარი პრესტიჟი და რეიტინგი არ აქვს - სამაგიეროდ ასნავნოი სასტავს ეხლა ტრამვები არაფრად ჭირდება როცა მსოფლიო იწყება 2 თვეში, შესარჩევია ღირსეული შემცლელი სკამი და თამაშის სტრატეგიები ასე რო ამ წაგებაზე ნუ ნერვიულობტ ეს ტაქტიკური თამაშებია
misha
ყველაფერი მთავარმა მწვრთნელმა ჰეიგმა იცის. წაგება არავის უხარია მაგრამ მაინც არ გააძლიერა ნაკრები. ალბათ ეს თბილისის თასი მაინც დაბალი დონეა და არ ღირდა მთავარი ძალის გამოყენება.
ალექს
რაც არ უნდა მოხდეს 6 ერზე მაინც არავინ მიგვიღებს ძმებო, კერძო ორგანიზაციაა და ფულიანი ქვეყნები ყოველთვის ჩაგვძირავენ მანდ საწევროებიც ძალიან დიდია... თუმცა ჩვენ მაინც უნდა ვამტკიცოდ რო წინ მივდივართ, რაც შეეხება თამაშს კარგი იყო - მსოფლიოს წინ მილტონი არჩევს ღირსეულ ზამენას რაც წინა მსოფლიოზე გამოჩნდა რო საერთოდ არ ყავდა გუნდს, მე ვთვლი სწორი ტაქტიკაა, ამ ნაკრებს კი (საქართველოს ზამენა მყავს მხედველობაში 4 თუ 5 კაცი თამაშობდა ასნავნოი) იგივე საქართველოს მზარდი ნაკრები მოუგებდა - თუ უყურეთ კარგია სთრიმებზე რომლებზიც მზარდების მსოფლიოზე გავიდნენ და ნახავთ იტალიის მზარდს რას უზავენ
giga
eschveni gundis uaxloesi rezervi iyo bevri nakrebis motamahsectamahsobdaunda mogvego magram araushvas gamotanen analiz da upro win wavlen...wartamtebi bichebs
irakli apkhaidze
ჩათვალე რო მზარდ იტალიას საქართველოს მეორე ნაკრები შეხვდა, რაც რეიტინგზე ისედაც არ აისახებოდა. თორე ოფიციალურ თამაშებში იტალიას ყველა ასაკში ვუგებთ ბოლო წლებში რეგულარულად. ასე, რომ ტყუილად არ გვაქვს პრეტენზია ექვსეულზე
11
როცა 6 ერზე ჩართვის სურვილი გაქვს, მზარდ იტალიას უნდა უგებდე. ექსპეტიმენტული გუნდით ვთამაშობთ და ჩვენს მზარდი საქართველოს სტატუსით გვეთამაშა კიმაინც. ამ ეს თამაში უნდა მოგვეგო.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: თბილისის თასზე ჩვენი მიზანი მიღწეულია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისის თასზე მზარდ იტალიასთან დამარცხდა
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რაგბი. ლეგიონი: ქართველების მონაგარი, ოთხი სინბინი
რაგბი. ლეგიონი: ბექა შეყლაშვილი სიმბოლურ ნაკრებში
რაგბი. ლეგიონი: ერთი ჩხუბი და გაძევება, ორი სინბინი [VIDEO]
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ჩელენჯ ქაფი: "კრასნი იარი" "ლონდონ აირიშთან" დამარცხდა
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასის საშეკრებო რაზმი დაასახელა
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
"ვვა პოდმოსკოვიე" ორი ქართველით გაძლიერდა
მერვე ქართველი ისტორიაში - "ბარბაროსებმა" ანტონ ფეიქრიშვილს უხმეს
საქართველო-ურუგვაი 19:10 - სარეიტინგო ბრძოლა მოგებულია [VIDEO+PHOTO]
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და ორი დებიუტი "ჩელენჯ კაპზე" [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: საფრანგეთში მოთამაშე ქართველების ბოლო რეპეტიცია
ოთარ გიორგაძე: გარისკვას ოპერაცია ვარჩიე
დიდი 10. მცირე ფინალი: ჩემპიონობისთვის ისევ "ლელო" და "ლოკომოტივი" იბრძოლებენ
თბილისის "ლოკომოტივი": ახალი ბაზის მოლოდინში, გაძლიერებული უკანა ხაზით
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
ოთარ გიორგაძე: საფრანგეთში ქართველებს კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით გვაქვს - სახლში ყოფნა რთულია
ლოკომოტივი-აია 14:8 - პირველი მარცხი ძველი მეტოქისგან
რაგბი. ლეგიონი: მეორე დივიზიონში "არაქართული გუნდი" გალიდერდა
რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - თბილისი "ჩელენჯ ქაფის" ორ მატჩს უმასპინძლებს
ვეტერანი "ბორჯღალოსანი" ფრანგული კლუბის შერკინების მწვრთნელად დაინიშნა
მსოფლიოს თასისთვის მზადებას ვიწყებთ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან
ანტონ ფეიქრიშვილი: მათ გვერდზე ყოფნა პატივი და ბედნიერებაა
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
რაგბი. ლეგიონი: 27 ქართველი ელიტფედერალი
სავსე ტრიბუნების დროა!
დიდი 10. XIII ტური: ფრეების მოყვარული ქუთაისის "აია"
ოთხი "ბორჯღალოსანი", რომელთა ხილვაც უელსელებს კელტთა ლიგაში სურთ
"ლონდონ აირიში" "კრასნი იარს" ლაშა ლომიძის გარეშე დაუპირისპირდება
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
რაგბი. ლეგიონი: სამი ქართველი ბრიტანეთში
რაგბი. ლეგიონერები: გიორგი ფრუიძის მეოთხე ლელო [VIDEO]
საქართველო VS მზ.იტალია - ხუთი ახალი "ბორჯღალოსნების" რაზმში
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ჩხაიძის მეოთხე მსოფლიო თასი