მაინც სად მიდის პოლ პოგბა
13:07 Daily Mirror-ი ატყობინებს ყველას, რომ "იუვენტუსის" ნახევარმცველი პოლ პოგბა ინგლისში გადაბარგდება. რომან აბრამოვიჩი ტურინელებს გარკვეულ თანხასა და ბრაზილიელ ოსკარს უთმობს. "იუვეს" დამრიგებელმა ალეგრიმ ადრე საჯაროდ გამოხატა თავისი აღფრთოვანება ბრაზილიელით. ასე რომ, მომავალი გარიგება ლოგიკური ჩანს.

13:31 ნათანიელ კლაინი თითქმის გადავიდა "საუთჰემპტონიდან" "ლივერპულში". ტრანსფერის თანხამ 17.5 მილიონი ევრო შეადგინა.

13:39 ელჯერო ელია შეიძლება "ვერდერში" დაბრუნდეს. ბრემენელთა სპორტულმა დირექტორმა რუმენ შრიოდერმა "კიკერს" განუცხადა, რომ ჰოლანდიელი, დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში მწვანე ფორმას ჩაიცვამს.

14:13 კრისტიან ბენტეკე "ასტონ ვილაში" დარჩება, მაგრამ არ გააფორმებს კლუბთან ახალ კონტრაქტს. ახალი ხელშეკრულებით, ბელგიელის ხელფასი 100 ათასი ფუნტი იქნებოდა, მაგრამ ფორვარდს ევროთასებზე თამაში უნდა.

14:18 დღის პირველი გარიგება. "ვესტ ჰემმა" გამოაცხადა დმიტრი პაიეს შეძენის თაობაზე. "მარსელმა" 15.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ფეხბურთელის ხელფასი კი კვირაში 85 ათასი იქნება.

14:59 გერმანული ტელეარხი Sport1 იტყობინება, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" ზეპირ შეთანხმებას მიაღწია დონეცკის "შახტართან" დუგლას კოშტას ტრანსფერის თაობაზე. უკრაინული მხარე ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს მიიღებს, ბრაზილიელი - ოთხწლიან კონტრაქტს.

15:17 "ახალ პატრიკ ვიეირას" - ჟანელი იმბიულას "ინტერი" შეიძენს "მარსელიდან". ჯერ იჯარით აიყვანს ერთი წლით (მილიონი ევრო), შემდეგ 18 მილიონად გამოისყიდის.

15:23 ჯერჯერობით "მანჩესტერ სიტის" შენაძენი თურქი ბიჭი ენეს იუნალი გახდა. ის 18 წლისაა, 35 მატჩი ჩაატარა "ბურსაში" და თურქეთის ნაკრებშიც იყო გამოძახებული. იუნალი - ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც თურქულ სუპერლიგაში უთამაშია. თურქის ღირებულება - 3.5 მილიონი ევროა.

15:42 "სევილიას" სპორტულმა დირექტორმა რამონ როდრიგეს მონჩიმ განაცხადა, რომ კლუბი აღარ არის დაინტერესებული "დნიპროს" ნახევარმცველის, ევგენი კონოპლიანკას შეძენით: "ჩვენ უკვე დავივიწყეთ ეს მოთამაშე და სხვა ვარიანტებზე ვმუშაობთ. დადგენილი გვქონდა ვადები, რომელშიც უნდა მოგველაპარაკებინა კონოპლიანკასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია წესის დაცვა".

15:57 სიმაუ საბროზა ინდოეთში წავიდა სათამაშოდ. მისი ახალი კლუბია "ნორთისტ იუნაიტედი".

16:21 "სევილიას" პირველი შენაძენი აქვს. ეს არის "სელტას" დანიელი ნახევარმცველი მიკაელ კრონ-დელი. მისი სიტყვები ბანალურია: ყოველთვის ვოცნებობდი ჩემპიონთა ლიგაში თამაშზე, "სევილია" დიადი გუნდია და ა. შ.

16:49 დავიდ დე ხეამ ინგლისში საკუთარი სახლი გასაყიდად გამოიტანა. ექვსი საძინებლის გარდა, სახლს აქვს სატრენაჟორო დარბაზი, სამი ოთახი სტუმრებისთვის, სათამაშო ოთახი და სახლის კინოთეატრი. ეს სიამოვნება თითქმის 4 მილიონი ევრო ღირს.

17:17 ჟერარ დეულოფეუ მაინც გადავიდა "ევერტონში". ლივერპულურმა კლუბმა 6 მილიონი ევრო გადაიხადა.

17:26 ჰაიკო ვესტერმანი ტოვებს "ჰამბურგს" მარტივი მიზეზით - კონტრაქტი ამოეწურა. ვეტერანი მცველის მომდევნო სამუშაო ადგილი უცნობია.

17:28 ავსტრიის ნაკრების ფორვარდი, რუსეთის ნაკრების კარში გამარჯვების გოლის ავტორი მარკ იანკო ავსტრალიური "სიდნეიდან" შვეიცარიის "ბაზელში" გადავიდა.

17:38 "ტვიტერზე" წერენ: ლონდონის "არსენალის" ოფიციალურმა ფან-შოპმა შეწყვიტა მაისურების უკანა მხარეს მეკარეების - შჩესცნისა და ოსპინას გვარების დაბეჭდვა.

17:47 ტობი ალდერვეირელდი შვებულების დასრულების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს "ტოტენჰემთან". შეგახსენებთ, ბელგიელი მადრიდის "ატლეტიკოს" ეკუთვნის.

17:59 "ვალენსიას", "ლივერპულის", "იუვენტუსის", პსჟ-ს, "ფიორენტინასა" და "ლევანტეს" ყოფილმა ფეხბურთელმა მოჰამედ სისოკომ "შანხაი შენჰუაში" ამოჰყო თავი. ამ გუნდში, სხვათა შორის, ტიმ კეჰილი თამაშობს.

19:06 ლუჩო გონსალესმა ყატარში ფული იშოვა და არგენტინაში დაბრუნდა. 34 წლის ნახევარმცველმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა "რივერ პლეიტთან".

19:51 ჟოზე მოურინიო ფეხბურთელებით დაეხმარება ძველ მეგობარს. "რეალში" პორტუგალიელის ასისტენტი აიტორ კარანკა "მიდლსბროში" მუშაობს და ჟოზეს დახმარება სთხოვა. შემდეგ სეზონს "მიდლსბროში" დაიწყებენ ტომას კალასი და ნათან ეიკი. ისინი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე დარჩებიან "წითლებში".

21:00 The Telegraph იტყობინება, რომ "ბარსელონა" უფასოდ დათმობს ნახევარმცველ ალექსანდრ სონგს. "ჩელსი" უკვე დაუკავშირდა კამერუნელს, მაგრამ "ვესტ ჰემი", სადაც სონგმა გასული სეზონი გაატარა, იმედოვნებს, რომ ისევ გადაიბირებს ალექსს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
მოდელი, რომელმაც "იუვენტუსის" ვარსკვლავი ცოლთან დაშორების შემდეგ დაამშვიდა [PHOTO]
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
როცა მივდივართ, ის კიდევ ვარჯიშობს - დუგლას კოშტა კრიშტიანო რონალდოთი აღფრთოვანებულია
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"მაკგრეგორი ახლა მეტოქეებს ეძებს და ლოჩოშვილი ამისთვის კარგი ვარიანტი იქნება" - ცნობილმა ავსტრიელმა ფეხბურთელმა ქართველს დასცინა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
ფლანგიდან სწრაფი შემტევები? "მილანმა" თვალი კოშტას დაადგა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
დღის ფინტი - დუგლას კოშტამ "აიაქსის" მცველი დაამცირა [VIDEO]
დუგლას კოშტა მუნდიალზე ვეღარ ითამაშებს? - ფეხბურთელის ცოლი ტიტეს ადანაშაულებს
"ფლუმინენსემ" დუგლას კოშტას კონტრაქტი გაუწყვიტა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია