მედლებს ვინ ჩივის, რიოს ოლიმპიადისთვის ლიცენზიების მოპოვებაც არ გაგვიჭირდეს, თუნდაც წინა თამაშებთან შედარებით
ფოტოზე: ავთანდილ ჭრიკიშვილი, ირაკლი უზნაძე და ზურაბ კახაბრიშვილი

ძიუდოს ნაკრები რომ არა, პირველ ევროპულ თამაშებში ქართული დელეგაცია არც ისე წარმატებით გამოვიდოდა.

ჩვენი დამრტყმელი ძალა ამ თამაშებში ყველაზე ბოლოს ჩაება და მაჩვენებელი აგვიმაღლა. მართალია, იმ დროს უკვე გვქონდა დაუგეგმავი და მოულოდნელი მედლები მხატვრულ ტანვარჯიშსა და მშვილდოსნობაში, საკმაოდ კარგად გამოვიდნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც, რომლებმაც 5 მედალი მოიპოვეს და მთლიანობაში, გუნდიც კარგად იყო მომზადებული, მაგრამ მათ გამოსვლას აკლდა მთავარი გვირგვინი - ოქროს მედალი.

აი, სწორედ ეს ხარვეზი შეავსეს ძიუდოისტებმა და ორი ჩემპიონი გაუხდათ. მათი წვლილი გუნდის საერთო მონაგარში რაოდენობრივადაც მაღალია - 16 მედლიდან 6 მათზე მოდის, მაგრამ ხარისხობრივი მაჩვენებელი ბევრად უფრო ფასეულია.

როგორც ვთქვით, ბაქოში დაუგეგმავი მედლებიც მოვიპოვეთ, მაგრამ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადამდე 1 წლით ადრე ზოგადად ქართული სპორტისთვის მაინც მუქი სურათი დავინახეთ - წამყვანი სახეობებიდან (რაშიც, უპირველესად, ჭიდაობები იგულისხმება) ზოგან ძალიან ჩამოვრჩით ლიდერებს, ზოგან სულაც ფსკერზე დავიძირეთ, ეგრეთ წოდებულ "უძრავ სახეობებში" კი არანაირი წინსვლა არაა და კვლავაც მაჩანჩალებად ვრჩებით.

ვერაფრით ვახერხებთ ისეთ მასობრივ, მრავალდისციპლინიან სახეობებში საერთაშორისო სტანდარტებამდე მიახლოებასაც კი, როგორიცაა საწყლოსნო სახეობები და მძლეოსნობა - სამწუხაროდ, ლიდერებს ძალიან ჩამოვრჩებით.

არასახარბიელო სურათი მივიღეთ სპორტულ ტანვარჯიშში, ნიჩბოსნობაში, ფარიკაობაში...

თუმცა ასაღორძინებელ სახეობებს თავი დავანებოთ და ეგრეთ წოდებულ სტრატეგიულებშიც კი რეგრესია - კრიტიკას ვერ უძლებს ბერძენ-რომაელთა გამოსვლა, რომლებიც საერთოდ უმედლოდ დარჩნენ; სამბისტები, ვგონებ, ამ მასშტაბური თამაშების გავლენის ქვეშ მოექცნენ და ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლეს (აკი ამას თვითონაც ამბობდნენ); მოკრივეებიც უმედლოდ დარჩნენ, ტყვიის სროლაში კი არათუ მედალი, ლიცენზიაც საჭოჭმანო გაგვიხდა...

მშვილდოსნებმა რაც გააკეთეს, იმ ასპექტში ეს ძალზე კარგია, მაგრამ ის მედალი არაოლიმპიურ დისციპლინაშია მოპოვებული, ოლიმპიადაზე კი, სადაც ძლიერ ევროპულ ქვეყნებს - უკრაინას, საფრანგეთს, რუსეთს, გერმანიას და სხვებს კორეა, ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, მექსიკა და სხვებიც დაემატებიან, ძალიან გაგვიჭირდება.

კარგი იყო ძიუდოისტების გამოსვლა, რომლებმაც საკმაოდ მაღალ დონეზე მომზადებული გუნდი ჩაიყვანეს, რომელსაც ეტყობოდა მწვრთნელთა ხელი, და დაამტკიცეს, რომ მსოფლიოს პირველობისთვის სწორ გზაზე დგანან. ბუნებრივია, მათ სამუშაო კვლავაც ბევრი აქვთ და ბევრი რამეც უნდა გამოასწორონ, მაგრამ მთავარია, ზუსტად იციან, რა უნდათ და მიზნისკენაც დასახული გეგმის შესაბამისად მიდიან.

ამ გუნდს ეტყობოდა მწვრთნელის ხელი, ადრინდელი ხარვეზები ამჯერად გამოსწორებული იყო. მაგალითად, ამირან პაპინაშვილმა (60) დასძლია ბრინჯაოსთვის ბრძოლის კომპლექსი და ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ ამ ეტაპზე დამაჯერებლად იმარჯვა, ნუგზარ ტატალაშვილმა (73) კი - ფინალისა, ვინც ებრაელ საგი მუკისთან წაგების მიუხედავად, გადამწყვეტ შეხვედრაში მოწოდების სიმაღლეზე იდგა (უბრალოდ, მან მსაჯს ვერ აჯობა), საოცარი პროგრესი ჰქონდა ადამ ოქრუაშვილს (+100), ხოლო მეორე ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) შეტევას კარგად შეუხამა დაცვა. ამასთან, გაუმჯობესებული იყო მთელი რიგი საჭიდაო კომპონენტები.

თავისუფლების უჩემპიონო რიგიანობა

ურიგოდ ნამდვილად არ გამოსულან "თავისუფლები" - 8 კაციანმა გუნდმა 5 მედალი მოიპოვა (2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო), მაგრამ არ იყო ოქრო, რასაც მათგან ნამდვილად ველოდით.

ბუნებრივია, გასათვალისწინებელია ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57) დისკვალიფიკაცია, რომელიც ჩემპიონობის რეალური კანდიდატი იყო, მაგრამ ფაქტია - მას ის შეცდომა არ უნდა დაეშვა და ციმბირული წარმოშობის ავყია ბელარუსს ჩხუბში არ უნდა აჰყოლოდა. თან, იმ მომენტში აგებდა და კაცმა არ იცის, საბოლოოდ გახდებოდა თუ არა ჩემპიონი.

ზოგადად, "თავისუფლებას" ეტყობოდათ მომზადება, მათ ტურისტებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი გვარიანად ჩამორჩებიან წამყვან ქვეყნებს - რუსეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ოქროზე ფიქრი ძალიან თამამი ოცნება მგონია.

არადა, მსოფლიოს პირველობებსა და ოლიმპიადაზე მათ ირანი, აშშ და კიდევ ბევრი ძლიერი ქვეყანა ემატება ანუ მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე ოქროს მოპოვება კიდევ უფრო გაგვიჭირდება.

ფოტოზე: საქართველოს დელეგაცია თამაშების გახსნის ცერემონიალზე

საჭიდაო პრობლემები და დოპინგი

ზოგადად, ჭიდაობაში მოსალოდნელზე მეტი პრობლემა გამოჩნდა. უმთავრესი მაინც ისაა, რომ ფალავნებს ილეთების გაკეთება უნდა შეეძლოთ.

არადა, ბაქოში თუ რამე გდება ვიხილეთ, აბსოლუტური უმეტესობა ძალისმიერი ტიპისა იყო (როცა მეტოქეს აიღებ და გადააგდებ), ქართული ჭიდაობის ილეთები კი ნაკლებად ჩანდა. თან თუ ძალისმიერ სტილში ჭიდაობ, მაშინ ფიზიკურადაც ბევრად უკეთ უნდა იყო მომზადებული, რასაც ჩვენები ვერ ავლენდნენ (ბევრს ჩოქბჯენიდან მეტოქის დატრიალებაც გაუჭირდა) და ჩოქბჯენში ჩაყვანაც უნდა შეგეძლოს.

თუმცა ეს პრობლემა კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც იქ დავინახეთ - სამწუხაროდ, ჩვენი მოჭიდავეები ზედმეტად არიან დამოკიდებულნი იმ რიგის დამხმარე ფარმაკოლოგიურ თუ საკვებ დანამატებზე, რაც დოპინგის კატეგორიაში გადის. ისინი უკვე აშკარად ითხოვენ ამას და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამის გარეშე მათ ვერ წარმოუდგენიათ წარმატების მოპოვება.

თან ბაქოში ერთი სერიოზული სახის დარღვევაც დადასტურდა, რასაც დანაშაულის კვალიფიკაციაც შეიძლება მიეცეს - უკვე ღიად ლაპარაკობდნენ, რომ საქართველოს ჩემპიონატის წინ ფალავნები ნამდვილად იღებენ დამხმარე საშუალებებს, რის გამოც აქ კარგად ჭიდაობენ, მაგრამ უცხოეთში საკუთარ თავს არ ჰგვანან.

როცა მაისში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე ამის შესახებ ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა განაცხადა, აქ წამლებს იღებენ და მერე უცხოეთში შეგნებულად აგებენ, დოპინგზე რომ არ ჩავარდნენო. ამან მეხის გავარდნასავით დაიქუხა, მაგრამ ბაქოში, ზედ დარბაზში მწვრთნელებსაც და ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებსაც წამოსცდათ, აი, ეს იცის, საქართველოს ჩემპიონატზე რაღაცებით რომ იჭყიპებიანო.

ეს ხმები ბერძენ-რომაელთა ტურნირისას წამოსცდათ, თუმცა ნუ გამოვრიცხავთ, რომ ამ მხრივ "თავისუფლებში" ყველაფერი იდეალურადაა - ბოლო წლებში მათაც ბევრი ჩაუვარდათ დოპინგზე.

არ გამოვრიცხავ, ბერძენ-რომაელთა ისეთი გამოფიტვის მიზეზიც სწორედ ეს დამატებითი რამეები იყოს - შეიძლება, დრო ზუსტად ვერ გათვალეს, თორემ ვერაფრით ამიხსნია, რა მოუვიდათ, რა დაემართათ იქ, რატომ იყვნენ ისე უნიათოდ? მით უფრო, ბევრმა წინა თვეებში ჩინებულად იჭიდავა! მათგან მხოლოდ ზურაბ დათუნაშვილს (74) გამოვარჩევ, რომელიც ნამდვილად გამოირჩეოდა კარგი მომზადებით და მისი უმედლოდ დარჩენა მსაჯების ბრალია. დანარჩენთაგან არა უშავდა ფირუზ წულუკიძეს (66).

ერთი სიტყვით, ეს პრობლემა ჭიდაობაში მწვავედ დგას და მას ფედერაციამ აუცილებლად უნდა მიხედოს.

იქნებ ვინმე მომედავოს, ყველა ქიმიაზეა გადასულიო და დიდწილად მართალიც იქნება, მაგრამ ის რუსები და აზერბაიჯანელები თუ იღებენ რამეს, შედეგსაც აღწევენ. თან რაც უნდა ვილაპარაკოთ, ფალავნებიც ძლიერად ჰყავთ მომზადებული - ილეთებსაც აკეთებენ, ტაქტიკურად სწორად ჭიდაობენ და ფიზიკურადაც მშვენივრად არიან მომზადებულნი.

კარგი იქნება, სპორტსმენებს (არა მხოლოდ ჭიდაობაში) საქართველოს ჩემპიონატის წინაც თუ შეამოწმებენ - მაშინ ზემოხსენებულ მაქინაციას თავიდან ავირიდებთ.

ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა - უცხოეთში თუ შედეგი არ გააკეთეს და დოპინგის შიშით შეგნებულად წააგეს, რაღა აზრი აქვს საქართველოს პირველობის მოგებასო... როგორც ამბობენ, ამით საქართველოს ჩემპიონობისთვის განკუთვნილ ხელფასს ინაღდებენ... არადა, ეს თანხა სულ რაღაც 500 ლარია და ღირს კი ამისთვის კარიერის გაწირვა?

ყოფნა-არყოფნის დილემა

ზოგადად, ბაქოში საჭიდაო სამყარომ ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება: ჩაწყობა, შეხვედრების ყიდვა-გაყიდვა, მსაჯთა არაობიექტურობა, ფეარ-პლეის და ყოველგვარი ზნეობრივი პრინციპების ფეხქვეშ გათელვა - ეს ყველაფერი ჭიდაობისთვის დღესაც თანამდევია. ძაღლის კუდი არ სწორდება და მხოლოდ რაფაელ მარტინეტის შეცვლა საქმეს ნამდვილად არ შველის.

ჩვენთვის ძალიან ცუდია, ჭიდაობას ოლიმპიადის პროგრამიდან თუ ამოიღებენ, მაგრამ სოკ-ში, ოლიმპიურ მოძრაობაში ასეთი გასვრილი სახეობის ადგილი არაა. თუმცა კიდევ უფრო ცუდია, რომ ამ ვაჭრობაში ჩვენებიც აღმოჩნდნენ გარეულნი.

ჩემ მიერ დასახელებული პრობლემების შესახებ საქმის კურსშია ოლიმპიური კომიტეტი. იმედია, სპორტის სამინისტრომაც იცის ამის შესახებ და ორივე ერთად ზომებსაც მიიღებს, თორემ "სპორტული ტურიზმი" კიდევ დიდხანს გვექნება გარანტირებული.

ლიცენზიებიც გაგვიჭირდება

ბაქოში ნანახით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მედლების მომპოვებელი სახეობების გეოგრაფია თანდათან მცირდება. თუმცა მედლები კი არა, რიოს ოლიმპიადისთვის ლიცენზიების მოპოვებაც არ გაგვიჭირდეს თუნდაც წინა თამაშებთან შედარებით.

ბაქოში ქართული სპორტის მთელი სპექტრი იყო წარმოდგენილი, რასაც რიოსთვის მხოლოდ ძალოსნობა თუ დაემატება, არცთუ კარგი რეალობა ვიხილეთ. ძალოსნობას ნამდვილად აქვს პერსპექტივა; ვთქვათ და კრივშიც ნუ გამოვრიცხავთ "გასროლას", ოღონდ აქ დიდწილად მაინც გამართლებაზე ვართ დამოკიდებული, მეტ ოპტიმისტურს კი ვერაფერს გეტყვით;

ტანვარჯიშში სალომე ფაჟავა უდავოდ ძალზე ნიჭიერი სპორტსმენია, მაგრამ ოლიმპიადაზე მსაჯთა გულის მოგება ბევრად ძნელი იქნება;

ფოტოზე: სალომე ფაჟავა

ფარიკაობაში სანდრო ბაზაძეს ის უგუნური დისკვალიფიკაცია რომ არ მიეღო, იქნებ ბაქოში კი მოეპოვებინა შედეგი, ოღონდ საოლიმპიადოდ ეს დიდი ოპტიმიზმის იმედი ვერ იქნებოდა.

აბა, სხვა რომელი სახეობებიდან ველოდებით მედლებს? ისიც საკითხავია - დაფინანსების გაზრდის მერე რატომ უარესდება შედეგები?

ახალგაზრდების პერსპექტივა

ბაქოში ძიუდოისტების, თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა და მხატვრული ტანვარჯიშის გარდა, კარგი რაც გამოჩნდა, ეს მშვილდოსნობასა და ტყვიის სროლაში არსებული ახალგაზრდა თაობა და დამაიმედებელი პერსპექტივაა.

ტყვიის სროლაში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს 15 წლის ლიზი კილაძემ და ნინო სალუქვაძის შვილმა, 17 წლის ცოტნე მაჭავარიანმა, რომლებიც სულ რამდენიმე ქულით ჩამორჩნენ ფინალურ ოქტეტს. კილაძემ 379 ქულით დამატებითი მაჩვენებლით სალუქვაძესაც კი გაუსწრო, თუმცა ეს შედეგი 5 ქულით ნაკლებია მის პირად რეკორდზე, მაჭავარიანმა კი, პირიქით, გააუმჯობესა თავისი მიღწევა და ის 574-მდე გაზარდა, რაც ახალგაზრდებში ქვეყნის რეკორდია.

არადა, ახალ თაობაში კიდევ ბევრია კარგი მონაცემების მქონე. თუნდაც ბიჭების წლევანდელი გამოსვლა გავიხსენოთ, როცა მარტში ახალგაზრდების ევროპირველობაზე გუნდურში ბრინჯაო მოიპოვეს.

ფაქტია, მათზე ფულის დახარჯვა ღირს, როგორც მშვილდოსნებზე, სადაც ქალებისგან ველოდით წარმატებას, მაგრამ ლაშა ფხაკაძემ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა და დაამტკიცა, რომ ბევრის მიღწევა შეუძლია. ჯერ მას გამოცდილება აკლია, თუმცა 21 წლისაა და ეს არც გაემტყუნება.

ფოტოზე: ლაშა ფხაკაძე

აი, ქალთა ნაკრებს უფრო სტაბილურობა აკლია და მათი მთავარი მიზანი ამ კომპონენტის ამაღლება უნდა იყოს, რათა ძლიერ მეტოქეებთან მოგებას უფრო სუსტებთან წაგება არ მიაყოლონ, კარგი სერიის შემდეგ არ ჰქონდეთ ჩავარდნა.

ფაქტია - ევროპის მასშტაბით მათაც შეუძლიათ მედლის მოპოვება. მათი ბოლოდროინდელი შედეგები პირობების ცოტათი გაუმჯობესებამ მოიტანა და, იმედია, დაფინანსება არ შეუმცირდებათ. თან, აუცილებელია მასობრიობის გაზრდაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზურაბა
ხალხო მოდით რეალობას შევხედოთ რა!!! მთელმა საქართველომ იცის, რომ ნინო ფანჩულიძე იყო უძლიერესი მსროლელი და ისიც ვიცით, რომ ნინო სალუქვაძე მივლინების ფულების წილში უზის ყველა სპორცმენს!!! ზის თავად და არ იკარებს არავის - ფულის საჭრელი დაზგა აქვს მოწყობილი!!!
ირაკლი თავაძე
zaza - კი, ემზადებიან. თვითონ სალკუქვაძის ტირიდანაც მოდიან კარგი ბავშვები, ასკ-ს ტირიდანაც და ქუთაისიდანაც. მაგალითად, ახალგაზრდა ბიჭების გუნდიდან, რომელმაც მარტში ევროპის ჩემპიონატზე გუნდურში ბრინჯაო მოიპოვა, ვლადიმერ მაიოროვი სკა-ს ტირიდანაა, აკაკი მოსულიშვილი კი თავად სალუქვაძის ტირიდან. ქუთაისს რაც შეეხება, იქაურებმა ძაან პირველყოფილ პირობებში ნაკრებს ორი მაღალი დონის ახალგაზრდა გაუზარდეს - ლიზი კილაძე და ნინო ფანჩულიძე. სხვა საქმეა, ფანჩულიძეს თუ არავინ მიხედა (პირველ რიგში - სამინისტრომ, ოლიმოპიურმა კომიტეტმა და ქუტაისმა), რის გამოც დღეს აღარ ვარჯიშობს ის გოგო.
zaza
და რა მაინტერესებს იცით, სალუქვაძისა დამისი ბიჭის გარდა საქართველოში ვინმე ემზადება ტყვიის სროლაში? მიუხედავად ნინოს პატივისცემისა, ამ საკითხს თუ ყურადღებას მიაქცევენ მავანნი, კარგი იქნება. რაღაც სხის არ გახარებას გავს
kvachi
ესიმის ნიშანია დგეს საქართველში არპრფესნალების ზეიმია ამას ვიკით ეხლა აზრბაჯანს ათივით ვასწრებდით ყველფერში აქ დაფიანსებაში რათქმუნდა სხვაბა მაგრმ დავნახეთ მთვარი სწორი მიდგოაქვს საქმისადმი შედეგსაც იმკის
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში: ბაქოს ორმაგი დატვირთვა
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატი. ტყვიის სროლა: ბაქოში გამრუდებული სამიზნე
ლიზი კილაძემ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: უფინალოდ და ულიცენზიოდ
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
შმაგი ბოლქვაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე სირცხვილისგან გვიხსნა
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
მოჭიდავე ფირუზ წულუკიძეს მუსულმანობის გამო ტერორისტებთან კავშირს აბრალებენ
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
სირცხვილია - ბაზაძე ამერთან წაგების შემდეგ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებას აპროტესტებდა [VIDEO]
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
უარი სპორტულ ტურიზმს! - ელგუჯა ბერიშვილი ბაქო 2015-ს კრიტიკულად აფასებს
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"არ მინდოდა, არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს!..." - რას წერს სანდრო ბაზაძე?
ფარიკაობის ფედერაციის საჩივარი - ბაზაძე მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა
ორი ჯოკერი ნაკრებში - პეტრიაშვილი და ქაჯაია, შეუჩერებელი ტალანტები
"ეს არის სპორტი, სადაც უკვე წლებია განუკითხაობაა და საშინელებები ხდება…იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ შემაზიზღონ, აქ სამართალი არ არსებობს..." - სანდრო ბაზაძე მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებს ეხმაურება
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
2 ივლისს ახალგაზრდა მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებენ
ვისთან ვაგებ-მეთქი, - როგორ იხსენებს ბაქოს ფინალს ავთანდილ ჭრიკიშვილი
ადამ ოქრუაშვილი: ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ბევრმა ჩამომწერა
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
დღის კარიკატურა: ჩვენი მხსნელები - ძიუდოს მესი და ონილი
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ნინო სალუქვაძემ ვაჟთან ერთად ევროპულ თამაშებზე საქართველოს მე-17 მედალი მოუტანა!
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
24 წლის სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა
საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
ახალგაზრდა ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" მსოფლიოს პირველობის პირველი დღე ჩააგდეს
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
ევროპის ჩემპიონატი: ლიზი კილაძეს ფინალამდე ერთი ქულა დააკლდა
მედია და "გაბუტული" სპორტსმენები - ბაქოში დანახული ქართული პრობლემები
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
წვერის სკანდალი ჭიდაობაში გრძელდება - ამჯერად აზერბაიჯანში
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
თბილისის ღია თასი: როდის დააფინანსებენ ფედერაციებს?
სალომე ფაჟავას სუპერ გამოსვლა "ქუინის" მუსიკის ფონზე [VIDEO]
ფაჟავა ფინალში ვერ გადავიდა...
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
მიუნხენის ტურნირი: ცოტნე მაჭავარიანის მორიგი რეკორდი
ბიჭები ახლებურად ივარჯიშებენ - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ქალების ისტორიული წარმატება
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
ლიზი კილაძემ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
სალომე ფაჟავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ირაკლი უზნაძე: სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის დასვენებას ვერ ვახერხებთ
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
სკანდალი ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე - სალომე ფაჟავას მედალს გადასცემენ?!