ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა რუსეთს მოუგო, რომლის ღირსებასაც გიორგი მელქაძე იცავდა
ესპანურ ფეხბურთს მომავალში არაფერი ემუქრება - საბერძნეთში 6-19 ივლისს გამართულ 19-წლამდელთა ევროპის პირველობაზე ლუის დე ლა ფუენტეს ნაკრებმა იმარჯვა, რომელმაც ფინალში რუსეთის ნაკრები დაამარცხა. ეს ესპანელთა მე-10 ტიტულია.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ეს ის ტურნირია, სადაც მოხვედრას გიორგი დევდარიანის დამოძღვრილი გუნდი ლამობდა. საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისში გაიმართა და ელიტრაუნდში ჩერნოგორიისა და საქართველოს ნაკრებები გავიდნენ, მიღმა კი კვიპროსი და რუმინეთი დარჩა.

ელიტრაუნდიც თბილისში გაიმართა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო - პირველ ადგილზე ესპანეთის ნაკრები გავიდა, მეორეზე პორტუგალია, ჩვენ მესამე ადგილით დავკმაყოფილდით, თურქეთი კი ბოლო იყო. ფინალურ ეტაპზე კი მხოლოდ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი გავიდა, რომელმაც იმარჯვა კიდევაც ევროპის ჩემპიონატზე.

U19. საქართველო-ესპანეთი 1:4 - ელიტრაუნდი წაგებით დავიწყეთ [VIDEO]

ფინალურ ტურნირს ლარისამ, ვერიამ და კატერინიმ უმასპინძლა. A ჯგუფიდან ნახევარფინალში საფრანგეთი და საბერძნეთი გავიდნენ, B ჯგუფიდან კი - რუსეთი და ესპანეთი. ამ ქვეჯგუფში უნიკალური სიტუაცია შეიქმნა - ყველა მონაწილემ 4-4 ქულა დააგროვა. რუსებს და ესპანელებს გოლთა დადებითი ბალანსი ჰქონდათ, ჰოლანდიელებს - ნულოვანი, ხოლო გერმანელებს - უარყოფითი.

ნახევარფინალებში ესპანელებმა მარკო ასენსიოს დუბლის წყალობით დაამარცხეს აქამდე დაუმარცხებელი ფრანგები, ხოლო რუსებმა უბრალოდ ქვა-ქვაზე არ დატოვეს საბერძნეთის ნაკრებისგან - 4:0.

ფინალი კატერინიში გაიმართა და ესპანელებმა შური იძიეს ჯგუფში მარცხისთვის რუსებზე - 2:0. ანგარიში თავურით ბორხა მაიორალმა გახსნა 39-ე წუთზე, ხოლო შეცვლაზე შესულმა მატია ნაუელმა რუსების კარი 78-ე წუთზე დალაშქრა. რომ არა რუსთა გოლკიპერ ანტონ მიტრიუშკინის საოცარი "სეივები", ანგარიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.

ეს ესპანელთა მე-7 ტიტულია ბოლო 14 წელიწადში! ბორხა მაიორალი 3 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"დღეს მე ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. რუსებს დიდებული გუნდი ჰყავთ, მათ ძალიან გაგვიძნელეს საქმე. ჯგუფურ ეტაპზე მათთან მარცხი კიდევ უკეთესი მოტივატორი გამოდგა.

ფინალი ამ ტურნირზე საუკეთესოდ ვითამაშეთ და ალბათ, კარიერაშიც. მეტოქეს ვჯობდით, მაგრამ, სანამ მეორე გოლი არ გავიტანეთ, არ ამოგვისუნთქია. ჩემი გუნდი დაუკმაყოფილებელია, მას არასოდეს სწყინდება გამარჯვებები.

რუსებთან წაგებამ მათზე ძალიან იმოქმედა. ბიჭებს თასის მოგება სურდათ, ამიტომ ბოლომდე დაიხარჯნენ და ბრწყინვალედ ითამაშეს", - განაცხადა ესპანელთა თავკაცმა.

აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე უკრაინის ნაკრებში ბექა ვაჩიბერაძე ირიცხებოდა, ხოლო რუსეთის გუნდში - გიორგი მელქაძე.

უეფას ოფიციალურმა საიტმა შეარჩია ის 10 ფეხბურთელი, რომელთაც ფინალურ ეტაპზე გაიბრწყინეს და სამომავლოდ ვარსკვლავობის განაცხადი გააკეთეს.

მარკო ასენსიო (ესპანეთი)

მისი დიდებული მონაცემები გერმანიასთან მატჩში ბრწყინვალედ გამოჩნდა, თუმცა ასენსიომ ნახევარფინალში ფრანგებთან გაიბრწყინა, როცა მეტოქეს ორი სოლო-გოლი გაუტანა. ფინალში ორივე საგოლე პასი მისია. პრინციპში, ასენსიო უკვე ვარსკვლავია.

დანი სებალიოსი (ესპანეთი)

ესპანეთის ნახევარდაცვის გული, გამთამაშებელი. მას კარგად აქვს დაბალანსებული შემტევი და დაცვითი ფუნქციები. ძალიან მშრომელი ნახევარმცველია.

მაქს კრისტიანსენი (გერმანია)

ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემები ეხმარებოდა ორთაბრძოლებში გასამარჯვებლად. "ინგოლშტადტის" ნახევარმცველი სტაბილურობის განსახიერებაა.

იოელ დრომელი (ჰოლანდია)

მეკარეს დიდებული რეფლექსები აქვს, სწრაფად აზროვნებს და დაცვას კარგად კარნახობს. აი, თანაგუნდელებმა კი დრომელი დააღალატეს. ერთხელ საკუთარ კარშიც გაიტანეს.

ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი)

ცსკა-ს ნახევარმცველი. 90 წუთი მარტო ერთხელ ითამაშა ტურნირზე, მაგრამ რუსების ფინალში გასვლაში დიდი წვლილი მიუძღვის. ესპანეთთან და საბერძნეთთან გადამწყვეტი საგოლე პასები აკეთა.

საშა ჰორვატი (ავსტრია)

ავსტრიელთა საუკეთესო ფეხბურთელი, თავიდან ბოლომდე ითამაშა სამივე მატჩი ჯგუფურ ეტაპზე.

კონსტანტინოს კოსტარისი (საბერძნეთი)

პირველ ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. მეკარე ფეხით კარგად თამაშობს, გამოსვლებზეც კარგია.

სამედ კილიჩი (საფრანგეთი)

დიდებულად ასრულებს საჯარიმო დარტყმებს. ის უკვე "ოსერის" ძირითადი გუნდის უცვლელი წევრია.

რამილ შეიდაევი (რუსეთი)

"ზენიტის" ფორვარდს საკვალიფიკაციო მატჩებში უკვე 10 გოლი ჰქონდა გატანილი. ამას მან ფინალურ ეტაპზე 2 გოლი დაუმატა - 12 გოლი კი 19-წლამდელთა ტურნირის ახალი რეკორდია.

ოლექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა)

ფეხბურთელი, რომელიც მუდამ ბურთს ითხოვს. "უფას" ნახევარმცველს ხშირად ეუხეშებოდნენ მეტოქეები.

მომდევნო ტურნირი გერმანიაში 2016 წლის ივნის-ივლისში გაიმართება. 8 მონაწილიდან ჯერ მხოლოდ მასპინძელი გერმანიაა ცნობილი.

საქართველოს ნაკრები ამ ასაკობრივ კატეგორიაში წარმატებულ გუნდად ითვლება (რეიტინგით მეშვიდეა), ამიტომაც განთესილთა შორის იყო - ჩვენი გუნდი მე-8 საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდა, რომლის თამაშებიც 12-17 ნოემბერს საქართველოში გაიმართება.

მეტოქეები ავსტრია, ალბანეთი და უელსია, ელიტრაუნდში ორი გუნდი გადის (პლუს ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი 13 ჯგუფიდან).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
მაგრამ ორ დღეში რა უნდა ქნას ჩივაძემ?!ეს ახალგაზდრები ნახევარზე მეტი უთამაშებელია,ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ბატონი საშა
giorgi
ჩივაძე ყველაზე მაგარი მწრვთნელია!ერთი ბატონი საშას იმედი მაქვს
მწარე
რატომ ,,წაართვით'' ეს ბიჭები მაისურაძეს ?/ ვინაა პასუხისმგებლები ამ ნაკრებში დევდარიანის
kaci
ბიჭებს და ვ.მაისურაძის შტაბს წარმატებები.ევროპის ჩემპინები გამხდარიყავით!
შაკო
19 წლიანებში მეშვიდე ვართ ევროპაში, ხოლო დიდებში 51-ე. ასეთ კონტრასტს სხვაგან ვერსად იპოვით
ynwa
რაღა გვიჭირს!!! ავშენებულვართ!!!
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრის" ახალი მწვრთნელი ჰყავს
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]
"რეალი" ფინანსური პრობლემის გამო 7 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"რეალი" თანახმაა გუნდის 2 ფეხბურთელი გაასხვისოს
მარკო ასენსიო პსჟ-დან "ასტონ ვილაში" გადავიდა
6 თვის უთამაშებელ არდა გულერს სებალიოსი სადებიუტო მატჩში ჯარიმის დარტყმაზე ეკამათა [VIDEO]
"ნაპოლიმ" და "პარი სენ ჟერმენმა" შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს
მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
დანი სებალიოსი: "რეალში" ბედნიერი არ ვიყავი
"რეალის" ფეხბურთელს ტრავმის გამო ორი თვე უქმობა მოუწევს
ასენსიოს პსჟ-ს დამწუხრების შანსი ექნება - "ასტონ ვილას" მისი დატოვება სურს
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
Foot Mercato: კვარაცხელიას კონკურენტს პირადი პრობლემა აქვს - პსჟ-ში დიდი ცვლილებები იგეგმება
სებალიოსმა პრემიერლიგის განახლების თარიღი დაასახელა
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
შეუძლია თუ არა მელქაძეს საქართველოს ნაკრებში თამაში? - იურისტი განმარტავს
"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს
ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
კავაზაშვილი: მელქაძისთვის საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ემოციური აღმასვლა იქნება
"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
მარკუს რაშფორდი და მარკო ასენსიო იჯარის წესით "ასტონ ვილაში" ითამაშებდნენ