"ის ბურთი უნდა გამეტანა... სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენე ის შანსი, მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა"
დღეს, 21 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, გორის "დილა" შინ სერბულ "პარტიზანს" დაუხვდება. პირველი შეხვედრა ბალკანელებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია - "თენგიზ ბურჯანაძეზე" დიდი ბრძოლის მოლოდინში ვართ.

დილა VS პარტიზანი - შევუტიოთ, ბიჭებო, პარტიზანებს!

გვესაუბრება "დილას" 31 წლის შემტევი ოთარ მარცვალაძე, ვისაც საევროთასო გამოცდილება საკმარისად გააჩნია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჩაუტარებია არაერთი მატჩი.

- ოთარ, თავდაპირველად გვითხარით, როგორი განწყობაა გუნდში?

- იდეალური, ოპტიმისტური. ვემზადებით მოსაგებად. ფაქტია, ძალიან რთული თამაში გველის, მაგრამ ჩვენ ყველას მიგვაჩნია, რომ შეიძლება წარმატების მიღწევა. დანარჩენს უშუალოდ თამაში დაგვანახვებს.

ერთი ვიცი - თითოეული ჩვენგანი მინდორზე ასი პროცენტით და მეტითაც კი დაიხარჯება.

- ბევრი "პარტიზანს" უპირობო ფავორიტად მიიჩნევს, მათ შორის - წამყვანი ევროპული საბუკმეკერო კანტორები. იზიარებთ ამ შეფასებას?

- სიმართლე გითხრათ, ამას არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას და არც ახლა ვაქცევ. ფეხბურთში ყოველთვის ფავორიტი ვერ იმარჯვებს. ჩვენ უნდა გავიდეთ მინდორზე და ჩვენი თამაში ვითამაშოთ. დანარჩენი უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას გამოჩნდება.

- პირველი მატჩის გარჩევა თუ გქონდათ?

- კი, გავარჩიეთ ის შეხვედრა. გამახვილდა ყურადღება რამდენიმე ნიუანსზე. თამაშამდე კიდევ გვექნება თეორია და უფრო დაწვრილებით იქ გავარჩევთ "პარტიზანთან" მატჩის სტრატეგიულ გეგმას.

პარტიზანი-დილა 1:0 - მაგრამ ეს არ იყო ღირსეული მარცხი [VIDEO]

- რას იტყვით მეტოქეზე, როგორი გუნდია?

- ძალიან კარგი, ძლიერი გუნდია. ამის მიუხედავად, მჯერა - არ არის ისეთი მეტოქე, რომლის ბარიერის გადალახვაც არ შეიძლება...

- ვის გამოარჩევდით სერბთაგან?

- ჩემი აზრით, "პარტიზანის" მთავარი ძალა მაინც გუნდურობაშია. ამის მიუხედავად, მათ ჰყავთ ორი გამორჩეული ინდივიდუალისტი. პირველი, ესაა ბაბოვიჩი, რომელსაც მთელი თამაში მიჰყავდა და ასევე, სერბეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ბრაშანაცი, რომელიც ძალიან მწვავე იყო ბელგრადულ მატჩში...

- ოთარ, "დილამ" ვერ აჩვენა სერბეთში თვალსასეირო თამაში, მაგრამ მომენტები მაინც გქონდათ, მათ შორის - თქვენც. რატომ ვერ მოხერხდა გატანა?

- მართლაც იყო მომენტები, როგორ არ იყო?!. ჩემი შანსიც გამოსაყენებელი იყო... ის ბურთი უნდა გამეტანა...

- გვგონია, რომ ჩვეულ სპორტულ ფორმაში მყოფი ოთარ მარცვალაძე ათიდან ცხრას მაინც გაიტანდა იმ პოზიციიდან...

- უნდა დაგეთანხმოთ... სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენე ის შანსი, მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა.

რაც შეეხება ჩემს სათამაშო ფორმას, "დილასთან" ერთად ძალიან ნაყოფიერი შეკრება გავიარე, მაგრამ ოფიციალური შეხვედრები და სათამაშო პრაქტიკა, ალბათ, მაინც სულ სხვაა.

- შევეხოთ გუგა ფალავანდიშვილის ეპიზოდსაც. არსებობს მოსაზრება, რომ ის წითელ ბარათს არ იმსახურებდა...

- ნამდვილად არ იმსახურებდა. არ ვიცი, რატომ მიიღო მსაჯმა ასეთი გადაწყვეტილება. გასაგებია მასპინძლის ფაქტორი, მაგრამ...

- "დილა" ძალიან "უკნიდან" თამაშობდა. არა მგონია, ეს მწვრთნელის დავალება ყოფილიყო...

- რომელი მწვრთნელი ეტყვის ფეხბურთელს, მხოლოდ კარში ჩადექითო... ყველა მწვრთნელს უნდა, რომ გუნდმა შეუტიოს, კარში დაარტყას, გოლი გაიტანოს... ბელგრადში ასეთი თამაში იყო იმიტომ, რომ მეტოქე გამუდმებით უტევდა, მაგრამ მჯერა, გორში ყველაფერი სხვანაირად იქნება და "დილა" გაცილებით მეტს შეუტევს...

- სამწუხაროდ, "დილა" ევროთასებზე მოასპარეზე ერთადერთი ქართული გუნდია. ეს, ალბათ, პასუხისმგებლობას გმატებთ...

- რა თქმა უნდა!. ძალიან მტკივა გული იმის გამო, ყველა ქართული გუნდი რომ გავარდა ევროპის ლიგიდან. ჩვენ გვესმის, რომ დღეს "დილა" მთელი საქართველოს გუნდია. თქმა რად უნდა, ძალიან რთული იქნება, მაგრამ თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს უნდა გადაახტეს, რათა საქართველოს ერთი გუნდი მაინც შერჩეს ევროტურნირებზე.

- რას ეტყოდით გულშემატკივარს?

- ვეტყოდი ერთს: მოვიდნენ და ბოლომდე დაგვიდგნენ გვერდში. მჯერა, ეს ასეც იქნება. ჩვენ კი შევეცდებით, გავახაროთ ისინი. "დილა" ყველაფერს გააკეთებს საამისოდ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

miloshevich
მართალს იძახის "პარტიზანი" დიდი არაფერი გუნდი არ არის უბრალოდ ესენი არიან უვარგისები სამწუხაროდ!
gia
14.07.2015. პარტიზანი-დილა - total atempts: 21-1, on targeet: 9-0, off target: 7-1, corners: 14-1, yellow cards: 0-5, red cards: 0-1, fouls committed: 6-18, ... "პარტიზანი ვერ არის ისეთი გუნდი":))))
gia
როგორი ისეთი ვერ არის? თუ ისეთი ვერ არის, რატომ ვერცერთხელ ვერ შეუტიე და კარში ვერ დაარტყით? მაშინ თქვენ როგორები ხართ?
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ზორან მილინკოვიჩი: დაცვაში ჯდომას არც ჩვენ ვაპირებთ!
მონტენეგროში დამარცხებული კორონავირუსი ბელგრადულმა დერბიმ გააცოცხლა
სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...
"დილა" გორში ბელგრადის "პარტიზანთან" მარცხდება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ნახვამდის, ევროპავ - "დილა" ბელგრადის "პარტიზანთან" გორშიც დამარცხდა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
დილა-პარტიზანი 0:2 - აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ... [VIDEO]
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა