გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა სტუმრებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს
წლევანდელ ევროთასებზე ქართული გუნდების ასპარეზობა 21 ივლისს დასრულდა - გორის "დილამ" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი ბელგრადის "პარტიზანთან" საკუთარ მოედანზეც დათმო და ტურნირს დაემშვიდობა.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა სტუმრებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ბელგრადში "პარტიზანმა" მინიმალური ანგარიშით მოიგო.

თამაში უფრო აქტიურად თითქოს სერბებმა დაიწყეს, თუმცა გორელებმა მალევე რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს და მეტოქეს აგრძნობინეს, რომ პირველი მატჩისგან განსხვავებით, მთელი გუნდით დაცვაში დგომას არ აპირებდნენ... პირველი ნახევარი საათის მიხედვით, მასპინძელთა მდგომარეობაზე უიმედო ნამდვილად არ ითქმოდა, მაგრამ 37-ე წუთზე გოლი მივიღეთ და პრაქტიკულად, ყველაფერი აქ დასრულდა.

მარჯვენა ფრთაზე ნემანია პეტროვიჩმა ოსტატურად ჩამოიცილა დავით ხურცილავა და ლაშა გვალია და ბურთი საჯარიმოში უმეთვალყურეოდ მყოფ დარკო ბრაშანაჩს გადააწოდა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1.

"დილას" გათანაბრების კარგი შანსი ტაიმის მიწურულს, კუთხურის დროს ჰქონდა, მაგრამ ირაკლი მოდებაძის თავურის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა "პარტიზანის" კარს.

მეორე ტაიმი უჩა სოსიაშვილმა ორი ცვლილებით დაიწყო - გიორგი პაპავასა და გიორგი ილურიძის ნაცვლად მოედანზე მათე კვირკვია და ისლამ მაშუკოვი შეუშვა, თუმცა ამან შედეგი არ მოიტანა.

შეტევაში დიდი ძალებით წასული "დილას" კარში მეორე გოლის გატანა აბუბაქარ უმარუს უკვე 50-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ გორელთა უკრაინელ მეკარე ოლეკსეი შევჩენკოს ვერ აჯობა. სამაგიეროდ, სერბთა კამერუნელმა ლეგიონერმა შანსი 64-ე წუთზე უკვე აღარ გაუშვა ხელიდან - 0:2.

დარჩენილ დროში დასამახსოვრებელი ორი ეპიზოდი იყო - 68-ე წუთზე უცნაურ ვითარებაში ყვითელი ბარათები გიორგი ნავალოვსკიმ და ოთარ მარცვალაძემ მიიღეს, რომლებიც პოლონელმა მსაჯმა დანიელ სტეფანცკიმ გაბრაზებულ გორელ ქომაგთან "საქმის გარჩევისთვის" გააფრთხილა.

რაც შეეხება მეორე გამოსარჩევ ეპიზოდს - ეს 88-ე წუთზე გიორგი ერისთავის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო, რის შემდეგაც ბურთი ხარიხას მოხვდა...

და კიდევ, ადგილობრივი ქომაგით გადავსებულ გორის ცენტრალურ სტადიოზე მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში სტუმართა დელეგაციის ბედნიერი ყიჟინა ისმოდა - დელეგაციის, რომელიც სულ რამდენიმე ადამიანისგან შედგებოდა.

გორის "დილამ" მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: შევჩენკო, ხურცილავა, ბაგაევი, კობახიძე, ნავალოვსკი, პაპავა (46, კვირკვია), ილურიძე (46, მაშუკოვი), ძარია, გვალია, მოდებაძე, მარცვალაძე (82, ერისთავი).

ასევე იხილეთ:

პარტიზანი-დილა 1:0 - მაგრამ ეს არ იყო ღირსეული მარცხი [VIDEO]

irakli
აი ბიბო მაგ აზრისგანაც შორს ვარ რომ ძარია აზრზე არ არი თუნდაც...
bibo
ირაკლი მე იმას ვიძახი რო სწორი სასტავის დაყენება უნდა შეეძლოს გუნდს ძარია რომელიც აზრზე არ არის ხო სასტავში არ უნდა იყოს და რაზმაძე სკამზე არ უნდა იჯდეს ესაა სამართალი თორე რო წავაგეთ და გვაჯობეს ეს ყველამ დაინახა.
irakli
სულ ბაგაევის ბრალია და სოსიაშვილის კიდე. აი რაზმაძე რო ყოფილყო ლიგას მოვიგებდით... :)))) ლანძღვას და კრიტიკას არაფერი არ უდგას წინ... ყველა ორთაბრძოლა წავაგეთ და ყველა გამოვარდნილ ბურთზე მეტოქე გვასწრებდა, ფიზიკურად გადაგვიარეს რასაც ჰქვია, რაზმაძე და ბაგაევი და ჯუღელი და ესა თუ ის სასტავი არაფერ შუაშია... ძირშია მისახედი ყველაფერი ძალიან ძირში
irakli apkhaidze
კი არ უნდა დაანებო თავი უნდა მიხედო როცა ფატალურად მისახედია. თავის დანებებას არაფერი არ უნდა... და ძაან მაინტერესებს (რაც ბევრჯერ მიკითხავს) გულისამრევ კომენტარებს რომ წერენ რამდენი ლარი აქვთ გადახდილი ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე როგორც თავიანთი წვლილი და საერთოდ რამდენი თამაშს არიან დასწრებული (ჯანდაბას გადახდა)
gio
კომენტარებს ნუ ჩეხავთ
ira
ნო ნევრიულობთ არველაძე გახდება პრეზიდენტი და გვეშველება ...აააააააააავა ტგვენს პატრონს
ira
ნო ნევრიულობთ არველაძე გახდება პრეზიდენტი და გვეშველება ...აააააააააა
bibo
ჟორჟიკა მართალია ჯუღელმა გადაწყვიტა ყველაფერი გუშინდელი სასტავი რაზმაძე რატო არ იყო, ბაგაევი მაგარი ხეა რა უნდოდა სასტავში და ბლოხინი სკამზე უჯდა, უჩა წადი რა ბიძიკო გარტყმაში არ ხარ მწვრთნელობის
jorjika
ეს არის ქართულ ფეხბურთში არა პროფესიონალები რომ მუშაობენ და ორი თამაშის მანძილზე კარშიც ვერ ვურტყავთ სოსიაშვილს თავისი თავი კაპელო ჰგონია უკვე და ავიწყდება ის რომ თუნდაც სასტავის დაყენება არ შეუძლია ჯუღელის გარეშე თან როგორი გაბრექილი დადის ... ნეტა მართლა რამეს წარმოადგენდეს მაგის ადგილზე პატიოსანი კაცი წასვლაზე დაფიქრდებოდა მარა სად აქვს მაგას ნამუსი და სინდისი შარშანდელი ჩემპიონატის არ იყვეს მოათრია თავისი მეჯვარე თექთურმანიძე აშოვნინა ფული და მართლა ვინც იმსახურებდა გუნდში ყოფნას ადამაძე გუნდიდან გაუშვა ყველაფერს თავი დაანებთ ჩემპიონატში ერთ ლიდერს ვერ მოუგო თამაში ისე გახდა ჩემპიონი ჩვენი კაპელოს... უჩიკო
Goga
ეს კაპიკები მილიონებს ითვლის. ხოდა მილიონები არ სჭირდება ჩვენ ფეხბურთს. გადაუგდონ ბურთი როცა ეცლებათ და ითამაშებენ თეკლესა არადა ჩემს .... მაინც ყველასთან ვაგებთ და რა აზრი აქვს ფულის ყრას???
dato
რომელი ფულით ფინანსდება ქართული ფეხბურთი??? კაპიკებით? დანარჩენი მილიონები ხომ გატეთრებული ფულია რომელიც ჯიბეებში მიდის.
Goga
"ქართული ფეხბურთი" მოკვდა, 1981 წელი აღარ გამეორდება, "ომონია" და "გაბალა" ჩვენთან შედარებით გრანდები არიან. დააფინანსეთ რაგბი იმ ფულით რასაც ფეხბურთს ახარჯავთ. რაგბისტებმა ბურგუნდიასთან რომ წააგონ (შემთხვევით) ქომაგი ტაშს მაინც დაუკრავს, იმიტომ რომ მათ ეს დაიმსახურეს, ფეხბურთი კი ჩასარეცხია თავისი უნამუსო ფეხბურთელ-მწვრთნელებიან-პრეზიდენტებიანად!!!
svani_7
აღარ გვინდა ქართული ფეხბურთი!!!!! აღარ გამოვიდეთ ევროპის თასებზე არცერთი კლუბი და ნაკრებიც კიდე!!!
თაზო
და ნაკრების თამაში ანტიფეხბურთი არ არის?რატომ რაგბის თამაშებს არ აჩვენებენ და ამ მარაზმს გვაყურებინებინებენ?
ზვიადი
მოვითხოვთ დაანებოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ანტიფეხბურთის პროპაგანდას! შეწყვიტონ ანტიფეხბურთის ღია ეთერში ტრანსლაცია (ნაკრების თამაშების გარდა!)! ანტიფეხბურთი არავის აინტერესებს! ეს თანხა საბავშვო ფეხბურთს მოხმარდეს სჯობია! არა ანტიფეხბურთის პროპაგანდას!!!
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
განდრეი პოტავცევი: პირდაპირ ვამბობ, რომ "გურიაში" ჩამოსვლის მიზეზი ესაა...
გორის "დილას" კარს უზბეკეთში ცნობილი მეკარე დაიცავს
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
უმაღლესი ლიგა. სექტემბრის ლაურეატები: "დილას" თვე!
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ზორან მილინკოვიჩი: დაცვაში ჯდომას არც ჩვენ ვაპირებთ!
ქუთაისის "ტორპედოს" კარს რევაზ თევდორაძე დაიცავს
"პარტიზანი" არ არის ისეთი მეტოქე... ინტერვიუ ოთარ მარცვალაძესთან
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
თბილისის "ლოკომოტივმა" 3 ფეხბურთელი დაიმატა და 1 გაუშვა
საჩხერის "ჩიხურა": ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა და ორი შეკრება თურქეთში
მონტენეგროში დამარცხებული კორონავირუსი ბელგრადულმა დერბიმ გააცოცხლა
სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...
"ლოკომოტივი": გოროზია დაბრუნდა, გვალია ვარჯიშობს, თომაშვილი წავიდა
"დილა" გორში ბელგრადის "პარტიზანთან" მარცხდება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
დილა-პარტიზანი 0:2 - აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ... [VIDEO]
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში... უჩა სოსიაშვილი დუმილს არღვევს
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა