ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

დილა-პარტიზანი 0:2 - აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ... [VIDEO]

დილა-პარტიზანი 0:2 - აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ... [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
ქართული გუნდების ევროტურნირებში მონაწილეობა ექსკურსიას ჰგავს. ჩვენი ფეხბურთის დაბალი კვალიფიკაციის სკოლაში სწავლას რომ მორჩებიან ქართული კლუბები, გაგვიღებენ ხოლმე ბებერი კონტინენტის კარს, დაგვათვალიერებინებენ ევროპულ ფეხბურთს, ჩაგვიტარებენ გაკვეთილებს და გვიშვებენ სახლში საშინაო დავალებებით.

მერე ვითომ ვცდილობთ ამ დავალებების მომზადებას, დადგება ახალი სეზონი, წავალთ ისევ ევროპაში და ასე შემდეგ...

სამწუხაროდ, არათუ კიდევ ვერ მოვახერხეთ მათ შორის ადგილის მოპოვება, არამედ სულ უფრო ვშორდებით ევროპულ ფეხბურთს. განსაკუთრებით, წლეულს მოისუსტეს ქართულმა გუნდებმა, ასე იოლად და ერთბაშად რომ გამოეთიშა ყველა ჩვენი გუნდი ევროტურნირებს. ასეთი რამ, ყველა გუნდი პირველივე ცდაზე რომ გავარდნილიყო, მანამდე ორჯერ მოხდა - 2000/01 და 2003/04 წლების სეზონში.

ახლაც ვერ მივაღწიეთ აგვისტომდე...

ევროფეხბურთის ზღვაში ჩასაძირად განწირული ქართული გემი ბოლოს ქვეყნის ჩემპიონმაც დატოვა, ჩემპიონმა, რომელიც ერთადერთი იმედი იყო ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ალბათ, ბევრი არ იყო ასეთი იმედიანი ქომაგი ბელგრადული მატჩის შემდეგ, მაგრამ რა ქნას ქომაგმა? იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი და ვიზეიმოთ გამარჯვებაო - ასე ფიქრობდა ხალხი...

"თენგიზ ბურჯანაძეზე", რომელიც პირველად მასპინძლობდა ევროტურნირის მატჩს, სრული ანშლაგი იყო. ტრიბუნებზე არა მხოლოდ რიგითი ქომაგი, ქართული სპორტის სხვა სახეობათა ვარსკვლავებიც გამოჩნდნენ, რომლებიც დედაქალაქიდანაც ჩამოვიდნენ თამაშის სანახავად. ესეც დასტური იმისი, თუ როგორ ელოდა ლამის მთელი ქვეყანა ერთ გამონათებას მაინც...

პირველი მატჩის წაგების შემდეგ, ცხადია, "დილას" უნდა შეეტია. გორელთა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმაც აშკარად შესაფერისი შემადგენლობა დააყენა. მასპინძლებმა "პარტიზანის" გასატეხად 4-3-3 ტაქტიკური სქემა შეარჩიეს, თუმცა სერბები მეტოქის განზრახვას მომზადებულნი შეხვდნენ და გორელებს ინიციატივის ხელში აღების საშუალება არ მისცეს.

მე-6 წუთზე სერბებმა გორელ მცველთა შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლეს და დარკო ბრაშანაცის პასით ანდრეი ჟივკოვიჩმა სახიფათო პოზიციიდან დაარტყა - ამ ეპიზოდში "დილა" ოლეკსეი შევჩენკომ გადაარჩინა. თავშივე ვიტყვით, რომ ბრაშანაცმა, რომელიც პირველივე მწვავე იერიშისას კინაღამ ასისტენტად მოგვევლინა, დარჩენილ დროში ეს მისიაც შეასრულა და თავადაც გაიტანა. შესაბამისად, ის გუშინ უდავოდ საუკეთესო იყო.

სტუმართა პირველი "ჩხვლეტის" შემდეგ, მე-16 წუთზე ფხა მასპინძლებმაც გამოაჩინეს, როცა გიორგი ილურიძემ კარგ პოზიციაზე გაიყვანა ირაკლი მოდებაძე, მაგრამ აქედან ხეირი ვერ მივიღეთ.

"დილას" შემტევები სტუმარ მცველებს პრობლემებს ვერ უქმნიდნენ. ალბათ, იმიტომ, რომ თავდასხმასა და ნახევარდაცვას შორის კავშირი აშკარად მოიკოჭლებდა.

პირველ ტაიმში "დილამ" ყველაზე დიდი ხიფათი სტანდარტული სიტუაციის გათამაშებისას შექმნა - ოთარ მარცვალაძემ საჯარიმოში ჩააწოდა და ირაკლი ძარიამ თავით კარისკენ გაგზავნა ბურთი, თუმცა - მცირეოდენ არაზუსტად.

მწვავე იყო გიორგი ნავალოვსკის კუთხურიც, რომელიც მოდებაძემ ახლოდან დაარტყა და ამ შემთხვევაშიც ბურთი მცირე მანძილით ასცდა სამიზნეს. მერე ლაშა გვალიამ დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად დასცხო და ბურთმა მარჯვენა ძელს ჩაუქროლა.

ტაიმის შუა წელში "პარტიზანის" შემტევებმა სწრაფი იერიში საჯარიმოში შესვლით დაასრულეს, იქ კი ბურთი ერთ-ერთ სერბს მოხვდა ხელზე, თორემ გოლი თითქმის გარდაუვალი ჩანდა.

37-ე წუთზე კი "პარტიზანმა" გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა შემდგომ ეტაპზე გასასვლელად - შეტევის მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეჭრილმა ნემანია პეტროვიჩმა ძალზე იოლად მოატყუა მასპინძელთა ორი მცველი და იქვე ბრაშანაცი მონახა, რომელსაც ახლო მანძილიდან ქართველების დამწუხრება არ გასჭირვებია - 0:1.

ამის შემდეგ "პარტიზანს" ისედაც გვარიანი თავდაჯერება კიდევ უფრო მოემატა, თუმცა ბოლო წუთზე სტუმარი მოდებაძის თავურისას გადარჩა...

მეორე ტაიმის სტარტზე სოსიაშვილმა კიდევ დაამატა მოიერიშეები - მოედანზე მათე კვირკვია და ისლამ მაშუკოვი გამოჩნდნენ. რა გასაკვირია და, სტუმრებმა დაცვაზე მეტი აქცენტი გადაიტანეს. 54-ე წუთზე, კვირკვიას პასით, მარცვალაძე კარგ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ ბურთი მცირედით ააცილა მიზანს.

იქვე, ნავალოვსკიმ შორიდან კიდევ უფრო სახიფათოდ დაარტყა და მეკარემ კუთხურზე ბურთი ეფექტური ნახტომით მოიგერია.

სამაგიეროდ, აბუბაქარ უმარუ დაუსხლტათ მასპინძელ მცველებს, მაგრამ შევჩენკოსთან ერთი-ერთზე გასულმა მეკარეს ვერ აჯობა.

65-ე წუთზე კი ვეღარც შევჩენკომ გვიხსნა - ისევ ბრაშანაცის პასით უმარუ კიდევ ერთხელ გავიდა მეკარესთან პირისპირ და მართალია, შევჩენკო მისწვდა ბურთს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 0:2.

ამ დროს სამარცხვინო ფაქტი მოხდა - ზოგიერთმა მაყურებელმა გულისწყრომა ფეხბურთელების გინებით გამოხატა, რაც ნავალოვსკისა და მარცვალაძეს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ. მსაჯმაც ორივეს ყვითელი ბარათი უჩვენა...

დარჩენილ დროში ისევ უმარუს ჰქონდა მომენტი, მაგრამ გორელებმა მეტი აღარ გაუშვეს, 88-ე წუთზე კი ახალშესულმა გიორგი ერისთავმა "სტანდარტულიდან" ბურთი ხარიხას მოარტყა - პრესტიჟის გოლიც არ გამოვიდა...

მატჩის შემდეგ

ზორან მილინკოვიჩი ("პარტიზანის" მწვრთნელი): "მიზნად გვქონდა დასახული, პირველ ტაიმშივე გაგვეტანა გოლი, რაც შევასრულეთ კიდეც და მეორე ნახევარში გაცილებით მშვიდად ვითამაშეთ. ბელგრადში "დილას" თამაში არ მომეწონა, რადგან გუნდი ძალიან იყო დაცვაში ჩამჯდარი, განსხვავებით დღევანდელისგან. როცა შემოგვიტიეს, სივრცეებიც გაიხსნა და ბევრად კარგი თამაში გამოვიდა. წარმატებებს ვუსურვებ ქართულ კლუბს. ჩვენ კი მომდევნო ეტაპზე "სტიაუასთან" გვიწევს დაპირისპირება. მეტოქე ძლიერი და ტიტულოვანია, თუმცა ვეცდებით, მათთან პაექრობაც სასურველი შედეგით დავასრულოთ".

უჩა სოსიაშვილი ("დილას" მწვრთნელი):

"პირველი თამაშის შედეგიდან გამომდინარე, რასაკვირველია, შეტევა გვმართებდა და მეც შესაბამისი ტაქტიკით გავიყვანე გუნდი მინდორზე. პირველ ტაიმში გვქონდა მომენტები, თუნდაც ლაშა გვალიას ეპიზოდი გავიხსენოთ, მაგრამ გატანა ვერ შევძელით. სამაგიეროდ, ეს მოახერხა მოწინააღმდეგემ და კიდევ უფრო გაგვირთულა მდგომარეობა. მეორე ტაიმში შეტევას კვირკვია და მაშუკოვი დავამატეთ. მათ ურიგოდ არ უთამაშიათ, მაგრამ კონტრშეტევაზე მეორე გოლიც გავუშვით... ჩემი ფეხბურთელების მადლობელი ვარ, რომ ბოლომდე იბრძოლეს და რაც შეეძლოთ, გააკეთეს თუნდაც პრესტიჟის გოლის გასატანად".

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

21.07. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 4000 მაყურებელი

დილა-პარტიზანი 0:2

(პირველი მატჩი 0:1)

გოლები: 0:1 ბრაშანაცი (37. პეტროვიჩის პასით), 0:2 უმარუ (65. ბრაშანაცის პასით)

დილა: შევჩენკო, ხურცილავა, ბაგაევი, კვახაძე, ნავალოვსკი, პაპავა (46. კვირკვია), ძარია, გვალია, ილურიძე (46. მაშუკოვი), მოდებაძე, მარცვალაძე (82. ერისთავი).

სათადარიგო: მუჯირიშვილი, ქარქუზაშვილი, კვირკველია, რაზმაძე

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

პარტიზანი: ზ. ჟივკოვიჩი, ვლიჩევიჩი, პეტროვჩი, ბალაჟიჩი, ჩირკოვიჩი, ბრაშანაცი (80. ილიჩი), ბაბოვიჩი, ა. ჟივკოვიჩი, იევტოვიჩი, უმარუ (87. შაპონჯიჩი), ბოჟინოვი (68. ნიკოვიჩი).

სათადარიგოები: კლიაიჩი, ბოგოსლავიჩი, ფაბრისიო, ტრუჟიჩი

მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი

გაფრთხილება: მოდებაძე (19), ბრაშანაცი (48), ბალაჟიჩი (61), ნავალოვსკი (68), მარცვალაძე (68)

არბიტრი: დანიელ შტეპანსკი (პოლონეთი)

სტატისტიკა

8 კარში დარტყმა 12

4 ზუსტი დარტყმა 7

5 კუთხური 6

1 თამაშგარე 0

19 ჯარიმა 15

41% ბურთის ფლობა 59%

სხვა მატჩები

ჩემპიონთა ლიგა

პიუნიკი (სომხეთი)-მიოლდე (ნორვეგია) 1:0 (0:5)

მილსამი (მოლდოვა)-ლუდოგორეცი (ბულგარეთი) 2:1 (1:0)

ჰიკ (ფინეთი)-ვენტსპილსი (ლატვია) 1:0 (3:1)

მაკაბი (თ-ა, ისრაელი)-ჰიბერნიანსი (მალტა) 5:1 (1:2)

ლინკოლნი (გიბრალტარი)-მიდტიულანდი (დანია) 0:2 (0:1)

ვარდარი (მაკედონია)-აპოელ (კვიპროსი) 1:1 (0:0)

ჟალგირისი (ლიტვა)-მალმიო (შვედეთი) 0:1 (0:0)

კრუზეიდერსი (ჩრ. ირლანდია)-შკენდერბეუ (ალბანეთი) 3:2 (1:4)

ევროპალიგა

ელფსბორგი (შვედეთი)-რანდერსი (დანია) 1:0 დ.დ. (0:0).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zaali

მთავარი პრობლემა პირველ გოლზე ის კი არ არის რომ მოატყუა ის მარჯვენა მცველი.. გორის ორი შუა მცველი ერთ თავდამსხმელს იყვანს.. და შესულები არიან კარში.. ამოდი ბიძია მაღლა და მოასწრებ იქ დაზღვევას...ცოტა ყურადღება და ცოდნა სჭირდება.. უყურებენ ერთმანეთს....

• glaxuna

ერთადერთი გ ა მ ო ს ა ვ ა ლ ი: დახსენისთ ფეხბურთის ფედერაციის უკლევლივ ყველა თანამშრომელი, ფედერაციაში დამლაგებლების გარდა... მერე...უკლებლივ ყველა ფეხბურთის სპორტსკოლაში,თბილისში ,საქართველოში დ ა ხ ს ე ნ ი თ ფეხბურთის ,,პერაგოგები,, თუ ,,მწვრთნელები,,... ცხელგულა ბავშვიები მოდის ფეხბურთის ს ა თ ა მ ა შ ო თ ,მუდამ ბურთთან ურთიერთობისათვის , მიზანდასახული,თავდასხმაში,თავგანწირვით თა მ ა შ ი ს ა თ ვ ი ს,ინდივიდუალიზმი განვითარებისათვის და...და...,,მწვრთნელები,, ბურთი არ ატაროთ,პ ა ს ი,უკან პასი,უკან ჩამოდით...უკან,უკან... და თავისთავად, ამას რად უნდა ფიზიკური ს ი ზ ლ ი ე რ ე, მომზადება ?! ბურთი აარიდე,ანუ ისევ პასი, ,,აქ ბურთი მოიშორე,, ,,იქ მოიცილე,, და ა. შ... და არიან ,იზრდებიან შ ე შ ი ნ ე ბ უ ლ ე ბ ი და დაფარფატებენ მოედანზე... ბურთის მიღებაც,რომ მოზრდილობაში ეშინიათ,არათუ ტარება.. მიღებული არა აქვთ ბურთი და... და არიან ფიზიკურად პეპლებივით.. დ ა ხ ს ე ნ ი ს მწვრთნელები ყველა დონეზე და დანიშნეთ ფ ი ზ ი კ უ რ ი და ფსიქიკური გაძლიერება-განმტკიცებისათვის პ ე დ ა გ ე ბ ე ბ ი... მიეცი -თ ბავშვებს ი ნ დ ი ვ ი დ უ ა ლ უ რ ი თამაშის უ ფ ლ ე ბ ა,პ ა ს ი ს გარეშე,მოედანზე ბ უ რ თ ი თ და უბურთუდოდ სირბილი...წ ი ნ,მხოლოდ წ ი ნ...ეს ფ ი ზ ი კ უ რ ა დ ა ც და ფ ს ი ქ ი კ უ რ ა დ ა ც განამტკიცებ და განავითარებს მოზარდს და პასს...გვიანაც კი ისწავლიან,მასაც ზ უ ს ტ ა დ და... წინ!!! უკვე..გიბლარტარის დონეხე დავედით ,ამ თქვენი ტექნიკის და პასის ვითომდა სწავლებით და ...პ ე პ ლ ე ბ ი ვ ი თ ,,თამაშით,,!!! ელემენტარული ,სპორტული ღ ი რ ს ე ბ ა მაინც არ გაგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციაში ?!

• vova

ნავსის იმედზე იყავით ?!

• dave

ბატონო გუჯა, არ ესმის ამ ხალხს ეგ ამბავი და ეტყობა ძალიან "პროფესიონალებად" თვლიოან თავს, ერტხელაც რომ არ მოგცეს საშუალება გემუშავათ გუნდთან და შედეგებიც აქვთ უზარმაზააააარი :)) ბატონო გუჯა შეეხმიანეთ საფეხბურთო სკოლებს, საბურტალოს და ეხლა ლოკომოტივი აყალიბებს სპორტულ სკოლას, იქნებ მანდ მაინც მოგისმინონ !

• admini

დავით ამ მეილზე შეგიძლია მოგვწერო: gela@sportall.ge

• irakli apkhaidze

ბატონო გუჯა, არჩევნები მოდის მალე ფედერაციის, დღევანდელი მმართველობის პოზიცია გასაგებია, მაგრამ სხვა რომელიმე კანდიდატის გუნდი მაინც თუ შეგეხმიანათ?

• davit chikhelidze

sportall- თქვენი მაილი მომწერეთ, ერთი იდეა მაქვს რომელიც მსურს მოგაწოდოთ, შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს ის თქვენთვის

• 55

ფეხბურთის "მწვრთნელი" მადლობას უხდის "ფეხბურთელებს" ბრძოლისათვის, ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ ფეხბურთი არ არის საბრძოლო სპორტის სახეობა, აქ მთავარი, უპირველესი ნიჭიერება--აზროვნება და ტექნიკაა, ბრძოლები და ფიზიკურობა საშუალებაა მხოლოდ, რომლითაც ფონს ვერ გახვალ ეს ვერ გაიგეს ამათმა და ამიტომ მიდის საქმე უკუღმა.

• ana

ვულოცავ ფედერაციას ამ წარმატებას

• გუჯა კახაძე

იქნებ სიმართლე ბოლომდე გეთქვათ? ერთადერთი პოზიტივი ის არის, რომ ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და რაც შეეძლოთ გააკეთეს. ქართული ფეხბურთის ძირითადი პრობლემები არის თამაშის დაბალი ტემპი, შენელებული აზროვნება და ენერგიის სწრაფი ხარჯვა. მოწინააღმდეგე ჩვენზე სწრაფად აზროვნებდა, ბურთთან ჩვენზე სწრაფად მიდიოდა და ენერგიაც თამაშის ბოლომდე ეყოთ. ჩვენ ფეხბურთელებს თუნდაც ენერგიის აღდგენა რომ ასწავლოთ (ამას რამდენიმე ვარჯიშში ითვისებს მოზარდი ფეხბურთელი) ის რამდენიმე სახიფათო დარტყმა სულ მცირე გაათმაგდებოდა და გოლის გატანის შანციც ბევრად გაიზრდებოდა. აღარაფერს ვამბობ სწორად სუნთქვის, ფსიქიკის კონტროლის, სწრაფად აზროვნების და კარში დამიზნებით დარტყმის სწავლებაზე, რის შესახებამ ამდენი წელია ვლაპარაკობ.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

განდრეი პოტავცევი: პირდაპირ ვამბობ, რომ "გურიაში" ჩამოსვლის მიზეზი ესაა...

გორის "დილას" კარს უზბეკეთში ცნობილი მეკარე დაიცავს

"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა

ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია

ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]

უმაღლესი ლიგა. სექტემბრის ლაურეატები: "დილას" თვე!

გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება

გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა

გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა

საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა

მალტის ჩემპიონს ირაკლი ძარიას გადაბირება სურს

გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...

"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს

სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა

ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო

ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო

ზორან მილინკოვიჩი: დაცვაში ჯდომას არც ჩვენ ვაპირებთ!

ქუთაისის "ტორპედოს" კარს რევაზ თევდორაძე დაიცავს

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

"პარტიზანი" არ არის ისეთი მეტოქე... ინტერვიუ ოთარ მარცვალაძესთან

გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ

თბილისის "ლოკომოტივმა" 3 ფეხბურთელი დაიმატა და 1 გაუშვა

საჩხერის "ჩიხურა": ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა და ორი შეკრება თურქეთში

"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა

მონტენეგროში დამარცხებული კორონავირუსი ბელგრადულმა დერბიმ გააცოცხლა

სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...

"ლოკომოტივი": გოროზია დაბრუნდა, გვალია ვარჯიშობს, თომაშვილი წავიდა

ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]

მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა

ნახვამდის, ევროპავ - "დილა" ბელგრადის "პარტიზანთან" გორშიც დამარცხდა

"დილა" გორში ბელგრადის "პარტიზანთან" მარცხდება

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა

ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში

გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს

ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს

"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა

კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ

[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?

ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს

[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?

გორის "დილას" რუი მოტა ჩაიბარებს

ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

ირაკლი ძარია "ვალეტას" ფეხბურთელი გახდა

ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს

"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა

ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში... უჩა სოსიაშვილი დუმილს არღვევს

დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]

"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა