"ბაიერნმა" ზედიზედ მესამედ წააგო გერმანიის სუპერთასზე
გერმანიაში სეზონი ქვეყნის სუპერთასის მატჩით დაიწყო. ჩემპიონი "ბაიერნი" სტუმრად ვოლფსბურგში 89-ე წუთამდე უგებდა ადგილობრივ კლუბს, მაგრამ ბოლოს, პენალტების სერიაში დამარცხდა...

პირველ ოფიციალურ მატჩში, "ბაიერნის" შემადგენლობაში მთავარი ამბავი ის იყო, რომ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა არიენ რობენი, რომელმაც გასული სეზონის დასკვნითი ნაწილი გამოტოვა. მარტის შემდეგ პირველად იყო სასტარტოში დავიდ ალაბა.

ასევე პირველივე წუთებიდან გამოჩნდა მოედანზე ახალბედა დუგლას კოშტა, იმ დროს, როცა არტურო ვიდალმა სათადარიგოთა სკამზე დაიკავა ადგილი. ტრავმის გამო არ იყვნენ განაცხადში ფრანკ რიბერი, ხავი მარტინესი, დანტე, ჰოლგერ ბადშტუბერი და იან კირხოფი.

"ბაიერნმა" 4-1-4-1 სისტემით ითამაშა. ფილიპ ლამმა დაცვის მარჯვენა ფლანგზე დაიკავა ადგილი, თომას მიულერი წინ ეხმარებოდა რობერტ ლევანდოვსკის.

"ვოლფსბურგში" კითხვის ნიშნის ქვეშ იყო კევინ დე ბრუინის, ივან პერიშიჩისა და ბას დოსტის თამაში, თუმცა სამივენი ძირითადში იყვნენ. დიტერ ჰეკინგის გუნდი 4-2-3-1 სქემით მოქმედებდა. მოულოდნელად, სათადარიგოთა სკამზე დარჩა "მგლების" მთავარი შენაძენი მაქს კრუზე. კარში კი კოენ კასტელსი ჩადგა, რადგან ძირითადი მეკარე დიეგო ბენალიო ტრავმირებული იყო. ასევე ტრავმის გამო არ თამაშობდა ექსბაიერნელი ლუიშ გუსტავო.

პირველმა ტაიმმა ერთი ამოსუნთქვით ჩაიარა. "ბაიერნის" ფეხბურთელებს აქტიურობა არ აკლდათ, მაგრამ სიზუსტე (მთელი მატჩის განმავლობაში ერთი ზუსტი დარტყმა) არ ჰყოფნიდათ. მერვე წუთისთვის რეკორდმაისტერს ორი მომენტი ჰქონდა შექმნილი, აქედან ერთხელ დუგლას კოშტამ ძელს გაარტყა ბურთი. ბრაზილიელი ძალიან აქტიური იყო ფლანგზე. 26-ე წუთზე მან ასპროცენტიანი მომენტი შეუქმნა ლევანდოვსკის, მაგრამ პოლონელმა ორი მეტრიდან კარგად ვერ დაარტყა.

"ვოლფსბურგი" უპასუხოდ არ ტოვებდა მეტოქის აქტიურობას. "მგლების" რიგებში ყველაზე მეტად პერიშიჩი და დე ბრუინი აქტიურობდნენ, რომლებიც პირველი შესაძლებლობისთანავე ქმნიდნენ მომენტებს ნოიერის კართან. 42 წუთზე დე ბრუინმა ცარიელ კარში ვერ მოახვედრა ბურთი.

მეორე ტაიმი "ბაიერნისთვის" ძალიან კარგად დაიწყო. 49-ე წუთზე არიენ რობენმა გახსნა ანგარიში მარცხენა ფლანგზე კოშტას შესანიშნავი მოქმედების შემდეგ. ბრაზილიელი ფინტით გასცდა ვიეირინიას და კარის გასწვრივ ჩააწოდა. ლევანდოვსკის ხელი შეუშალეს, მაგრამ იქვე გაჩნდა ჰოლანდიელი და იოლად გაიტანა.

73-ე წუთზე "ბაიერნის" რიგებში შედგა არტურო ვიდალის დებიუტი. ჩილელმა ტიაგო ალკანტარა შეცვალა. "ვოლფსბურგს" ანგარიშის გათანაბრება მართებდა და გააძლიერა ზეწოლა ნოიერის კართან. მაგრამ დრო გადიოდა და მიუნხენელები სეზონში პირველ ტიტულს უახლოვდებოდნენ. მე-80 წუთზე ვიეირინიას დარტყმული მეკარემ აიღო, მაგრამ 89-ე წუთზე ნიკლას ბენდტნერმა დაასრულა სწრაფი კონტრშეტევა - 1:1.

სუპერთასის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. "ვოლფსბურგის" რიგებში ყველამ ზუსტად დაარტყა, "ბაიერნში" კი არ გაუმართლა ჩაბი ალონსოს, რომლის დარტყმული კასტელსმა მოიგერია.

"სუპერმატჩი ვიხილეთ, რომლის დროსაც მაღალი ტემპი ბოლომდე იყო შენარჩუნებული. "ბაიერნს" რამდენიმე ბრწყინვალე მომენტი ჰქონდა, მაგრამ საერთო ჯამში, ჩემმა გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა", - განაცხადა მატჩის შემდეგ "ვოლფსბურგის" მთავარმა მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა.

"რა თქმა უნდა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ტიტული ტიტულია. ცუდია, რომ ასე გამოვიდა. კარგად ვთამაშობდით, მომენტებიც გვქონდა. ყველაფერი გავაკეთეთ მოგებისთვის, მაგრამ იძულებული ვარ, "ვოლფსბურგს" მივულოცო. მათ კარგად ითამაშეს", - ეს "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებია.

ესპანელი მაინც ვერ ეღირსა გერმანიის სუპერთასს. 2012-13 წლების სეზონის დასაწყისში, გვარდიოლამ "ბაიერნში" თავის პირველ ოფიციალურ მატჩში წააგო ეს ტიტული "დორტმუნდთან" - 2:4. ერთი წლის შემდეგ ანალოგიური პრიზისთვის ეს გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და "ბორუსიამ" ისევ მოიგო - 2:0.

ვოლფსბურგი-ბაიერნი 1:1 (პენ. 5:4)

გოლები: 0:1 რობენი (49), 1:1 ბენდტნერი (89)

პენალტები: 0:1 ვიდალი, 1:1 როდრიგესი, 1:1 ჩაბი ალონსო (მეკარე), 2:1 დე ბრუინი, 2:2 რობენი, 3:2 შიურლე, 3:3 ლამი, 4:3 კრუზე, 4:4 დიეგო კოშტა, 5:4 ბენდტნერი

ვოლფსბურგი: კასტელსი, ვიეირინია, ნალდო, კლოზე, როდრიგესი, პერიშიჩი (70. კრუზე), გილავოგი, არნოლდი, კალიჯური (63. შიურლე), დე ბრუინი, დოსტი (70. ბენდტნერი).

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ბენატია, ალაბა, ჩაბი ალონსო, რობენი, ტიაგო ალკანტარა (74. ვიდალი), მიულერი (84. გიოტცე), დუგლას კოშტა, ლევანდოვსკი (72. რაფინია).

კარში დარტყმა: 14(7)-13(1) ჯარიმა: 15-12 თამაშგარე: 1-5 ბურთის ფლობა: 45%-55%

გაფრთხილება: გილავოგი, ნალდო, პერიშიჩი - დიეგო კოშტა, ვიდალი

მაყურებელი: 30 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
ტაქსის მძღოლის ცემაში ბრალდებულ ბენდტნერს 50-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
ტრანსფერ ONLINE: 24 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ნიკლას ბენდტნერმა ტაქსის მძღოლს ყბა გაუტეხა
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
შესარჩევი ეტაპი. IV ტური: ევრო 2016 მარტამდე დაგვემშვიდობა [VIDEO]
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
ავტოავარიები ფეხბურთელებისა და მათი სუპერქარების მონაწილეობით [PHOTO]
პოკერში 6 მილიონი წავაგე - სკანდალურმა დანიელმა ფეხბურთელმა თავისი ისტორია გაიხსენა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო