ქართული დამოუკიდებელი კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო თაობა დაისვენებს და მერე რა ხდება?
ჩვენი კალათბურთი "პახმელიაზეა". კარგ, ღრმა "პახმელიაზე". ჩვენი კალათბურთი ძველი ნიჭით ჯერ დგას ტალღაზე, მაგრამ კარგ სერფერს ახალი ტალღა დაფარავს და ის დაფიდან ჩამოვარდება. და ახალი სერფერი არ, ვერ მოდის. ამაში მაგარი მოხაზული გვაქვს.

კარგი, ალბათ, ქართული დამოუკიდებელი კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო თაობა დაისვენებს და მერე რა ხდება? მერე მოდის ინერციით ყომარი, ინერციით წაგება, ცოტა მოგება და ალბათ, იგორ კოკოშკოვის ნაცვლად, რომელიმე ქართველი მწვრთნელის ჩასმა მთავარი მწვრთნელის სავარძელში.

და ეს სავარძელი უკვე გაცვეთილია. და ეს სავარძელი ყველასთვის კომფორტული არ არის. იმ სავარძელს დამსახურება უნდა. იმ სავარძელში ყველა არ უნდა იჯდეს.

ზაზა ფაჩულია ჯერ თამაშობს. ზაზა კონტრაქტის გამო არ ამბობს უარს ნაკრებში ჩამოსვლაზე, მაგრამ ზაზასთან ასაკი მიდის. რთული თემა. ფაჩულია არ დაკარგავს კლასს, მაგრამ დაკარგავს სისწრაფეს, ნაკლებად მობილური გახდება და მეორე ზაზაში კიდევ ერთხელ გვეხაზება. ნუ, როგორც ნაკრების ამბავში.

ფაჩულია შემდეგ სეზონში გახდება თავისუფალი აგენტი და მიიღებს ახალ კონტრაქტს. რომელ გუნდში, ჯერ აზრზე არ ვარ, მაგრამ მიიღებს. ეს ამერიკული ინერციაა. ზაზამ ეს კონტრაქტი, მთელი ეს საკონტრაქტო სერია დაიმსახურა და ნაკრებმა დაიმსახურა ზაზას კარგი შემცვლელი, რომელიც არ მოდის.

დღეს ქართულ კალათბურთში არ არის კარგი, მოქნილი, მაღალი დონის მეხუთე ნომერი. გიორგი შერმადინი არ ითვლება.

გიო თამაშობს. და გიო ითამაშებს. შერმადინმა სადღაც გაქაჩა, სადღაც ზედმეტი ფოლებით პრობლემები აქვს და ეს მოსულა, ჩვეულებრივი მომენტია. გიორგი კარგი ცენტრია, რომელიც იგებს ევროლიგას. შეიძლება კიდევ მოიგოს. რომელიც კარიერის დახურვამდე, ალბათ, რუტინულად მიიღებს საკმარისად ნორმალურ კონტრაქტს და იდეაში, იმას, რაც დაიმსახურა.

შერმადინი კარგი ცენტრია, რომელიც უკეთეს ცენტრს ცვლის და ჩვენ შერმადინს ვერ ვცვლით. "კანტუმდე" უნდა მიხვიდე. "კანტუ" უნდა დაიმსახურო. "კანტუს" პარალელურად, ნაკრებში საკმარისი დოზის ნდობა უნდა მიიღო და "კანტუ" ბევრი ქართველი მოთამაშისთვის ზღაპარია, როგორც "დალასი" ან "მილუოკი". ის, ამერიკული ვარიანტები მითოლოგიის დონეზეა და "კანტუ" კარგი ზღაპარია.

შერმადინი ზაზაზე ახალგაზრდაა, ცოტა სხვა კალათბურთს თამაშობს და თუ ტრავმებთან არ იმეგობრებს, სხეულს შეინახავს, არ დაიშლება. და მერე რა? ვინ მოდის?

მე კარგს არა, ცუდზე ოდნავ უკეთეს მაღალს ვერ ვხედავ. ცენტრებზე ვჭორაობთ. საქართველოში ახალგაზრდების ძალიან ცუდი პიარი მიდის. ყველა მშობელი ან თითქმის ყველა მშობელი ჩალიჩობს ბავშვის უცხოეთში გაგდებას. კი არ უშვებს, აგდებს, რომ ბავშვმა იქ სწრაფად მიიღოს გამოცდილება, რომ ბავშვი სწრაფად შევიდეს არაქართველი აგენტების სიებში, რომ ბავშვი მალე, ძალიან მალე გაიყიდოს.

მამა კმაყოფილი იქნება, შვილი სწრაფად მოიყვანს ლამაზ, მოდელ ცოლს, "ინსტაგრამზე" ხოშიან, გულისამაჩუყებელ ფოტოებს დადებს და სამ-ოთხ წელიწადში იმ ნიჭისგან არაფერი დარჩება. ბავშვი გაიზრდება და ბავშვი აღარ იქნება. და ბავშვობასთან ერთად, ქართული კალათბურთისგან მიდის პერსპექტივაც.

ბოლო პერიოდში ეს ჩვეულებრივი თემაა. ვარჯიშობ, ცდილობ მომატებას, მაგრამ ასაკი გემატება და უბრალოდ, კალათბურთისთვის უინტერესო ხდები. იყავი საინტერესო და უცბად, ხარ უინტერესო. მიდი, გააპროტესტე. არაფერი შეიცვლება.

და მიზეზი შენ ყველაზე კარგად იცი. შენ ქართველი ხარ. ეგ არის.

ზოგ ბავშვს მშობელი საერთოდ გენიალურად ქაჩავს. აგდებინებენ რომელიმე ვარჯიშზე ან რომელიმე სუსტი გუნდის წინააღმდეგ 50, 70 ან 100 ქულას, ყველაფერი ეს იწერება და იქმნება ქართველი უილტ ჩემბერლენის კარგი მომენტების ყალბი დისკი, რომელიც მიდის აგენტთან და აგენტმა ეს ბავშვი უნდა გაყიდოს. მშობელიც მშვიდად არის.

როგორ არ უნდა იყიდოს რომელიმე ევროპულმა კლუბმა მოთამაშე, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში, ახალგაზრდებში 100 ქულამდე იღებს? შანსი არ არის, უნდა იყიდოს. და ევროპაში მიდის დაუმუშავებელი, ზედაპირული, ერთჯერადი პროდუქტი, რომელიც ძალიან მალე, უბრალოდ, ავიწყდებათ. ის ბავშვი ხვდება, რომ ევროპამდე ძალიან შორია და მწვრთნელზე, მამიკოზე უკეთ იცის, რომ ადრე ცოტა მეტი უნდა ევარჯიშა.

არაქართულად, ნაღდად უნდა ევარჯიშა და შესაბამისად, ის არ იგრძნობდა თავს ზედმეტად ჩვეულებრივი ევროპული გუნდის ჩვეულებრივ ვარჯიშზე.

დღეს ის ზედმეტია და პროცესი არ იცვლება. მოტყუების, სიყალბის პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო და ეს პროცესი საქართველოში ყველაზე პოპულარულია, რაც ყველაზე ახლოს არის ქართველობასთან, დროსტარებასთან, უსისტემო ცხოვრებასთან და სიცარიელესთან.

ადრე, ბევრი წლის წინ, ბესიკ ლიპარტელიანის და ლაშა ძიძავას დროს დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობა იმ აფერისტების და ძალიან საზიზღარი ხალხის წინააღმდეგ, ვინც ბავშვების ასაკის გადაკეთებაში სადოქტოროს იცავდა.

ეს ხალხი კალათბურთში, მაგრამ კალათბურთისგან ძალიან შორს იყო. ძირითადად, მწვრთნელები, რომლებიც ბავშვებს და ბავშვების მშობლებს აბოლებდნენ. ორი, სამი, ოთხი, ექვსი წლის გადაკეთებასთან ერთად მოდიოდა მოკლევადიანი გამდიდრების პერსპექტივა. სირბილი სკოლებში, დირექტორებთან, მშობლებთან, რომლებიც ამ საშინელ ხალხს კრიმინალში ეხმარებოდა.

ეს სიბინძურე დამთავრდა, ასაკს აღარ აკეთებენ და შესაბამისად, კალათბურთსაც ვერ თამაშობენ. ზაზა ფაჩულიას, ვლადიმერ ბოისას, გიორგი ცინცაძეს, მანუჩარ მარკოიშვილს, ამ თაობის საუკეთესო წარმომადგენლებს ასაკის გადაკეთების თემა არ აინტერესებთ. ისინი ისედაც მაგრად ყომარობენ, თუნდაც, გადაკეთებული ასაკით. ისინი ისედაც მაღალ დონეზე არიან. ისინი ისედაც კალათბურთელები იყვნენ და ისინი კარგი სპორტსმენები არიან.

სხვები ვერ ქაჩავენ. სხვებს ასაკის გადაკეთების შემდეგ ასაკი ეწევა. სხვები ჩერდებიან და დგებიან. ერთჯერადები. მთელი ეს ერთჯერადი სიყალბის პროცესი გაჩერდა და ჩვენც გავჩერდით.

დღეს ორი უკიდურესობა გვაქვს. ბავშვი არის ფიზიკურად კარგად განვითარებული, მაგრამ ვერ იმახსოვრებს ელემენტარულს. ეს ბავშვი ვერ აზროვნებს და მხოლოდ კულტურიზმით ვერ ქაჩავს. მეორე კატეგორიაში ჭკვიანი ბავშვები შედიან, რომლებიც არასაკმარისად ვარჯიშობენ ან უბრალოდ, ვერ ვითარდებიან ისე, რომ როცა საჭიროა, ფიზიკურად მოაგვარონ პრობლემები. ამაშიც პრობლემაა და ეს პრობლემა არ გვარდება.

ავთო ბერიძე ერთია და ყველა გუნდს, ყველა ასაკობრივ ნაკრებს ავთო ბერიძე ვერ მოამზადებს. სერიოზული პრობლემა გვაქვს დიეტოლოგებში, უბრალოდ, ფიზმომზადების ამბებში. დავაკოპიროთ ავთო ბერიძე და უკეთესი ნაკრები წამოვა. ყველა ასაკში. პრობლემა მარტივად გვარდება, როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაში. მთავარია, ვინც აგვარებს, იმას დისკომფორტი არ შეექმნას.

სტანდარტული საქართველო, სადაც ყველა პროფესორია, სადაც ყველა იტყუება, სადაც ყველამ ყველაფერი იცის და რეალურად, ყველა დროს ატარებს და კლასიკური უვიცია. ცოდნის მიღების დრო ჩვენთვის არ არის გათვლილი. უბრალოდ, ეს ჩვენში არ არის. ესეც ძალიან მარტივია. საერთოდ, მარტივები, ელემენტარულები ვართ.

ამ სეზონში ჩვენმა ერთ-ერთმა ასაკობრივმა ნაკრებმა საშინელი შედეგებით დაამთავრა ერთი მონაკვეთი და მე ვერ ვხვდები, იმ ნაკრების მწვრთნელები იქ, ნაკრებში რას აკეთებდნენ? თუ იცი, რომ ასეთი ცუდი გუნდი გყავს, მიდი, გაინძერი და მანამდე შეცვალე ყველაფერი ან რამე მაინც. თუ იცი, რომ მაინც წააგებ და კოსოვოსთან შერცხვები, საერთოდ ნუ ჩაიბარებ ნაკრებს, ადი, თქვი ფედერაციაში, რომ მზად არ ხარ ამ საქმისთვის და ფედერაციაში უცბად მოგიძებნიან სათადარიგო ვარიანტს, ანუ ჩამოიყვანენ უცხოელს.

წელიწადში ერთხელ საქართველოში კენ შილდსის დონის ბაბუა რომ ჩამოდიოდეს და ჩვენს პროფესორებს ლექციებს უკითხავდეს, კარგი იქნებოდა. უბრალოდ, აქაც ვიჭედებით. მწვრთნელების დიდმა ნაწილმა ქართულის გარდა, არც ერთი ენა არ იცის. ზოგმა ქართულიც არ იცის. მიდი და აუხსენი. ვერ აუხსნი.

ძალიან მალე დაიწყება ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ დაბალი დონის მოთამაშეების და გაყინული აზროვნების მქონე მწვრთნელების გამო პროგრესიც გაიყინა, გაქართველდა. გვყავს რამდენიმე კარგი მწვრთნელი, რომლებიც მოუმატებენ. ეს მწვრთნელები საკუთარ თავზე მუშაობენ და მერე მოდის სიცარიელე. მერე გვეხაზება. მერე ვმარტივდებით და ქართველობა საღ აზრს ჩაგრავს.

საქართველოში კალათბურთი განსაკუთრებულად უყვართ და ადრე განსაკუთრებულად ესმოდათ. დღეს ყველა დოუელია, ცოდნის და გამოცდილების გარეშე. დოუელის თავი თაღლითმა კრიმინალმა, პროფესორმა კერნმა თავისთვის გამოიყენა, მაგრამ კერნი ნიჭიერი კრიმინალი იყო.

ჩვენთან ნიჭის დეფიციტია. გადამყიდველებიც ნიჭთან ვერ მეგობრობენ. არ იციან, რა ფასი დაადონ. და არ არსებობს ფედერაცია, რომელიც ნიჭს ვაკის პარკში ნეანდერტალური რიგით გაყიდის. ამაშიც პრობლემა გვაქვს. და ვიცით, ვინ არის დოუელი?

ზაზა ფაჩულია ხორვატიაში მაგრად ითამაშებს. გიორგი შერმადინი ხორვატიაში მაგრად ითამაშებს. ვიქტორ სანიკიძე ხორვატიაში მაგრად ითამაშებს. მანუჩარ მარკოიშვილი ყველგან მაგრად თამაშობს. და ძირითადი, სანდო შემადგენლობის მერე მოდის ცარიელი ადგილი, რომელსაც ძალიან მალე საქართველოს ნაკრებს დაუძახებენ.

კარგები მიდიან. და ვინ მოდის?

მომავალ შეხვედრამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

saba
დამავიწყდა მიმეწერა ნოდარ-ლევან შენგელიას, მეტრეველს 2-2 გადაკეტებული
saba
იმ შენ შერმადინსაც 3 წელი აქვს გადაკეტებილი და ზაზას ორი,მანუჩარს და ვიკასაც,ფაცაციასაც,მომავალ ჯანელიძეს 4 აი შენი სიმართლე თალაკვაძე
დავით ფეიქრიშვილი
დავიცავი ეთიკისა და ზრდილობის ნორმები, ბატონო ზურაბ თალაკვაძე
თემური
ნუ გამოეკიდებით ავტორის ცალკეულ სიტყვებს, რეალურად არსებული პრობლემის გამო მან ეპატაჟის ფორმა არჩია და ეს მისი უფლებაა. მართლაც რა ელის ქართულ კალათბურთს 2-3 წელიწადში, როდესაც ეს ბრწყინვალე თაობა ზაზას მეთაურობით წავა? ხომ არ გველის იგივე კრახი, რაც მოხდა ფეხბურთში ქინქლაძის თაობის წასვლის შემდეგ? ფულზე დახარბებულ აგენტებს, მწვრთნელებს და ზოგჯერ მშობლებსაც შეუძლიათ სასიკვდილო დარტყმა მიაყენონ ქართული კალათბურთის მომავალს!
დუდუ
"ქართველობა" ცუდი სიტყვა გონია ავტორს? გაქართველდა - გაფუჭდა, ხო? ეეეჰ, რაც მწვრთნელ-ფუნქციონერები, ისიც ჟურნალისტები. ერთად ქმნიან ქართული კალათბურთის სახეს. რაგბის კავშირში ქართველები არ მუშაობენ?
ucnobi
და ფიზმომზადებაში რას გულისხმობ?ჯობია იგენმა გაიარონ,რომლებსაც ერთვიანი კურსი აქვს გავლილი?!!!!
Vaso
კალადბურთსში რო პრობლემებია, ისე როგორც ფეგბურტში ამას რატქმაუნდა. მაგრამ მე ეს ვიტომ ჯურნალისტები მაგიჯებენ, ყველაფერს ქარტველობას რო აბრალებ? შენ საერტოდ რა ეროვნება ხარ? / იაბა გაიტალიელდეს?? ან გაესპანელდეს?? ან გააზერბაიჯანელდეს??. სადაც ომი არაა იქ ეკონომიკა ფეხზეა და სპორტისტვის ყველას ცხელა , და ჩვენთან ამ 20 წლის განმავლობასში , მსოპლიო ჩემპიონატივით ომია.../ და ეს კიდე რას ბოდიალობს, გაქარტველდაა, იმიტო რო Qარტველია და ....((( შენ ტავად გჩIრდება ავტორო , მეტი ლექცია და სტაჯირება
1
მწვრთნელებს უნდა გაშვება სტაჟირებაზე საზღვარგარეთ ერთი ორი წლით მაინც რომ Iსწავლონ ტაქტიკა ახალი მიდგომა ფიზ Mომზადებასთან ერთად ფსიქოლოგია კვება , ორკვირიანი სემინარი რას Eყოფათ ფული უნდა Gადაიხადოს ფედერაციამ ფული და მაშინ ეშველება რამე თორემ ვარჯიში ისევ მარტო სირბილი გონიათ და შტანგა
ucnobi
და რატომ მაინდამაინც ავთო ბერიძეს იხსენიებთ ესე ბატონო ავტორო?მისი წყალობით დღეს ბევრი სპორცმენბმა გზა გაიკვლიეს და დღეს თუ რამე არიან თავისი წარმატებებით მისი დამსახუტებაცაა...რაგბშიც კი ავთო ბერიძეს იწვევენ ყველა სეზონზე..უბრალოდ იმ მწვრთნელების გასაგონად ვიძახი და იმ ბოღმიან ხალხზე ჯობია საკუთარ საქმეს მიხედოთ..უცხოელები თვით მისგან იწერენ ფიზიკურმომზადების მასალებს..თუ არ ვცდები 2 წლის წინ მაკედონის ნაკრების ფიზიკური მომზადების წვრთნელმა,მაშინ მოიწვიეს ერთი თვით დამხმარეთ..როცა ის ავარჯიშებდა ეს წვრთნელი ყველაფერზე კმაყოფილი და აღტაცებული იყო,და დააწერია ავთოს თავისი მომზადების წესი და წაიღო..ბევრი აღტაცებულია მისით,იმიტომ რომ თავის საქმის ოსტატია და თავის საქმეს მოყვარულე..წვიმა,თოვლი,მისთვის მთავარია რომ მისი მოწაფეები კარგი სპორცმენები იყოს..ასე რომ ნეთა იყოს ავთოსნაირი მწვრთნელები,რომლების ფულს მწვრთნელობაში აიღებენ და არა სმა ჩამაში..
ავთო
ოლიმპიურ ფესტივალზე გამოჩნდა თუ რა მომავალი აქვს ჩვენ კალათბურთს...!?
გაქართულდა
გაქართულდას რომ უარყოფით კონტექსტში გამოიყენო, როგორ უნდა გეზიზღებიდეს ყველაფერიქართული.. რამხელა ბოღმა გადმოანთხია ავტორმა..
Vakho
მართალია, ასეთი მწვრთნელებით სერიოზული ჩავარდნა გვექნება, პირველი შეტევა გონია 4 რო 5ს უტევს) 2.10 ბიჭი გყავს და რაგაც უაზრო პირველ შეტევას ათამაშებ? კომბინაციები-0, უაზრო გრუზინული გაბრაზებები , დაცვა-0. მაგის დატოვება არ შეიძლება
odala
მახსოვს სტამბულის აეროპორტში ვიყავი, ახალგაზრდულმა ბ-დივიზიონი მოიგო და ეს ახალგაზრდულის ბიჭები, მთლიანი გუნდი უკან ბრუნდებოდა. იქ მწვრთნელები დათვრნენ და იქცეოდნენ... როგორ აღვწერო არც ვიცი. ჯერ ფეხზე ძლივს იდგნენ, მერე მომსახურე პერსონალს აგინეს, მერე თვითმფრინავში იქცეოდნენ სამარცხვინოდ. უცხოელებიც მოდიოდნენ საქართველოში მაშინ. გერმანელი ქალი მეჯდა გვერდზე, გაგიჟებული იყო, თან რომ გაიგო სპორტსმენები იყვნენ. კალათბურთელები ძალიან ნორმალური ხალხი ჩანდა. უსტიაშვილი და თორნიკე შენგელია მგონი ეროვნულს შეუერთდაო. კახა შენგელია იყო, მაგრამ არაფერს ეუბნებოდა ამ ლოთებს. თვითონ ფხიზელი იყო. ერთი იყო მაღალი, თავმოსვლეპილი, რომელიც მგონი კაზანჯიანი უნდა იყოს. ძალიან დამაინტერესა და მოვიკვლიე. თუ ვცდები ბოდიში მომითხოვია. მეორე იყო მოცუცქნული, ძალიან პატარა, ქერა, თუ არ ვცდები ცისფერთვალება. და კიდევ 1-2 - ისინი მაინც და მაინც არაფერს აშავებდნენ, მაგრამ კარგი მთვრალები იყვნენ.
gio
როგორც ყოველთვის ზურა მოწოდების სიმაღლეზეა გადასარევი სტატია ხია ათიანში. ბრწყინვალე შედეგები გვაქვს რაგბში და მომავალსაც დიდი იმედით შევყურებთ არ შიძლება კალათბურთშიც დავნერგოთ ის მიდგომები რაც რაგბში გვაქვს.
murtaza
სად იყავი აქამდე ავტორ? ბოლოს როდის დადეს ქართველმა ახალგაზრდებმა შედეგი ვიღას ახსოვს. ლიპარტელიანის დროსაც ეგ პრობლემა იყო. თუ ფიზ. მომზადებაა პრობლემა ჩამოვიყვანოთ 3-4 მწვრთნელი, რომლებიც ქართველებს ასწავლიან. რაც ბურჯანაძე გამოვიდა ახალგაზრდულიდან, თუნდაც მისი დონის კალათბურთელი აღარ ჩანს.
Irakli
100 %-იანია როგორც ყოველთვის ზურა
qutaiseli
მიხედვა უნდა დროზე კალათბურთს თორე კატასტროფა ამ სახეობაში გარდაუალია.ერთი სამი წელი და მორჩება ყველაფერი.
კოღო
ავტორი რატო არ წერია?არადა ეტყობა ვისი ხელიც არი...ჯიგარია ავტორი:)
ირაკლი
ქვეყანაშია ფერები მუქი! ბარემ ეს დაგეწერათ. ბიწაძე შეცვლის ვინმეს და ასე ჩემო კარგო,
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
შერმადინის 21 ქულა, გასვლითი გამარჯვება და MVP-ის ტიტული
ქართველი იტალიელები - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა
ორი გია და ARMENIA ON MY MIND - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: ტოპ-10 მატჩი [II ნაწილი]
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: ტოპ-10 მატჩი [I ნაწილი]
ზაზას ლოჟა - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ნაკრების გენერალური სპონსორი "ნატახტარი" ფედერაციასთან ხელშეკრულებას ახანგრძლივებს
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
გოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?
ვლადიმერ ბოისა არჩევნების შემდეგ: არანაირი უსამართლობა არ ხდება
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
ზუროსი: მზად ვართ ყველა მატჩის წასაგებად, ოღონდ ევრობასკეტზე მედალი მოვიგოთ
მიხეილ გაბრიჩიძე: ვეცდები, ქართული კალათბურთი ახალ სიმაღლეზე ავიყვანო
"ტენერიფემ" იტალიაში იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი გაინაღდა
ადგილი ევროპაში: რა უნდა ვისწავლოთ სლოვენიისგან?
შერმადინის 10 ქულა და "ტენერიფეს" ზედიზედ მე-5 მოგება ჩემპიონთა ლიგაში
ვლადიმერ ბოისა: გულშემატკივრებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს
საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე - ნაწილი III
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ვლადიმერ ბოისა: მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი შეხვედრა მოვიგოთ
იმ გორიდან იგორამდე - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელები
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის გუნდ "მონაკოში" ზვეზდან მიტროვიჩის ასისტენტი იქნება
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
ჩვენი გუნდი დაბრუნდა - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
პირველი ტიტული მწვრთნელის რანგში - მარკოიშვილის "მონაკომ" საფრანგეთის თასი მოიგო
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ვლადიმერ ბოისა კალათბურთიდან ბეჩიროვიჩს და ნახბარს გააცილებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
შერმადინი "სარაგოსასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველის მორიგი კარგი მატჩი ლიგა ენდესაში [VIDEO]
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
შერმადინმა "ბარსელონასთან" გაიბრწყინა - "ტენერიფემ" ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გასვლაზე დაამარცხა [VIDEO]
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს
"ანდორასთან" ორმაგი დუბლით შერმადინი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა