ლანჩხუთის "გურიას" მოსამზადებელ ეტაპზე საინტერესო სტატისტიკური მონაცემები დაუგროვდა
ლანჩხუთის "გურიას" საინტერესო სტატისტიკური მონაცემები დაუგროვდა: მოსამზადებელ ეტაპზე კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებმა 9 მატჩი ჩაატარეს, 6 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და არც ერთი არ წააგეს. ბურთების შეფარდებაც შთამბეჭდავია - 23 გატანილი და 7 გაშვებული.

პირველი საკონტროლო შეხვედრა გურულებმა 11 ივლისს ბოლნისის "სიონთან" გამართეს და 1:1 ითამაშეს. ასეთივე ანგარიშით ლანჩხუთელებმა კიდევ ორი მატჩი დაასრულეს - "კოლხეთთან" და ქუთაისის "ტორპედოსთან".

მოგებული შეხვედრების ნახევარი გურულებმა დაბალლიგელებთან გამართეს - ხობის "კოლხეთთან" (5:0), "მაჭახელასთან" (4:0) და "მარკ სტართან" (2:0) გამარჯვება გასაკვირი არ იყო. "დიდ სენსაციას" ვერც თერჯოლის "საპოვნელასა" (3:2) და მარტვილის "მერანის" (3:1) ძლევაზე ვიტყვით, მაგრამ ქობულეთში ბათუმის "დინამოსთან" მოგებამ (3:1) აჩვენა, რომ გოგიჩაიშვილმა "გურია" სეზონისთვის ურიგოდ არ მოამზადა.

მოთამაშეთა მონდომებით თავად მწვრთნელი კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ ახალ სეზონში გუნდი თავს არ შეირცხვენს, თუმცა გადაჭარბებულ ოპტიმიზმსაც ერიდება.

"რა თქმა უნდა, მიხარია, რომ საკონტროლო შეხვედრებში თავი არ შეგვირცხვენია, მაგრამ ეს მაინც არაოფიციალური თამაშებია და ილუზიაში არ უნდა გადავვარდეთ. მთავარია, ეროვნულ ჩემპიონატში რას ვიზამთ.

გამომდინარე იქიდან, რომ უცხოეთში არ ვემზადებოდით და ბევრი გასასინჯი მოთამაშე გვყავდა, რაც შეიძლება მეტი ამხანაგური მატჩი დავგეგმეთ, რომ გაგვერკვია, ვის უნდა დავყრდნობოდით. ცხადია, მეორე ამოცანა შემადგენლობის შეთამაშება იყო.

მიმაჩნია, რომ ეს მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერი გამოდგა და გუნდი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებისთვის მზადაა", - ამბობს გოგიჩაიშვილი.

"გურიის" დამრიგებლის თქმით, გუნდის მზადყოფნის შემოწმება ბათუმის "დინამოსთან" სურდა:

"ეს არის საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და მასთან თამაშს უნდა ეჩვენებინა, რა დონეზე ვიყავით და რა შეგვეძლო. მიხარია, რომ ბათუმელებს მოვუგეთ და, რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

საერთოდაც, ვეცდებით, "გურია" ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ვაქციოთ. მგონია, რომ ბიჭებს ამის პოტენციალი გააჩნიათ".

გოგიჩაიშვილს გუნდის მიზნებზეც ვკითხეთ:

"წლეულს, მთავარი აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე გადავიტანეთ და გვსურს, რომ რაც შეიძლება ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა ჩამოვაყალიბოთ. ყველამ იცის, რა ძალაა ლანჩხუთელი გულშემატკივარი.

ჩვენი ახალგაზრდული, მონდომებული გუნდითა და სწორედაც ჩვენი გულშემატკივრების ფაქტორის გათვალისწინებით, მჯერა, ლანჩხუთში 3 ქულას ვერავინ დაგეგმავს - რასაც ჰქვია, "ნაღდი" მოგება, ამის იმედი ნურავის ექნება. კონკრეტული მიზანი კი ის არის, რომ ღირსეულად ვითამაშოთ და რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ".

გურულთა მთავარი მწვრთნელის თქმით, კლუბის ხელმძღვანელობამ ყურადღება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გადაიტანა:

"გუნდის მშენებლობა მხოლოდ მოთამაშეთა გაწვრთნა არ არის. მას ხელშემწყობი გარემო და პირობები სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი საკუთარი ბაზაა.

მიხარია, რომ გუნდში ჩემი მისვლა ამ საკითხის მოგვარებას დაემთხვა, რადგან სულ სხვა ეფექტს იძლევა საკუთარ ბაზაზე ვარჯიში და სხვაგან ის ასეთი ნაყოფიერი ვერ იქნება. გრიგოლეთში კი ისეთი კარგი ბაზა შენდება, მსიამოვნებს - ასეთი ფუფუნება ბევრ ქართულ გუნდს არ ექნება. ბაზა ნაძვნარშია, არის სიმშვიდე, საუკეთესო საცხოვრებელი და მოსამზადებელი პირობებია და გუნდს ეს აუცილებლად დაეტყობა.

აქვე ვიტყვი, რომ ბაზის რეკონსტრუქციაზე პატარა სახსრები არ იხარჯება. სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება, რაც კლუბს დიდ შვებას მოჰგვრის და დიდი თანხაც გამოთავისუფლდება - სხვაგან ხომ უფასოდ არ შევდივართ. რაც მთავარია, სასტუმროებში ფულს არ დავხარჯავთ და გუნდიც მეტი სასურველი მოთამაშის დამატებას შეძლებს".

ტესტმატჩებში 3-3 ბურთი გაიტანეს შოთა ჯიქიამ, სანდრო ბახიამ და დათა ციცხვაიამ. 2-2 გოლი ერეკლე კილაძისა და ლაშა ჩაფიძის ანგარიშზეა, თითო გოლი კი თორნიკე მოსიაშვილმა, ბექა ზაქრაძემ, ნიკა ნარიაშვილმა და ლაშა ნინიკაშვილმა მიითვალეს.

ყველაზე მეტი - 6 გოლით კი თავი ვასილ მაისურაძის ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა ვანო წილოსანმა გამოიჩინა. გოგიჩაიშვილს მისი ეიმედება:

"ამ ბიჭს ასაკობრივი ნაკრების შემდეგ ჩავარდნა ჰქონდა. მერე "დინამოს" დუბლებიდან წამოვიდა და "გურიაშიც" ბევრს არ ათამაშებდნენ, მაგრამ ჩვენ მეტად ვენდეთ და სათამაშო დრო მივეცით. ეს ყველაფერი ძალიან მოუხდა და აშკარად გაიხსნა.

მე წილოსანის და ჩვენი სხვა ახალგაზრდების მჯერა, რადგან საკონტროლო მატჩებში კარგად გამოიყურებოდნენ. თანაც, ახალი კანონით ახლა მეტი ახალგაზრდა უნდა ვათამაშოთ და მათ ამ შანსს აუცილებლად მივცემთ".

გოგიჩაიშვილმა დაადასტურა, რომ ლანჩხუთში უკრაინელი ლეგიონერი დმიტრი ზოზულია დაბრუნდა. ამას გარდა, გუნდს კიდევ ერთი თავდამსხმელი შეემატება - კოტდივუარელი ბოტი გოა დემელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guria
ცუდსა რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი. წარმატებები გოგიჩას! ასეთი ბოგმიანი კომენტარებით აქ, მხოლოდ თქვენ თავზე საუბრობთ ვინ ხართ
zozulia
სუსტი გუნდია გურია, ალბატ გავრდებიან!
vova
გოგიჩ შენ ხარ უსუსტესი უუნარო, დინამოში გეგადავებოდენ, იქ ვერაფერი გააკეთე და მად რას იზამ. შენი ადგილია ასაკობრივი, ვარდიში არ დაგავიცყდეს, ვარდიში,,ისე იცოდე ვარდიში კი არა ვარჯიში ქვია, შენ ვერ ჩაამტავრებ მად სეზონს, მაგას გეუნებოდი დინამოზეც და მიიგე, უარესი გელის, გაგაპანგურებს გურია, დაიმახსოვრე.
55
გოგიჩ სჰენ 10 ვერ გახვალ, სლაბი ხარ. გურიას კი წარმატებები
irisha
თენგო, მემგონი გაბრაზებული და გამწარებული კაცის შთაბეჭდილებას შენ უფრო გევხარ. რაც შეეხება მჭვრთნელს, ვინც კახას იცნოს ყველამ იცის, რომ არ ახასიათებს ბაქიაობა ასე რომ დაწყნარდი
გოლეადორი
თენგო გურიიდან რამ დაგბოღმა ესე ეტყობა აღარ მუშაობ გურიაშიიიი? რა იყო გურული თუ ხარ უნდა უგულშემტკივრო გურიას და ესე არ უნდა წერდე და ლაპარაკობდე. შე ვაი გურიელო.
tengo guriidan
არ გვინდა ასეთი ბაქიაობა, ვნახოთ რა შეუძლია ლანჩხუთის გურიას. პირველ ტურს სიონთან ვერ მოიგებს, ხოლო მეორე ტურს შუქურასთან წააგებს. წარმატებას ვუსურვებ თითეულ გურიის ფეხბურთელებს. მწვრთნელის კი არ მჯერავს არფერი. კაცი დინამოში იყო მაშინ არ იქადნებოდა აესე და ახლა გურიიდან ეს უკვე გაბრაზებული კაცის ნათქვამს უფრო გავს.
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
პრო ლიგა 2. "რუსთავი": გამოცდილი ახალწვეულები
დაკავებული ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე მოსამართლეს: შეცდომა დავუშვი, 22 ივნისს ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ
გურია-საპოვნელა 3:0 - ჟორდანიამ "გურიაში" 51-ედ... ითამაშა [VIDEO]
რა ხდება მატჩის გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ნაწილი გათავისუფლდა
"ემოციურად ვილაპარაკეთ..." ლანჩხუთში კახა გოგიჩაიშვილის ცემას არ ადასტურებენ
მერანი-მონტანა 1:1 - ზავი ბულგარელებთან
ვანო წილოსანი: ქართულ ფეხბურთს ვერაფერი გავუგე!..
ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი
მერანი-გურია 2:0 - დიდი ხნის შემდეგ...
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა თბილისის "დინამოც" დასაჯა და ქუთაისის "ტორპედოც"
ტორპედო-მლადოსტი 5:1 - ქუთაისური ტორნადო
ტკივილიანი ოქტომბერი - ქველმოქმედება ფეხბურთელის სახელით
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ეს ქართველმა გოგონამ გამომიგზავნა... სერბ მეკარეს "გურია" ტრამპლინად ესახება
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ტორპედო-გურია 1:1 - იმერულ-გურული ზავი პენალტებით
ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მერანი-დილა 3:2 - მარტვილი "დილას" ქომაგობს [VIDEO]
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ზაზა ურუშაძე: სანამ გამგებელი ვარ, "გურია" უპატრონოდ არ იქნება!
შუქურა-გურია 2:0 - მაინც შინაურმა უშველა...
ეს სპორტული აფერისტობაა! ფეხბურთელები ლანჩხუთის "გურიის" წინააღმდეგ
ლანჩხუთის "გურიას" გიალო ჩხაიძე გაწვრთნის
[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"
მალხაზ ჟვანია: ცხინვალის "ლიახვის" მთავარი მიზანი უმაღლესი ლიგაა
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
მერანი-სამტრედია 2:3 - შეცვალე და მოიგე!
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
გურია-ზუგდიდი 5:0 - ლანჩ-ხუთი! [VIDEO]
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
გურია-სამტრედია 3:1 - გამარჯვების დღე უკრაინული არტილერიით [VIDEO]
ტორპედო-გურია 2:1 - ნანატრი გამარჯვება [VIDEO]
ტორპედო-ვერეია 3:1 - თორნიკე კაპანაძის სამი გასროლა
ბერძნები, ნიგერიელი და გადარჩენის შანსი - ინტერვიუ მარტვილის "მერანის" დირექტორთან
ლანჩხუთის "გურია" კოტდივუარელ თავდამსხმელ ბოტი გოა დემელს იმატებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მარტვილის "მერანს" კაპიტანი დაუბრუნდა - სერგი ორბელაძე უკანა ხაზს გააძლიერებს
მერანი-პირინი 2:3 - მარცხი ბულგარელებთან ხისტ თამაშში
რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"
ტორპედო-ჰობრო 2:1 - მოგება დანიის სუპერლიგელთან [VIDEO]
ლანჩხუთის "გურიამ" არც მეორელიგელი დაინდო - წილოსანმა სეზონი იმედიანად დაიწყო
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
დინამო (ბთ)-გურია 1:3 - ყოჩაღ, "გურია"!
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ტორპედოში" ირანელები გამოჩნდნენ, შტელინი ბრიუსელის ტერაქტებმა დააბრკოლა
"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე
ლანჩხუთის "გურიამ" თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე ნიკა დაუშვილი დაიმატა