26 წლის აფრიკელ ფორვარდს ქართველი ქომაგი "ზესტაფონიდან" იცნობს
"გურია" კოტდივუარელ თავდამსხმელ ბოტი გოა დემელს იმატებს. მას ქართველი ქომაგი "ზესტაფონიდან" იცნობს.

26 წლის აფრიკელი ფორვარდი იმერელთა შორის 2012/13 წლების სეზონში თამაშობდა (17 მატჩი, 3 გოლი), როცა იმ დროისთვის მოქმედი ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი სათასო ბატალიებიდან მაშინ ჯერ კიდევ პირველლიგელმა "გურიამ" გამოთიშა.

სხვათა შორის, მაშინ დემელმა "გურიას" ორივე შეხვედრაში (0:1, 3:2) გაუტანა, თუმცა "ზესტაფონს" მისი გოლები არ ეყო და "სტუმრად" (ორივე მატჩი ზესტაფონში გაიმართა) გატანილი მეტი გოლის წყალობით, შემდეგ ეტაპზე ლანჩხუთელები გავიდნენ.

სხვადასხვა დროს ბოტი გოა დემელს საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთისა და სომხეთის რამდენიმე გუნდში უთამაშია. როგორც გავიგეთ, კოტდივუარელს ლანჩხუთში დღეისთვის ელიან და, შესაძლოა, დღესვე ითამაშოს ხონის "იმერეთთან" საკონტროლო მატჩში, რომელიც 8-დან 7 აგვისტოს გადმოიტანეს. "ევგრაფი შევარდნაძეზე" ეს შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.

ამით გურულები საკონტროლო მატჩების სერიას დაასრულებენ. აქამდე გამართული 9 მატჩიდან კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებს ჩინებული შედეგი აქვთ - 6 მოგება, 3 ფრე და არცერთი წაგება!

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ტესტმატჩში "გურია" ქვედალიგელს ხვდება, დიდი ალბათობით, გუნდი ახალი სეზონის შემობრძანებას წაუგებელი ამხანაგურებით დახვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
კახა გოგიჩაიშვილი: ჩვენთან სამ ქულას ნურავინ დაგეგმავს!
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები