ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

პაპანაქებას ბევრი გოლი უხდება

ესეც ასე: ხუთშაბათისა და პარასკევის მატჩებით საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო! წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ სასტარტო ტურში რაიმე განსაკუთრებული სენსაცია არ მომხდარა.

თუმცა ჩემპიონატის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ ამ სეზონში თითქმის ყოველ ტურში უნდა ველოდოთ, სულ მცირე, ერთ-ორ მეტ-ნაკლებად არაპროგნოზირებად შედეგს. ამის დასტურად პირველი ტურიც გამოდგება, როცა ბევრისთვის მოულოდნელად, შედეგიანობაც (23 გოლი) მაღალი იყო და რვა შეხვედრიდან სამი მატჩის შედეგიც, მთლად სენსაციურად თუ არა, გარკვეულწილად მოულოდნელობადაც შეიძლება შეფასდეს.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შესაშური შედეგიანობა იყო, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, თუ რა კლიმატურ პირობებში უხდებოდათ ჩვენს ფეხბურთელებს ჩემპიონატის საწყის ტურში მეტოქეებთან და აუტანელ სიცხესთან გამკლავება!

და კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორიც - ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ტური ჩატარდა, მაგრამ მაინც მეტისმეტად ულამაზოდ მოჩანდა თითქმის ყველა მატჩის, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება...

თუმცა, მოდით, ეს ყველაფერი აგვისტოს პაპანაქებას დავაბრალოთ და შესავლისთვის ესღა ვთქვათ - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე პირველი ტურის სამ მატჩს დაესწრო: "ცხინვალი"-"საბურთალოს" (ხუთშაბათს), "დილა"-"კოლხეთს" და "დინამო"-"საპოვნელას" (ორივე - პარასკევს).

ამ სამივე მატჩში საქართველოს ნაკრების წევრებიც მონაწილეობდნენ და პოტენციური კანდიდატებიც...

პირველი: გოლი, დუბლი, ჰეთ-თრიკი...

XXVII ჩემპიონატი ხუთშაბათს 2 მატჩით, ერთსა და იმავე დროს დაიწყო; პირველი გოლი კი თბილისურ შეხვედრაში გავიდა: "ცხინვალი"-"საბურთალოს" მატჩის პირველი ტაიმი მთავრდებოდა, როცა მასპინძელთა 21 წლის შემტევმა რატი ცაცკრიალაშვილმა ამ შეხვედრის და, საერთოდ, ახალი სეზონის პირველი გოლი გაიტანა!

...ტურის მეორე დღე კი მოვლენებით უფრო "დახუნძლული" აღმოჩნდა: გაცუდებულ პენალტებსა თუ გაძევებებზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი ის ფეხბურთელები გვინდა გამოვარჩიოთ, მშვენიერი შედეგიანობა რომ უჩვენეს.

უპირველეს ყოვლისა, ბათუმის "დინამოს" 28 წლის ცენტრფორვარდი გიორგი ბერიაშვილი უნდა ვახსენოთ, რომელმაც პირველსავე ტურში შეძლო ჰეთ-თრიკის შესრულება! აღსანიშნავია, რომ ამ გამოცდილ თავდამსხმელს საქართველოს ჩემპპიონატში სადაც ("ვიტ ჯორჯია", "ოლიმპი", "ტორპედო", "დილა") კი უთამაშია, იმ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირიც ყოფილა, მაგრამ უმაღლეს ლიგაში ერთ მატჩში 3 გოლი აქამდე არასდროს ჰქონდა გატანილი.

ბერიაშვილს "ოდნავ ჩამორჩნენ" ირაკლი სიხარულიძე და ჯაბა ჯიღაური, რომლებმაც "დუბლი" შეასრულეს.

"სამტრედიის" 25 წლის ცენტრფორვარდმა სიხარულიძემ თავის ახალ გუნდში პირველსავე მატჩში გამოიჩინა თავი და მისმა წყვილმა გოლმა შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. თბილისის "დინამო", "მეტალურგი", ბათუმის "დინამო", "ზესტაფონი" - სიხარულიძეს სადაც კი უთამაშია, დუბლი ყველგან შეუსრულებია და ახლა ამ გუნდთა რიცხვს "სამტრედიაც" შეემატა.

აი, რაც შეეხება 23 წლის ჯაბა ჯიღაურს, თბილისის "დინამოს" უნივერსალმა ნახევარმცველმა უმაღლეს ლიგაში პირველი "დუბლი" შეასრულა.

გოლები ახალი გუნდის მაისურით...

ირაკლი სიხარულიძის გარდა, სასტარტო ტურში სხვა ფეხბურთელებმაც შეძლეს ახალ გუნდში პირველივე მატჩში თავის გამოჩენა; 25 წლის გიორგი გაბედავამ, 23 წლის ლუის ალბერტო მედინამ (ორივე - ბათუმის "დინამო"), 34 წლის დავით ოდიკაძემ ("ტორპედო"), 31 წლის დიმიტრი ტატანაშვილმა ("სიონი"), 24 წლის გიორგი ჭანკოტაძემ ("ჩიხურა"), 23 წლის ლაშა ჩაფიძემ ("გურია"), 31 წლის ოთარ მარცვალაძემ, 29 წლის გიორგი ნავალოვსკიმ (ორივე - "დილა").

ეს რაც შეეხება გოლებს, თორემ ჩვენ რომ ახლა ის ფეხბურთელები ჩამოვთვალოთ, ახალ გუნდში პირველი მატჩები ვინც ჩაატარეს, ძალიან გრძელი სია გამოვა!

ეგ კი არა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა გუნდის ძირითადში ახალწეულები თამაშობდნენ. თუმცა, ეს ხომ ქართული საკლუბო ფეხბურთისათვის ჩვეულებრივი ამბავია და უკვე ის გვიკვირს, თუ როგორ შეძლო ბათუმის "დინამომ" წინა სეზონის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება...

სადებიუტო მატჩები, სადებიუტო გოლები...

თბილისის "საბურთალოს" უმაღლეს ლიგაში მართლაც მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა: უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდულმა გუნდმა წინა სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდთან, "ცხინვალთან" მეორე ტაიმში ისეთი მატჩი შემოატრიალა, შესვენებამდე რომ აგებდა!

ამ ზაფხულს დამატებული ჯაბა დვალისა და ლაშა თოთაძის გარდა, "საბურთალოს", ფაქტობრივად, ყველა ფეხბურთელმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა: 18 წლის ბექა ქურდაძემ, გაგი მარგველაშვილმა (18), გრიგოლ ჩაბრაძემ (19), გიორგი ხარაიშვილმა (19), ვლადიმერ მამუჩიშვილმა (17), ბექა გვარაძემ (18), სანდრო ალთუნაშვილმა (18), ირაკლი ბიძინაშვილმა (18), ცოტნე ნადარაიამ (18), გურამ გოშთელიანმა (18).

ამათგან ორმა, ხარაიშვილმა და გოშთელიანმა, სულაც გოლებით აღნიშნეს უმაღლეს ლიგაში დებიუტი. ამათ გარდა, უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდათ: 20 წლის ოთარ კუსიანს ("ჩიხურა"); ლოკომოტიველებს - ბაჩო მიქავას (21), რატი არდაზიშვილს (17), გიორგი ღვინაშვილს (18), დავით სამურკასოვს (17); გოჩა კვარაცხელიას (19, "კოლხეთი"), ლევან წოწონავას (18, "მერანი"), გიორგი ქანთარიას (18, "ზუგდიდი"), ნიკა კვანტალიანს (17, ბათუმის "დინამო") და, რა თქმა უნდა, თერჯოლის "საპოვნელას" ფეხბურთელთა თითქმის 90 პროცენტს.

დაბოლოს, კიდევ ერთ ჭაბუკ ფეხბურთელზე, ლომის წვლილი რომ შეიტანა თავისი გუნდის გამარჯვებაში: ბათუმის "დინამოს" 18 წლის მარცხენა გარემარბმა ბექა ჭკუასელმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, პენალტიც "მოინადირა" და, საერთოდაც, ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ მოედანზე.

სამწვრთნელო თემა

ფეხბურთელთა გარდა, რამდენიმე მწვრთნელსაც ჰქონდა უმაღლეს ლიგაში დებიუტი: ვასილ მაისურაძეს ("ლოკომოტივი"), მირიან გეწაძეს ("საპოვნელა"). ამათ გარდა, ზოგი მწვრთნელი უმაღლეს ლიგას გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდა და წარმატებითაც - გია ცეცაძე ("სამტრედია") თითქმის 4 წლის შემდეგ, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილი ("საბურთალო") 3 წლის შემდეგ.

წინა სეზონისგან განსხვავებით, სხვა გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში მოგვევლინნენ კახა გოგიჩაიშვილი ("გურია") და ვარლამ კილასონია ("სიონი"). სხვათა შორის, სწორედ ამ გუნდებს შორის ჩატარებულ მატჩში დაფიქსირდა პირველი ტურის ერთადერთი ფრე.

უიღბლონი...

უცნაურობა "დაებედა" ამ ზაფხულიდან თბილისის "დინამოს": ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა სამი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და სამივე... კაცნაკლულმა ჩაამთავრა!

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგაზე აზერბაიჯანულ "გაბალასთან" გამართულ პირველ შეხვედრაში დინამოელებს გიორგი გველესიანი გაუძევეს, მეორეში კი - ლაშა თოთაძე.

ახლა კი, "საპოვნელასთან" სასტარტო ტურში, დინამოელთა ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა, 23 წლის რენე ფერეირამ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ორჯერ "დასტყუა" ყვითელი ბარათი არბიტრს და თავისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა.

ასევე ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო გააძევეს ფოთის "კოლხეთის" 24 წლის მარცხენაფლანგელი გიორგი ლემონჯავა, ხოლო "ცხინვალის" ემოციურ თავკაცს, კახა კაჭარავას "საბურთალოსთან" მატჩის მიწურულს არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა...

პირველი ტური უიღბლო გამოდგა კიდევ ორი ფეხბურთელისათვის; "საპოვნელას" 24 წლის მცველი ზურაბ ენდელაძე უმაღლეს ლიგაში ოთხწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა და თბილისის "დინამოსთან" მატჩში, თავისდა უნებურად, კურიოზული ავტოგოლი მიითვალა.

ამ შეხვედრაში მასპინძლები ისედაც უპირობო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და სტუმართა ფეხბურთელის საკუთარ კარში გატანილ გოლს მატჩის საბოლოო შედეგზე იმდენად არ უმოქმედია, როგორც სხვა შემთხვევაში მოხდა...

"სამტრედია"-"შუქურას" მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს, როცა ანგარიში 0:0 იყო, სტუმართა "შტატიანმა" პენალტისტმა" გიორგი ჩელებაძემ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა, შესვენების შემდეგ კი მასპინძლებმა 2 უპასუხო გოლი გაიტანეს.

...და ისევ "საპოვნელაზე" - უმაღლეს ლიგაში 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებული გუნდი დიდი ანგარიშით კი დამარცხდა, მაგრამ რამდენჯერმე გვარიანად ანერვიულა ფავორიტი მეტოქე: სანდრო შუღლაძის სახიფათო დარტყმა ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია, გიორგი ბუხაიძემ კი ჯერ ძელს გაარტყა ბურთი, ხოლო მეორე ტაიმში გოლიც გაიტანა, ოღონდ არ ჩაუთვალეს...

ხმაურიანი დაბრუნებები

31 წლის ოთარ მარცვალაძემ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს შარშან, მაისში ითამაშა, როცა თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში გამოდიოდა; ახლა კი "დილას" შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა ჩემპიონატის მატჩში და შეცვლაზე შემოსულმა გოლიც გაიტანა.

ასევე შეცვლაზე შესულმა შეძლო თავის გამოჩენა "ტორპედოში" წელიწადნახევრის მერე დაბრუნებულმა 23 წლის თორნიკე კაპანაძემ. უფრო კი არა, ბევრად ხანგრძლივი პაუზის მერე დაუბრუნდა თავის მშობლიურ გუნდს თბილისის "დინამოს" ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებული ვეტერანი, 37 წლის ალექსანდრე იაშვილი!

ჰოდა, დაბრუნებაც ასეთი უნდა - "იაშკა" გუნდის კაპიტნადაც მოგვევლინა, ოსტატური გოლიც გაიტანა და თითქმის ყველა საგოლე ეპიზოდშიც (მარჯვენა მცველის, ოთარ კაკაბაძის მსგავსად) მიიღო მონაწილეობა.

...საქართველოს ნაკრების ენერგიული მარცხენაფლანგელი, 29 წლის გიორგი ნავალოვსკი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თითქმის რვაწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა, გორის "დილას" შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა და გოლიც გაიტანა!

აღსანიშნავია, რომ ეს იყო ნავალოვსკის პირველი გოლი საქართველოს ჩემპიონატებში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giga

თქვენ დაკარგეთ ნამუსი საერთოდ?კლიმიაშვილის გოლი ნანახი გაქვთ? ან ქიმაძეს თამაშს ადევნეთ თვალი? ვახ ვახ... იმიტო არის ესეთ დღეში ფეხბურთი, ეს თქვენი დამსახურებაც არის ესეთ დაბალ დონეზე რომ ვართ... იმედია გამოაქვეყნებთ...

• vardens

ვარდენ არადა არ იმსახურებდა იაშვილი მოხვედრას კლიმიაშვილი უფრო იმსახურებდა ან დაცვაში სანდოხაძე მაგრამ გამოცდილების გამო ჩასვეს ალბათ

• giorgi 777

რეგიონებს მიხედეთ...ფეხბურთი ნუ გახადეთ თბილისის ჩემპიონატი...რა საბურთალო რის საბურთალო...გლდანი და დიღომიც ათამაშეთ ბარემ...ზესტაფონი დაშალეთ..გაანადგურეთ..კარგი ფეხბურთელები წაიყვანეთ და ითამაშეთ ერთმანეთში....ხალხი ფეხბურთზე დადის იმერეთში და სამეგრელოში....და გურიაც რათქმაუნდა...თბილისში არ აინტერესებთ ფეხბურთი მარტო ნაკრები და ევროლიგის თამაშზე თუ მოვლენ.....დაფიქრდით ციტა........

• გიორგი

"ტორპედოს" მეპატრონე სპორტის მინისტრი რომ არ არის, ამიტომ ვერ მოხვდა სიმბოლურში ვერავინ???

• vardena

37წლის ვეტერანი რომ სიმბოლურში მოხვდება იქ ძაან მანგარი ჩემპიონატი უნდა იყოს)))

• juve

კლიმიაშვილის შესახებ გსმენიათ რამე?

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

პარიზის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო

"რუსთავის" ფეხბურთელმა გოლი 55 მეტრიდან გაიტანა [VIDEO]

"საბურთალო": იაშვილთან კონტრაქტი გაგრძელდა, ახალი ცაცკრიალაშვილია

საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა

გიორგი ბერიაშვილმა პორტუგალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს

ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ

ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

წლის შემაჯამებელ ტურნირზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება

ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]

[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?

ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა

"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო

საბურთალო-შუქურა 3:2 - ფაქტობრივად, დარჩნენ... [VIDEO]

ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]

გიორგი ჭიაბრიშვილი: ახალი სტადიონი და ბაზა შემდეგი სეზონიდან

გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]

ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]

სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა

კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს

"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ

იმერული დერბი თბილისში "სამტრედიამ" საეჭვო პენალტით მოიგო [VIDEO]

"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ

გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს

სამტრედია-საბურთალო 8:2 - აწყვეტილები

ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება

ლევან სალუქვაძე: ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა

[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?

რატი ცაცკრიალაშვილი "სიონში" გადავიდა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ლაშა თოთაძე "დინამოს" დაემშვიდობა და კარიერას ირანში გააგრძელებს

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

"არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ბუდუზე ეს უნდა მოგიყვეთ..." - რა განაცხადა იაშვილმა ზივზივაძეზე

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში

მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება

ძიუდო. ბუდაპეშტის გრან პრი: ღვინიაშვილი და ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ