"ილიჩევეციდან" წამოსული თარგამაძე ბოლო ერთი წლის განმავლობაში "შახტარის" დუბლშემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს
2011 წელს დავით თარგამაძე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ის იყო იშვიათი ფეხბურთელი, რომელიც თემურ ქეცბაიას დროინდელ ეროვნულ ნაკრებს აცოცხლებდა და გვახსენებდა, რომ ქართველებს ძლიერი ინდივიდუალისტები კიდევ გვყავდნენ.

თარგამაძემ პირველივე თამაშით მოიგო ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და გულშემატკივრის გული, "ჯვაროსნების" ძირითად შემადგენლობაში იოლად დამკვიდრდა და მისი ერთ-ერთი ლიდერიც გახდა, მაშინ, როცა ეს ბევრ ცნობილ მოთამაშეს უჭირდა.

2011 წელს თარგამაძემ ქართველ ფეხბურთელებს შორის ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა, ყველაზე მეტად გაგვახარა და დაგვაიმედა, რომ ასეთი ფეხბურთელებით საქართველოს ნაკრები იმ ფეხბურთს შემოგვთავაზებდა, თითოეულ ჩვენგანს რომ ენატრება...

ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში, საქართველო-საბერძნეთის შეხვედრას მისით დაინტერესებული კლუბების წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც ლოგიკური იყო - ერთსულოვანი შეფასებით, საქართველოს ნაკრების მიერ მანამდე გამართულ სამივე შეხვედრაში (პოლონეთთან, ლატვიასთან და მალტასთან) საუკეთესო გახლდათ - საუცხოო ტექნიკისა და სისწრაფის მქონე ინდივიდუალისტი თამაშს ამწვავებდა...

მაშინ ის უკრაინული "ოლექსანდრიას" ლიდერი და ჩვენი ქომაგების ერთ-ერთი უმთავრესი იმედი იყო. თარგამაძემ ბუნდესლიგის "ფრაიბურგიდან" წამოსვლით გამოწვეული ჩავარდნა დასძლია და მისით, ერთდროულად, "პორტუ", "შახტარი" და კიევის "დინამო" დაინტერესდნენ.

მაშინ შემტევი ნახევარმცველი 22 წლის იყო და "შახტარში" გადასვლა ამჯობინა, მაგრამ... წინსვლის ნაცვლად, კარიერა უკან-უკან წაუვიდა. დონბასელებმა თარგამაძე მარიუპოლის "ილიჩევეცში" გაანათხოვრეს, სადაც ბოლოს თითქმის ერთი წლის წინათ, 2014 წლის 29 აგვისტოს სწორედ დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ ითამაშა. გუნდი იმავე წლის დეკემბერში დატოვა და მას მერე უგუნდოდაა.

ბევრმა გულშემატკივარმა თარგამაძე უკვე დაივიწყა, ნაწილს კი, შესაძლოა, ჰგონია, რომ ფეხბურთს შეეშვა. როგორც შევიტყვეთ, "ილიჩევეციდან" წამოსული თარგამაძე ბოლო ერთი წლის განმავლობაში "შახტარის" დუბლშემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს.

ცხადია, მისი უგუნდობის მიზეზით დავინტერესდით. სიახლე ფეხბურთელის ძმამ, ირაკლი თარგამაძემ გვითხრა.

"დათოს ახალ გუნდში გადასვლას ცალკე "შახტარის" ხელმძღვანელობა ჰპირდებოდა, ცალკე - აგენტი, მაგრამ ეს ვერც ერთმა მოახერხა და ვერც - მეორემ. იყო პერიოდი, წელი აწუხებდა და ამიტომ საკმაო ხანი იყო გაჩერებული, მაგრამ ახლა ტრავმა მოირჩინა და ჩვეული დატვირთვით ვარჯიშობს.

"შახტარმა" ძალიან კარგი სამსახური გაუწია, რადგან ვარჯიშის საშუალება მისცა. სატრანსფერო "ფანჯარა" 31 აგვისტოს იხურება და დათო ახალ კლუბში იჯარით გადასვლას იმედოვნებს. უკრაინაში რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, მათ შორის, ზაპოროჟიეს "მეტალურგი" და, ალბათ, რომელიმეში გაანათხოვრებენ", - ამბობს ირაკლი თარგამაძე და იქვე გვიდასტურებს, რომ მისი ძმის აყვანით მინსკის "დინამო" და ბორისოვოს ბატე იყვნენ დაინტერესებულნი:

"დიახ, ასე იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულია. საბოლოოდ, მენეჯერი კლუბებს ვერ შეუთანხმდა და დათო უგუნდოდ დატოვა. არადა, ბელორუსული კლუბები კონტრაქტს სთავაზობდნენ. ასეა, აგენტმა ლამის დაღუპა. არადა, ხალხმა ეს არ იცის და ჰგონიათ, რომ ფეხბურთზე გული აიცრუა. დამიჯერეთ, ასე არ არის. დათო უგუნდობას ძალიან განიცდის და ნერვიულობს. ფეხბურთელისთვის უთამაშებლობა ყველაზე დიდი ტრავმაა და ცხადია, დღევანდელი ვითარება არ ახარებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ მალე ახალ გუნდში გადავა, ფორმასაც აღიდგენს და ნაკრებშიც დაბრუნდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gakho
კი ითამაშებს.... მაგრამ ან გუჩის მაღაზიაში, ან apple-ს მაღაზიაში ანდა რესტორანში სადმე
fanat
ეს კიდევ თამაშობს? :) დედა რაღა ვქნა?
dadu
მეტი არაა ჩემი მტერი ამან კიდევ ითამაშოს ფეხბურთი. სადმე უკრაინის რეგიონ ლიგაში ჩაკვდება 2-3 წელიწადში. კაცს ჩაცმა, მანქანა და მობილური რო ფეხბურთზე მეტად გეყვარება ეს ბოლო გელის უეჭველი. რამოდენიმე წელიწადში ამოჭამს იმ ნაშოვნ ფულს და აი მერე იქნება ცოდო.
nodarichi123
ცჰანტურია სადა დაწერეთ, ხო ცოცხალია?DDDDDDDDDD
tagvi
სამწუხაროა ოქრიაშვილს რო აყვა და ფეხბურთს ნაადრევად დაემშვიდობა, ყველა ფეხბურთელი ერთობა მაგრამ ამან წინ სვლაში არ უნდა შეგიშალოს ხელი!
Georgiano
მორიგი ქართველი, რომელმაც ხასიათს(გართობა, სიგარეტი,კლუბები, დალევა) გადააყოლა და გაფლანგა ნიჭი. არადა შეეძლო დიდი ფეხბურთი ეთამაშა. მე ასეთ ფეხბურთელებს პატივს არ ვცემ, ერთი-ორი სეზონი რომ გაიელვებენ და მერე უვარგის ხასიათს გამოავლენენ. ყველამ მიბაძეთ კანკავას!
mainteresebs
გიორგი ჭანტურია სად ითამაშებს!
Zviadi
სად ითამაშებს მაგას არც ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა და თუ თამაში უნდოდა ითამაშებდა იქ სადაც იყო ახლა ითამაშებს თუ არა სულ არ მაინტერესებს,იმიტომ რომ მაგაზე უკეტესები წამოვიდნენ,გულშემატკივრებს მაგან იმედები გაუცრუვა.
bacho
ვინმეს გჯერათ ამ ბიჭის?მე არა სამწუხაროდ.არა სერიოზულმა ოქრიაშვილმაც კი აჯობა სერიოზულობაში,ასეთების ხელშია ქართლი ფეხბურთი დღეს
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი და საგოლე პასი - "ვილიარეალმა" "ესპანიოლი" გაანადგურა
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
ვაკო გვილია ზაპოროჟიეს "მეტალურგის" "წლის აღმოჩენად" აღიარეს
არც დავფიქრდები, ისე ჩამოვალ - ვაკო გვილია თბილისის ტრაგედიასა და მოქალაქეობაზე
ვაკო გვილიამ ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" კონტრაქტი გაწყვიტა
გვილია და გვალია - ორი საყრდენი, რომლებმაც შესაძლოა ცხადაძე დააინტერესონ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: კაცნაკლულმა "სამტრედიამ" "დილას" სძლია, შენგელიამ "დინამოში" პოკერი გაიფორმა
დავით თარგამაძე ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელი გახდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვაკო გვილია: ეს "მეტალურგის" მაისურით გატანილი ჩემი პირველი გოლია
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ვაკო გვილია: ახალ გუნდში მისვლა საქართველოს პასპორტით მსურს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები