რა ხდებოდა პეკინში 24 აგვისტოს
გუშინ, პეკინში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა, რის შემდეგაც, ქვეყნების ჩათვლაში ლიდერობა კენიის ნაკრებმა მოიპოვა.

დავიწყოთ დღის სენსაციიით. მას შემდეგ, რაც ექვსი წლის წინ, ფრანგმა ჭოკით მხტომელმა რენო ლავლენიმ პირველი ექვსმეტრიანი ნახტომი შეასრულა, ევროპის შვიდი ჩემპიონატი მოიგო, გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემპიონატზე დარბაზებისთვის და გახდა ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი. გარდა ამისა, შარშან, თებერვალში 6.16 მეტრზე გადახტა და ლეგენდარული სერგეი ბუბკას მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა.

მაგრამ, 28 წლის ფრანგს არასოდეს მოეგო საზაფხულო მსოფლიოს ჩემპიონატი. ტეგუსა და ბერლინში მესამე ადგილი დაიკავა, ორი წლის წინ, მოსკოვში - მეორე, როცა გერმანელ რაფაელ ჰოლცდეპესთან წააგო. მიუხედავად იმისა, რომ ლავილენი წელს ერთადერთი იყო, ვინც ექვს მეტრზე გადახტა, ნავსი მაინც ვერ გატეხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლის გარეშე დარჩა.

რენომ გამოსვლა 5.80 მეტრით დაიწყო და ეს სიმაღლე პირველივე ცდიდად აიღო. 5.90-ზე კი პრობლემები შეექმნა. ფრანგი მაღლა აფრენას ახერხებდა, მაგრამ ტრაექტორია იყო ცუდი. საბოლოოდ, ლავილენიმ ბრინჯაოს მედალი გაიყო ორ პოლონელთან - ვოიცეხოვსკისთან და ლისეკთან.

ჩემპიონი კი 21 წლის კანადელი შონესი ბარბერი გახდა. ეს მძლეოსანი აშშ-ში დაიბადა და ოჰაიოს უნივერსიტეტის სახელით გამოდიოდა, მაგრამ პროფესიულ დონეზე კანადის სახელით ასპარეზობა გადაწყვიტა. მიზეზი მამის ნაკვალევზე წასვლა იყო, რომელიც მისი მწვრთნელი გახლავთ. პეკინში ბარბერმა პირველივე ცდიდან აიღო 5.90 მეტრი. მის გარდა, ეს სიმაღლე დაძლია ჰოლცდეპემ, მაგრამ ამისთვის სამი ცდა დასჭირდა. ექვსი მეტრი კი იმ დღეს ამ ორმა ლიდერმა ვერ აიღო.

დღის მთავარი გარბენი, რა თქმა უნდა, ქალებს შორის 100 მეტრი სპრინტის ფინალი იყო. აქ იამაიკელმა შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი. ის პირველივე მეტრებიდან წინ გაიჭრა და არავის მისცა თავის უპირატესობაში ეჭვის შეტანის საბაბი - 10.76! 152 სანტიმეტრი სიმაღლის იამაიკელი პირველი მძლეოსანია ისტორიაში, ვინც 100 მეტრზე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა.

ვერცხლის მედალი მოულოდნელად დაფნე შიპერსმა მოიპოვა, რომელიც ადრე შვიდჭიდში გამოდიოდა და ამ სახეობაში იუნიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი იყო, ორი წლის წინ, მოსკოვში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ახლა ჰოლანდიელი წარმატებით გადაერთო სპრინტზე და მოკლე დროში ფანტასტიკურ პროგრესს მიაღწია. წელს მან პირველად მოახერხა 11 წამიდან გამოსვლა, გუშინ კი 10.81 აჩვენა, რაც ახალი ეროვნული რეკორდია.

ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ ქალებს შორის სამხტომში პირველობა კოლუმბიელ კატერინ იბარგუენს ერგებოდა. სამხრეთამერიკელმა ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, სულ კი ზედიზედ 29 სტარტია არ იცის რა არის წაგება.

მამაკაცებს შორის სტიპლჩეზში, როგორც მოსალოდნელი იყო კენიელი მორბენლები დომინირებდნენ. პირველი ოთხი ადგილი ამ ქვეყნის წარმომადგენლებს ერგოთ. მათ შიდა დაპირისპირებას სერიოზული ინტრიგა ჰქონდა - შეძლებდა თუ არა 33 წლის ეზეკილ კემბოი ზედიზედ მეოთხედ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას. საბოლოოდ, კენიის ღია პირველობაზე უძლიერესი სწორედ კემბოი გახდა. 2009 წლიდან მოყოლებული, მას ვერავინ ამარცხებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, სულ კი ეს მისი მეშვიდე პირველობა იყო და არც ერთი მედლის გარეშე არ დაუტოვებია.

სამი დღის შემდეგ, მედლების ჩათვლაში პირველ ადგილზე კენია გადავიდა. გუშინ, ამ გუნდმა ოთხი მედალი მოიგო. სტიპლჩეზში მთლიანი პოდიუმის გარდა, კენიელმა გაიმარჯვა ქალებს შორის 10000 მეტრზე გარბენში. ვივიან ჩერუიოტმა ბოლო მეტრებზე აჯობა ეთიოპიელ გელეტე ბურკას და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა. აღვნიშნავთ, რომ პირველ ექვსეულში ერთბაშად სამი ამერიკელი ვიხილეთ.

კენიას იმდენივე ოქრო აქვს, რამდენიც ბრიტანეთსა და იამაიკას, მაგრამ მედლების საერთო რაოდენობით (6), აფრიკელები ყველაზე წინ არიან.

კაცები

ჭოკით ხტომა

1. შონესი ბარბერი (კან) - 5.90; 2. რაფაელ მარსელ ჰოლცდეპე (გერ) - 5.90; 3. პაველ ვოიცეხოვსკი (პოლ) - 5.80; 3. რენო ლავილენი (საფ) - 5.80; 3. პიოტრ ლისეკი (პოლ) - 5.80...

3000 მ. სტიპლჩეზი

1. ეზეკილ კემბოი (კენ) - 8:11.28; 2. კონსესლუს კიპრუტო (კენ) - 8:12.38; 3. ბრიმინ კიპროპ კიპრუტო (კენ) - 8:12.54...

ქალები

სამხტომი

1. კატერინ იბარგუენი (კოლ) - 14.90; 2. ჰანა კნიაზევა-მინენკო (ისრ) - 14.78; 3. ოლგა რიპაკოვა (ყაზ) - 14.77...

10000 მ.

1. ვივიან ჩერუიოტი (კენ) - 31:41.31; 2. გელეტე ბურკა (ეთი) - 31:41.77; 3. ემილი ინფელდი (აშშ) - 31:43.49...

100 მ

1. შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამ) - 10.76; 2. დაფნე შიპერსი (ჰოლ) - 10.81 (ევროპის რეკორდი); 3. ტორი ბოუი (აშშ) - 10.86...

მედლების ჩათვლა (TOP10)

ო ვ ბ ს

1. კენია 2 2 2 6

2. იამაიკა 2 0 1 3

3. ბრიტანეთი 2 0 0 2

4. გერმანია 1 2 0 3

5. აშშ 1 1 4 6

6. კანადა 1 1 1 3

7. პოლონეთი 1 0 3 4

8. ესპანეთი 1 0 0 1

9. ერითრეა 1 0 0 1

10. კოლუმბია 1 0 0 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..