ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: მძიმე დასასრული [VIDEO]

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: მძიმე დასასრული [VIDEO]

ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე მოშვებულ-მოდუნებული და ტრავმებით გათანგული გუნდი ვიხილეთ, რომელიც შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ ავლენს
ფოტოზე: ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი

წერილის სათაური იქიდან გამომდინარე შევარჩიეთ, რომ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენგან ბოლო წარმატებას მძიმეწონოსანმა ფალავანმა მიაღწია, თუმცა ტურნირში ჩვენი ნაკრების გამოსვლაც მძიმეა და არასახარბიელო. იქ მხოლოდ ორი ბრინჯაო ვირგუნეთ, რაც ვალერი ლიპარტელიანმა (90) და ადამ ოქრუაშვილმა (+100) დაიმსახურეს, რაც ძალზე მცირეა მსოფლიოს მოწინავე ნაკრებისთვის.

თუმცა თანდათან ამ ტიტულსაც ვთმობთ და პოზიციებსაც - ასტანაში პირადი პირველობის გარდა, წარმატების მოპოვება გუნდურშიც გაგვიჭირდა; ევროპულ თამაშებში თუ ფინალში წავაგეთ, ამჯერად სეზონის უმთავრეს ტურნირში ბრინჯაოს დავჯერდით, ანუ წლეულს ორივე მთავარი შეჯიბრება დავთმეთ.

ბოლო ორ დღეს ასტანაში ბრინჯაოსთვის ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა წევრმა - ბექა ღვინიაშვილმა (90) იჭიდავა, მაგრამ ლიპარტელიანთან დამარცხდა. დანარჩენებიდან მეხუთეზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გავიდა. სამწუხაროდ, სხვებს მედალთან მიახლოების შანსიც არ ჰქონიათ.

გუნდის გამოსვლაშიც ყველაზე ცუდი ესაა - ჭიდაობის არადამაკმაყოფილებელი ხარისხი, ნაკრები წლის მთავარ შეჯიბრებას პიკში ვერ შეხვდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი ფიზიკური მოუმზადებლობა იყო, ეს დეფექტი კი ბევრ ხარვეზს განაპირობებდა თუნდაც ტექნიკის კუთხით. გუნდი თითქოს გადაღლილი იყო, თითქოს აკლდა დასვენება და ვერც ცალკეული მოჭიდავეების პროგრესი დავინახეთ - გამოსწორების ნაცვლად ისევ იგივე შეცდომები.

ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე მოშვებულ-მოდუნებული და ტრავმებით გათანგული გუნდი ვიხილეთ, რომელიც შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ ავლენს.

არადა, ერთი წელიწადი არც ისე დიდი დროა, თვალის დახამხამებაში გაირბენს, ჩვენ კი ერთი წუთის დაკარგვის უფლებაც არ გვაქვს, თორემ რიო დე ჟანეიროში ასტანური შედეგიც სანატრელი გაგვიხდება. თვით მედალოსნები და მედალზე ნაჭიდავები ხალხიც კი შორს იყო თავისი საუკეთესო ფორმისგან.

ბრინჯაო ოქროსგან

ადამ ოქრუაშვილმა ამ სეზონში უკვე მეორედ გააოცა ქომაგები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამჯერად კიდევ უფრო დაიკლო წონაში, ახლანდელი მედალი იმდენად დიდი სიურპრიზი არ იყო, როგორც ბაქოში, პირველ ევროპულ თამაშებზე გამარჯვება.

მას კვლავაც მეტი აქვს რეზერვი, ოღონდ საამისოდ ჯერ კიდევ უნდა დაიკლოს წონაში. მაშინ მოძრაობა-კოორდინაცია კიდევ უფრო გაუუმჯობესდება და ილეთებსაც უფრო თავისუფლად გააკეთებს, თუმცა ამ კომპონენტებში ამჯერადაც არ გამოიყურებოდა ურიგოდ. მან ყველა შეხვედრაში მაღალი სინჯის გდებები გააკეთა - 5-დან ორი პაექრობა იპონით მოიგო, ორი - ვაზარით, ერთში კი დამარცხდა. თან რამდენიმე სახის ილეთი გამოიყენა, ანუ საკმაოდ მრავალფეროვნად იჭიდავა.

ის პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორეში პოლონელი მაციეჟ სარნაცკი გაშლილი ხელით კარგად დაითრია და მოგვერდით ვაზარზე მოიყოლა; ჩეხი მიხალ ჰორაკი ჯერ ვარდნაში ვაზარზე გამოცერა, მერე კი კისრულის გაკეთება არ დაანება და იპონზე გადაჩეხა. მეოთხედფინალში გერმანელ სვენ ჰაილეს დაუცველ წელში კარგად შეუვარდა და თავს უკან გადაისროლა, ოღონდ ადრინდელისგან განსხვავებით, ამჯერად ეს ტექნიკურად ცოტა უფრო სხვანაირად გააკეთა.

ერთადერთი შეხვედრა ოქრუაშვილმა ნახევარფინალში წააგო იაპონელ რიუ სიჩინოესთან, რასაც წინ მსაჯის ცოტა საეჭვო გაფრთხილებები უძღოდა - სამჯერ დასაჯა ჩვენებური, რომელთა მართებულობა მართლაც რომ საკამათოა. მართალია, მეტოქე ოდნავ უფრო აქტიური იყო, ყოველ შემთხვევაში, იმიტაციას ნამდვილად ქმნიდა, თუმცა აშკარად პასიური არც ქართველი ყოფილა. თან იაპონელი უკანაც ბევრჯერ წავიდა. მართალია, ორჯერ ისიც გააფრთხილეს, მაგრამ ბოლო წამებზე უპირატესობა მაინც მის მხარეს იყო, ოქრუაშვილს კი ვა-ბანკზე წასვლის მეტი არაფერი დარჩენოდა და იპონზე მოჰყვა.

ვფიქრობთ, ჩვენებურს ტვირთად აწვა იაპონელთან ზედიზედ წაგებული წინა სამი შეხვედრა (თუმცა იმათგან ერთში ტრავმის გამო ვერ იჭიდავა) და არ რისკავდა.

ოქრუაშვილი წონის დაკლების შემთხვევაში სისწრაფესაც დაიბრუნებს, ძველ ილეთებსაც და ცოტა აგრესიულად თუ ეჭიდავება (ცხადია, სწორი ტაქტიკის თანხლებით), სიჩინოე ნამდვილად არაა ფრანგი ტედი რინერივით დაუმარცხებელი, ვინც მერვედ (!) გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ოქრუაშვილმა ამოსმულით მეოთხედ მოუგო ევროპის გერმანელ პრიზიორ ანდრე ბრაიტბარტს.

იხილეთ ვიდეო

ჯერჯერობით, ვიდრე არ დამთავრებულა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობასა და სხვა სახეობებში, ადამ ოქრუაშვილი წლის საუკეთესო სპორტსმენია - ევროპის ჩემპიონატთან გათანაბრებულ ევროპულ თამაშებში გაიმარჯვა, ხოლო მსოფლიოზე ბრინჯაო მოიპოვა.

90-ის დუეტი

ასტანაში მომზადების და ჭიდაობის შედარებით კარგი დონე 90 კილოგრამის ფალავნებმა - ლიპარტელიანმა და ღვინიაშვილმა აჩვენეს, თუმცა მათაც დაეტყოთ საერთო სენი - ფიზიკურად ვერ იყვნენ მომზადებულები.

დასაწყისში ეს ხარვეზი უფრო ლიპარტელიანს ეტყობოდა, ღვინიაშვილი კი შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა ბოლოსკენ ორივესთან თვალშისაცემი გახდა - ვერ გაუძლეს სატურნირო დისტანციას და მეორე ნახევარში მოუკლეს. თან ბოლოსკენ კიდევ ერთი ნაკლი გამოავლინეს - თავიდან მთელ შეხვედრას თუ მეტ-ნაკლებად თანაბრად, ერთ დონეზე ატარებდნენ, მერე და მერე გამოჩნდა, რომ სამი წუთის შემდეგ საგრძნობლად იღლებოდნენ, არ ჰყოფნიდათ ძალა, სუნთქვა, გამძლეობა და ისევ ის ნაკრები ვიხილეთ, რასაც წინა ოლიმპიურ ციკლში ვხედავდით.

თავიდან ორივემ ძალისმიერი სტილი აირჩია - ღვინიაშვილმა შებოჭვებით გაიარა სამი წრე (უკრაინელ ქუანჯაუ ნჰაბალისთან, პოლონელ პატრიკ ცირჩენიცთან და სერბ ალექსანდრ კუკოლისთან), ლიპარტელიანმა კი იმავე ეტაპზე ორი შებოჭა - მიხაილ მარჩიტანი არაბული საემიროებიდან და ფრანგი ალექსანდერ იდირი, თუმცა შუალედში იმ ერთ შეხვედრაშიც ამერიკელ იაკობ ლარსენთან ამოსმული შუაკაურით ორი ვაზარი მოიპოვა.

ღვინიაშვილი მეოთხე შეხვედრაშიც იაპონელ მაშუ ბაკერთან მომგებიან იუკოს შებოჭვის ხარჯზე გამორჩა, რომელიც ბოლომდე ვერ მიიყვანა, მაგრამ ქულა კი მოიპოვა. მან 30 აგვისტოს გუნდურშიც კიდევ რამდენიმე პაექრობა მოიგო ამგვარად.

ოღონდ მათგან ასეთი სტილი არაა დიდად გასაკვირი. განსაკუთრებით - ღვინიაშვილისგან, რომელიც ძირითადად ისედაც ასე გადის ფონს, აი, ლიპარტელიანი კი ხშირად ამჯობინებს დგომში ჭიდაობას. თუმცა გვახსოვს წლევანდელი დიუსელდორფის ტურნირი, რომელიც სწორედ ასეთ სტილში, შებოჭვებით მოიგო.

მათ ჩოქბჯენში ჭიდაობის გაკვეთილი ჩაუტარეს იმ თანაგუნდელებს, რომლებიც ამას სხვადასხვა მიზეზით თავს არიდებენ. არადა, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) ხომ რამდენჯერმე გააფრთხილეს, როცა მეტოქეს ჩოქბჯენში არ ჩაჰყვა, შაბათს მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილიც დიდწილად ამას შეეწირა.

არადა, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად (მაგალითად, ლიპარტელიანს მარჩიტანთანაც შეეტყო "ფიზიკის" ნაკლი, ღვინიაშვილმა ბრუნიდან ვერ გადააგდო ნჰაბალი), თავიდან ერთ რამედ ღირდა მათი ჭიდაობის ცქერა, რადგან ყველა შეხვედრაში გდებებს აკეთებდნენ, ილეთებით იგებდნენ. იმ შებოჭვებით მოგებასაც ისე ნუ გავიგებთ, თითქოს ბღლარძუნით ჩააგდეს დაბლა მეტოქე და ისე შებოჭეს - არა, ყველა შემთხვევაში, მინიმუმ, სავაზარე გდება მაინც გააკეთეს.

ლიპარტელიანმა დასამახსოვრებელი პაექრობა იდირთან მოიგო, ვისთანაც 2 გაფრთხილებას და იუკოს აგებდა. დროც იწურებოდა, მაგრამ დასრულებამდე 26 წამით ადრე წამოიწყო შეტევა, რითაც მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა.

ღვინიაშვილმა ასეთი ეპოქალური მოგება ბაკერთან მოიპოვა, თუმცა ბოლო წამებზე აშკარად გაექცა ბრძოლას. იმდენად აშკარად, მსაჯს მეოთხე გაფრთხილებით რომ მოეხსნა, საყვედურს ვერავინ ვიტყოდით. არადა, არ ჩამოუვარდებოდა ძლიერ მეტოქეს და არაფერი ჰქონდა ასე გასაქცევი. კიდევ ერთხელ გვიწევს იმის გამეორება, რომ ანგარიშის შენარჩუნება არ ნიშნავს გაქცევას და ჭიდაობის ჩაშლა გაცილებით უფრო ეფექტურადაც შეიძლება.

ლიპარტელიანი მეოთხედფინალში სამხრეთკორეელთა მომავალ ჩემპიონ დონ ჰან გვაკთან დამარცხდა, როცა თავისივე წამოწყებულ ილეთზე მეტოქემ კონტრშეტევა დაუპირისპირა, რითაც იუკო მოიპოვა. ღვინიაშვილი ნახევარფინალში რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა - გამოცდილმა მეტოქემ იოლად ჩაახშო მისი ახალგაზრდული სიფიცხე. ლიპარტელიანმა დამამშვიდებელში გერმანელ აარონ ჰილდებრანდთან და კვირას გუნდურში რუს კირილ ვოპროსოვთან დაამტკიცა, რამდენად ჭკვიანი მოჭიდავეა, იმდენად ეფექტურად დააიპონა ორივე.

ღვინიაშვილის გამოუცდელობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ლიპარტელიანთან, როცა ორი გდება გაუკეთა და წმინდად მოუგო.

იხილეთ ვიდეო

ღვინიაშვილი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერ წონის ლიდერებთან საჭიდაოდ მზად არაა. თან მის ჭიდაობაში არც სიახლე იგრძნობა. არადა, სასურველია.

ბოლო დღეებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის კიდევ ორი წარმომადგენელი გამოვიდა. ლევან მატიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა კუბელ ალექს გარსია მენდოსასთან გაფრთხილებებით 2:3-ზე. გასაგებია, რომ არ მიჰყვებოდა ჩოქბჯენში ჭიდაობაში (არადა, გუშინ გუნდურში კარგად აკეთებდა ამას), მაგრამ მსაჯმაც იჩქარა რამდენიმეჯერ. ამასთან, კუბელი ამისი მეორე გაფრთხილების შემდეგ 6-ჯერ (!) ჩაწვა, მაგრამ არა და არ გააფრთხილა. იმათგან ყველა არა, მაგრამ რამდენიმე ჩავარდნა კი ნამდვილად ჰგავდა ფალ-სტარტს.

თუმცა ეს სულაც არ ამართლებს მატიაშვილს, ვისაც წონაც მეტი აქვს და ერთ დროს წონის რისხვა ფალავნიდან დღეს საშუალო დონის ძიუდოისტად მოგვევლინა.

ქალთა ტურნირში ერთადერთი მონაწილე გვყავდა - ესტერ სტამი (70), ვინც პირველ შეხვედრაში მაროკოელი ასმაა ნიანგი გაფრთხილებებით დაამარცხა, მაგრამ იაპონელმა ჩიზურუ არაიმ შებოჭა.

გუნდური ბრინჯაო

პირად პირველობაში წარუმატებლობის შემდეგ ჩვენებმა გუნდურში ბრინჯაო მოიპოვეს. მათ პირველ წრეში 4:1 მოუგეს ტუნისს, ნახევარფინალში გასასვლელი შეხვედრა კი 2:3 დათმეს მონღოლეთთან. დამამშვიდებელში კი 3:2 მოუგეს რუსეთს (აქ 2:2-ზე მატიაშვილმა მოგვაგებინა, რომელმაც ორი ვაზარით დაამარცხა ასლან კამბიევი), ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი 4:1 აჯობეს გერმანიას.

იხილეთ ვიდეო

რუსი და ქართველი ძიუდოისტის შელაპარაკება მსოფლიოს ჩემპიონატზე

კვარცხლბეკი

ვაჟები

90 კგ

1. დონ ჰან გვაკი (იაპონია)

2. კირილ დენისოვი (რუსეთი)

3. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), მაშუ ბაკერი (იაპონია).

5. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

100 კგ

1. რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია)

2. კარლ-ჰაინც ფრეი (გერმანია)

3. ტომა ნიკიფოროვი (ბელგია), დიმიტრი პეტერსი (გერმანია).

+100 კგ

1. ტედი რინერი (საფრანგეთი)

2. რიუ სიჩინოე (იაპონია)

3. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო), იაკივ ხამო (უკრაინა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• lopo-s

სად უნდა დააყენო ... როცა მისი დასაყენებლი ადგილი აქამდე არ არსებობდა (დარბაზს ვგულისხმობ) და მედლები პანტა-პუნტით მოდიოდა ყველა მხრიდან? ... დაყენებინე ფეხბურთელებს და პირში წყლი გამოივლე კარგად როცა ჩვენზე საუბრობ. მართლა ....დააყენე ვიღაცა ხარ

• fraternity

აუგის თქმა რა თქმა უნდა ყველა შემთხვევაში დაუმსახურებელი და უსამართლო იქნება, თუმცა როცა უყურებ და ხვდები და იმის ნახევარს ვერ აკეთებს რაც შეუძლია და რისი იმდეიც გქონდა, ბუნებრივად იწყებ მიზეზის ძებნას თუ რატომ მოხდა ასე, სად იქნა შეცდომა დაშვებული. როცა ლიპოსნაირ სტაბილურ სპორტსმენს უყურებ, რომელსაც კვლავ ერთი ნაბიჯი დააკლდა ოქრომდე, არ შეიძლება გული არ დაგწყდეს და უმაყოფილება არ გამოთქვა, მეტია სა ჭირო, უფრო მეტი. ფედერაციის მხრიდანაც, მწვრთნელების მხრიდანაც, ექიმების მხრიდანაც და თავად ბიჭების მხრიდანაც. იმედი მაქვს ოლიმპიადის შემდეგაც აღარ მოვისმენთ ასეთ მიზეზებს რომ თურმე პიკში ვერ შევხვდით. სამწვრთნელო შტაბის პირველი მოვალეობა ზუსტად ესაა, გუნდი ისე უნდა მოამზადო რომ ფორმის პიკში შეხვდეს მთავარ შეჯიბრებას. ასე რომ იმუშავეთ და შედეგიც იქნება

• lopo

ეს მსოფლიო ჩემპიონატი იყო, აქ უნდა დაამტკიცო რა შეგიძლია, აზერბაიჯანში და სხვა ქვექნებში გამართული გრამპებში არანაირად არ ფასობს ამათი სიძლიერე, ყოველ მეორე თვეში ნაყარი ოქროები, პატარა ბიჭების ტურნირებზე გაყვანას წააგავს. აქ კი ვერ მოპოვებული პირველი ადგიელები იმას ნიშნავს რომ ერთი ადგილი უნდა დააყენოთ და მეტი იშრომოთ. სადაც საუკეთესოები ასპარეზოებნ იქ უნდა ივარგონ.

• irakli apkhaidze

ძიუდოისტებზე ვის უნდა მოუბრუნდეს ენა, რომ აუგი თქვას?!.. სულ ეგენი ავსებენ ქარტული სპორტის ყულაბას და საკუთარი დარბაზი არ ჰქონდათ აქამდე. პარადოქსია აბა რა ჩემი ფეხებია? თუმცა ჯანსაღი კრიტიკა ყველასთვის მისაღები უნდა იყოს დასაჭიროა. ჭრიკოს მოტივაციისთვის კაი რო ახლა წააგო, უფრო მიზანდასახული და ყურადღებიანი იქნება. 66-ში და 100-ში რო არავინ წაიყვანეს და დიდი ალბათობით ულიცენზიოდ დავრჩებით ეს მართლა ტეხავს. წონების გაორმაგებას მართლა ჯობდა ვაკანტური წონები არ გვქონოდა, აქ მე-7 ადგილიც სარტეიტინგო ქულების მომტანი (თან მსუყე) რაც ძალიან გვჭირდებოდა, ოლიმპიადამდე დარჩენილი ტურნირები არაა ასეთი მსუყე...

• zaza

დაანებეთ ამ სისულელეების ლაპარაკს, ყველა პროფესორები რომ გამოდიხართ.გუ ნდი ძალიან კარგად გამოვიდა,ბოდიში ოქროები რომ ვერ აიღეს ყველა წონაში.ევროპის თამაშებზე რომ ბრწყინვალეთ გამოვიდნენ,რატო მაგას არ იძახით.რომელ სპორტის სახეობაში ვიღებთ ორ მედალს მსოფლიოზე.

• asurbanifali

მოდთ ყველაფერი ზაინზებახერს და ნაციონალებს დავაბრალოთ....ასე ჯობია, საქმისთვის....ან ის სადაა, ეროვნული გმირი ბეთქილ შუკვანი, რომელსაც თურმე ნაციონალები ისე ჩაგრავდნენ, რომ რიოში წაიყვანეს ძალით, როცა არ ეკუთვნოდა....ვაი ჩვენს პატრონს...

• იმედა გიგაური

მთელი ყურადღების პრემიების გაზრდის მოთხოვნაზე გადატანას და მთავარი მწვრთნელის უვიცობას მოაქვს ესეთი შედეგები. დროზე გაუშვით უზნაძე, სანამ თურქეთის დონეზე არ მიიყვანა გუნდი

• ფრანიო

ადამმა აჩვენა, თუ რა შეუძლია, როცა წონას დაიკლებს. აუცილებლად უნდა დაიკლოს კიდევ ცოტა და ივარჯიშოს მეტი...ლიპარტელიანის ერთადერთი პრობლემა ფსიქოლოგიაა, სხვაფრივ, ტექნიკურად ყველაზე დახვეწილი, ჭკვიანი და სტაბილური სპორტსმენია მთელ ნაკრებში...ჭრიკიშვილზე რა ვთქვა-მგონი, ცოტა მოდუნდა 2 წლიანი ტრიუმფის მერე და არ მუშაობს მოწინააღმდეგეებზე..ფაქტია, რომ იმატ პირიქით ქნეს-ყველანაირად გაშიფრეს და რაღაც ახალი უნდა დაუპირისპიროს.. პაპინაშვილი ვერა და ვერ გამოვიდა იმ ტრავმის მერე, მაგრამ ოლიმპიადაზე მაინც არ მაქვს დიდი იმედი მისგან, რადგან ბევრი ჰყავს უხერხული მოწინააღმდეგე, განსაკუთრებიტ, კორეელ/იაპონელ/მონღოლები.. ბრინჯაო საუკეთესო მიღწევა იქნება. 73-ში ვერაფერს ვიზამთ :( შავდათუაშვილის იმედი საერთოდ არ მაქვს, ტატალაშვილი კი ძალიან არასტაბილურია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი-ძლიერიც და სუსტიც..ბექას რაც შეეხება-კარგი ბიჭია, მაგრამ ვფიქრობ, მომავალ ოლიმპიადაზე არ უნდა გაუშვან. ვარლამი მასზე უკეთესია ამ ეტაპზე.. და რაც მთავარია-მწვრთნელებმა სასწრაფოდ უნდა შეიმუშავონ ფიზმომზადების და წლიური დატვირთვის პროგრამა. ჩვენი სპორტსმენების აქილევსის ქუსლია გამძლეობა, ყველა გვჯობს მაგ მხრივ....იმედია, რაკი დარბაზი აქვთ, დაანებებენ თავს ამ დაუსრულებენ ვოიაჟებს კორეა-იაპონიაში. გარდა იმისა, რომ მგზავრობა და ადაპტაცია ღლით, იმის ეჭვიც მაქვს, რომ ქართველები იმდენს ვერაფერს სწავლობენ მაგათგან, რამდენადაც ისინი-ჩვენგან.

• nika

აშკარად ძალიან სუსტად გამოვედით და რეგრესი იგრძნობა. აუცილებლად უნდა მოვუმატოთ თუ მაღალი შედეგები გვიბდა ოლიმპიადაზე. თავისუფალ და ბერძნულ რომაულში ისე არის საქმე ბოლო 3 წელია განდაკუთრებით რომ ოქროს კიარა ბეინჯაიც გასაკვირი იქნება მაგათგან. ერთი ძიუდოს იმედი გვქობდა რო ოლიმპიადაზე ოქროს გარეშე სრ დავრჩენიკიყავით და ამ მსოფლიოს მერენისიც გაქრა. ჭრიკიშვილმა და ლიპარტელიანმს მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, ეს ერთი წელი თავი უნდა გადადონ და ორივეს ოქროზე ექნება პრეტენზია. საერთოდ ნაკრების დონეს რაც შეეხება, ძალიან საწყენია რომ 66 და 100 არავინ გამოჩნდა ისეთი რომ ლიდერებში მოვიხსენიოთ. პაპინა ევროპის დონეზე კიდე ვითომ შვება რაღაცას მაგრამ მსოფლიოზე აშკარად ჩამორჩება ლიდერრბს, 73 ში კიდე ლაშას იმედი მაქვს თორე ტატალაშვილის ჭიდაობით შორს ვერ წავალთ ჩვენ, და +100 კიდე ოლიმპიადისთვის რეალური ბეინჯაოა ადამა, თუ გაუმართლა ვერცხლიც, ოქრო კი ძალიან გვინდა მაგრამ სანამ რინერი ჭიდაობს გმ...;) ვარჯიში ვარჯიში ვარჯიში ეს ერთი წელი ეხლა და აბა თქვენ იცით!

• fraternity

ისე რომ იცოდეთ გვაკი კორეელია და არა იაპონელი და ფრეის კიდევ ჰქვია კარლ-რიხარდ

• fraternity

პაპინაშვილი არის ნაკრების სუსტი რგოლი, მისგან მედალს ნუ დაველოდებით ოლიმპიადაზე. ბექა და ლიპო მოუმატებენ აუცილებლად ფიზიკაში. ჭრიკიშვილი თავისთავად. ადამი ბოლო პერიოდია ყველაზე სტაბილურად და ხარისხიანად ჭიდაობს ნაკრებში. შავდათუაშვილი ყველაზე მეტად მომეწონა ადამი შემდეგ. რა იცი რა მოხდებოდა რომ არა ის უაზრო მოხსნა. ტატალა კი რატომღაც მგონია რომ ვერასოდეს დაძლევს მონღოლურ და აზიურ ბარიერს. მარგიანზე აღარ ვამბობ არაფერს. მაგის დაყენებას დაეყენებინთ მარგველაშვილი, 66-ში საერთოდ კაცი არ გვყავდა და თავისუფლად მაინც იჭიდავებდა, მას ჯერ მედალს არავინ სთხოვს. აკი გააკეთა კიდეც თავისი საქმე როცა საჭირო იყო.

2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს

"ამის გაგონებაზე არასდროს დამავიწყდება ის რეაქცია, რომელიც მამაჩემმა გამოხატა" - ლაშა გუჯეჯიანი

უძლიერესი შემადგენლობით - ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს

გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]

აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა

დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო

დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი

ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი

თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება

დავით ქევხიშვილი: ყველამ უნდა დაანებოს თავი ამ თემას, რაც უნდა მოხდეს!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [ნაწილი I]

ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით

ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?

"რომ გენახათ ჭრიკიშვილის ფეხი და როგორ განიცადა წაგება, არ დაწერდით, უსუსური იყოო"

სამწუხაროდ, ჩვენგან მომკითხავი არავინაა - ინტერვიუ ვალერი ლიპარტელიანთან

ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა

ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი

10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ

ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]

ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა

ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ

ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [დასასრული]

ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]

დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა

თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს

ვითომ საშიში არაფერია? - ინტერვიუ ირაკლი უზნაძესთან [დასასრული]

აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა

ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში

ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]

ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]