კვარაცხელიას თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საზოგადოების მოტყუებას ცდილობს
გუშინ, 9 სექტემბერს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ "ტატიშვილის სარეაბილიტაციო ცენტრში" პრესკონფერენცია მოაწყო და ზვიად სიჭინავას გადადგომას დადგმული სპექტაკლი უწოდა...

ჩემს აზრს ამახინჯებენ

- სხვისი არ ვიცი, მე კი ზვიად სიჭინავას დიდ პატივს ვცემდი იმიტომ, რომ ჩემს საყვარელ და მშობლიურ სამეგრელოში საკუთარი ფულით ბავშვთა საფეხბურთო სკოლა ააშენა, სადაც ბავშვები უფასოდ დადიოდნენ და ამით უდიდესი საქმე გააკეთა.

მისი დამსახურებაა "ლოკომოტივის" (მიხეილ მესხის) სტადიონის გადარჩენა, რადგან სტადიონი უკვე გაყიდული იყო! მის აქტივშია ნაკრების ბაზის კეთილმოწყობაც... ვცდილობდი, ეს დამეფასებინა, მაგრამ პირველი ის გადავიდა ზღვარს - ბინძური ბრძოლა წამოიწყო ჩემ წინააღმდეგ, თანაც აბსოლუტური სიცრუე თქვა!..

...აი, რა ვთქვი 5 სექტემბერს პრესკონფერენციაზე: "ძალიან კარგია, რომ ჩემი გამოსვლების შემდეგ კლუბები ხმის უფლებას ითხოვენ. ამიტომ მივესალმები იმერეთის გუბერნატორის, გოგი ჭიჭინაძის ინიციატივას, რომ გაეგზავნოს ყველა კლუბს მიმართვა, ფედერაციაში სასწრაფოდ გაწევრიანების თაობაზე. მომავალში სახელმწიფო კლუბებს ფულს თუ გამოუყოფს, ადმინისტრაციული ერთეულის, გუბერნიების მეშვეობით უნდა გადაურიცხოს და ამიტომ ყველა გუბერნატორს მივმართავ - მიბაძეთ გოგი ჭიჭინაძეს და კლუბებს იგივე მოუწოდეთ. ოღონდაც, სწორად შეადგინეთ ფედერაციის სახელზე გასაგზავნი მიმართვა".

...და აი, რა ტყუილი თქვა ჩემ საპასუხოდ ზვიად სიჭინავამ 7 სექტემბერს:

"პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ტელევიზიით აცხადებს, რომ არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს (ალბათ, არჩევნებს გულისხმობს - მ.კ.). ეს არასწორად მიმაჩნია და ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ მე დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით, ხვალიდან პრეზიდენტის მოვალეობას ბატონი საშა ჩივაძე შეასრულებს".

აი, მაშინ უნდა გადამდგარიყავით, ბატონო ზვიად!

- თუ გადადგომა უნდოდა, ბატონი ზვიადი მაშინ უნდა გადამდგარიყო, როცა:

1) საქართველოს ჩემპიონატში, ჰოი საოცრებავ, ორმა გუნდმა გაიმარჯვა და მხოლოდ უეფას ჩარევით დადგინდა საქართველოს ჩემპიონი!

2) ქართული ფეხბურთი ბინძურმა სამსაჯო და ტოტალიზატორების სკანდალმა მოიცვა, რაც ისევ და ისევ უეფას ჩარევით გამოაშკარავდა!

3) დისკვალიფიცირებული კვეკვესკირი ათამაშეს და ახალგაზრდულ ნაკრებს ოფიციალურ მატჩში წაგება ჩაეთვალა!

4) არადისკვალიფიცირებული გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა არ ათამაშეს და ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ანგარიშით წააგო შესარჩევი მატჩი პოლონეთთან!

5) საქართველოს რეესტრში 2014 წლის 21 ივლისს გატარებული წესდება დაამახინჯეს და პუნქტები შეუცვალეს!

აი, მაშინ უნდა გადამდგარიყავით, ბატონო ზვიად!

უნდა ჩაერიოს თუ არა სახელმწიფო?

- მე ფეხბურთის ფედერაციის დამაარსებელი ვარ და კარგა ხანია, უეფას მედიაოფიცრის მოვალეობას ვასრულებ. ვინ ვინ და, მე არ ვიცი, რომ (და ყველა ინტერვიუში ამას ხაზს ვუსვამ) სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს არჩევნებში? ეს ხომ ავტომატურად გამოიწვევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარიცხვას ფიფადან და უეფადან.

მათ თავიანთი წესდება არ იციან და ფიფასა და უეფას წესდება ეცოდინებათ? მე მასწავლის წესდებებს ეს ხალხი, ვისთვისაც არც წესდება არსებობს და არც რეგლამენტი?

მე ჩემს ტყავზე მაქვს გამოცდილი სახელმწიფოს ჩარევა მაშინ, როცა სიკვდილს ძლივს გადავურჩი და ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას ფრჩხილი არ წამოსტკივნია და თბილად არიან!

მე კონფლიქტი არ მინდოდა!

- გულშემატკივარი ალბათ ვერ ხვდება სიჭინავას დემარშს, მაგრამ მე ვერ გამომაპარებს, რატომ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე ვითხოვდი სახელმწიფოს ჩარევას არჩევნებში? ფედერაციაში წერა-კითხვაში ძალიან რომ უჭირთ, ადრე დავასაბუთე მათივე წესდებებისა და ეთიკის კოდექსის განხილვით. ახლა კი მივხვდი, რომ ამის გარდა, მოსმენის პრობლემაც აქვთ!..

...ახლაც ვიმეორებ, რომ ძალიან კარგია, როცა გუბერნატორი ზრუნავს ფეხბურთის ფედერაციაში კლუბების გაწევრიანებაზე, რაც, სხვათა შორის, თავად ფეხბურთის ფედერაციის პირველი საზრუნავი უნდა იყოს, რადგან ვიცე-პრემიერმაც და სპორტის მინისტრმაც აღნიშნეს, რომ სახელმწიფო ფულს გამოუყოფს მომავალი წლიდან კლუბებს და როგორ უნდა მივიდეს ეს ფული ქართულ კლუბებამდე სხვანაირად? განა, გუბერნიების გავლით არ უნდა ჩაერიცხოთ?

სასაცილო არაა, როცა სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთში ჩარევაზე ლაპარაკობს კაცი, რომელიც სფფ-ის პრეზიდენტად სააკაშვილის პირადი ხოშით დაინიშნა?!..

...ახლა კარგად მისმინეთ: ეს მორიგი, ვითომ სკანდალური განცხადება მიმართულია უეფას აღმასკომის სხდომისკენ, რომელიც 16 სექტემბერს მალტაში გაიმართება და ფედერაციის ხელმძღვანელებს უნდათ აფიშირება, რომ სახელმწიფო ერევა არჩევნებში და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ამას ამართლებს! უნდათ, რომ წაგებული არჩევნები ჩაშალონ!..

...აბა, გაბედოს ფედერაციამ და ეს სიცრუე მიაწოდოს უეფას! მე უკვე ნათარგმნი მაქვს ინგლისურად ჩემი გამოსვლაც და სიჭინავას გამოსვლაც, უკვე ჩემს იურისტსაც გადავამოწმებინე და თუ ტყუილი ისევ გაბედეს, სასამართლოს მივმართავ. აი, მაშინ ვნახავთ, მათ ტყუილს რამსიგრძე ფეხები აქვს!..

...ბოლოს, შევახსენებ სფფ-ის ხელმძღვანელობას: კარგად წაიკითხონ უეფას აღმასკომის სხდომის მესამე საკითხი, რომელიც კლუბების ფინანსური კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარის დანიშვნას ეხება. იმ კლუბებზეა ლაპარაკი, ფედერაცია წევრებად რომ არ იღებს და უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობენ!

წერილი მზად მაქვს და უკადრებელს თუ იკადრებთ, აბა, სკანდალი მაშინ ნახეთ, ბატონებო!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
ფედერაცია არველაძეების გარეშე
roma
ვინ არის ხალხო ღირსეული კვარაცხელია?თქვენ ცოტა,ხომ არ გაჟრიალებთ,სულ დაკარგეთ რეალობის შეგრძნება,ის ვერცერთ ხმას ვერ აიღებს,უბრალოდ ,,,, და ისე მოიქცევა,როგორც წინა არჩევნებში მოიქცა,ის ერთ-ერთი კანდიტატის შემასუსტებელია,მაგრამ ჯერ კიდევ არ ესმის,რომ არც ამჯერადაც გამოუა რამე,მისი ზრახვები წინასწარ განწირულია.
nino
ძალიან ღირსეული კანდიდატია ბატონი მამუკა, ვუსურვებ გამარჯვებას. ქართულ ფეხბურთს სწორედ ასეთი პროფესიონალები სჭირდება
gela
არველაძეებმა ლუდის რეკლამა აკეთონ მათგან ვინც სერიოზულია შოთა აგერ მწვრთნელად მუშაობს, თბილისელი ხალხია როგორ ვერ ხვდებიან თავიანთ არასერიოზულობას
Saul
სწორია ნამდვილად, ყველამ იცის, რომ სიჭინავა ისეთ დროს მოვიდა, როცა ყველაფერი სააკაშვილის ახირებებით გვარდებოდა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა განცხადება ასე არავის გაუკეთებია. როგორც ჩანს, ბატონი მამუკა არ აპირებს დანებებას. ვნახოთ, რა იქნება, მე კი მგონია რომ სფფ-ს აქვს შეშინების ორი სერიოზული მიზეზი - როგორც კობიაშვილი, ისე კვარაცხელია.
კლიმენტი
მიდი მამუკა, ჩაცხე მაგათ კბილებში :)
Unknown
ვისაც გულცრფელად უნდა ჩვენი ფეხბურთის გადარჩენა, და აკვს იმდენი ძალაუფლება,აგკვეთოს ის უსამართლობა რაც არცევნებთან დაკავსირებით ხდება,ხალხი აუცილებლად გვერდში დაუდგება!
tomas
ბატონო მამუკა, ღირსეული და მართალი მამულიშვილი ბრძანდებით. მხარს გიჭერთ.
irakli apkhaidze
ეს კაცი როგორც ყოველთვის მართალია!!! ვინც არ უნდა გამარჯვოს არჩევნებში ასეთი საქმისა და ქვეყბნის პატრიოტი კაცი გვერდიდან არ მოიშოროს. პატრიოტიზმში პროფესიონალიზმსაც ვგულისხმობ
ლუკა
მამუკა კვარაცხელია და ლევან კობიაშვილი ღირსეული კანდიდატები ჩანან, კარგი იქნებოდა ამათთან ერთად ყაველშვილიც რომ ყოფილიყო. ამ სამს რომ გაემართათ ტელედებატები ეს იქნებოდა საინტერესო. ძალიან ბინძური თამაში მიდის, წელსქვემოთ დარტყმებით, არ დამთავრდება ეს კარგად ქართული ფეხბურთისთვის და საზოგადოებისთვის.
murtalo
ბატონო მამუკა! გთხოვთ მოითხოვოთ თქვენი და სხვა კანდიდატების მიერ ნარკოტესტის გავლა და პირადი მაგალითიც მისცეთ კონკურენტებს და თავად ჩააბაროთ თმის ღერი.გარანტიას გაძლევთ ორნი დარჩებით არჩევნებზე.
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
შესაძლოა, 14 სექტემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გადამწყვეტი დღე აღმოჩნდეს!
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
მამუკა კვარაცხელია: ფედერაციაში თავიანთსავე ეთიკის კოდექსს არ კითხულობენ
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო