ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

სხვას რას ელოდით?! აღმასკომმა კლუბების გაწევრიანება რიგგარეშე ყრილობამდე გადადო

სხვას რას ელოდით?! აღმასკომმა კლუბების გაწევრიანება რიგგარეშე ყრილობამდე გადადო

სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდება
14 სექტემბერს საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდა. სხვა საკითხებთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე ორგანიზაციის სუბიექტების გაზრდა-არგაზრდის საკითხიც უნდა განეხილათ.

შეგახსენებთ, რომ სფფ-ში გაწევრიანებას 24 კლუბი ითხოვდა. ცხადია, ეს უშუალოდ უკავშირდება სფფ-ს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, რადგან სუბიექტების გაზრდა ყრილობაზე ძალთა ბალანსს შეცვლიდა.

ცნობილია, რომ აღმასკომში 18 პერსონაა. თუმცა, ყრილობაში მონაწილეობის მოტივით, ის გრიგოლ ცაავამ (თბილისის ფედერაციის პრეზიდენტი), სულხან გოგიბერიძემ (აჭარის ფედერაციის პრეზიდენტი) და ლაშა მინდელმა (ქვემო ქართლის ფედერაციის პრეზიდენტი) დატოვეს. მერე სფფ-ის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა ზვიად სიჭინავა და ბუნებრივია, აღმასკომის წევრიც აღარ არის. ამგვარად, ამ ორგანოში 14 წევრი დარჩა, გუშინდელ აღმასკომზე კი მხოლოდ 12 მათგანი გამოცხადდა. უცნობი მიზეზების გამო, სხდომას არ დაესწრნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტები - გია შარაბიძე და გელა მაისურაძე.

სხდომას ალექსანდრე ჩივაძე უძღვებოდა, რომელიც სიჭინავას გადადგომის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.

ჯერ იმას ვიტყვით, აღმასკომმა პრეზიდენტობის კანდიდატების უფლებამოსილება დაამტკიცა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება დართო უეფას მედია-ოფიცერ მამუკა კვარაცხელიას, სფფ-ს გენერალურ მდივან რევაზ არველაძესა და საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტან ლევან კობიაშვილს. დაამტკიცეს 24-ე ყრილობის დელეგატები, რეგლამენტი და ისიც, რომ არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდება - ეს გუშინდელი სხდომის იშვიათი პოზიტივი იყო.

რაც შეეხება მთავარ საკითხს, აქ მოულოდნელი არაფერი მომხდარა. აღმასკომის წევრებმა ის გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც მათგან ველოდით: 3 ოქტომბერს დანიშნულ ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ჩვენი ფეხბურთის ბედს ისევ 35 დელეგატი გადაწყვეტს. სუბიექტობის მსურველი კლუბების საკითხი კი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაირკვევა.

ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ ასე ახსნა:

"კლუბებისთვის წევრობაზე უარი არ გვითქვამს. უბრალოდ, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილი არ იყო. ამდენად, მათი მოთხოვნა 3 ოქტომბრის არჩევნებზე არ განიხილება. მაგრამ, სავარაუდოდ, დეკემბრამდე რიგგარეშე ყრილობას გავმართავთ და საკითხზე იქ ვიმსჯელებთ. 3 ოქტომბერს კი მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევის საკითხი იქნება. რაც შეეხება აღმასკომის წევრებს, ფედერაციის წესდებით, მათი არჩევა სავალდებულო არ არის".

სხდომა ნაადრევად დატოვეს "ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" პრეზიდენტებმა, ილია კოკაიამ და რომან ფიფიამ. პირველი - აღმასკომზე მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს და ეს უფლება მხოლოდ გუშინ გამოიყენა. აღმასკომის წევრებიდან კი წევრობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მხოლოდ ფიფიამ გააპროტესტა:

"აღმასკომის წევრემა ჩათვალეს, რომ კლუბების სფფ-ში გასაწევრიანებლად საჭირო პირობა რიგგარეშე ყრილობის ჩატარება იყო. ეს მიუღებელი გახლდათ, რადგან კლუბებს, მით უფრო, კერძო კლუბებს, აქვთ უფლება, ფედერაციის სუბიექტები გახდნენ".

"ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო განმიმტკიცა აზრი, რომ ეს აღმასკომი უუნაროა და სამწუხაროდ, ეს ხალხი ვერც ხვდება, რა გადაწყვეტილებას იღებს. მიმაჩნია, რომ ყრილობაზე ამ ორგანოს ხელახალი არჩევის საკითხიც უნდა დაისვას", - ამბობს სფფ-ს წევრობის ერთ-ერთი მსურველის, "საბურთალოს გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე.

"სფფ-ს წესდებაში პირდაპირ წერია, რომ ყრილობა ვალდებულია განიხილოს 16 საკითხი, მათ შორის - სუბიექტების მიღება-არმიღება, აირჩიოს აღმასკომის წევრები და ასე შემდეგ. მათ კი დღის წესრიგში მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნები შეიტანეს.

ამასთან დაკავშირებით, ხვალ (ანუ დღეს, სამშაბათს - რედ), 16 საათზე, "დინამო არენაზე" საგანგებო პრესკონფერენციას გავმართავ.

ვაპირებ შევხვდე ყველა იმ ადამიანს, ვისაც ცვლილებები სურს, მათ შორის - ლევან კობიაშვილს და საერთო ბრძოლა წამოვიწყოთ, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. აღმოჩნდა, რომ ამ ხალხს ფეხბურთის ფედერაცია საკუთრებად მიაჩნიათ", - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია, რომელიც სხდომის დროს ფედერაციასთან იმყოფებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• avto

არველაზეებო ვეტერნებო გარეტ გაიხედეტ

• ნინო

ვეთანხმები აქ გამოთქმულ შეფასებებს და ინიციატივებს.დროა ლამაზად წავიდნენ,ნუ გადააყოლებენ სკამებს თავიანთ კარიერას და ნუ აიძულებენ ქართულ საზოგადოებას, რომ სანაგვეზე მოისროლონ. წადით სახლში!

• Bacho

ვეტერნები თავიანთ კუჭში და კეთლიდღეობაში ცვლიან ქართულ ფეხბურთს,ამ ვეტერნებს მგონი სსრკ-ს ჩემპიონატი ენატრებათ...სასირცხვოები არიან სრული არ სიტყვის მნიშვნლობით,როგორ არ რცხვენიათ???გაიძახიან ვეტერნებს არაფერს გვეკითხებიანო,ნეტავ მართლა ასე იყოს,ჩვენი ვტერნები არ არიან ამის ღირსი

• gg

მურტალოს- მართალი ხარ ძმაო, მე არასდროს აქციაზე და მიტინგზე არ გავსულვარ მარა მანდ წავალ აუცილებლად, ოღონდ ვიღაცამ უნდა ითაოს, ან გულშემატკვივართა კლუბმა ან ვინმემ და დააანონსოს და ბევრი ხალხი მივა დარწმუნებული

• Bacho

მართლაც ვაჟკაცები ყოფილხართ კოკაიავ და ფიფიავ, ვამაყოფთ თქვენით. ძირს ხროვა არველაძეთა და ვეტერანებისა.

• Zviad

Aქ რასაც ვუყურებ ბევრი კომენტარები არაა და სულ რაღაც ათიოდე ადამიანი აქციას ვერ გამართავს.ორგანიზატორი სჭირდება ამ ყველაფერს.თუ ჩვენ დღეს არ გამოვალთ ხვალ ვინც მოვა ფედერაციაში ისიც ისე გააგრძელებს და ფულის კეთებაზე გადავა.ვიღაცასთან ხომ უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულნი რაღაცაში?!რაიმე კონკრეტული დღე დავთქვათ და შევიკრიბოთ გულშემატკივრები.ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ერთობა და ყოველთვის დავდგეთ ქართული ფეხბურთის სადარაჯოზე!მე ზვიადი ვარ ქადაგიშვილი და მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო ჩვენი შვილებისთვის ესენი ხომ ზუსტად ჩვენ შვილებს ართმევენ მომავალს. Aნ ფეისბუქი გამოვიყენოთ ან რამე გვერდი შევქმნათ და იქ გავერთიანდეთ,შემდეგ კი გამოვიდეთ ფედერაციის წინ და გამოვხატოთ ჩვენი აზრი დღევანდელ ვითარებაზე.

• Dato

გავაპროტესტოთ იქნებ ცოტა აზრზე მოვიდნენ. გუშინ 3 საათზე გავედი და ჟურნალისტების გარდა Aრავინ იყო

• ნინო

სრულიად ვეთანხმები აქ გამოთქმულ მოსაზრებეს.ამჟამინდელმა საქმოსნებმა ჯობია ლამაზად დატოვონ სკამები,რათა სანაგვეზე არ მოხვდნენ.ცვლილებები აუცილებელია.მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო იბრძოლებს და მიაღწევს გამარჯვებას.ხროვა - სახლებში!

• ქართლო განრისხებული ქუთაისიდან

ხმა ამოიღეთ და მთელი სპორტული სამყარო გაერთიანდეს ამ მავნებლების თარეშის აღსაკვეთად, თორემ ქუთაისიდან ეტყობა საქმეს რომ, უბედურება დატრიალდება და ამ ფედერაციას თავის ვითომ მწვრთვნელებიანად უბედურება დაუტრიალდებათ. მართლაც ვაჟკაცები ყოფილხართ კოკაიავ და ფიფიავ, ვამაყოფთ თქვენით. ძირს ხროვა არველაძეთა და ვეტერანებისა.

• david

აქციის გარეშე მგონი არაფერი გამოვა... ორგანიზებაა საჭირო

• murtalo

ნუთუ ვერ უნდა მოვახერხოთ, რომ შევიკრიბოთ ფედერაციასთან და ვაიძულოთ ეს დამყაყებული ხროვა რეალური არჩევნები ჩაატარონ, თუ ასე უნდა ვიჯდეთ კლავიატურასთან და ველოდოთ რეზი არველაძეის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადებას? თუ საჭიროა შიმშილობაზეც კი თანახმა ვარ ფედერაციის წინ, გამოდით ხალხნო აქციაზე, რა გჭირთ, ჩვენს მაგივრად ამას არავინ გააკეთებს, ნუ ველოდებით არჩევნების დღეს!

• gg

არველაძეზე ადრე ჩივაძეა ქართულ ფეხბურთზე ჩამოსაშორებელი.

• Zviad

ხალხო სანამ გვიანი არაა გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ ფედერაციის თვითნებობა და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა.არველაძეები ჯიბეში ისვამენ მთელ ფედერაციას და ხალხის ნების საწინააგმდეგოდ ცდილობენ კიდევ 4 წელი იბოგინონ და დაასამარონ ფეხბურთი.საფეხბურთო სკოლებში ბავშვებისთვის ფეხბურთი გაძვირდა.ზოგიერთი სკოლა საერთოდ დაიხურა მაგალითად დინამოს სკოლა.ბავშვები გაჭირვების გამო ფეხბურთს თავს ანებებენ და დღითიდღე დეფიციტი ხდება ნიჭიერი ფეხბურთელის ნახვა, აღზრდა განვითარება.მწვრთნელების თავხედობას საზღვარი აღარ აქვს ბურთებსაც კი მშობლებს ავალებენ რო იყიდონ.შეკრებაზე ვინც ვერ წავა რომლის საფასურიც 400 ლარზე ნაკლები არაა 7-8 დღეში საერთოდ აღარ ათამაშებენ და სამაგალითოდ სჯიან რო სხვებმა ვერ გაბედონ იგივე.ვარჯიში ხო საერთოდ დაბალი დონისაა,გადაუგდებენ ბურთს და ბავშვები თავისით თამაშობენ მწვრთნელები ძირითადად ტელეპონზე ლაპარაკობენ ან ერთმანეთს ელაპარაკებიან.სასწრაფოდ უნდა გავყაროთ ეს ხროვა და  მივხედოთ ქართულ ფეხბურთს!!!

• chivadze arakaci xar shen

ჩივაძე ფეხბურთის მტერი ხარ შენ!!!!! სკამს ვერ ელევი ხო? მოგხედავს ხალხი შენ!

• Unknown

მე მგონი კველასთვის ცხადია,თუ ისევ ესენი დარჩნენ,ჩაობში დარჩება ფეხბურთი,ამაზე დაბლა სადგა უნდა დაეშვეს!

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ლანჩხუთის "გურიის" ხმა ლევან კობიაშვილს... მაგრამ ხმა ჯერ არ არის

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

ირაკლი ვაშაკიძე: პრობლემა მოგვარდა, "გურია" უმაღლეს ლიგაში რჩება!..

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

საქართველოს თასის ფინალი 26 მაისს არ ჩატარდება

გიორგი ანჩაბაძე: "დინამო" მანქანაში ვერ გავცვალე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა

მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

კახა ჭუმბურიძე: აღმასკომმა თავი კვლავ შეირცხვინა!

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"

რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა

[კოტე გოგიშვილის აზრები] ტაშიდან ტაშ-ტაშ, ტარამ-ტარამდე!..

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ქართული სპორტის ლიდერები: ჩელე

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...

მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?

არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია

"ზესტაფონი": ჩვენ უსამართლოდ წაგვართვეს უმაღლესში ადგილი და საარჩევნო ხმა!

კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...