რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშებ "ვოლგას" მცველს საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაში სურს
"ლელო" წერდა, რომ რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშებ გია გრიგალავას საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაში სურს. ამის კიდევ ერთ დასტურად ის ინფორმაცია გამოდგება, რომელიც მამამისმა, ალეკო გრიგალავამ გვაცნობა. "ვოლგასთან" კონტრაქტში გიამ ასეთი პუნქტიც ჩაწერა - თუ მას საქართველოს ნაკრებში გამოიძახებენ, კლუბი აუცილებლად გაუშვებს. როსტოვის სკა-სთან მის კონტრაქტში კი ისეთი პუნქტები იყო, რომელიც საქართველოს ნაკრებში გამოსვლას უბრკოლებდა. ახლა ეს ბარიერი მოიხსნა და კვალიფიციური მოთამაშეების დეფიციტის პირობებში, იმედია, ქართულ ფეხბურთს 21 წლის ნიჭიერ მოთამაშეს დავუბრუნებთ.

გრიგალავას თანაგუნდელი ოთარ მარცვალაძე ამბობს: "გრიგალავა ძალიან კარგი ადამიანი და ფეხბურთელია - თეთრაძე მას ცენტრალურ მცველად ათამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთშია გაზრდილი, სულით და გულით ქართველია და ყველგან ამას აფიქსირებს."

გავიგეთ ისიც, რომ გრიგალავას ქართული პასპორტის დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.

თუ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრიგალავათი დაინტერესდა, აქვს კი "ვოლგას" ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში გამოსვლის უფლება? ამ კითხვით ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ ნიკოლოზ ჩხეიძეს მივმართეთ:

- გრიგალავათი ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია თუ დაინტერესდა, საქართველოს ნაკრებში მისი თამაში შესაძლებელი იქნება. მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია და არა ეროვნულში, ასეთ შემთხვევაში კი ფიფა საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლის უფლებას იძლევა.

- უპრობლემოდ და დაუყოვნებლივ?

- რა თქმა უნდა, რადგან ფიფა უფლებას გასცემს ფეხბურთელზე, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი მაინც ცხოვრობს დაინტერესებულ ქვეყანაში. მე რაც ვიცი, გიას დედაც და მამაც მუდმივად საქართველოში, მარტვილში ცხოვრობენ. ასე რომ, გრიგალავას ნაკრებში გამოძახებისთანავე ავტომატურად შეუძლია თამაში. არ აქვს მნიშვნელობა, რუსეთის რომელ ასაკობრივ ნაკრებში გამოსულა. რა თქმა უნდა, მანამდე ქართული პასპორტიც უნდა მიიღოს.

- მოქალაქეობის დაჩქარებულად მიღება შესაძლებელია?

- გარკვეული პროცედურის გავლა აუცილებელია, საბოლოოდ კი, მოქალაქეობას საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებს. სახელმწიფო მაქსიმალურად გვეხმარება. მე ვმონაწილეობდი იმ მემორანდუმის გაფორმებაში, რომელიც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმდა. მას შემდეგ მიიღო ლუკა ჰუფნაგელმა საქართველოს მოქალაქეობა. პრობლემა არც გრიგალავას შეექმნება, მთავარია, ამის სურვილი თავად აღმოაჩნდეს და ნაკრებში გამოიძახონ.

თავისთავად სასიხარულოა, უცხოეთში მცხოვრებ ქართველს საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაშის სურვილი რომ გააჩნია. ფეხბურთის ფედერაცია ამ მიმართულებით დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გარდა საქართველოს საელჩოებთან თანამშრომლობს და საკუთარ კავშირებსაც ვეყრდნობით. ჩვენ არც ერთი ქართველი დასაკარგად არ გვემეტება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
აქ ძირითადად სხვას უყიჟინებენ პროეფიონალურ დილეტანტიზმს საკუთარი ეტყობა თვალში არ ხვდებათ. რუსეთის ახალგაზრდულში რომ შედიოდა არ იცოდა ქართველი რომ იყო და ქართული ჯიგარი არ ეწვოდა? დაახლოებით მაგ დროს იყო რუსეთი რომ გვბომბავდა. თუ მანამდე შევიდა და ომის დროს მოვიდა აზრზე, თქვას და ჩემდათავად არდამფასებელს... მაგრამ რა აუცილებელია რომ ის საქართველოს ნაკრებში ვათამაშოთ. მარტო იმიტომ რომ ქართული გვარი აქვს? რუსეთის მოქალაქეც ხომ არის? ბევრი გერმანელი, ბელგიელი, იტალიელი ფეხბურთელია (ბრაზლია და არგენტინა რომ შორს გადავდოტ), რომლებსაც საკუთარ ნაკრებში შანსი არ აქვთ... იგნაშევიჩის ამოგდებაზე იყო ბაზარი და მესის ამომგდები გეგულებათ ერთი 5 წელი? ჰოდა თუ ეგეთების იმედზე ვართ, ჩამოვიყვანოთ ვინმე არგენტინელი ან ესპანელი. ქე მაინც ადამიანური ქვეყნის გაზრდილი იქნება
22112
madridista ამას ვინ გამოიძახებს რუსეთის ნაკრებში იგნაშევიჩს ამოაგდებს? :D მიხვდა რო შანსი არა აქვს რუსეთის ნაკრებში თამაშის და ეხლა გახდა "პატრიოტი"
aka
madridista@ ჰიმნი და ფორმა იმ შუაშია, რომ ყველა ასაკის ნაკრების თამაშის დაწყებისას სრულდება სახლმწიფო ჰიმნი და ყველა ნაკრებს ერთნაირი ფორმა აცვია... საქართველო რომ უყვარს ის კაცი რუსეთის ჰინმნის მოსასმენად, რუსეთის ნაკრების ფორმით არ უნდა იდგეს. ხოდა აიწყოს კარიერა, რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში რომ გამოდიოდა ეგ ხომ კარიერული წინსვლისთვის გააკეთა, გააგრძელოს იგივე სვლით, ღმერთმა ხელი მოუმართოს...
madridista
აკა ეგ რა შუაშია ჰიმნი და ფორმა იქ გაზრდილია 12 წლიდან იქ ცხოვრობს და იქ აიწყო კარიერა იმიტომ უნდა აქ ტამაში რომ საქართვეო უყვარს თორემ რუსეთის ნაკრებსჰი რომ იტამაშოს უკეტეს კარიერას აიწყობს
madridista
აკა ეგ რა შუაშია ჰიმნი და ფორმა იქ გაზრდილია 12 წლიდან იქ ცხოვრობს და იქ აიწყო კარიერა იმიტომ უნდა აქ ტამაში რომ საქართვეო უყვარს თორემ რუსეთის ნაკრებსჰი რომ იტამაშოს უკეტეს კარიერას აიწყობს
aka
მოდით რა სლავა მეტრეველს თავი დავანებოთ... ასევე არცთუ ზრდილობიან გამოთქმებს, არ მიცნობ და არც ჩემი პროფესიონალზმის თუ დილეტანტობის ამბავი იცი და არც სხვა ადამიანური თვისებები, მითუმეტეს არც ცინიკური მითქვამს რამე და არც არავის პროფესიონალიზმი შემიფასებია... საუბარი მაქვს შემდეგზე: შორეულ წარსულს რომ არ შევეხოთ, საქართველოს სახელით რომ გრიგალავას ტოლი ბიჭები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში იღუპებოდნენ, ეგ ადამიანი რუსეთის ნაკრებში თამაშობდა... ჩემი აზრით ამით ყველაფერია ნათქვამი. ეროვნულ ნაკრებში თამაში მხოლოდ სპორტული ინტერესი არ არის დარწმუნებული ვარ და შენი ქვეყნის აღქმა და ნამდვილი სიყვარული უნდა გაგაჩნდეს ადამიანს... ვიმეორებ - მიხვდა, რომ რუსეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი არ აქვს და გაახსენდა სამშობლო...
kakhi
კი არ ეხვეწებოდნენ, ათამაშეს კიდეც. სლავა მეტრეველი მოსკოვის "ტორპედოდან" თბილისის "დინამოში" რომ ჩამოიყვანეს, ამით რამე წავაგეთ? ნუ არა რა, ეს ცინიკოსები და პროფესიონალი დილეტანტები გლიჯავთ, რა, ყველაფერი იცით და ამ დროს აზრზე არ ხართ. უნდა ჩამოვიყვანოთ და ითამაშოს - ნაღდად არ წავაგებთ.
Georgiano
"მოკვეთილი" წაკითხლი არ გაქვთ? და ამ კაცმა საქართველოს ნაკრებში რომ ითამაშოს, წინააღმდეგი იქნებით? რა შუაშია ფსევდოპატრიოტიზმი, როდესაც ლაპარაკია ქარტველსი საქართველსო სამსახურში ჩაყენებაზე? წიღსვლები კი არა, ეს იქნება ნაღდი საქმე.
12212
ეხვეწებოდნენ რუსები ჩვენთან ითამაშეო :D:D:D aka ყველაფერში გეთანხმები
aka
ბატონო მერაბ, არ არის საჭირო ეს ფსევდო-პატრიოტული წიაღსვლები თქვენი ჭირიმე(თქვენს პატრიოტიზმში რა თქმა უნდა ეჭვი არ შემაქვს), ვგულისხმობ კაცს, რომელმაც რუსეთის ნაკრების ფორმა ჩაიცვა და მათი ჰიმნისა და დროშის ქვეშ ატარებდა თამაშებს... ეხლა მიხვდა, რომ რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი არ აქვს და გააახსენდა "ბედკრული სამშობლო"...
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა