პირველი სერენასა და ვინუსის შემდეგ
ჩინეთის ქალაქ გუანგჯოუში მიმდინარე ქალთა ტურნირის მეორე წრეში, სერბმა ელენა იანკოვიჩმა 7:5, 4:6, 6:4 დაამარცხა იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე.

ეს მატჩი იმით არის აღსანიშნავი, რომ 30 წლის იანკოვიჩმა, რომელიც 25-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს კლასიფიკაციაში, კარიერაში მე-600 გამარჯვებას მიაღწია. ამით იანკოვიჩი მესამე მოქმედი ჩოგბურთელი და ისტორიაში მე-16 მოთამაშე გახდა, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.

დღეს მოქმედ ჩოგბურთელებს შორის, 600-ზე მეტი მატჩი მოგებული აქვთ მხოლოდ სერენა და ვინუს უილიამსმებს- შესაბამისად, 737 და 698 შეხვედრა. ყველა დროის რეკორდსმენი კი ლეგენდარული ამერიკელი მარტინა ნავრატილოვაა - 1442 მოგება კარიერაში.

ცნობისთვის, ეს სტატისტიკა ითვალისწინებს ყველა მატჩს WTA-ის ტურნირების ძირითად ბადესა და კვალიფიკაციაში, აგრეთვე მატჩებს ITF-ის ტურნირებზე და ფედერაციის თასზე.

გუშინ, იანკოვიჩმა გუანგჯოუს ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია, როცა რუსი სვეტლანა კუზნეცოვას ბარიერი დაძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა