ტრიბუნალის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი
რაჭა-ლეჩხუმის ფეხბურთის ფედერაციის და გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატები გია გილიგაშვილი და გოჩა ტყებუჩავა ხვალინდელ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ დელეგატებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების გაუქმების გადაწყვეტილება კანონდარღვევით მიიღო სპორტული ტრიბუნალის ყოფილმა ხელმძღვანელმა და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი.

სფფ-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2015 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა შპს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა ზურაბ ბიწაძე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არის შპს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის 100% წილის მქონე პარტნიორი (მესაკუთრე) და აღნიშნული ტრიბუნალის წესდება ითვალისწინებს ასეთი პარტნიორის მიერ დირექტორის თანამდებობიდან ნებისმიერ დროს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გათავისუფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ბიწაძე გათავისუფლდა თანამდებობიდან, მან თვითნებურად გააგრძელა საქმეების წარმოებაში მიღება და საკუთარი თავის დავების განხილვის დროს მედიატორად განსაზღვრა. ამავდროულად, ზურაბ ბიწაძემ არ უზრუნველყო ტრიბუნალის საქმეების და ტრიბუნალის ბეჭდის გადაცემა არც ტრიბუნალის პარტნიორის (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის) და არც ახალი დირექტორის მიმართ, რითაც დაარღვია კეთილსინდისიერების მოვალეობა ორგანიზაციის (შპს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალი) წინაშე, დაარღვია შპს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის წესდება და საფრთხის ქვეშ დააყენა ტრიბუნალის გამართული ფუნქციონირება.

ზურაბ ბიწაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ წარმოებაში მიიღო ა(ა)იპ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის და ა(ა)იპ გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დავები. ამავდროულად, ზურაბ ბიწაძემ ორივე დავის განხილვის დროს საკუთარი თავი დანიშნა მედიატორად. ორივე დავა ეხებოდა 3 ოქტომბერს დანიშნულ სფფ-ის ყრილობაზე ა(ა)იპ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის და ა(ა)იპ გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატების წარდგენის საკითხს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადებით მიმართა შპს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის ახალ დირექტორს, რომ ამ უკანასკნელს ბათილად ეცნო ზურაბ ბიწაძის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ 2015 წლის 25 სექტემბერს გამოცემული ორი დადგენილება ა(ა)იპ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის და ა(ა)იპ გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დავების განხილვის დროს ზურაბ ბიწაძის მედიატორად განსაზღვრის თაობაზე, რაც შპს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის დირექტორმა დააკმაყოფილა.

ამავდროულად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და შპს საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა მიმართეს სასამართლოს ტრიბუნალის ორგანიზაციული ბეჭდის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მაია სვიანაძის 30.09.2015 წლის განჩინებით (საქმე #1107560-15) და 30.09.2015 წელს გაცემული სააღსრულებლო ფურცლით ზურაბ ბიწაძეს აეკრძალა შპს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის ბეჭდის გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლებული იყო ტრიბუნალის დირექტორის თანამდებობიდან და ასევე ბათილად იყო ცნობილი ზურაბ ბიწაძის მიერ საკუთარი თავის მედიატორად განსაზღვრის თაობაზე მიღებული დადგენილებები, მან მაინც განაგრძო საქმის წარმოება და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ა(ა)იპ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის და ა(ა)იპ გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დავებთან მიმართებაში, 2015 წლის 30 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც არავითარი იურიდიული ძალა არა აქვს, რადგან სახეზეა არაუფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფაქტი.

შპს საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა, ტრიბუნალის დებულებით და წესდებით გათვალისწინებული ნორმების დაცვით, ა(ა)იპ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის და ა(ა)იპ გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დავების განხილვის დღე ჩანიშნა 1 ოქტომბერს და ორივე საქმე განიხილა ზეპირი მოსმენით.

შპს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელიც 2 ოქტომბერს ჩაბარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ა(ა)იპ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის და ა(ა)იპ გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატებს - გია გილიგაშვილს და გოჩა ტყებუჩავას მიეცათ უფლება, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 3 ოქტომბერს დანიშნულ ყრილობაზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და შპს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალი ზურაბ ბიწაძის ქმედებებს (კერძოდ, დავის განხილვის გაგრძელებას, გათავისუფლების შემდეგ გადაწყვეტილების მიღებას, საკუთარი თავის მედიატორად დანიშვნას, ასევე, ორგანიზაციის საქმეების და ორგანიზაციის ბეჭდის გადაუცემლობას) აფასებს როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას - ზეგავლენა მოახდინოს ტრიბუნალის საქმიანობაზე და მოახდინოს 3 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დისკრედიტაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

ზუზუ
უფ, რა მაგარი ჭიდაობა მიდის ადგილისთვის?!ერთი მე მადარდებს ჩინეთის იმპერია და მეორე არველაძე-კვარაცხელია- კობიაშვილს ქართული ფეხბურთი!დაშოშმინდით ხალხნო! ყველა თავის თავზე ფიქრობს და არა საქვეყნოზე!
თბილისი
დაგიხოციათ ერთმანეთი თქვენზე არ ვინერიულო რა, არველაძე რაც არის ხო ყველამ ვიცითმ მაგრამ ეს კობიაშვილის იმედიც არ მაქვს, თვინთონ კობი შეიძLება კაი კაცია მარა გარემცოვა .... მოკლედ ცუდ წრეში ტრილაებს :)
იკა
ტრიბუნალია თუ შარაშკინა კანოტორა, ვისაც უნდა ნიშნავენ და როცა უნდათ ათვისუფლებენ, ეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი როგორ იქნება?
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
დიდების დასაბრუნებლად! - შოთა "ფახთაქორს" აჩისა და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად გაწვრთნის [VIDEO]
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
დიდი შფოთი აღმასკომზე - ილია კოკაია ქართული ფეხბურთიდან მოკვეთეს
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
ლანჩხუთის "გურია": ახალი მოთამაშე, მეკარეთა მწვრთნელი და ტექნიკური დირექტორი
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
სპორტულმა ტრიბუნალმა სფფ-ის აღმასკომის დელეგატთა შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: რაჭაშიც პროტესტია!
ესპანური "ალავესი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
ᓚᕐᕜᓩ
ᕚᓐᓜᓩᕮᕣᓗᓨᓘ ᓢᕐᓘᓛᓑᓝᓚᓖᓔ, ᓛᕐᓖᓔᕑᕡᓐ ᓓᓐ ᓧᓝᓛᓐᓠᓑᕐᓖᓔᕑᕖᓔ ᕐᓚᓐᓞᓐᓠᓐᕙᓓᕜᓔᕜ!
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...