თურქული შეკრებაზე მყოფმა ქუთაისელებმა პირველ საკონტროლო შეხვედრაში რუმინულ "უნივერსიტატეასთან" ფრე ითამაშეს
22 იანვრიდან ქუთაისის "ტორპედო" სეზონისთვის თურქეთში ემზადება. ქუთაისელები ანთალიაში ხუთვარკვლავიან სასტუმრო "ლიმაკ არკადიაში" დაბინავდნენ და საკონტროლო შეხვედრებიც დაგეგმეს, პირველი კი გუშინ უკრაინის პირველი ლიგის "ალექსანდრიას" ნაცვლად, რუმინულ კლუჟის "უნივერსიტატეასთან" გამართეს.

ტორპედო-უნივერსიტატეა 2:2

ტორპედო: ქვილითაია - სეთურიძე, ფარულავა, მაჭავარიანი, ჩიკვილაძე - დოლიძე (62. ბაკურაძე), დიღმელაშვილი, ქებაძე (67. გიგაური, 84. ჩხეტიანი), მაისურაძე (61. კირკიტაძე) - გოცირიძე (75. გუგუჩია), საბანაძე (48. კემუხტაშვილი).

გოლები: 1:0 იზვორანუ (2. საკ. კარში), 1:1 ლემნარუ (41), 2:1 ვოიკანი (47), 2:2 ჩიკვილაძე (81).

ქუთაისელებმა "უნივერსიტატეას" კარი პირველივე შეტევისას დალაშქრეს: მარჯვენა ფრთიდან ირაკლი დოლიძის მიერ საჯარმოში ჩაწოდებული ბურთი სილვიუ იზვორანუმ საკუთარ კარში ჩაჭრა.

"ტორპედოს" პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს ვალენტინ ლემნარუმ ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლაშა ქებაძის თავური დარტყმა "უნივერსიტატეას" მეკარემ მოიგერია.

47-ე წუთზე "ტორპედოს" დაცვის შეცდომით ანდრეი ვოიკანმა ისარგებლა - 2:1.

რუმინელები გოლმა შეაგულიანა და კიდევ ორჯერ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა. პირველ შემთხვევაში გუნდი მაქსიმე ქვილითაიამ გადაარჩინა, რამდენიმე წუთში კი "ტორპედო" ძელმა იხსნა.

81-ე წუთზე ქუთათურებმა სწრაფი კონტრშეტევა მარცხენა ფრთიდან წამოიწყეს, საჯარიმოში თენგიზ ჩიკვილაძემ მოულოდნელად დაარტყა და 2:2.

84-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მოედნიდან მერაბ გიგაური გააძევა.

ბოლო წუთზე კი ლაშა კემუხტაშვილის ეფექტურად დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

"ტორპედოს" მეტოქე სხვა შეხვედრებშიც შეეცვალა: 27 იანვარს შეხვდება რუმინული "გაზ მეთანს", 29-ში რუსეთის პირველი ლიგის ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას", 31-ში - ხორვატიულ "ვარტექსს", ხოლო 2 თებერვალს - უზბეკეთის "შურტანს".

ამასობაში "ტორპედოს" ვებგვერდზე გამოკითხვა ჩატარდა, რომლის მიზანიც პირველ ეტაპზე გულშემატკივართა რჩეული თავდამსხმელის გამოვლენა იყო. გამოკითხვაში 800-მდე ქომაგი მონაწილეობდა, რომელთა 47.86 პროცენტმა უპირატესობა 18 წლის ლაშა კემუხტაშვილს მიანიჭა, ნიკა საბანაძეს - 28.46 პროცენტი მიემხრო, ვახტანგ კვარაცხელიას - 23.67 %.

გამოკითხვაში გამარჯვებულმა 18 წლის კემუხტაშვილმა პირველ ეტაპზე 2 გოლი გაიტანა და ორივე ცხინვალის "სპარტაკთან". ეს იყო ჩემპიონატის პირველი შეხვედრა, რომელშიც "ტორპედომ" გაიმარჯვა და, ეტყობა, გულშემატკივარმა ახალგაზრდა ფორვარდი ამიტომ გამოარჩია. ლაშა უფრო შედეგიანად "ტორპედოს" დუბლშემადგენლობაში თამაშობდა.

სანამ მთავარი გუნდი ანთალიაში ემზადება, ქუთაისში, საღორიის ბაზაზე "ტორპედო 2" ახალ ხელოვნურსაფარიან მოედანზე პირველლიგელ ხარაგაულის "ჩხერიმელას" ამხანაგურად შეხვდა.

გუნდის მწვრთნელის გიორგი სუხიაშვილის მიზანი ახალწვეულებზე დაკვირვება იყო. კლუბში "ტორპედო 2"-ის სელექციას განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ. ამ მიზნით "ჩხერიმელასთან" მატჩის წინა დღეს ქუთაისს პარტნიორი სკოლის, "ვისოლი-ავაზას" 1995 წელს დაბადებულთა გუნდი ესტუმრა და ორი საკონტროლო შეხვედრა გამართა: პირველში "ავაზა" ასაკით უფროს ქუთაისელ ბავშვებთან დამარცხდა - 1:6, მეორეში კი ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე "ნორჩ ტორპედოელებს" 5:2 სძლია.

ხარაგაულელების წინააღმდეგ "ტორპედო 2"-ში ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა, მათ შორის "ვისოლი-ავაზას" რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთა დარჩენაც თითქმის გადაწყვეტილია. მატჩი კი 1:1 დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gabro
აღარ მოგვიწევს სვარკის ყურება რაც პირველ და მეორე წრეში იყო, მომეწონა ბიჭების თამაში ;)
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა