ევროპულ კლუბს ასოციაციაში არაფერი ესაქმება
მადრიდის "რეალსა" და "ბოსტონ სელტიქსს" შორის საგამოფენო მატჩის წინ, ესპანელი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა ადამ სილვერმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალე NBA-ის ჩემპიონატში რომელიმე ევროპული გუნდი გამოჩნდება.

"არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში NBA-ში ევროპული კლუბი ვიხილოთ. თუმცა არ ვუარყობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ეს მაინც მოხდეს", - აცხადებს სილვერი.

ამავე ინტერვიუში კომისარმა განაცხადა, რომ ლიგა არ გაუშვებს კალათბურთელებს ეროვნულ ნაკრებებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირში მონაწილეობისთვის. მოგეხსენებათ, 2017 წლიდან საკვალიფიკაციო ტურნირები ახალი ფორმატით გაიმართება და სანაკრებო მატჩები NBA-ის რეგულარული სეზონის მსვლელობის დროსაც ჩატარდება.

სილვერის თქმით, ის პატივს სცემს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივებს, მაგრამ არ შეუძლია რეგულარული ჩემპიონატის შეწყვეტა სანაკრებო პაუზების დროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია