რეკლამა მოედანზე დაშვებულია
"დეტროიტ პისტონზის" ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელად მორის ჩიქსის დანიშვნა გამოაცხადა, - წერს NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი. კონტრაქტის პირობებისა და ხანგრძლივობის შესახებ პრესისთვის არაფერია ცნობილი. 56 წლის სპეციალისტმა "პისტონზში" ლოურენს ფრენკი შეცვალა, რომელიც რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაანთავისუფლეს.

ჩიქსისთვის ეს არის მესამე კლუბი კარიერაში, სადაც მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. მანამდე ის სათავეში ედგა "პორტლენდს" (2001-05) და "ფილადელფიას" (2005-08).

ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში, ჩიქსი "სან ანტონიოში" მუშაობდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. თავის დროზე, მას იგივე თანამდებობა ეკავა "ფილადელფიაში", როცა ეს გუნდი ორჯერ გავიდა NBA-ის ფინალურ სერიაში. მოთამაშის რანგში, მორის ჩიქსი 1983 წელს გახდა NBA-ის ჩემპიონი. მას ოთხჯერ უთამაშია "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

"მემფის გრიზლისის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ გააგრძელოს კონტრაქტი მთავარ მწვრთნელ ლაიონელ ჰოლინზთან. თავად მწვრთნელს სურდა "გრიზლისში" მუშაობის გაგრძელება, მაგრამ მხარეები მომავალი თანამშრომლობის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰოლინზის გადაბირებით "ბრუკლინ ნეტსია" დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ 2012-13 წლების სეზონში "მემფისმა" ჰოლინზის ხეელმძღვანელობით დასავლეთი კონფერენციის ფინალამდე მიაღწია, სადაც დათმო სერია "სან ანტონიო სპურსთან".

დიუკის უნივერსიტეტის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ, რომელიც აშშ-ის ნაკრებში დაბრუნდა, ასისტენტები დაასახელა, - იტყობინება ამერიკის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

კჟიჟევსკის თანაშემწეებად იმუშავებენ: სიკარუზის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი, 68 წლი ჯიმ ბეიჰაიმი, "ჩიკაგო ბულზის" დამრიგებელი, 55 წლის ტომ ტიბოდო და "ნიუ იორლეანი" მთავარი მწვრთნელი, 41 წლის მონტი უილიამსი.

როგორც იცით, მაისის შუაში აშშ-ის კალათბურთის ფედერაციამ 66 წლის კრჟიჟევსკისთან 2016 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სპეციალისტი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატსა და 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე უხელმძღვანელებს აშშ-ის ნაკრებს. კჟიჟევსკის ხელმძღვანელობით, ამერიკელებმა ზედიზედ ორი ოლიმპიადა (პეკინში და ლონდონში) მოიგეს, სულ კი 62 მატჩი ჩაატარეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ.

რეკლამა მოედანზე დაშვებულია

როგორც ESPN.com წერს, მომავალი სეზონიდან, NBA-ის მოედნებზე პირველად გაჩნდება სარეკლამო გამოსახულებები.

გეგმის მიხედვით, რეკლამისთვის გამოყოფენ ადგილს გვერდითი ხაზის გარეთ, სადაც, ჩვეულებრივ, გუნდები თავიანთი ოფიციალური ვებგვერდის სახელებს წერენ. სარეკლამო ლოგოების განთავსება შესაძლებელი იქნება სათადარიგოთა სკამის გვერდით. კლუბებს შეეძლებათ ამ სივრცის გაყიდვა მხოლოდ იმ მატჩებზე, რომლის ტრანსლიაციას ადგილობრივი ტელევიზია ახორციელებს.

იდეა შეთავაზებულია NBA-ის კომისრის თანაშემწის ადამ სილვერის მიერ. სიახლეს ახალი სეზონის დასრულების შემდეგ შეაფასებენ და იმსჯელებენ მომავალში მის დანერგვის მიზანშეწონილობაზე.

სარეკლამო გამოსახულებები პარკეტზე, სავარაუდოდ, მაისურებზე რეკლამის ალტერნატივაა, რომლის იდეას ლიგა ადრე განიხილავდა, მაგრამ ამან განვითარება ვერ ჰპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
რიო 2016: ყოჩაღ, ვენესუელა!
აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებში მატებაა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ოლ სტარი - მიეცით ხმა ნებისმიერს
ტიმ ტიბოდო: დერიკ როუზი მზადაა
რიო 2016. კალათბურთი: "დრიმ თიმი" ჩინეთს ისევ ანადგურებს [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონის კრიტიკამ გაჭრა
ამერიკის ნაკრების 28 კანდიდატი
"ᓩ
NBA ევროპას არ ცნობს
ტომ ტიბოდო "ხარებს" გაუნაწყენდა?
NBA ᓞᓝᕖᓘᓪᓘᓐᓡ ᓐᓠ ᓨᓔᕪᓕᓚᓘᓡ
სიეტლს NBA-ში დაბრუნების შანსი აქვს
ყველაზე ახალგაზრდა MVP "დაუდევარ" მწვრთნელს დაუბრუნდა...
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ტიბოდოს "ხარებში" აღარ დაედგომება
Timeline: მ-შვიდ-ობაში!
ᓐᓣᓠᓖაუᓠᓘ ᓞᓝᓚ ᓯᓝᓠᓯᓘᓡ ᓒᓐᓠᓨᓔმᓝ