სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელიც "ჰოლიდეი ინნ"-ში მობილურით ფარულადაა გადაღებული
3 ოქტომბერს, თითქმის 8-საათიანი პერიპეტიების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ლევან კობიაშვილის არჩევამდე, მთელი დღის მანძილზე საარჩევნო პროცესი შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

წინა ღამით დააკავეს ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც არველაძის მხარდამჭერად ითვლებოდა. მთელი დღის მანძილზე არველაძის მხარდამჭერები სწორედ მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თუმცა გათავისუფლებულ გობეჯიშვილს უეფა-ს რეკომენდაციით არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. საბოლოოდ, ლევან კობიაშვილის პრეზიდენტობას 18-მა დელეგატმა, არველაძეს კი - 15-მა დაუჭირა მხარი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელიც "ჰოლიდეი ინნ"-ში მობილურით ფარულადაა გადაღებული. კადრებში ჩანან, რევაზ არველაძე, უეფა-ს ვიცე პრეზიდენტი გრიგორი სურკისი, ასევე არჩევნების დელეგატები.

"ჩემი მეგობარი გეგა ახლა ჩემ გამო ზის ციხეში. მისი ცოლი და პატარა ბიჭი ფეისბუქზე მწერენ: რეზო, შენ თუ მამაკაცი ხარ არ დანებდე, თუნდაც მამაჩემი იჯდეს ციხეში. გამოუშვით ეს ადამიანი... სანაცვლოდ, მოვილაპარაკეთ - წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ..." - ისმის ფარულ ჩანაწერში.

jorji
რატომ უნდა მოეგო 10 % რეიტინგის მქონე არველაძეს 85 %-იან კობიაშვილზე? 12 წელი ფედერაციაში მოკალათებული რომ იყო რა გააკეთა???
ბონდო
წარსულში ჩარჩენილი ფუნქციონერი-კაი ბიჭი. და მისი მინიონები ყარყუმებივით რომ სხედან ფონზე! ამათ უნდა მოეხდინათ რეფორმები? ასეთები რომ იყვნენ და არიან ქართული ფეხბურთის სათავეებთან, მაგიტომაც ვართ ამ წუმპეში. კარგი ჭირი მოვიშორეთ.

იყო ჩარევა იყოოოო, მარა საჭირო ჩარევა... ნემსაძე რო 8 წუთში გადადგა მაშინ სად იყო ჩვენი რეზიკიეეეე?''? ეხლა ატლიკინდა ყველა შიში გაუქრათ...
Mamuka
გილოცავთ არჩეულ პრეზიდენტს კობიაშვილს ვაი ჩვენ დღეს უბედურს
რომან
ავიცენარა ყველა საიტზე ერთიდაიმავე ტექსტს აკომენტარებს)))სასვენი ნიშნები მაინც შეცვალე)))
Mamuka
გილოცავთ როგორც იქნა არჩეული პრეზიდენტი ყავს ქართულ ფეხბურთს მეგონა მართლა მოიგო კობიაშვილმა ამის მნახველმა ეხლავე უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს არ გაუტრაკეს ამ ფეხბურთს საქმე არავი არაფრის გაკეთება არ უნდა და ყველა ფეხბურთში ყოფს ცხვირს გამოყავით ეგ ცხვირები და ფინანსურად ამოუდექით მხარში
avicena
არველაძე კაცი მეგონა და თარგამაძეს აყოლია ინტიგნობაში.ცალმხრივად რომ ლაპარაკობს რაღაც სათავისო ისტორიას სადაა დანარჩენი ჩანაწერი,მოგვასმენინე თარგამაძე გივიავ სადაც სურკისი იტყვის:"წააგე ჩემო რევაზ და გამოვუშვებთო".ამ კონცერტების დადგმაში ბადალი არ გყავთ არა.
vato
უეფაც დიდ კორუფციებშია გაერული ასე რომ არ მიკვირს ეს საუბარი. პლატინი და ბლატერი მოკვეთეს საქმიანობიდან რამდენიმე თვით სანამ გამოძიება მიდის. არველაძე და სურკისის საუბარიდან გამომდინარე სურკისმა ფაქტიურად აგიარებს რომ დაჭერა პოლიტიკურად მოტივირებულია. ანუ ამ არჩევნებს აზრი არ ქონდა რაც იყო ის დარჩა. იმდეია კობის არ ჩაითრევენ მაგრამ არ მგონია გაუძლოს ამ ხალხს.
Bacho
ყველას კარგად გვახსოვს შოთაზე რომ ხმები დადიოდა როცა ნაკრების მოტამაშე იყო რას ვამბობდით შოთაზე?ნაკრებში ფეხეებს უპრთხილდებაო?ასე არ იყო?
Bacho
ვის ჯერა ამის?მე არ მჯერა

მასონებს მალე დაგიჭერთ ქართველები!
Patrick
რომელ სახელმწიფო ჩარევაზეა საუბარი, წესდების ყველა მუხლი დაარღვია, რომელიც არ ეზარებოდა რეზიკომ !! სურკისი ალბათ აფრხილებდა რეზიკოს, რომ ფული ვის არ უყვარს, მარა ამდენი წესების დარღვევა, რომ ხდება შენი მხრიდან უეფა ჩაერევა და საერთოდ ფეხბურთის თამაშის უფლებას ჩამოგართვემთ, გონზე მოდიო :)
grisha
რუსულად იმიტომ ბაზრობენ რომ შენ ვერ გაიგო ვერაფერი, თორემ სურკისმა გადასარევად იცის ქართული :)))
Nukri
აბა სურკიზმა ქართული არიცის და როგორ უნდა ებაზრათ?
ლუკა
1. ქვეყნის ეროვნული ნაკრები უსუსურია 2. ფეხბურთელები არ იზრდება 3. ბავშვთა ფეხბურთი არ ვითარდება 4. ინფრასტრუქტურა არ არის 5. მწვრთნელი არ ვარგა 6. რეიტინგში მეორასე ადგილს მივუახლოვდით 7. თამაშის ბილეთებს ვერ ყიდიან 8. სტადიონის კარებებს ვერ აღებენ 9. ჩაწყობილ თამაშებში მსაჯები და თითქმის მთელი გუნდი ამხილა შსს-მ 10. კანკავას თამაში შეეძლო და არ ათამაშეს, იმიტომ რომ ეგონათ თურმე დისკვალიფიკაცია ქონდა 11. ახალგაზრდულში ათამაშეს ის, ვისაც მართლა დისკვალიფიკაცია ქონდა და კიდევ მრავალი და აქედან ყველაფერზე ურცხვად გამოდის და იძახის ეს ფედერაციის პასუხისმგებლობა არაა. კაცი, რომელიც პასუხისმგებლობას არაფერზე იღებს და კიდე ასე ურცხვად გამოდის და ფედერაციის პრეზიდენტობაზე იქაჩება, ეგ კაცი არის უნამუსო. არველაძეების გვარს თუ აუგად მოიხსენიებენ, სწორედ რეზის გამო, თორემ არ მგონია აჩის და შოთას მიმართ ვინმეს ასეთი აგრესიული დამოკიდებული ქონდეს.
ლუკა
Rეზოს ქცევა ჩემთვის არის ძალიან უნამუსოსთან ახლოს. რატომ წამოიწყო ბინძური თამაში. არჩევნების წინ რატომ დაიწყო დელეგატების მანდატის დარიგება? იმიტომ რომ არსებული დელეგატებით უეჭველი წააგებდა და მიმართა ბინძურ მეთოდებს, მაგრამ ასეთივე მეთოდებით უპასუხეს და სამართლიანადაც წააგო! კაცი, რომელიც 20 წელია ფეხბურთის ფედერაციის ტოპ მენეჯმენტშია და მთელი ამ წლების განმავლობაში არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას, იმ კაცს თუ სულ მცირე ნამუსი გააჩნია, ფედერაციაში რიგით მუშაკადაც არ უნდა დარჩეს, არათუ პრეზიდენტობის არჩევნებისთვის იბრძოლოს.
papuna
რუსულად რატო ბაზრობენ რუსეთუმები არიან? :D
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
კახა კალაძე: კობიაშვილმა ეს გზა ღირსეულად განვლო
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
გეგა გობეჯიშვილი: ისევ იმ დროში ვცხოვრობთ...
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: დელეგატებმა რეგისტრაცია დაასრულეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს!
კახა კალაძე: ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მე ოპონენტი არ მყავს
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე