ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

გერმანია-საქართველო 2:1 - 11 წუთი სასწაულამდე [VIDEO+PHOTO]

გერმანია-საქართველო 2:1 - 11 წუთი სასწაულამდე [VIDEO+PHOTO]

ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. X ტური

მატჩამდე

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან სათამაშოდ გიბრალტართან გამარჯვების შემდეგ ჩავიდა. გერმანია ლაიპციგში გამწარებული დაგვხვდა, რაკი ჩვენი მოგების კვალად, თავად დამარცხდა დუბლინში, ირლანდიასთან...

ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე, ბუბა დაუშვილი და ლევან ყენია ადრევე მოვისაკლისეთ. გიბრალტართან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა. სასტარტოში გამოჩნდნენ გიორგი ნავალოვსკი, უჩა ლობჟანიძე, საბა კვირკველია და ნიკა გელაშვილი.

ყველა ეს ცვლილება მოსალოდნელი იყო. ვიცოდით, რომ დაცვას ერთი ფეხბურთელი დაემატებოდა. ცოტა მოულოდნელი გვეჩვენა გიბრალტართან დუბლის შემსრულებელი მათე ვაწაძის გელაშვილით ჩანაცვლება. როგორც ჩანს, აქ სამწვრთნელო შტაბმა ის გაითვალისწინა, რომ გელაშვილის კოზირი სისწრაფეა და კონტრშეტევებზე ის უფრო მწვავედ თამაშობს.

გერმანიას გამოაკლდა ირლანდიასთან დაშავებული მარიო გიოტცე. ცხადია, იოახიმ ლიოვის შეგირდების მიზანი გამარჯვება იყო. ქართველებთან მატჩამდე ბუნდესნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური ჯიბეში (ოფიციალურად) არ ედო...

გმადლობთ, ნუკრი!

წერილის ფორმატი საშუალებას რომ მაძლევდეს, პირველ ტაიმში ორ სიტყვას დავწერდი და გავჩერდებოდი - ნუკრი რევიშვილი! საქართველოს ნაკრების მეკარე, რბილად რომ ვთქვათ, დიდებული იყო და ზოგჯერ აუღებელ ბურთებსაც იღებდა.

განსაკუთრებით გაამწარა რევიშვილმა "დორტმუნდის" ვარსკვლავი მარკო როისი, ვისაც არაერთი ასპროცენტიანი მომენტი შეექმნა, რამდენჯერმე კარს ააცილა, თუმცა რევიშვილი რომ არა, აუცილებლად გაიტანდა.

ერთხელაც დამტკიცდა, რომ დღეს საქართველოს ნაკრებში ორი მაღალი კლასის მეკარეა - რევიშვილი და გიორგი ლორია.

თავს გადავახტით

პირველ ტაიმში გერმანიას ჰქონდა ბურთი და ჰქონდა მომენტები. ეს ასე რომ იქნებოდა, ამას ყველა ველოდით. და მაინც, საკუთარ თავს გადავახტით. ყველამ მაგრად იმუშავა. დაცვამ, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი უპატიებელი შეცდომა დაუშვა.

ეგაა, ხშირად გაუმართლებლად ვკარგავდით ბურთს. ძალიან კარგი იყო გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა, ვინც ერთხელაც დაამტკიცა, რომ ნაკრების ლიდერია.

შეტევაში ბევრი არაფერი გამოგვდიოდა მანამ, სანამ...

ნოიერი რომ არა

27-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს დიდებული საგოლე შანსი შეექმნა. ნიკა კვეკვესკირმა გადააწოდა ვაკო ყაზაიშვილს, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და თორნიკე ოქრიაშვილი მონახა, რომელმაც კარში დროულად კი დაარტყა, მაგრამ მანუელ ნოიერმა ერთხელაც დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა - ურთულესი ბურთი მოიგერია. ძალიან კარგი შანსი გვქონდა...

გერმანიამ კი დაწოლა გააგრძელა...

შევაჩერეთ!

პირველი ტაიმის ბოლო ათ წუთში გერმანიის ნაკრებს, ასპროცენტიანს რომ იტყვიან, ისეთი საგოლე მომენტი აღარ ჰქონია. ლიოვის გუნდმა ვერც გადამწყვეტი შტურმი მოგვიწყო და აგრერიგად სასურველი გოლის გატანა მეორე ნახევრისთვის გადადო.

უკმაყოფილო გერმანულმა პუბლიკამ "ბუნდესმანშაფტი" გასახდელში სტვენით გააცილა, თუმცა ცხადი იყო, რომ მეორე ტაიმშიც დიდი წნეხის ქვეშ ვიქნებოდით.

როგორც ჩივაძემ

მეორე ტაიმი კახა ცხადაძემ ცვლილებით დაიწყო - გელაშვილის ნაცვლად მინდორზე მათე ვაწაძე გავიდა. იქვე, ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა. კანკავამ თამაშის წესი დაარღვია მესუთ იოზილის წინააღმდეგ. 11-მეტრიანი თომას მიულერმა გარდასახა გოლად.

ასეთი რამ ალექსანდრე ჩივაძემ გააკეთა 1982 წელს, შოტლანდიასთან სამუნდიალე მატჩში, როცა საკუთარი შეცდომა გოლით გამოისყიდა, როგორც ნამდვილმა კაპიტანმა.

...და კანკავამ - კუთხურიდან მცველთაგან ამოტანილ ბურთს მარცხენათი მძლავრად დასცხო და ნოიერი გაშეშებული დატოვა - 1:1. აქ ის ჯაბა გამახსენდა, კარიერის დასაწყისში ძალიან ხშირად რომ უტყამდა შორიდან.

იხილეთ ფოტოგალერეა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მეორე ტაიმი ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების ისტორიაში. კიდევ სამი შანსი - კვეკვესკირის შორეულ დარტყმულს გერმანელთა მეკარე "ცხრიანიდან" ხსნის; მერე ვაკო ყაზაიშვილს ვერ გააქვს ახლოდან მას შემდეგ, რაც მცველს აბითურებს; დაბოლოს, ოქრიაშვილს შეექმნა კიდევ ერთი მომენტი, მაგრამ ნოიერმა ახლოდან დარტყმულს თითები წაჰკრა და მხოლოდ კუთხურს გამოვრჩით.

და მაინც

სასწაულამდე ზუსტად 10 წუთი დაგვაკლდა. გერმანელთა გოლამდე მინდორზე ზურაბ ხიზანიშვილი შევიდა. "ხიზანას" გამოცდილებისა და კლასის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ისიცაა, რომ როცა დაცვა მაგრად დგას, ბოლო წუთებში ბევრი მწვრთნელი ერიდება ზედმეტი მცველის დამატებას.

გერმანელებმა უსწრაფესი კომბინაცია გაათამაშეს და შეცვლაზე შესულმა მაქს კრუზემ, იოზილის პასის შემდეგ, რევიშვილის კარში შეასრიალა ბურთი.

იმედიანი დასასრული

მატჩის გმირს, ნუკრი რევიშვილს რომ თავი დავანებოთ, მაგრად ითამაშეს კანკავამ, ყაზაიშვილმა და ოქრიაშვილმა.

თავი დადო მთელმა გუნდმა და ეს ბოლო შემთხვევა იქნება, როცა წაგებულს შევაქებთ...

ამით ქვეყნის მთავარმა გუნდმა შესარჩევი ციკლი დაასრულა. დასასრული იყო იმედიანი. მსოფლიოს ჩემპიონთან თუ შეგვიძლია თამაში, ესე იგი, ყველასთან შეგვიძლია - ეს აქსიომაა. მომავალ საკვალიფიკაციოში კი ჯგუფი ისეთია, იმედს რომ გაძლევს და ოცნების საღერღელს აგიშლის.

შემდგომ შესარჩევში კიდევ უფრო კარგ საქართველოს და უკეთეს შედეგს ველით. გუშინ ლაიპციგში მომავალი დავინახეთ...

ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. X ტური

11.10. ლაიპციგი. "რედ ბულ არენა". 43 630 მაყურებელი

გერმანია-საქართველო 2:1

გოლები: 1:0 მიულერი (49-პენ), 1:1 კანკავა (53), 2:1 კრუზე (79)

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - გინტერი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰექტორი - კროოსი, გიუნდოგანი - მიულერი, იოზილი, როისი (90. ბელარაბი) - შიურლე (76. კრუზე).

სათადარიგოები: ლენო, ტერ-შტეგენი, ჩანი, კრამერი, მუსტაფი, რუდი, შვაინშტაიგერი, ვოლანდი.

მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

საქართველო (5-2-2-1): რევიშვილი - ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, კაშია, ნავალოვსკი - კანკავა, კვეკვესკირი (78. ხიზანიშვილი) - ყაზაიშვილი (89. კობახიძე), ოქრიაშვილი - გელაშვილი (46. ვაწაძე).

სათადარიგოები: ლორია, მაკარიძე, ძალამიძე, გრიგალავა, კაკაბაძე, მერებაშვილი, ფალავანდიშვილი, ფოფხაძე, ცხადაძე.

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გაფრთხილება: ნავალოვსკი (33), რევიშვილი (48), ოქრიაშვილი (71), ჰუმელსი (90)

არბიტრი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

სტატისტიკა

31 კარში დარტყმა 8

19 ზუსტი დარტყმა 5

9 კუთხური 3

2 თამაშგარე 1

6 ჯარიმა 9

66% ბურთის ფლობა 34%

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• beto

Sagol bichebiii..

• kaxa cxadadze

Didi madloba pirvel rigshi chem xalxs da chems bichebs.. rtuli tamashis miuxedavad chven girseuli metokeoba gavuciet germanul mankanas da albat cota igbalic da mizans mivagcevdit. Gpirdebit gavaanalizebt kvela cuns da gamovascorebt. Minda xizanazec vtkva.. rtulia shemosvlaze tamashi tan mitumetes germaniastan.. vici is profesionali fexburtelia.. magram gpirdebit xizanas droebit davasveneb da asparezs axalgazrdebs davutmob. Madloba kvelas

• merabi

რევიშვილი,კვირკველია,კაშია, კანკავა,ყაზაიშვილი,ოქრიაშვილი,მჭედლიძე ის ფეხბურთელებია, რომლებიც თამაშობენ და უმრავლესობას მომატებაც შეუძლიათ. კიდევ თუ დავუმატებთ ანანიძეს, ყენიას, ჭანტურიას, ვაწაძეს, ნავალოვსკის, კვეკვესკირს, უკვე გუნდია. ყოველ შემთხვევაში მხოლოდ ე.წ. "ჩამშლელების", ვითომ ფეხბურთელები რომ ერქვათ, დრო უნდა წავიდეს

• გიორგი

საღოლ ბიჭებს ძაან მაგარი თამაში ითამაშეს, მე კმაყოფილი დავრჩი, და ვისაც ფეხურთი არ ესმის და არ უყურებია თამაშესთვის სისულელეებს ნუ წერს, ერთადერთი მინუსი რაც ვნახე ის არის რომ უჩა ლობჟანიძე აშკარად გამოსაცვლელია და ახალია ვინმე მაგ პოზიციაზე მოსაძებნი შეტევა მარჯვენა ფლანგიდან ვერ ვითარდება, ნავალოვსკი 2 გვინდა:) დანარჩენი ჩემის აზრით ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. საერთო ჯამში კიდევ და კიდევ საღოლ ბიჭებს.

• amk

ქართველების წუნი ქართველებმა თუ არ გაარჩიეს - გერმანელები ამას არ გაგიკეთებენ. რა ანგარიშჰიც უნდა იმ ანგარიშას მომათავრეს (კანკავას მოულოდნელი გოლიც არ იყო სახიფათო). ბოლო რამოდენიმე თამაშიდან ეს წარმოდგენა დამრჩა რომ საქათველოს ნაკრებს არ უთევენ და დარწმუნიებული არიან რომ მისი ფეხბურეტელების ფიზიკური სისუსტის და კლასის გამო, ნებისმიერ მომენტში რომ მოინდომებენ - გოლს გააქვთ. მოწინააგმდეგეს რომ კბილებში რომ ოფლი გასდის - აი ასე უნდა მიხვდე რომ ის სერიოზულად გიYურებს. საქართველოს ნაკრები არასერიოზული ნაკრებია. 2-ადგილი ჯგუფში ამის კარგი მაჩვენებელია.

• geo

შეგვიძლია გასვლა მომდევნო შესარჩევში

• fridoni

დიდი მადლობა,ფეხბურთელებს და მწვრთნელებსაც, წაგებული თამაშაშისთვისა მადლობა, ღირსეული თამაში იყო, გაიხარეთ

• Mamuka

მაგრად ითამაშეს გუნდთან, რომელიც ანადგურებს ბრაზიალიას ჩემპიონატის ფინალში და იტალიის გარდა ყველას და ყველაფერს (იტალია უხერხული მეტოქეა და საერთოდ არცერთი ოფიციალური თამაში არ აქვს მოგებული მისთვის);

• daviti

ძალიან ვისიამოვნე გუშინდელი საღამოთი,მადლობა ბიჭებს!!! ყველაფერი კარგად იქნება

• deliba

დიდებული იყო ყველა ფეხბურთელი, ყოჩაღ! რაგბისტების ახალ ზელანდიასთან ტამაშს ჰგავდა ფეხბურთელების ეს მატჩი.

• ონისიმე ხაფავა

ხიზანა ჯერ შემოსული არ იყო,ვიცოდი გაგვიტანდნენ.კახა ხო ათამაშე, ხო შეასრულე ძმაკაცური ვალი,აღარ დაუძახო რა, პროსტო ....ა. გილოცავთ.ზალიან კარგი ფეხბურთი ითამაშეთ. ასეთი თამაშით ცოტა თუ ვინმე დაგიდგებათ წინ.

• ფერნანდო

ბოლო წლებში პირველად ვამაყობ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებით. იმედია შემდეგ შესარჩევს აუტსაიდერის ამპლუაში აღარ შევხვდებით .

• zura

ყოჩაღ ბიჭებს, პროგრესი აშკარაა ქეცბაიას ნაკრებსა და ცხადაძის ნაკრებს შორის, მჯერა რომ შემდეგ შესარჩევზე წარმატებას მივაღწევთ. მეტიც, რომ არ გამოსულიყო ხიზანეიშვილი 1:1-ს მორჩენის ძალიან დიდი შანსი გვქონდა.

• თამუნა

სატესტო კომენტარი explorer

• gio

კახა ხიზანა ხოათამაშე უკვე ამ შესარჩევში და მეგობრული ვალიც მოხდილი გაქვს,თხოვნაა გულშემატკივრების რო ხიზანა აღარ გვინდა რაა, გაანებე თავი ტოო და იყოს ბაქოში თავისთვის,

• vato

მეც მაგრად მომეწონა ჩვენი ნაკრების თამაში. ხომ იცით კარგ გუნდს არ ცვლიანო არ შეიძლება ამ შემადგენლობით რომ გავაგრძელოთ? გელაშვილი აშკარად სუსტი იყო დაჩაგრეს გერმანელებმა ბურთს ხშირად არც აგებინებდნენ, მაგრამ არაუშავს მოუმატებს იმედია. დიდი იმედი მაქვს რევიშვილს უფრო მეტი შანსები მიეცემა იმიტომ რომ სტაბილურად და უმაგლეს დონეზე ატარებს ყველა თამაშს ნაკრებში. სხვა რა, დიდი მადლობა ბიჭებს გირსეულად თამაშისთვის, ცხადაძე საგოლ გუნდს სახე დაუბრუნდა!

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

ტრანსფერ ONLINE: 2 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]

ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესის 500, 16 და 4 376

"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია

მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]

იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება

ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო

ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე

დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე

უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია

შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

ვოლფსბურგი VS გენტი - სასწაული დებიუტანტთა ომში

ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს

"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე

იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს

მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი

"ვერდერის" თავდამსხმელს მხრის ძვლის ოპერაცია გაუკეთეს

რიუდიგერმა შეიძლება პლეი-ოფში ვერ ითამაშოს

მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

მაქს კრუზე გერმანიის ნაკრებიდან გარიცხეს

მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს

ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან