ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა

ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა

ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ვაჟა ჟვანიამ, ბევრი უცნობი ამბავი გაამხილა
გუშინ, 19 ოქტომბერს, ტელეკომპანია "TV პირველის" ეთერში ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ვაჟა ჟვანიამ, ბევრი უცნობი ამბავი გაამხილა - რატომ გადადგა პოსტიდან? რატომ დაუპირისპირდა რევაზ არველაძეს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ვეტერან ფეხბურთელთა კავშირმა წარადგინა? რას ეუბნებოდა უეფას ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი სურკისი ოთახში მყოფ პრეზიდენტობის კანდიდატს? რატომ უშვებენ თბილისში არალიცენზირებულ "ადიდასს"?..

ჟვანიამ არჩევნების პერიოდში არსებულ სიტუაციაზე ილაპარაკა და ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი სატელევიზიო დებატებში გამოიწვია...

- ...თავიდან ვიცოდით, რომ ვეტერანების 70 პროცენტი არველაძეს ემხრობოდა. საქართველოს სულ 33 დამსახურებული ვეტერანი ჰყავს და 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მათთან სატელეფონო ზარებით ვცდილობდი, გამერკვია, რეალურად, ვის ემხრობოდა უმრავლესობა. 80 პროცენტი კობიაშვილის მხარდამჭერი აღმოჩნდა. როცა მიზეზს ვეკითხებოდი, ამბობდნენ, რომ არველაძე მათ რაღაცებს ჰპირდებოდა...

მეორე მხრივ, კობიაშვილს კარგად არ იცნობდნენ, მაგრამ მისი სახით ქართულ ფეხბურთში სუფთა კაცი შემოდისო, მეუბნებოდნენ...

1-ელ ოქტომბერს, 12 საათის შემდეგ, დამიკავშირდა რეზო არველაძე და შევხვდი - ამ დროისთვის, ვეტერანების პოზიცია უკვე გამოკვეთილი იყო. მას ჰქონდა ნათქვამი, რომ თავის ამბავს გაარკვევდა.

მიმაჩნდა, რომ არ შეიძლებოდა ვეტერანების გახლეჩა და სახელმწიფოსთან დაპირისპირება - ეს არის დიდი მანქანა, რომლის გარეშეც ფეხბურთის განვითარება შეუძლებელია.

...არველაძის თქმით, ყრილობის წინა დღეს, 9 საათზე, მისი მომხრეები სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" იკრიბებოდნენ, მათზე ზეწოლა რომ არ მომხდარიყო. მაგრამ ვუთხარი, რომ სასტუმროში მიმსვლელი არ ვიყავი - 80 პროცენტი ხომ მხარს კობიაშვილს უჭერდა...

ჩვენმა კავშირმა არველაძე რომ წარადგინა, მაშინ მან ვითარება კარგად გამოიყენა, რადგან ვეტერანებს სახელმწიფო და მეორე მხარე არ ელაპარაკებოდა. მაგრამ წარდგენა ხმის მიცემას არ ნიშნავს. მერე კი იქითა მხარემ ვეტერანებს ქართული ფეხბურთის განვითარების უკეთესი გეგმა შესთავაზა...

თამადა მცხეთაში

- ...2 ოქტომბერს კობიაშვილის მომხრეებმა მცხეთაში, რესტორანში დამპატიჟეს და რასაკვირველია, წავედი. პოზიციის დაფიქსირებას ყრილობაზე, 5-წუთიან რეჟიმში ვაპირებდი და უკვე ღია ტექსტით ვიტყოდი, რატომ ვუჭერდით ვეტერანები მხარს კობიაშვილს და მის მხარეს 80 პროცენტი რა მიზეზებით მოხვდა. იცოდა თუ არა ეს არველაძემ? მე გეუბნებით, რომ იცოდა!..

2 ოქტომბერს, 9 საათზე, მცხეთაში მხვდება კობიაშვილის მომხრე 17 დელეგატი, მე ვიყავი მე-18. რომ იცოდეთ, რეალურად, 22-ე და 23-ეც იყვნენ, მაგრამ გამოჩენა არ უნდოდათ... მოერიდათ, შეეშინდათ...

სუფრაზე თამადა ვარ. ამ ვითარებას რომ გადავხედე, მივხვდი, ლევან კობიაშვილი მოგებული იყო და ბოლოს ასე დავლოცე -"ბეზ პიატი მინუტ" პრეზიდენტი ხარ და გილოცავ-მეთქი!..

ხელკავით გაყვანილი

- ...მეორე დღეს, ყრილობაზე, არველაძის მხარდამჭერები მხვდებიან და ამაზე მელაპარაკებიან. მათ რესტორნის ამბავზე აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია ჰქონდათ. ვუთხარი, მაცალეთ, გუშინაც ვთამაშობდი და დღესაც მთელი დღე ვთამაშობ-მეთქი.

ეს იმიტომ, რომ ვინც ვეტერანთა ნდობის მანდატი მომცა, იციან, მე სიტყვით გამოვალ, რომ მერე ჩემი პოზიცია არავის გაუკვირდეს. რეგისტრაციას გავდივარ და ამ დროს, ხელს მიყრიან და შევყავარ ოთახში, სადაც არველაძის 15 თუ 16 მომხრე იყო... აჟიოტაჟი ატყდა, ჟვანია შემოვიდაო. ვგრძნობ მზერებს აქედან, იქიდან, ქვემოდან... მერე სული დამიმძიმდა. ამბობენ, იქიდან გითვლიან, ჟვანია გამოათრიეთო... ან ამბობდნენ, ან - არა.

იმ ოთახიდან გარეთ ვერავინ გადის. თანაც, დელეგატი გობეჯიშვილი დაიჭირეს. მის გამოხსნაში მთელი თბილისია ჩართული - შავი, ყვითელი, წითელი... მე კი ვიცი, რომ იმათ (კობიაშვილის მხარეს) ეს არ აწყობს, რადგან 23:10-ს იგებს და რაში სჭირდებათ ერთი კაცის დაჭერა?

ვითარებას კარგად ვაკონტროლებ, ლევანის მხარე იგებს, იქით 17 დელეგატია, აქეთ - 15. მაგრამ ლეგიტიმაციისთვის საჭიროა 18. მე რომ გავიდე, ყრილობა უკვე ლეგიტიმურია. მაგრამ ვერ მივდივარ, სანამ ეს ადამიანი არ გათავისუფლდება, ნამუსი არ მიშვებს. მაშინ ვთქვი, ასეთი რამ არ გამიგია-მეთქი...

რომან ფიფიამ სწორი თქვა, ისინი იქ დაბმულები არიანო. იმ ოთახში ყოფნას არავის ვუსურვებ...

რეზიმ იცოდა, რომ აგებდა

- ...რეზიმ ცუდი თამაში დაიწყო გურიისა და რაჭის დელეგატებზე, მერე წავიდა და წავიდა... მაგრამ კობიაშვილის მხარემ ცუდ თამაშს ადეკვატური, წყნარი და სწორი პოზიცია დაუპირისპირა. შენ მოგება თუ გინდა, "ფეარ პლეის" პრინციპი უნდა დაიცვა, ფეხბურთი თაღლითურად არ გამოდის. მაშინ მეც ასე გეთამაშები. რა თამაშიც რეზიმ წარმოადგინა, პირადად მეც იმაში ავყევი. მას კი არ უღალატეს, მან თავის თავს უღალატა. მშვენივრად იცოდა, რომ აგებდა.

...ეს ამბავი 95-მა პროცენტმა არ იცის. სურკისი რეზის მომხრეების ოთახში რომ შევიდა, არველაძეს უთხრა: შენ თუ პრეზიდენტი გახდები, 12 გუნდი ჩემპიონატს ჩაშლის; მე რომ უეფაში ჩავალ, შენ მეგობარს დაკარგავ, საქართველო კი - ავტორიტეტს და გიღირს ასეთი პრეზიდენტობაო? რეზომ უპასუხა, "პერსონა ნონ გრატად" გინდათ გამომაცხადოთო?!

[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ

...არჩევნები რომ დაიწყო, ერთმა ახალგაზრდა კოლეგამ შემომძახა - "რამსები" აგერიაო და ბიულეტენი გავაფუჭე. დიახ, ის გაფუჭებული ჩემი ბიულეტენი იყო. მაგრამ ყრილობა დამთავრდა, კობიაშვილმა 18:15 მოიგო და რეზი ლევანს გადაეხვია...

რატომ წავედი კავშირიდან

- ...რაში დამჭირდა თამაში? მაშინ ვეტერანების 80 პროცენტს სად გავქცეოდი? მე ვერ დავიცავი მათი უმრავლესობის მანდატი და ვეტერანთა კავშირიდან ამიტომაც წავედი. ახლა სამართლებრივად, კულტურულად გავარკვევ ურთიერთობას რეზისთან და მის ძმებთან. მინდა გამოვააშკარავო, ვინ არის და რას წარმოადგენს რეზი არველაძე. სამივე არველაძესთან ტელედებატებზე მარტო დავჯდები.

...რაც გავაკეთე, არაფერზე უკანდამხევი არ ვარ. მინდა, საზოგადოებამ გაიგოს, რომ რეზი არველაძე არ არის დაჩაგრული, უბრალოდ, დაჩაგრულის მანტია მოისხა...

ყალბ "ადიდასზე" პასუხი ფეხბურთის ფედერაციას მოსთხოვეთ

- ..."ადიდასთან" მე რა შუაშია ვარ?! მე ვუკვეთავ, ვკერავ თუ რა?! მაშინ დაიჭირონ მთელი ვაგზლის ბაზრობა. ფედერაცია უკვეთავს პავლეს, მე ვარ შუამავალი და ვასრულებ ამ დავალებას. სფფ-მ სწორი გათვლა გააკეთა. 7 ნაკრებია და ყველა რომ მაღალი ხარისხის "ადიდასით" შეემოსა, უცხოეთში კოლოსალური ვალუტა გავიდოდა. ამიტომ ეკონომია გაკეთდა და გუნდები ადგილობრივი ნაწარმით შეიმოსა. სახელმწიფო ბიუჯეტში შედის მოგების გადასახადი, მშრომელი ხალხი იღებს ფულს, ოჯახები დასაქმებულია...

...ეს მეხება არა მე, არამედ - ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს, რადგან იაფი საქონელი ყველას ხელს აძლევდა. თუ დარღვევა იყო, გაარკვიონ და ვისზეც პასუხია მოსათხოვი, მოსთხოვონ!..

საერთაშორისო სკანდალის საფრთხე: სფფ "ადიდასის" ნიშნებს უკანონოდ იყენებს?!

P.S. "ლელო" მზადაა, ტრიბუნა მეორე მხარესაც დაუთმოს.

ვაჟა ჟვანია: "არველაძეს კი არ უღალატეს, მან უღალატა საკუთარ თავს" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• sano

ხალხნო განა არ იცით რომ დრო იცვლება ,ხალხი კი არა.უბრალოდ უფრო ადრე ვერ ამჩნევ

• demna

ამ აესებას ადამიანი არქვია ის სატანაა

• kaxa

ზალიან გარეცარი ადამიანია ჟვანია ან როგორუნდა იაროს ქალაქში

• დათო

ეხ ვაჟა, ვაჟა, ვაჟა შემართლა ვაჟა. კობიაშვილს კი ულოცავ!

• ამერიკელი

ადიდასის როგორც მსჯელობს - ასეთ სდამიანებს რაც ცხოვრებაში უშოვიათ ყველაფერს აკარგვინებენ ჩემს ქვეყანაში. ცხადია - ფედერაციიდან დაწყებული - ამაზე უფრო მეტად სხვები არიან დამნაშავეები. სად არიან იურისტები (ახალგაზრდა თუ ზრდასრული) - იპოვონ ვისაც აქვს ამის უფლება და უჩივლა და "გაპარსონ" ყველა ვინც ამ საქმეში არის გარეული.

• zaza

ეგ ის კაცია ,კაცად ვინც აქცია,რო ებრძოდა,ან კი აქცია?

• gurji

33 დამსახურებული ვინ შეარჩია?? ან რომლები არიან ნეტა??

• qutaiseli

ამან რაო რამინდაო დიდ გაუგებრობაშია ეგ მოხვედრილი ეტყობა.დდ არადა რას ბლატაობდა არჩევნების წინა პერიოდში რა ამბავში იყო აპა რაიქნებოდა იმდენი ვალი დატოვეს ფედერაციაში.რომის პაპა აფხაზეთშია ეტყობა მოქალაქეობის რიგში დგას არმიცემენ თუ რა რაც ქართველები მაგან ლანძღა მედალითაც დააჯილდოვებენ მამაცობისთვის.

• lola

ეს ჟვანია როდის და რომელ გუნდში თამაშობდა მაინტერესებს, ფეხბურთი ძალიან მიყვარს მაგრამ ეს კაცი არ მახსენდება. ისე აზრი ვერ გამოვიტანე ამის ნაამბობიდან. კობიაშვილის გამარჯვება კი ნამდვილად გამიხარდა.

• ox, ox ox....

ახლაც თამაშობს, ადრეც თამაშობდა და კიდევ ითამაშებს, ....

• jio

aqmde xom angarebit, ... da arascorad movida, magram uaresi sashinelebaa is, rom exlac iseve agrzelebs da isev cdilobs shezromas da tbil adgilze mokuchebas, mere tu dajirdeba kobisac iseve gakidis, rogori abazadac arveladze ,,gaasuxara''...

• vako

ფედერაციის მთელი ძველი შემადგენლობა ცოცხით უდნა გაიდევნოს! ის იაღლიშები და უსაქმურობა რაც ძველი ფედერაციის მუშაობის დროს იყო, ის ტყუილა ბიუჯეტის ხვრა და ბიუჯეტზე გულაობა უნდა დასრულდეს!

• AMPREDUZO

კობი, სუფთა კაცი მიხვედი ს.ფ.ფ.-ში და დიდი იმედი მაქვს, რომ ჟვანიასნაირ ტიპებს გვერძე არ გაიჩერებ.

• gia

ყალბ ადიდასს დაეძებთ? მთლიანად ქვეყანაა ყალბი უკვე

• beqa

ეხლა ამოიღე ხმა? როცა მიხვდი რო დამარცხდით თქვემ და მთელი ... ვეტერანები ხო. თქვენ და ის ვეტერანტა კავშირი საერთოდ მოსაკვეთები ხართ ქართული ფეხბურთიდან. ვინც ფედერაციაშია ....

• კაკი

ჯვანია -"ეს არის დიდი მანქანა, რომლის გარეშეც ფეხბურთის განვითარება შეუძლებელია.". ამ სუბიექტის ეს კომენტარი ვეტერანებს ეხება. კომენტარის გაკეტება ტქვენთვის მომინდვია მეგობრებო. მე კი ამას ასე დავაკომენტარებდი "კომენტარის გარეშე".

• Givi

Ai cheshmariti saxe gvawlmosili da pirdapiri ushishari veternebis(yvelas ar vexebi)tqven kide jurnalistobaze ro gaqvt pretenzia aset amazrzen interviuebs rato aqveynebt? Asetebi ro arian qveyanashi postebze da aramarto fexburtshi yvelgan imitomaa saqartvelos darxeuli ro aqvs. .... Kobiashvilo axlos ar gaikaro am tipis vigodniki da gataxsirebuli xalxi

• გულშემატკივარი

ოტ ეტო და. ნიჩეგო ნე პონიალ-ო. სანამდის დაეცა ქართველი კაცის ღირსება. კობის კი ულოცავ, მართლაც დამსახურებულ პრეზიდენტობას.

• ნიკოლოზ

ახალგაზრდობაში ძალიან ტექნიკური და სწრაფი აზროვნების ფეხბურთელი იყო, მოედანზე შეეძლო მოწინააღმდეგე ფეხბურთელის ადვილად მოტყუება, ცხოვრებაშიც კარგ ფინტებს აკეთებს PS: თუ დააკვირდებით ყველა კარგი ფეხბურთელი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ტყუილების გუდაა

• ლევანი

ამ ვაი–ინტერვიუდან ის გავიგე, რომ ვერაფერიც ვერ გავიგე... ისე, ერთი კი ვიცი ისტორიიდან. როცა მაკედონელმა დარიოსი დაამარცხა, ალექსანდეს სპარსეთის მეფის "ერთგული" დიდებულები ეწვივნენ ძღვნით ხელში, გამარჯვება მიულოცეს და ერთგულება შეჰფიცეს. უდიდესმა მთავარსარდალმა პირველი სწორედ ისინი დაასჯევინა სიკვდილით. დასკვნა ადვილი გამოსატანია...

• G7

ეს და ამისნაირი ვეტერანები უცებ იცვლიან ქურთუკს,სადაც ძალას ხედავენ იქეთ იხრებიან საკუთარი პრივილეგიების გამო!მიხვდა რომ რეზია ვერ მოიგებდა და უცებ დაბზრიალდა და ვითომ თავიდანვე კობის უჭერდა მხარს)))

• 13

ვერა'ფერი ვერ გავიგე:))

• ლაშა

რას ბოდიალობ, გვარს ნუ მირცხვენ!!!

• roma

ჟვანია,მოვა დრო და მოგეთხოვება ... პასუხი,შენ რა გინდა ვეტერანებში,რა ფეხბურთელი შენ იყავი,რა გაქვს ერთი მოგებული,გახსოვს შენი "კლიჩკა"გადაჭრილ ჟვანიას,რომ გიძახოდნენ,შენ რა გესაქმება ჩვენ დამსახურებულ ვეტერანებთან,მოვა შენი დრო,აღარ დარჩა ბევრი.

• shoda

აშკარაა, რომ ამ კაცმა ყველაფერი ანგარებით, სარგებელისთვის (რუსულ ჟარგონში ასეთ კაცს "ვიგოდნიკი" ერქვა) გააკეთა. უცოდველი არავინაა ამ ქვეყნად, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ მას ეტყობა საკუთარი ცოდვები ავიწყდება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ დღეს ძალიან ბევრს აქვს სირცხვილ-ნამუსის ძარღვი გაწყვეტილი შუბლზე!

• რეზო

რა იყო ეს?

• vakho

გულისამრევია, აი რა განსხვავებაა ამასა და რეგბისტებს შორის. ამ ტიპებისგან თუ არ დაიფერთხა ფედერაცია წინ ვერ წავა საქმე

• dato

კობის ვულოცავ, მაგრამ ასეთი ... მართლა არ უნდა ქართულ ფეხბურთს (მე რა რომ "ვეტერანი ფეხბურთელია"

• მომწონს ლევან კობიაშვილი, მაგრამ...

იმდენი არაკაცი მინახავს, ძნელია ჩემი გაკვირვება, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველ მამაკაცებს სორის არიან ასეთი კაცებიც...

• შაკო

მთვრალზე აიღეთ ინტერვიუ? რეებს ბჟუტურებს? დაბლოკეთ აბა თქვენ იცით

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ვაჟა ჟვანია: ვლადიმირ ვაისს ქება ეკუთვნის!

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

ალექსანდერ ჩეფერინი უეფას ვიცე-პრეზიდენტობიდან სურკისის გაშვებას აპირებს

მამუკა კვარაცხელია: ეს აღმასკომი კი არა, დაღმასკომია!

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

უკრაინა ომობს, სურკისები კი მონტე-კარლოში გრიალებენ

სურკისები უკრაინიდან გაიქცნენ და 16 მილიონი წაიღეს

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

ვინ არის დამნაშავე? როცა გაზეთი და ჟურნალისტი დაბალი ღობე ჰგონიათ...

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

სკანდალი გერმანულ ფეხბურთში - DFB-ს პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

სურკისებს კიევის "დინამოს" 400 მილიონად გაყიდვა უნდოდათ

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ

როგორ აღმოჩნდა უკრაინული კლუბისთვის გამზადებული ინვესტიცია "ზუგდიდში"

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

კახა კალაძე: კობიაშვილმა ეს გზა ღირსეულად განვლო

მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...

არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ

ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

საერთაშორისო სკანდალის საფრთხე: სფფ "ადიდასის" ნიშნებს უკანონოდ იყენებს?!

კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება

"ადიდასის" წარმომადგენელი: ვაჟა ჟვანიამ ყველაფერი აღიარა

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

ვახტანგ ქორიძე: სირცხვილი იქნებოდა, გელა კეტაშვილი არ დაგვეფასებინა