ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, ცო­ტა რომ ამი­რე­ვია... ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან

ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, ცო­ტა რომ ამი­რე­ვია... ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან

"ინგლისში სულელები კი არ არიან, თამაშების შემდეგ ფეხბურთელები პაბებში რომ მიდიან? იქ ეს არავის უკვირს"
ის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული იყო მათ შორის, ვისაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა მოურგია. "ჯვაროსნების" ყოფილ თავდამსხმელს 7 ქვეყნის 12 გუნდში უთამაშია და კოლექციას სამი ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულები უმშვენებს - საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის. დასავლეთ ევროპაში ორჯერ წავიდა, მაგრამ როტერდამის "ფეიენოორდსა" და "სოსიედადში" თავის დამკვიდრება ტრავმების გამო ვერ მოახერხა.

გიორგი დემეტრაძე უფრო პოსტსაბჭოური სივრცის მოთამაშე გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ ვლადიკავკაზის "ალანია" მისთვის საუკეთესო კლუბი იყო - ვალერი გაზაევის ხელში გაიხსნა და საუკეთესო თვისებები გამოავლინა.

ის ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. როცა დემეტრაძეზე ვლაპარაკობთ, გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ 2010 წლის ივლისში ის ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს. საპყრობილე 2013 წლის 13 იანვარს დატოვა, თანაც პოლიტპატიმრის სტატუსით...

დემეტრაძე "ლელო WEEK-ს" ცხოვრებასა და კარიერაზე ელაპარაკა...

აქა-იქ რომ მომემატებინა...

- მუშაობა ფეხბურთის ფედერაციაში დავიწყე. მწვრთნელობაზე უარი ვთქვი, ეს ჩემი საქმე არ არის. კლუბები დირექტორობას მთავაზობდნენ და ამაზეც თავი შევიკავე. ქუთაისის "ტორპედოდან" ახალწამოსულს კი ფეხბურთის ფედერაციიდან დამიკავშირდნენ და ტექნიკური დირექტორის მოადგილეობა შემომთავაზეს. ჩემი ახლანდელი საქმიანობა ძალიანაც მომწონს. მაგრამ მაქსიმუმ 2-3 წელი თუ ვიმუშავებ, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ გავჩერდები და მერე საკლუბო კარიერაზე გადავერთვები.

- 39 წლის გახდით, უკან დაგრჩათ კარიერა და მოედანი. ამ გადასახედიდან, საფეხბურთო ცხოვრებას როგორ აფასებთ?

- ფორმის შესანარჩუნებლად კახა კალაძესა და სხვა ვეტერანებთან თითქმის ყოველდღე მინი-ფეხბურთს ვთამაშობ და ამით მაინც ვიკლავ ჟინს. მაგრამ ეს გართობაა. რაც დრო გადის, ფეხბურთი უფრო და უფრო მენატრება. მახსენდება მოედანზე გასვლის მომენტი, სავსე სტადიონი, უმნიშვნელოვანესი გოლები და, თქვენ წარმოიდგინეთ, მძიმე ვარჯიშებიც კი!

- ლობანოვსკის უმძიმესი ვარჯიშებიც?

- კი, ლობანოვსკის ვარჯიშებიც. ფეხბურთი ძალიან მიყვარდა და მიყვარს. მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებდი და ძალიან ძნელია, საყვარელ საქმეს უცებ რომ მოსწყდები. ახლა ხშირად ვფიქრობ, რამე ხომ არ დავაკელი...

- და რა დააკელით?

- მაშინ ამაზე არც ვფიქრობდი. მაგრამ აქა-იქ რომ მომემატებინა, უფრო მაღალ დონეზეც ვითამაშებდი, მეტ წარმატებას მივაღწევდი და ტიტულსაც მეტს მოვიგებდი.

უჟმური ტოშაკი

- მაგალითად, "სოსიედადში" სერიოზული შანსი გქონდათ. მაგრამ ესპანეთიდან ისევ რუსეთში დაბრუნდით. პრიმერა დივიზიონში რატომ ვერ დამკვიდრდით?

- "სოსიედადში" თამაში კარგად დავიწყე, მაგრამ ჯერ ის იყო პრობლემა, რომ 5-6 ლეგიონერიდან თამაშის უფლება მხოლოდ სამს ჰქონდა. მერე მენისკის ოპერაცია დამჭირდა, 8 თვე გამიცდა და ასეთ მდგომარეობაში რას ვითამაშებდი?

სხვათა შორის, მაშინაც ტრავმამ შემიშალა ხელი, როცა "დინამომ" იჯარით "ფეიენოორდში" გამიშვა. სერიოზული არაფერი იყო, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თამაში ვერ შევძელი, ნახევარწლიანი არენდის შემთხვევაში კი ეს ბევრს ნიშნავს და იქაც ვერ გავჩერდი. ისე, ესპანეთში ჩემი მწვრთნელი ჯონ ტოშაკი იყო, რომელიც საკმაოდ უჟმური კაცი გახლდათ.

- უჟმური თუ ფულის მოყვარული? იმ პერიოდის ხმები მახსოვს, ტოშაკს დემეტრაძის მიმართ ფინანსური ინტერესი არ ჰქონდა და ამიტომ არ ათამაშებდაო...

- ფაქტია, რომ თავისიანები მოიყვანა და არც აინტერესებდა, რა შემეძლო. მარადონაც რომ ვყოფილიყავი, არ მათამაშებდა. არადა, მანამდე და მერეც მაგარ გუნდებში უმუშავია - მათ შორის, მადრიდის "რეალში". თუმცა ინტელექტით ბევრ იმ მწვრთნელს ვერ სჯობდა, ვისთანაც მითამაშია და შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემა რომ არ მქონია. მაგალითად, ტოშაკს ლობანოვსკის როგორ შევადარებ, მისი ფეხის ფრჩხილად არ ღირდა... ლობანოვსკი იყო საუკეთესო სპეციალისტი იმათ შორის, ვისთანაც მიმუშავია.

- წმინდა საფეხბურთო განათლების გარდა, კიდევ რა გამოარჩევდა ლობანოვსკის?

- გარედან ხომ ყველას გეგონათ, რომ გაუცინარი იყო? არადა, მოედნის მიღმა თბილი და გულიანი კაცი გახლდათ. ფეხბურთელების გვერდში დგომა და გაგება შეეძლო.

ნაკრებში დაგვიანება

- ლობანოვსკის ვარჯიში თუ გაგიცდენიათ?

- ასეთი რამ გამორიცხული იყო. კიევის "დინამოში" გართულება ჰქონდათ სმაზე. მაგრამ მე და კახა სასმელს ისედაც არ ვეტანებოდით. საერთოდ, ეს უკრაინასა და რუსეთში იშვიათი ამბავი არ არის.

- თქვენ და კახა საერთოდ არ სვამდით?!

- მართლა ასე იყო. არც მიყვარდა და ახლაც იშვიათად თუ დავლევ.

- არადა, თქვენზე ხშირად უთქვამთ, რეჟიმს არ იცავსო...

- პატარა თუ არ განიტვირთე, წარმოუდგენელია, ფეხბურთი ითამაშო. ფეხბურთი ხომ ისედაც დიდი სტრესია და ეს აუცილებელიც არის. ინგლისში სულელები კი არ არიან, თამაშების შემდეგ ფეხბურთელები პაბებში რომ მიდიან? იქ ეს არავის უკვირს. მაგრამ კიევის "დინამოში" რეჟიმს მკაცრად ვიცავდი.

მერე კი ყოფილა შემთხვევა, ცოტა რომ ამირევია, მაგრამ ამის გამო კლაუს ტოპმიოლერმა დამსაჯა.

- ასეთი რა გააკეთეთ?

- რა და, ფარერების ნაკრებთან გასვლითი შეხვედრის წინა დღე მთლად სპორტულად ვერ გავატარე და ისე ავირიე, პასპორტი დავკარგე. სანამ მოვძებნე და აეროპორტში წავედი, რეისზე დავაგვიანე. არადა, ფარერებზე მოხვედრა ძალიან ძნელია. დრო უნდა დაამთხვიო, თორემ ჩასვლას დააგვიანებ. დანიის გავლით უნდა გადაფრინდე, რამდენიმე გადაჯდომაა საჭირო და ისედაც დიდი გზაა.

მატჩის წინა დღეს მაინც ჩავუსწარი, მაგრამ ტოპმიოლერი გაბრაზებული დამხვდა და შეცვლაზე მათამაშა. 6:0 მოვიგეთ. მე-5 გოლზე შოთას ფლანგიდან მე მივეცი პასი...

ყველაზე, ყველაზე...

- გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები. დავიწყოთ, ყველაზე სასიამოვნო გოლებით...

- ასეთი იყო ჩემპიონთა ლიგაში "რეალისა" და "ბაიერნის"კარში გატანილი გოლები - გერმანელებს ლამაზი "მაკრატელა" გავუტანე. არანაკლებ კარგად მახსენდება "ანდერლეხტთან" შეხვედრა, რომელიც ჩემი დაბადების დღეს დაემთხვა და დუბლი შევასრულე. მეორე გოლის დროს საჯარიმოში 3 მცველი მოვატყუე და ეფექტურად შევაგდე. სამივე ეს შეხვედრა კიევის "დინამოს" ფორმით ჩავატარე.

მნიშვნელოვანი და ლამაზი იყო ნაკრებში გატანილი გოლებიც, განსაკუთრებით დანიის ნაკრების კარში თავით, ნახტომში...

- მანქანები გიყვართ?

- 2000 წელს ახალი X5 ვიყიდე. მაშინ თბილისში ეს მოდელი ერთ-ორ კაცს თუ ჰყავდა. მაშინდელი მანქანების ფონზე, ძალიან მაგარი იყო. იმ დროს კიევის "დინამოში" ვთამაშობდი და კარგი ანაზღაურება მქონდა.

- თამაშის მოგებაზე ყველაზე დიდი პრემია როდის მიიღეთ და რამდენი?

- ეს უკრაინაში თამაშის დროს მოხდა. "დინამომ" იმხელა პრემია მოგვცა, ვაკეში არა, მაგრამ საბურთალოზე 2-ოთახიან ბინას მაინც ვიყიდდი.

- ფეხბურთელების ნაწილმა ეს ფული ბიზნესში დააბანდა. თქვენ კი ეს ვერ მოახერხეთ თუ არ გამოგივიდათ?

- თქვენ ხომ მაინც კარგად მიცნობთ? მე რა ბიზნესი უნდა ამეწყო? ფული რომ მქონდა, ეგრევე ვხარჯავდი, ან ახლობლებს და მეგობრებს ვეხმარებოდი. როგორც თქვენ ვერ ივარგებთ სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელად, ისე მე ვერ ვივარგებ ბიზნესში. მწვრთნელობის და დირექტორობის არ იყოს, არც ესა ჩემი საქმე.

ოპერაში შეპარული

- სიმფონიური ორკესტრი ახსენეთ. ოპერის გვერდით ცხოვრობთ და თუ დადიოდით იქ?

- ერთხელ მეგობრებთან ერთად შევიპარე. მაგრამ სპექტაკლზე გაგვეცინა და მალევე გამოვიპარეთ. ეს იყო და ეს. ისე, რამდენჯერმე რომ შეხვიდე, შეიძლება, "მუღამი" მართლა დაუჭირო. მაგრამ ისეთი მოუსვენარი ვარ, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები და იქ ვერ გავძლებ. არადა, ვიცი, რომ ძალიან მაგარი მომღერლები გვყავს და თავიანთი სფეროს სერია A-სა და პრიმერა დივიზიონებში მღერიან (იცინის).

- ყველაზე ცუდი მოგონება...

- "ფეიენოორდსა" და "სოსიედადში" ყოფნისას მიღებულ ტრავმებზე უკვე გითხარით. ფეხბურთელისთვის ყველაზე ცუდი ტრავმაა. სხვას ყველაფერს ეშველება...

- ყველაზე მეტად რომელი ფილმი გიყვართ?

- რა თქმა უნდა, ბევრი უცხოური ფილმი მომწონებია, მაგრამ ქართულები მაინც განსაკუთრებით მიყვარს. აზრიც არის ამ ფილმებში, იუმორიც... ბევრი შედევრია - "ფეოლა", რომელიც ძალიან მიყვარს, "ბურთი და მოედანი", "ცისფერი მთები", "მონანიება". ასე მგონია, ჩვენ მსოფლიო დონის კინო გვქონდა.

- უცხოური ფილმებიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა მოახდინა თქვენზე?

- "ერთხელ ამერიკაში". ჩემი ბავშვობის დროინდელ საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ეს ფილმი არ უნახავს და უდიდესი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

- მსახიობებიდან ვინ მოგწონთ?

- ქართველებზე არ ვიტყვი, ბევრი მომწონს, მაგრამ ვინმე გამომრჩება და არ მინდა. უცხოელებიდან კი ალ პაჩინო და დე ნირო.

- ქალი მსახიობებიდან?

- ჩემი ბავშვობის დროინდელ მსახიობს გავიხსენებ - ყველაზე მეტად ორნელა მუტი მომწონდა. ულამაზესი ქალია.

- ოთახში მისი სურათი გეკიდათ?

- ორნელა მუტის არა, მაგრამ საბრინას კი მქონდა.

- საბრინას სიმღერები მოგწონდათ თუ მკერდი?

- მაგის სიმღერა ვის რად უნდა უნდოდა? საბრინასთვის უნდა გეყურებინა და მეც ვუყურებდი (იცინის)...

ბევრად მეტი შეგვეძლო...

- თქვენი აზრით, ვინ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ფეხბურთელი?

- მარადონა! ეს საკამათოც არაა. ძველებს პელე უყვართ, მაგრამ მე მარადონას პერიოდში ვიზრდებოდი, მის თამაშებს ვუყურებდი და მიმაჩნია, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელია, ვინც მინახავს.

- დღევანდელებში? მესი თუ რონალდო? დღეს ყველგან ასე ისმის კითხვა...

- მესი, რა თქმა უნდა.

- რომელი ქართველი ფეხბურთელის გვერდით ისურვებდით თამაშს?

- 18 ნოემბრისა და 13 მაისის თაობის აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელის გვერდით. ძალიან დიდი ვარსკვლავები გვყავდა. მე თავდამსხმელებს დავასახელებ - მესხი და მეტრეველი ლეგენდები არიან, ყიფიანი, შენგელია, გუცაევი... ისე, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები და გუნდები გვყავდა.

- დროის მანქანა რომ გქონდეთ, წარსულში რას შეცვლიდით?

- არაფერს.

- საერთოდ არაფერს?

- შეიძლება მეტი მონდომებით მევარჯიშა. ფეხბურთს თავდადება უყვარს. შრომა ვისაც არ დაზარებია, ყველას დაუფასდა.

- თქვენს თაობაში არაერთი ნიჭიერი მოთამაშე იყო, მაგრამ ვერც ძლიერი ნაკრები ჩამოყალიბდა და სამწუხაროდ, ვერც ვერაფერს მიაღწიეთ...

- არადა, ბევრი შეგვეძლო. ერთი-ორჯერ ისეთ ჯგუფში მოვხვდით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გასვლის პოტენციალი გვქონდა. ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ იყო მიზეზი, რის გამოც ვერაფერი გავაკეთეთ.

- მაგალითად?

- მაშინ არც პირობები იყო და არც ქვეყანა იყო ფეხბურთით დაინტერესებული. გარემო კი ყველაფერზე მოქმედებს, ჩვენზეც და ზოგად დონეზეც. ახლა სახელმწიფოს ინტერესი აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი დროის მსგავსი ფეხბურთელები აღარ ჩანან. რამდენი ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდა, მაგრამ მაშინ ევროპის ძლიერ ლიგებში მასობრივად გავდიოდით, ახლა კი რა გუნდებში მიდიან?..

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• უკვდავი კოშჩეი

დემე კაცური კაცი იყო და ასეთად დარჩება.

• romandro

დემე ყველგან კაცი იყო და კაცად დარჩება,არსად არ შევურცხვენივართ ქართველები,და რაც არიცით იმაზე ნუ ჭორიკნობთ,და მერე კაცობაზე პრეტენზია კიგაქვთ.ბოღმიანო ჭორიკნებო

• legend

დემე კაი რა ყომატბაზი იყავი და დღესაც კობი რომ პრეზიდენტია ეგეც ნაყომარბაზევიაა! ნაცებს ვერ შეეწყე ოცნებას ხო შეეწყე მახინაციაში თაღლითები ხართ ყველანი!

• 123

დემე!!!!

• d, g

დემე, გენაცვალე. უკეთილშობილესი ბიჭია. ვინც არ იცნობთ, ჭორაობას თავი გაანებეთ, ცოტა კაცურათ მოიქეცთ.

• j.....

შენც კარგად იცი რომ ყომარმა დაგღუპა საუბედუროდ.

• jondo

ტრამვები არა ფლავი. ...... ბიჭი იყო. სადაც გასდიოდა იქ თამაშობდა

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

"რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს"

"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე

რა დღეში "აგდებდა" კახა კალაძეს კიევის "დინამოს" ვარჯიშზე ლობანოვსკი

არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს

თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი სინჯებზე კიევის "დინამოში" მიიწვიეს

კვარაცხელია გაზაევმა ისევ შეიყვანა ტურის სიმბოლურში

ვალერი გაზაევი: კვარაცხელიასავით მაღალ დონეზე ჩვენთან არავის შეუძლია ითამაშოს

ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...

ალექსანდრე ჩივაძე: გული მხოლოდ იმაზე მწყდება...

"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა

გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

"ის მინდა, სხვა არავინ გვჭირდება!" - უკრაინელმა ჟურნალისტმა გაიხსენა, როგორ და რომელი მატჩის შემდეგ გადაწყვიტა ლობანოვსკიმ კალაძის კიევის "დინამოში" გადაყვანა

ბულგარულ კლუბს წიტაიშვილის დამატება სურს

ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"პატრონის კვერცხების ლოკვა უყვარს" - სლუცკი გაზაევზე ირონიულად ხუმრობს

გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

ევროპა ლიგა. III ტური: აქტიური ოდიშარია - "რიგასი" "აინტრახტთან" 0:1 დამარცხდა

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე

"ხვიჩა შევჩენკოზე უკეთესი გახდება?! თუ ქართველი ამას მოიგებს..." - ვალერი გაზაევმა "კვარას" შესახებ ისაუბრა

"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა

"ხელფასების ზღვარი, მხოლოდ 3 ლეგიონერი და ბელარუსული გუნდების დამატება" - გაზაევი პრემიერლიგის რეფორმას გეგმავს

დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

დასახელდა ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელი, მოურინიო სიაში ვერ მოხვდა